Forma Carbon Insights: პროექტის სრული ნახშირბადული შეფასება ერთიან სამუშაო გარემოში

Autodesk Forma Carbon Insights (ყოფილი Autodesk Insight) ახორციელებს Forma Building Design-ისა და Revit-ის ნახშირბადის სრულ ანალიზს, რაც ეხმარება გუნდებს ნახშირბადის ზემოქმედების გააზრებაში დიზაინის ადრეული ფაზის სამუშაო პროცესებში და ამ ინფორმაციის დეტალურ დიზაინში გამოყენებაში. ეს ყველა ზომის გუნდს უაადვილებს მდგრადი განვითარების ძალისხმევაში მონაწილეობას და შენობის საერთო ნახშირბადის კვალის შემცირების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ სიახლეები.

Autodesk Forma Building Design წარმოადგენს ახალ გადაწყვეტას, რომელიც ადრეული დიზაინის კვლევისა და კონცეფციის განვითარებას უფრო სწრაფსა და მარტივს ხდის. ის არქიტექტორებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან სხვადასხვა დიზაინ-ვარიანტი, შეამოწმონ მათი ეფექტიანობა და Autodesk Revit-ში გადასვლამდე განსაზღვრონ პროექტის მკაფიო მიმართულება.

Forma Carbon Insights ხელმისაწვდომია როგორც Forma Building Design-ში, ისე Revit-ში, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს პროექტის დასაწყისიდანვე და მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში იმუშაონ ერთიან ნახშირბადულ მონაცემებზე, მათ შორის embodied carbon-ისა და operational carbon-ის ანალიზზე.*

Autodesk Forma Building Design-ში Forma Carbon Insights-ზე დაფუძნებული სრული ნახშირბადული ანალიზი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:

  • სწრაფად და მარტივად მიიღონ შედეგები უშუალოდ Forma Building Design-ის გარემოში, რაც ამარტივებს ადრეული ეტაპის შენობის მოდელებზე ექსპერიმენტირებას და ნახშირბადული გავლენის საწყისი მაჩვენებლების შეფასებას;
  • პროექტის დაწყებისთანავე შეაფასონ სრული carbon impact , როგორც embodied carbon, ასევე operational carbon ენერგოეფექტურობის ანალიზისთვის;
  • გამოიყენონ Forma Carbon Insights Dashboard უფრო ღრმა ანალიზისთვის, მათ შორის პარამეტრების მორგების, გაფართოებული კონფიგურაციისა და გუნდური თანამშრომლობის შესაძლებლობებით;
  • შექმნან საწყისი ბაზა, რომელიც დეტალური პროექტირების პროცესშიც გაგრძელდება და უზრუნველყოფს მონაცემებისა და ანალიზის თანმიმდევრულობას პროექტის ყველა ეტაპზე.

მდგრადი შენობების დიზაინისთვის ნახშირბადული ზემოქმედების შემცირების გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მსგავსი შეფასებების ჩატარება ისტორიულად მხოლოდ სპეციალიზებული როლებისა და სამუშაო პროცესებისთვის იყო ხელმისაწვდომი. Forma Carbon Insights-ზე დაფუძნებული მარტივად გამოსაყენებელი total carbon analysis, კომპანიებს საშუალებას აძლევს მდგრადობის ცოდნა საკუთარ გუნდებში დანერგონ და გააფართოონ carbon tracking-ის შესაძლებლობები სხვადასხვა დეპარტამენტში.

* Forma Carbon Insights ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში განთავსებული FDM Hub-ებისთვის.

Autodesk Forma Carbon Insights-ის გამოყენებით შესაძლებელია ნახშირბადული მონაცემების ერთიანი ხედვის გაზიარება სხვადასხვა დისციპლინის გუნდებს შორის. ეს საშუალებას იძლევა დეშბორდების საშუალებით ერთობლივად ვიზუალურად დაინახოთ, გააკონტროლოთ და შეამციროთ ნახშირბადის ზემოქმედება, რითაც ანალიზი ვიწრო სპეციალისტური ამოცანიდან გადაიქცევა პროექტის ან კომპანიის მასშტაბის ინტეგრირებულ შესაძლებლობად.

