საპროექტო გუნდები პროგრამული უზრუნველყოფების ნაკლებობას არ განიცდიან. ერთადერთი რისი დანაკლისიც რეალურად აქვთ ეს არის დრო.
გამკაცრებული ვადები, მზარდი მოდელების სირთულე და სხვადასხვა დისციპლინას შორის უწყვეტი კოორდინაცია ნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ დიზაინის შექმნა, არამედ ისეთი პროცესის მართვა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ელემენტის თანხვედრას სამუშაო პროცესების შეფერხების გარეშე.
Autodesk Revit 2027 სწორედ ამ რეალობას პასუხობს. ეს ვერსია აერთიანებს Autodesk AI-ს მოდელირების გარემოში, აკავშირებს სამუშაო პროცესებს cloud პლატფორმის მეშვეობით და ამარტივებს იმ რუტინულ დავალებებს, რომლებიც ყოველთვის დიდ დროს გაკარგვინებთ. შედეგი არის უფრო გამართული სამუშაო პროცესი, სადაც ინსტრუმენტები არ აფერხებს მუშაობის პროცესს.
ამასთან, Revit 2027 კიდევ უფრო მეტ სიახლეს მოიცავს , მათ შორის Forma Industry Cloud-თან ინტეგრირებულ სამუშაო პროცესებს, გაუმჯობესებულ სიზუსტეს მოდელირებაში, იშუების ინტეგრაციას, განახლებულ ინტერფეისს, Forma Carbon Insights-ის დანერგვას და სხვა მრავალ გაუმჯობესებას, რომლებიც მთლიანობაში ზრდის ეფექტურობას და ამარტივებს დიზაინის პროცესს.
ხელოვნური ინტელექტი მოდელში და არა მის გარეთ
Autodesk Revit 2027-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა Autodesk Assistant-ის დანერგვა (ხელმისაწვდომია Tech Preview რეჟიმში*).
მენიუებში ძიების ან სამუშაო პროცესების ხელით აწყობის ნაცვლად, ახლა შესაძლებელია მოდელთან ბუნებრივ ენაზე ურთიერთობა. შეგიძლია დასვა კითხვები, შექმნა დოკუმენტაციის ნაბიჯები და გაააქტიურო ძირითადი მოდელირების მოქმედებები იმავე გარემოში, სადაც მუშაობ.
ასისტენტი გეხმარება მოდელის მონაცემების ანალიზში, ხედებისა და სქემების შექმნა-ორგანიზებაში, პარამეტრების კონტექსტურად რედაქტირებაში, ოთახების მართვაში და ამოცანების შესრულებისთვის საჭირო ინსტრუქციების მიწოდებაში.
იმის გამო, რომ ასისტენტი სრულად ითვალისწინებს მოდელის კონტექსტს, მიღებული პასუხები ზუსტად თქვენს მიმდინარე სამუშაოს ერგება. ხოლო შენახული ბრძანებების შემთხვევაში, განმეორებადი პროცესები დროთა განმავლობაში უფრო სწრაფი და სტაბილური ხდება.
ეს აღარ არის უბრალოდ დახმარების სისტემა — ეს არის მხარდაჭერა, რომელიც რეალურად გეხმარება სამუშაოს წინ წაწევაში.
*Autodesk Assistant Tech Preview უზრუნველყოფს ახალ, ჯერ არ დასრულებულ ფუნქციებზე ადრეულ წვდომას. იგი განკუთვნილია განსაზღვრული სამუშაო პროცესებისთვის და დროთა განმავლობაში განვითარდება. ამ ეტაპზე Autodesk არ იძლევა სრულ გარანტიებს ან ვალდებულებებს.
ცალკეულ სისტემებში გაფანტული ხელსაწყოებიდან ერთიან ეკოსისტემამდე
Autodesk Revit 2027 აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროგრამით და ვითარდება ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ ეკოსისტემად.
