BIM Solutions BIM მეთოდოლოგიის გამოყენებას და დანერგვას ბალტიისპირეთში ახორციელებს 2011 წლიდან.
ახლა BIM Solutions Group ადგილობრივი წარმომადგენლობის BIM Solutions Georgia-ს სახით დაეხმარება სამშენებლო ინდუსტრია საქართველოში, რომ უფრო ეფექტური გახდეს.
წამყვანი BIM საკონსულტაციო კომპანია ბალტიისპირეთში და ახლა საქართველოში მუშაობს საინჟინრო და არქიტექტურის განვითარების კომპანიებთან, მფლობელებთან, ასევე სამთავრობო დაწესებულებებთან.
რა არის BIM? – BIM არის შენობის ინფორმაციის მოდელირება ან მოდელი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ციფრული შენობის მოდელი ან პროტოტიპი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შენობის ყველა ელემენტის შესახებ.
BIM Solutions Georgia ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების მართვის ოპტიმიზაციას ინოვაციური მეთოდებისა და BIM ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკაში დადასტურებული ყველაზე ეფექტური გზით. BIM გადაწყვეტილებები ეხმარება კლიენტებს/მომხმარებლებს, შეამცირონ მრავალი პრობლემა მშენებლობაში, როგორიცა არის შეფერხებები, მასალის არამიზნობრივი ხარჯვა, განმეორებადი სამუშაოები და პროექტის ხარისხი. BIM ტექნოლოგიები ეხმარება და ხელს უწყობს პროექტის ყოველ ეტაპზე მასში ჩართული პირების მიერ შესრულებული სამუშოების გაუმჯობესებას დაწყებული პროექტის დიზაინით, ჩაბარებითა და ზედამხედველობის ჩათვლით. BIM Solutions Georgia გთავაზობთ კონსულტაციებს, თუ როგორ გამოიყენოთ BIM Tools – მათი საუკეთესო გზები დიზაინის, მშენებლობისა და შენობების მოვლის პროცესში, რათა მიიღოთ უფრო კონტროლირებადი და ეფექტური სამშენებლო პროექტი. ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ უძრავი ქონების დეველოპერებს, პროექტის მფლობელებს, თუ როგორ წარმართონ BIM პროექტები, როგორ შექმნან შესაბამისი მოთხოვნები. დღესდღეობით BIM სავალდებულოა უმეტეს განვითარებად ქვეყნებსა და ევროპაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მთავრობამ უკვე გადაწყვიტეს სამშენებლო პროექტებში BIM გადაწყვეტილებების სავალდებულო მოთხოვნა.
BIM Solutions-ს მიაჩნია, რომ გამოცდილება და 10 წელზე მეტი პრაქტიკა დაეხმარება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას მიაღწიოს უფრო მაღალ დონეს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს თანამედროვე სამშენებლო მენეჯმენტში.
ახლა საქართველოში არქიტექტორები იყენებენ BIM ტექნოლოგიებს, როგორიცაა ArchiCAD ან Revit არქიტექტურული დიზაინისთვის. ძალიან კარგი დასაწყისია. ეს არის დიზაინის პროცესის დაჩქარება და ვიზუალიზაცია, ასევე ის ეხმარება არქიტექტორებს BIM მოდელებიდან ავტომატურად შექმნან ნახაზები და მასალების რაოდენობა. მაგრამ სრულყოფილ შედეგსა და მთავარ სარგებელს ვაღწევთ მაშინ, თუ პროექტირების ყველა ნაწილი – სტრუქტურული, HVAC, ელექტრო და ა.შ. შექმნილია BIM-ში. BIM Solutions Georgia შეასწავლის ინჟინრებს, თუ როგორ გამოიყენონ სპეციალიზებული BIM-ის დიზაინისა და საინჟინრო ინსტრუმენტები, ასევე ასწავლის კონსულტაციას გაუწევს სამუშაო პროცესის კოორდინირებულად წარმართვას არქიტექტორებს, ინჟინერებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის. BIM Solutions Georgia ჩაატარებს ტრენინგებსა და ვებინარებს, თუ როგორ დაიგეგმოს საპროექტო მასალა და ბიუჯეტი, პროექტის განრიგი და მოხდეს შესრულების კონტროლი უფრო ეფექტური გზით, პროექტირების 3D ვიზუალიზაციის გამოყენებით. ასე რომ, პირველი ეტაპი არის ვისწავლოთ BIM-ის გამოყენება დიზაინისთვის, შემდეგ BIM სამშენებლო და შენობების მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციისთვის. BIM Solutions Georgia მზადაა ასევე ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან/უნივერსიტეტებთან და სამშენებლო, ინჟინერიასთან დაკავშირებულ ასოციაციებთან, რათა დაეხმაროს ახალი თაობის საგანმანათლებლო პროგრამის გააზრებას და დაწყებას, BIM მეთოდოლოგიის დამატებით განათლების სფეროში.
BIM Solutions Georgia აწყობს პირველ სემინარს, რომელიც ეძღვნება სტრუქტურულ ინჟინერიას, სადაც BS ინჟინრები აჩვენებენ კონსტრუქციული საინჟინრო პროცესის შესაძლო ახალ გზას, საუკეთესო სამუშაო BIM ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე იქნება მოწვეული სტუმარი ლიეტუვიდან, საინჟინრო კომპანია Sostinės Konstruktoriai. ეს კომპანია გააზიარებს საკუთარ წარმატებას და ახსნიან რატომ და როგორ იყენებენ BIM-ს.