ჩვენი პარტნიორი სპექტრუმი-Spectrum წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომელსაც არაერთი გამორჩეული კომერციული თუ საცხოვრებელი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს მასშტაბით. იგი არის ძალიან მასშტაბური საპროექტო-სამშენებლო კომპანია, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ AEC Collection-ის ლიცენზირებულ პაკეტებს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.
Autodesk-ის AEC კოლექცია (არქიტექტურა, ინჟინერია და სამშენებლო კოლექცია) არის პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტების ყოვლისმომცველი ნაკრები, რომელიც შექმნილია სპეციალურად არქიტექტურის, ინჟინერიისა და სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის. AEC კოლექცია გთავაზობთ ინტეგრირებულ ინსტრუმენტებს, მათ შორის AutoCAD, Revit, Civil 3D და Navisworks და სხვა. ეს ინტეგრაცია იძლევა მონაცემთა უწყვეტი გაზიარებისა და თანამშრომლობის საშუალებას სხვადასხვა დისციპლინებში, რაც უზრუნველყოფს გუნდის ყველა წევრის მუშაობას ერთიანი პროექტის ინფორმაციის საფუძველზე, რაც ამცირებს შეცდომების და არასწორი კომუნიკაციის ალბათობას.