2026-05-07 15:00
-2026-05-07 16:00
რეგისტრაცია
აღწერა
გიწვევთ პრაქტიკულ მასტერკლასზე: „3D არმირებიდან ავტომატიზებულ ნახაზებამდე“.
ფორმატი: 1 საათი
პლატფორმა: Zoom (ონლაინ)
ენა: ქართული
გაინტერესებთ როგორ უნდა აქციოთ ტრადიციული საინჟინრო პროცესი მაღალი სიზუსტის ციფრულ მოდელად Tekla Structures-ის გამოყენებით?
დაივიწყეთ რუტინული, მექანიკური სამუშაო — ისწავლეთ კონსტრუქტორის მუშაობის სრული ციკლის ოპტიმიზაცია.
რას შეიტყობთ ვებინარზე?
- როგორ ხდება რკინაბეტონის ელემენტების არმირება Tekla Structures-ში: რკინაბეტონის ელემენტების მოდელირების ეფექტური ხელსაწყოები;
- მოქნილი მეთოდოლოგია: არმირების სხვადასხვა მეთოდები და მათი შერჩევა პროექტის სირთულის მიხედვით;
- ნახაზების გენერაცია: როგორ მივიღოთ 3D მოდელიდან სრულყოფილი სამუშაო ნახაზები ავტომატურად;
- ზუსტი სპეციფიკაციები: მასალათა უწყისის გენერირება;
- ვებინარის ბოლოს დრო დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს.
ვისთვის არის ეს მასტერკლასი?
- კონსტრუქტორებისთვის, რომლებთაც სურთ პროდუქტიულობის გაზრდა;
- BIM მენეჯერებისთვის, პროცესების სტანდარტიზაციისთვის;
- საინჟინრო სფეროს პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს BIM პროგრამებს.
- მათთვის ვინც დაინტერესებულია Tekla Structures-ში მუშაობით;