ჩვენი მორიგი პარტნიორი შპს სთრაიქერზია-Strikerz, რომელიც არის ვიდეო თამაშების შემქმნელი საერთაშორისო გეიმინგ ბრენდი. იგი 2016 წელს შეიქმნა ონლაინ ფეხბურთით დაინტერესებული რამდენიმე ადამიანის მიერ. ამჟამად, 250-ზე მეტი ადამიანია ჩართული ამ საქმეში, რომელთაგან თანამშრომელთა ნაწილი სახლიდანაც მუშაობს. კომპანიას აქვს 5 რეგიონულ ოფისი ევროპის სხვადასხვა ადგილას. კომპანია მიზნად ისახავს მომხმარებლებს შესთავაზოს უპრეცედენტო გეიმინგ გამოცდილება, რომელიც ხელმისაწვდომია მათ ყველა მთავარ პლატფორმაზე.
როგორც BIM Solutions Georgia-ს წარმატებული პარტნიორი, რომელიც ზუსტად იაზრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფების ლიცენზირებული ვერსიის გამოყენება ისე, როგორც სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის, ასევე კომპანიის იმიჯისთვის, ისინი იყენებენ Media & Entertainment Collection-ის, MotionBuilder-ისა და 3ds Max-ის ლიცენზირებულ პაკეტებს, რაც განაპირობებს მათ ეფექტურობას მოწინავე 3D მოდელირებისა და პროცესის ავტომატიზაციის კუთხით.
Media & Entertainment Collection უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოა გეიმინგ კომპანიისთვის, რადგან ის აერთიანებს მოდელირების, ანიმაციისა და რენდერის ხელსაწყოებს ერთ პლატფორმაზე, ქმნის რეალისტურ პერსონაჟებს და გარემოს, მხარს უჭერს გუნდურ მუშაობას შემოქმედებსა და დეველოპერებს შორის, აავტომატიზირებს ამოცანებს და აჩქარებს წარმოებას. MotionBuilder კი გთავაზობთ მძლავრ ფუნქციებს რეალისტური პერსონაჟების ანიმაციების შესაქმნელად, ანიმატორებს კი საშუალებას აძლევს მყისიერად დაინახონ ცვლილებები, აუმჯობესებს სამუშაო ნაკადის ეფექტურობას, რთავს მოქნილ კორექტირებას ორიგინალური მონაცემების შეცვლის გარეშე, რაც მეტი კრეატიულობის შესაძლებლობას იძლევა, შეუფერხებლად მუშაობს სხვა პროგრამულ უზრუნველყოფებთან, როგორიცაა Maya და 3ds Max. რაც შეეხება 3ds Max-ს, პროგრამა უზრუნველყოფს რეალისტური მოძრაობები, აქვს მძლავრი რენდერის ფუნქციები, რომლებიც ეხმარება ვიზუალიზაციას რომ წარმოაჩინონ თამაშის გარემო და აქტივები ეფექტურად, ადვილად ინტეგრირდება პოპულარულ სათამაშო ძრავებთან, როგორიცაა Unreal Engine და Unity, აუმჯობესებს განვითარების პროცესს, გთავაზობთ ინტუიციურ ინტერფეისს, რომელიც საშუალებას აძლევს მხატვრებს ეფექტურად იმუშაონ და ფოკუსირდნენ კრეატიულობაზე.