იქნება ეს საწყისი ანალიზი Autodesk Revit-ში თუ Forma Building Design-ში, cloud-ზე დაფუძნებული მოდელებიდან მიღებული თანმიმდევრული შეფასებები და კოლაბორაციული ანალიტიკა უზრუნველყოფს:

  • პროექტის წევრებს, ადმინისტრატორებს და კლიენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ბრაუზერიდან ნახონ, დაათვალიერონ და იმუშაონ ნახშირბადის შემცირების სხვადასხვა სცენარებზე;
  • გუნდებმა შეძლონ საერთო მეტრიკების, ფაქტორებისა და მდგრადობის მიზნების ირგვლივ შეთანხმება;
  • სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს წვდომა ერთიან, დაკავშირებულ მონაცემებზე, რაც აჩქარებს შეთანხმებას, ამცირებს ინფორმაციის დაკარგვას და ზრდის ნახშირბადის ექსპერტიზის მასშტაბირებას;
  • შეფასებები იყოს თანმიმდევრული ენერგოანალიზსა და სტანდარტულ ნახშირბადის მონაცემთა ბაზებთან მიმართებაში.

Autodesk Revit-დან პირდაპირ შესაძლებელია უფრო ღრმა ნახშირბადული ანალიზის მონაცემებზე წვდომა. პროექტებში ნახშირბადის შემცირების გზების განსაზღვრა და ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაცია რთული პროცესია, თუმცა Forma Carbon Insights, როგორც Autodesk Insight-ის ახალი ვერსია, საშუალებას იძლევა, მოდელირება პირდაპირ Revit-ში დაიწყოს ცალკე ინსტრუმენტში ხელახლა მოდელირების გარეშე.

Autodesk Revit მოდელიდან შესაძლებელია Energy Analytical Model (EAM)-ის გენერირება, რაც ქმნის საფუძველს უფრო სუფთა და დეტალური ანალიზისთვის, როგორც embodied carbon-ის, ისე operational და total carbon შეფასებისთვის, რეალურ BIM მონაცემებზე დაყრდნობით. შემდეგ ეტაპზე მოდელი შეიძლება გაიხსნას Autodesk Forma Carbon Insights-ში, სადაც შესაძლებელია:
  • ნახშირბადული მეტრიკების და ბენჩმარკების განსაზღვრა და მონიტორინგი, რომლებიც შეესაბამება კლიენტის მოთხოვნებს, შიდა მდგრადობის სტანდარტებს ან პროექტის სპეციფიკურ მიზნებს;
  • მასალების დეტალური შეფასება და ენერგო-სიმულაცია, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ნახშირბადის შემცირების სტრატეგიის ტესტირება და გაუმჯობესება;
  • დიზაინის სხვადასხვა პარამეტრის (ფორმა, ორიენტაცია, გარსი, მასალები, შიდა დატვირთვები, HVAC სისტემები, განახლებადი ენერგიის კომპენსაციები) გავლენის ბალანსირება როგორც ნახშირბადზე, ისე ენერგიის ხარჯებზე;
  • სხვადასხვა ვარიანტის ვიზუალიზაცია და პროცესზე მორგებული ანალიტიკური დაფების შექმნა, რაც ამარტივებს მდგრად დიზაინზე კომუნიკაციას კლიენტებთან.

Autodesk Insight-ის შესაძლებლობების გაფართოებით, Forma Carbon Insights ახლა მოიცავს უფრო ფართო და დეტალურ embodied carbon ანალიზს, მათ შორის სტრუქტურულ მოდელებსაც. პლატფორმა ასევე იყენებს სხვადასხვა მასალების ნახშირბადის მონაცემებს და გარე მონაცემთა წყაროებთან კავშირს, რათა უზრუნველყოს რეგიონზე მორგებული და უფრო ზუსტი შეფასებები.

გამოსცადეთ თავად

Autodesk Forma Carbon Insights (ყოფილი Autodesk Insight) აერთიანებს ნახშირბადული შეფასების შესაძლებლობებს ყოველდღიურ დიზაინის პროცესში, რაც მდგრადობის ანალიზს უფრო ხელმისაწვდომს ხდის როგორც ახალი მომხმარებლებისთვის, ისე გამოცდილ გუნდებისთვის. ეს საშუალებას გაძლევთ ადრეულ ეტაპზევე მიიღოთ დაბალ-ნახშირბადიანი გადაწყვეტილებები და იმუშაოთ უფრო ეფექტური კოლაბორაციით მთელი პროექტის განმავლობაში.