Forma Data Management Essentials-ის, Forma Site Design-ის, Forma Building Design-ისა და Forma Board-ის დამატებით, რომლებიც ახლა Revit-ის გამოწერაში შედის, გუნდებს შეუძლიათ გადავიდნენ საწყისი სამშენებლო მოედნის ანალიზიდან დეტალურ დიზაინამდე ისე, რომ აღარ დასჭირდეთ სხვადასხვა ხელსაწყოების ერთმანეთთან ხელოვნურად დაკავშირება. ის, რაც ადრე პლატფორმებს შორის რთულ კოორდინაციას საჭიროებდა, ახლა უკვე თავიდანვე ხელმისაწვდომია.
როგორც AU 2025-ზე გამოცხადდა, Revit წარმოადგენს პირველ Forma Connected Client-ს (tech preview), რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იმუშაოს საერთო, გეოლოკაციურ სცენარებში არსებულ მოდელის მონაცემებთან. შედეგად, მონაცემები, კონტექსტი და ანალიზი Forma Site Design-დან უშუალოდ გადმოდის სამუშაო პროცესში დამატებითი ბარიერების გარეშე. შესაძლებელია საერთო მონაცემებზე სწრაფი წვდომა, გარემოსდაცვითი მონაცემების გამოყენება და ისეთი ანალიზების ჩატარება, როგორიცაა ქარის ანალიზი სამუშაო გარემოს დატოვების გარეშე.
კოორდინაცია რეალურ დროში
კოორდინაცია აღარ არის პროცესი, რომელიც პროექტის ბოლოსთვის ინახება.
Autodesk Revit-ში Issues ფუნქციონალი უკვე აღარ არის დამატებითი მოდული. ის ინტეგრირებულია ძირითად სისტემაში. გუნდებს შეუძლიათ პრობლემების შექმნა, ნახვა და გადაწყვეტა პირდაპირ Revit-ის შიგნით, სრული სინქრონიზაციით Forma Data Management-თან.
დროთა განმავლობაში კოორდინაცია ხდება უფრო უწყვეტი და პროაქტიული, რაც ამცირებს მოულოდნელობებს და უზრუნველყოფს პროექტის უფრო სტაბილურ წინსვლას.
ავტომატიზაცია იქ, სადაც ნამდვილად მნიშვნელოვანია
Autodesk Revit 2027 ფოკუსირდება იმ განმეორებად ამოცანებზე, რომლებიც გუნდებს ყველაზე მეტ დროს აკარგვინებს.
წესებზე დაფუძნებული ნუმერაცია ანაცვლებს ხელით განმეორებად გადანომრვის პროცესებს და ავტომატურად ერგება მოდელის ცვლილებებს.
ამასთან ერთად, გაუმჯობესებები ტეგირებაში, ანოტაციების კონტროლსა და ინტერფეისის ქცევაში ამცირებს მცირე, მაგრამ მუდმივ შეფერხებებს სამუშაო პროცესის დროს.
ცალ-ცალკე ეს ცვლილებები შეიძლება მცირედ ჩანდეს, თუმცა ერთიანობაში ისინი გუნდს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს.
უფრო სწრაფი და სტაბილური საფუძველი
Autodesk Revit 2027-ს „სისტემურ დონეზე“ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები მოაქვს.
Dynamo უფრო სწრაფად და სტაბილურად მუშაობს, რაც მხარდაჭერილია .NET 10-ის განახლებით და გაუმჯობესებული გამოთვლითი პროცესებით. ამავდროულად, დაჩქარებული გრაფიკა უკვე მზად არის სრულფასოვანი გამოყენებისთვის, რაც დიდ მოდელებში ნავიგაციას უფრო გლუვსა და რეაგირებადს ხდის ყოველდღიურ სამუშაოში.
შედეგად, გამოცდილება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბენჩმარკებით, არამედ რეალურად იგრძნობა სამუშაოს დაჩქარება და პროცესებში უფრო თავისუფალი გადაადგილება.
არქიტექტორებს უწევთ დიზაინის ხარისხის დაბალანსება გაზომვად შედეგებთან, განსაკუთრებით მდგრადობის მიმართულებით.
