წარმოგიდგენთ Forma Building Design-ს: მარტივი გამოსაყენებელი დეტალური შენობის დიზაინის გადაწყვეტა ავტომატიზირებული დიზაინის ხელსაწყოებით და ინტეგრირებული ანალიზით.

გვსურს წარმოგიდგინოთ Autodesk Forma Building Design — ინოვაციური, ქლაუდზე დაფუძნებული გადაწყვეტა ესკიზური (სქემატური) პროექტირებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის შენობების დიზაინის სფეროს.

Autodesk Forma Building Design CAD და BIM არქიტექტორებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან შენობის  დეტალური მოდელები სწრაფად და მაღალი სიზუსტით.

ხელმისაწვდომი და ინტუიციური დიზაინი

Autodesk Forma Building Design შექმნილია ხელმისაწვდომობისა და ინტუიციურობის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს გადაწყვეტა აერთიანებს მოდელირების ინსტრუმენტებსა და რეალურ დროში ანალიტიკას, რომლებიც მარტივად გამოსაყენებელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

მიუხედავად იმისა, აყალიბებთ ფასადებს, იკვლევთ გეგმარებებს თუ ოპტიმიზაციას ახორციელებთ შესრულების მაჩვენებლების როგორიცაა: ნახშირბადის და დღის სინათლის მეტრიკები, Autodesk Forma Building Design გაძლევთ საშუალებას, მიზანმიმართულად და ეფექტიანად განახორციელოთ დიზაინი ესკიზური პროექტირების ეტაპზე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ესკიზური პროექტირების ეტაპზე

Autodesk Forma Building Design ამცირებს შენობის პროექტირების პროცესის სირთულეს. კონცეფციასა და BIM-ს შორის არსებული უფსკრულის შევსებით, ის უზრუნველყოფს უფრო სწრაფ სამუშაო პროცესებს, აუმჯობესებს თანამშრომლობას და ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

რისგაკეთება შეგიძლიათ Autodesk Forma Building Design-ით ესკიზური პროექტირების ეტაპზე

არქიტექტორებს შეუძლიათ მიზანმიმართულად ჩამოაყალიბონ დიზაინის ვარიანტები, შეამცირონ განმეორებადი ამოცანები და გამოიყენონ რეალურ დროში მეტრიკები და ანალიტიკა, რათა ყურადღება გაამახვილონ შესრულებაზე და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ამასთანავე, შესაძლებელია მოქნილი დიზაინის პროცესის წარმართვა პარამეტრული და ხელით მოდელირების ინსტრუმენტების კომბინაციით, რაც ამარტივებს ვარიანტების შექმნასა და მათ იტერაციას ნებისმიერ ეტაპზე.

გააერთიანეთ თქვენი გუნდი: ჩართეთ როგორც BIM, ისე BIM-ს მიღმა მყოფი მონაწილეები ინტუიციური ინსტრუმენტების დახმარებით. გამოიყენეთ Forma Board-ის შესაძლებლობები, რათა ერთიან სივრცეში შეკრიბოთ იდეები, მეტრიკები, ვიზუალები და უკუკავშირი.

გადაინაცვლეთ ესკიზიდან BIM-ზე შეუფერხებლად: შეამცირეთ ხელახლა სამუშაოს შესრულების საჭიროება Autodesk Forma Site Design-თან და Autodesk Revit-თან ინტეგრაციის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს უწყვეტობას დაგეგმვის ეტაპიდან დეტალურ პროექტირებამდე.

Dazhong Yi, არკადისის არქიტექტურისა და ურბანიზმის სტუდიის მენეჯერი და Forma Building Design-ის მომხმარებელი, გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები ახალ შესაძლებლობებზე: „Autodesk Forma Building Design ამცირებს ბარიერს მათთვის, ვისაც არ აქვს პარამეტრული დიზაინის გამოცდილება, რაც უფრო მეტ ადამიანს აძლევს საშუალებას, სცადოს იდეები და იკვლიოს ვარიანტები. ასეთი ინკლუზიურობა ქმნის უფრო გლუვ, თანამშრომლობით პროცესს.

მომავლის ხედვაში, Forma ხელს უწყობს არქიტექტურის უფრო ინკლუზიური მომავლის შექმნას, იქმნება ეკოსისტემა, სადაც მონაცემები, იდეები და თანამშრომლობა ერთმანეთს რეალურ დროში ერწყმის. ეს გახსნილია ფართო სპექტრის მონაწილეებისთვის, აძლიერებს გუნდის შიგნით შეთანხმებას და ქმნის პროექტის შედეგებს, რომლებიც ასახავენ მრავალფეროვან პერსპექტივებს და მდგრად გადაწყვეტილებებს.“

შემდეგი ნაბიჯები

ჩვენ გვჯერა, რომ Autodesk Forma Building Design მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არქიტექტორებისა და დიზაინერების მუშაობის პროცესს, გახდის მას უფრო ინტუიციურს, თანამშრომლობითს და ეფექტურს, ვიდრე ოდესმე.

 

სტატიის წყარო: www.autodesk.com