Autodesk Revit 2027-ში carbon ანალიზი პირდაპირ დიზაინის სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული Autodesk Forma Carbon Insights-ის საშუალებით (ადრე Autodesk Insight). ამის ნაცვლად, რომ მდგრადობა განიხილებოდეს როგორც საბოლოო შემოწმების ეტაპი, შესაძლებელია როგორც embodied, ისე operational carbon-ის შეფასება პირდაპირ BIM გარემოში, რაც უფრო ნათლად აჩენს გადაწყვეტილებების გავლენას. Revit-ში მასალებს დაემატა Carbon პარამეტრი, რაც თითოეულ არჩევანს უფრო გაზომვადს ხდის.
ამავდროულად, კედლების, კიბეების და Design Options-ის გაუმჯობესებები მოდელირებას უფრო პროგნოზირებადს ხდის. კედლებს ახლა შეუძლიათ სხვა კედლებზე დაყრდნობა; კიბის საფეხურების ნუმერაცია კონტროლდება ტიპის (type) პარამეტრებით; ხოლო Design Options-ის ხედები უფრო სტაბილურად და თანმიმდევრულად მუშაობს.
შედეგად, შესაძლებელია დიზაინის უფრო მკაფიოდ განსაზღვრა თავიდანვე და ისეთი შემდგომი ცვლილებების თავიდან აცილება, რომლებიც წარმოების პროცესს ანელებს.
სტრუქტურული სამუშაო პროცესები ხშირად ირღვევა მაშინ, როცა მოდელი, ანალიზი და დეტალიზაცია ერთმანეთთან სინქრონში აღარ არის. Autodesk Revit 2027 ამ ხარვეზების შემცირებას ისახავს მიზნად.
ანალიტიკურ მოდელირებაში ჩნდება სტრუქტურულად გაცნობიერებული ავტომატიზაცია, სადაც ანალიტიკური მოდელი ფიზიკური ცვლილებების მიხედვით ავტომატურად ახლდება, თან ინარჩუნებს კავშირს, დატვირთვებსა და საზღვრის პირობებს. ეს ამცირებს გადამუშავების საჭიროებას და ზრდის ანალიზის შედეგების სანდოობას.
არმირების დეტალიზაცია უფრო კონტროლირებადი ხდება რთული გეომეტრიის შემთხვევაში. არმატურა ერგება მასპინძელი ელემენტების ცვლილებებს, ხოლო ზოლების განაწილება, გადაბმა და დაშორებები ავტომატურად ახლდება წესებზე დაფუძნებული ლოგიკით, რაც ზრდის სიზუსტეს და წარმოებისთვის მზადყოფნას.
ფოლადის ელემენტები სხვადასხვა დეტალიზაციის დონეზე უფრო პროგნოზირებადად იქცევიან, ინარჩუნებენ სუფთა დოკუმენტაციას და ზუსტ კავშირებს დიზაინის ცვლილებების პარალელურად.
ერთობლივად, ეს გაუმჯობესებები ქმნის უფრო უწყვეტ სტრუქტურულ პროცესს ანალიზიდან დეტალიზაციამდე და წარმოებამდე, სადაც ნარჩუნდება დიზაინის ჩანაფიქრი და უმჯობესდება კოორდინაცია.
MEP: სისტემების შექმნა, რომლებიც მუშაობენ ისე, როგორც იყო დაგეგმილი.
MEP გუნდებისთვის სანდოობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად არის ერთმანეთთან თანხვედრაში ანალიზი, სისტემური ლოგიკა და დეტალიზაცია.
Autodesk Revit 2027 აუმჯობესებს ენერგო მოდელირების საფუძველს უფრო სუფთა ანალიტიკური გეომეტრიის გენერირებით და ამცირებს ხელით შესასრულებელი სამუშაოების საჭიროებას. უფრო გიდირებული კონფიგურაციის პროცესი უზრუნველყოფს, რომ მოდელები თავიდანვე სწორად იყოს დაყენებული, რაც საბოლოოდ იძლევა უფრო სანდო და სტაბილურ შედეგებს.
HVAC სამუშაო პროცესები ახლა უფრო სისტემურ ლოგიკაზე მუშაობს, სადაც ზონირება, დატვირთვების გამოთვლა და მოწყობილობების ზომების განსაზღვრა უფრო თანმიმდევრულად არის დაკავშირებული. ეს ამცირებს ინტერპრეტაციის სხვაობებს ანალიზსა და დიზაინის გადაწყვეტილებებს შორის.
ამ შესაძლებლობების გაფართოების ფარგლებში, Trane TRACE უახლოეს მომავალში წარადგენს შემდეგი თაობის TRACE® სისტემას Autodesk Revit ინტეგრაციით, თავსებადი გამოთვლითი ძრავით და cloud-ზე დაფუძნებული ინტერფეისით, რომელიც გამარტივებს დატვირთვების დიზაინს, ენერგო მოდელირებას და ეკონომიკურ ანალიზს.
წარმოების მხარეს, ფაბრიკაციის ინსტრუმენტები უფრო მდიდარი მონაცემებით და მაღალი სიზუსტით მუშაობს, რაც შესაძლებელს ხდის დეტალიზაციის ადრეულ ეტაპზე შესრულებას, დასაგეგმავი პარამეტრების გამოყენებას და დიზაინის პროცესების უკეთეს თანხვედრას.
შედეგად მიიღება უფრო ერთიანი MEP სამუშაო პროცესი, სადაც შესრულება, ზომების განსაზღვრა და კონსტრუქციული მზადყოფნა ერთმანეთთან თანმიმდევრულად არის დაკავშირებული, რაც ამცირებს გადამუშავებას და ზრდის წარმოების სანდოობას.
კოლაბორაციის განვითარებული ეკოსისტემა
Autodesk Revit 2027 აძლიერებს გუნდების კოორდინაციის შესაძლებლობებს ყველა დისციპლინაში, დაკავშირებული მონაცემებისა და საერთო სამუშაო გარემოების მეშვეობით.
ინკრემენტული მონაცემთა სინქრონიზაცია უზრუნველყოფს მოდელების განახლებას ზედმეტი დატვირთვის გარეშე. Model Analytics კი აძლევს ხედვას მოდელის ჯანმრთელობაზე, შესრულებასა და პოტენციურ რისკებზე.
ამასთან, ისეთი გაზიარებული გარემოები, როგორიცაა Forma Board, გუნდებს აძლევს შესაძლებლობას განიხილონ, ითანამშრომლონ და კომუნიკაცია ჰქონდეთ ვიზუალურ, ერთიან სამუშაო სივრცეში.
გაუმჯობესებულია თავსებადობა, მათ შორის IFC mapping, მონაცემთა გაცვლა და reality capture-ის პროცესები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა პლატფორმასა და პარტნიორთან მუშაობის სირთულეებს.
შედეგად, კოორდინაცია ნაკლებად უკავშირდება ფაილების მართვას და უფრო მეტად ეფუძნება ერთიან, სანდო მონაცემთა წყაროს.
დაიწყე Autodesk Revit 2027-ის გამოყენება დღესვე
Autodesk Revit 2027 ეხმარება გუნდებს ნაკლები დრო დახარჯონ შეცდომების გასწორებაზე, სინქრონიზაციასა და კოორდინაციაზე და მეტი დრო დაუთმონ დიზაინს, ანალიზს და პროექტის მიწოდებას. AI მხარდაჭერა ინტეგრირებულია უშუალოდ მოდელის შიგნით, მონაცემები უფრო მარტივად მოძრაობს სხვადასხვა ინსტრუმენტებს შორის, ავტომატიზაცია ამცირებს განმეორებად სამუშაოებს, ხოლო კოორდინაცია შესაძლებელია უწყვეტ რეჟიმში.
უახლეს ფუნქციებზე წვდომისთვის გახსენით Autodesk Access აპლიკაცია თქვენს კომპიუტერში ან შედით Autodesk Account-ის ცენტრში და დააინსტალირეთ Revit 2027.0.1 ვერსია, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს.