წარმოგიდგენთ AutoCAD 2026-ს: დააჩქარეთ მუშაობა სწრაფი წარმადობით, Autodesk AI-ით და მასთან დაკავშირებული დიზაინით

მოგესალმებით პროექტირების მომავალში Autodesk AutoCAD 2026-ის საშუალებით! რთულ არქიტექტურულ გეგმებზე მუშაობთ თუ დეტალურ მექანიკურ დიზაინებზე, AutoCAD 2026 გთავაზობთ აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ყველაზე თამამი იდეების რეალიზებაში. თანამშრომლობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების გზით ის მოიცავს მნიშვნელოვან გაუმჯობესებებსა და ინოვაციურ შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს დროის დაზოგვას თითოეული DWG ფაილის სამუშაოში. აღმოაჩინეთ ახალი ინფორმაციები და ავტომატიზაცია Autodesk AI-ის დახმარებით. ისარგებლეთ Autodesk Docs-ის ახალი ინტეგრაციებით, ინდივიდუალურად მორგებული სამუშაო ნაკადებით, გაუმჯობესებული თანამშრომლობის საშუალებით, რათა ყოველთვის იყოთ დაკავშირებული თქვენს პროექტთან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. https://youtu.be/N7k6DLmb5ZU   თუ სურთ ახალი AI-სა და ხაზვის შესაძლებლობების აღმოჩენა, გახსენით Autodesk Access აპლიკაცია და დაიწყეთ განახლება ახლავე! დააჩქარეთ დიზაინის შესრულების დრო გაუმჯობესებული ფუნქციებისა და Autodesk AI-ის დახმარებით. გამოსცადეთ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები და ინოვაციური ფუნქციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო. ეს არის AutoCAD-ის ყველაზე სწრაფი ვერსია, რომელშიც 2D და 3D ფაილები იხსნება 11-ჯერ უფრო სწრაფად, ხოლო აპლიკაცია  4-ჯერ სწრაფად, ვიდრე AutoCAD 2025. Autodesk AI-ის დახმარებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი დიზაინის პროცესი, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ინფორმაცია, რომელიც დაცულია თითოეულ დიზაინ ფაილში, რათა უკეთ აღიქვათ, თუ როგორ მუშაობს თქვენი გუნდი, და გაახსნათ ახალი ინფორმაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობები. ეს გაუმჯობესებული ფუნქციები გაძლევთ საშუალებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ დიზაინს და ნაკლები დრო დახარჯოთ ლოდინში. Autodesk AI-ის მხარდაჭერით, Smart Blocks-ის გაუმჯობესებები, Search and Convert და Smart Blocks Detect and Convert Tech Preview (წინა სახელწოდებით „Smart Blocks: Object Detection Tech Preview“) გეხმარებათ დიზაინის ეფექტურობისა და სტანდარტიზაციის გაუმჯობესებაში თქვენს ნახაზებში, რაც საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ ნახაზების სიზუსტე და დააორგანიზოთ ისინი იმ ობიექტების ამოცნობით, რომლებიც შესაძლოა ბლოკებად გადააქციოთ. „ეს გაუმჯობესებები და დამატებითი ელემენტები Smart Blocks: Search and Convert-ში მომხმარებლებს უფრო მეტი ინსტრუმენტის გამოყენების საშუალებას აძლევს სამუშაო პროცესების დასაჩქარებლად და ნახაზებზე მუშაობის დროს, რაც საშუალებას იძლევა მეტი დრო დაუთმონ დიზაინის ხარისხს, ვიდრე პროგრამული ინსტრუმენტებისა და ნაბიჯების ან ბრძანებების თანმიმდევრობას.“ ჩად ფრენკლინი, კორპორატიული ნახაზების წარმოების კოორდინატორი, ასოცირებული ინჟინერი Smart Blocks: Search and Convert Tech Preview-ის დახმარებით შეგიძლიათ სწრაფად მოძებნოთ თქვენი ნახაზები შესაბამისი ობიექტებისთვის ან შესაბამისი ტექსტისთვის და გადააქციოთ ისინი ახალი განახლებული ბლოკის, არსებული ან ახლახანს გამოყენებული ბლოკის ან ბიბლიოთეკებიდან წინასწარ შერჩეულ ბლოკად Autodesk AI-ის დახმარებით.   https://www.autodesk.com/blogs/autocad/wp-content/uploads/sites/35/2025/03/24/AutoCAD-2026_Smart-Blocks-Search-and-Convert.mp4   მიუხედავად იმისა, რომ Smart Blocks: Search and Convert საშუალებას გაძლევთ იპოვოთ ზუსტი გეომეტრიის შესაბამისი შემთხვევები თითოეულ შემთხვევაშიც და ცალკეულადაც, Smart Blocks: Detect and Convert ახდენს თქვენი მთელი ნახაზის ერთდროულად სკანირებას. Autodesk AI-ის მეშვეობით, Smart Blocks: Detect and Convert Tech Preview ახორციელებს ინტელექტუალურ ანალიზს, რათა განსაზღვროს ყველა ის შემთხვევა, რომელიც შეიძლება ბლოკებად გარდაქმნათ. ამ პოტენციური ბლოკების ერთდროულად ამოცნობა განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც საჭიროა მასშტაბური გასუფთავება ან როდესაც გეომეტრია ოდნავ განსხვავდება, მაგალითად, იმპორტირებული ნახაზების შემთხვევაში. AutoCAD 2026-ში დამატებულია ახალი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ უფრო დეტალურად დაარეგულიროთ და შეცვალოთ შედეგები გადახედვის ახალი ხელსაწყოს ზოლისა და ძირითადი რედაქტირების ფუნქციების დახმარებით.   https://www.autodesk.com/blogs/autocad/wp-content/uploads/sites/35/2025/03/24/AutoCAD-2026_Smart_Blocks_Detect_and_Convert.mp4   AutoCAD 2026-ის Activity Insights-ის უახლესი ფუნქციები საშუალებას გაძლევთ იყოთ ინფორმირებული პროექტის სრული ციკლის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს, რომ ყოველთვის გაეცნოთ პროექტის პროგრესსა და ცვლილებებს. ახლა უკვე Activity Insights მოიცავს „What’s Changed“ ფუნქციას, რომელიც გაწვდით დეტალურ მიმოხილვას რედაქტირების სესიის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ თანამშრომლების მხრიდან. გაძლიერებული ძებნისა და ფილტრაციის შესაძლებლობები კიდევ უფრო ამარტივებს თქვენთვის საჭირო ნახაზების პოვნას სულ მცირე დროში.   https://www.autodesk.com/blogs/autocad/wp-content/uploads/sites/35/2025/03/25/AutoCAD-2026_Activity-Insights.mp4   მართეთ პროექტის სტანდარტები და პარამეტრები ყველა თანამშრომელთან ერთად Connected Support Files-ის ახალი ფუნქციის დახმარებით. CAD მენეჯერებს ახლა შეუძლიათ განსაზღვრონ პროექტზე ორიენტირებული მხარდაჭერის ფაილები, რომლებიც უნიკალურია კონკრეტული Autodesk Docs პროექტისთვის. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლიათ გახსნან ერთდროულად რამდენიმე DWG ფაილი სხვადასხვა პროექტიდან, სადაც თითოეულს თავისი უნიკალური მხარდაჭერის ფაილები ექნება! ეს საშუალებას აძლევს გუნდებს, იხილონ და დაარედაქტირონ DWG ფაილები საჭირო მხარდაჭერის ფაილებთან ერთად დამატებითი კონფიგურაციის გარეშე. შედეგად, ყველა თანამშრომელი მუშაობს სწორ ფაილებთან და პარამეტრებთან, რაც ამცირებს შეცდომებს და ზრდის ეფექტურობას. „ეს შესანიშნავი ფუნქციაა და აუცილებლად საჭიროა AutoCAD-ისა და ყველა ვერტიკალური ბაზრისთვის.“— მაიკლ შურგალა, დიზაინის უფროსი ტექნოლოგიების სპეციალისტი, Merrick & Company Markup Import-ი კი ახლა მხარს უჭერს Issues ფუნქციას Autodesk Docs-დან PDF ფაილებში. თქვენ შეგიძლიათ Markup Assist-ის საშუალებით ნახოთ საკითხების ძირითადი შინაარსი და დამატებითი დეტალები გახსნათ Autodesk Docs-ში.   https://www.autodesk.com/blogs/autocad/wp-content/uploads/sites/35/2025/03/25/AutoCAD-2026_Connected-Support-Files.mp4   მრავალმომხმარებლიანი აღნიშვნები (Multi-User Markups) დააჩქარეთ თანამშრომლობა Autodesk Docs-ის პროექტებზე მრავალმომხმარებლიანი აღნიშვნების (markups) ფუნქციით. შეგიძლიათ შეაგროვოთ და გააზიაროთ გამოხმაურება პირდაპირ ნახაზებზე Autodesk Docs-ის აღნიშვნის ხელსაწყოების დახმარებით—რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია AutoCAD-ის ვებვერსიაში. განახლებული SHARE ბრძანება გაძლევთ საშუალებას შექმნათ აღნიშვნის ბმულები დიზაინის ერთდროულად ხელმისაწვდომობისთვის, რაც ფაილების დუბლირების ან დაბლოკვის გარეშე ამარტივებს თანამშრომლობას. TRACE დონეები (TRACE layers) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამატონ აღნიშვნები, რომლებიც ავტომატურად სინქრონიზირდება დიზაინერთან, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას გუნდური განხილვებისა და შესწორებებისთვის. ეს თანამშრომლობითი მიდგომა ყველა გამოხმაურების შეგროვებას და დამუშავებას შესაძლებელს ხდის, რაც პროექტის უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს.   https://www.autodesk.com/blogs/autocad/wp-content/uploads/sites/35/2025/03/25/AutoCad-Web-Multi-User-Markup.mp4   მოარგეთ სამუშაო პროცესები თქვენს საჭიროებებს AutoCAD-ის პერსონალიზაცია შესაძლებელია სპეციალიზებული ინსტრუმენტთა ნაკრებით, რომლებიც მოიცავს არქიტექტურულ, მექანიკურ და ელექტრო დიზაინის ელემენტებს. ArcGIS® Basemaps-ის გეოგრაფიული მონაცემების დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილებები უფრო ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, რაც თქვენს დიზაინს უფრო ინფორმაციულს და სტრატეგიულს გახდის. შექმენით და გაუშვით AutoLISP ავტომატიზაციის სკრიპტები და მიიღეთ წვდომა ათასზე მეტ მესამე მხარის აპლიკაციაზე. ასევე, შეგიძლიათ შეიმუშავოთ საკუთარი პროგრამული გაფართოებები AutoCAD API-ის გამოყენებით. ეს პერსონალიზაციის დონე AutoCAD-ს სრულად მოარგებს თქვენი პროექტების უნიკალურ მოთხოვნებს, რაც გაზრდის ეფექტურობას და პროდუქტიულობას. AutoCAD 2026 საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენს ნახაზებთან, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით. გამოიყენეთ AutoCAD-ის დესკტოპ, ვებ და მობილური ვერსია იდეების დასამუშავებლად, გასაზიარებლად და გადასახედად. ეს მოქნილობა გააიოლებს პროექტების მართვას, იქნება ეს ოფისში, სახლში თუ სამშენებლო მოედანზე. დაიწყეთ დღესვე! თუ უკვე დაიწყეთ AutoCAD 2026-ის განახლება, ერთ ნაბიჯით მიუახლოვდით ამ დაუჯერებელი ახალი ფუნქციების გამოცდას. თუ ჯერ არა—რას ელოდებით? გახსენით Autodesk Access აპლიკაცია თქვენს კომპიუტერში და დაიწყეთ ახლავე! თუ ჯერ კიდევ არ გაქვს პროგრამის ლიცენზია, გამოსცადეთ AutoCAD 2026, AutoCAD LT 2026 და AutoCAD Web უფასო საცდელი ვერსიები. არ გამოტოვოთ Autodesk-ის „What’s New in AutoCAD 2026“ პირდაპირი ვებინარი, რომელიც გაიმართება 14 აპრილს 5 საათზე. მოგესალმებით დიზაინის ახალი თაობის სამყაროში AutoCAD 2026-თან ერთად. გაიგეთ მეტი AutoCAD 2026 და AutoCAD LT 2026-ის ყველა ახალი ფუნქციის დეტალური შესწავლისთვის ეწვიეთ შესაბამის გვერდებს: What’s New in AutoCAD 2026 What’s New in AutoCAD LT 2026 What’s New in AutoCAD for Mac 2026 What’s New in AutoCAD LT for Mac 2026   სტატიის წყარო: www.autodesk.com

Read more

ახალი ინსტრუმენტები, ხელოვნური ინტელექტი (AI) და მასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესები შესანიშნავი ამბების გადმოსაცემად

ეს თვე საუკეთესო ამბების აღნიშვნით დავიწყოთ — მომენტებით, რომლებიც გვამოძრავებენ და ჩვენს გონებაში რჩება. „Dune“-ის მეორე ნაწილმა მოიგო ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში, რაც დიდი ისტორიების, ვნების, ნიჭის და სწორი ინსტრუმენტების ძალას ადასტურებს. Dune: Part Two შექმნილია Autodesk Maya პროგრამული უზრუნველყოფით. სურათის ავტორია: DNEG © 2024 Legendary და Warner Bros. Entertainment Inc. ყველა უფლება დაცულია. რამდენიმე ამ ისტორიას ასობით პერსონაჟი სჭირდება, ამიტომ Autodesk Crowd (ბრბოს, ხალხის მასის) ინსტრუმენტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. სხვა ისტორიები დროისა და რესურსების საზღვრებს სცდება, ამიტომ ისინი AI-ს თავიანთ ძალებთან აერთიანებენ ეფექტურობის გასაზრდელად, რათა ყოველდღიური თასქებისგან გათვაისუფლდეთ და რეალური ხელოვნების შექმნაზე ორიენტირდეთ. თქვენი პროფესიული ზრდა ნიშნავს იმას, რომ თქვენთან ერთად უნდა იზრდებოდეს და უმჯობესდებოდეს ინსტრუმენტები, რომლებიც გიყვართ,—ამიტომ Autodesk მათ უფრო მძლავრს ხდის. „ჩვენ ვარღვევთ ხანგრძლივ ტექნიკურ ბარიერებს, რათა ხელოვანები უფრო სწრაფად შევიყვანოთ შემოქმედებით ზონაში,“ – ამბობს ბენ ფიშლერი, Autodesk-ის პროდუქტის მართვის დირექტორი.  „ახალი Crowd სიმულაციის, AI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტებისა და Flow-სთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების დახმარებით, ჩვენი განახლებები დაგეხმარებათ იმ საბოლოო 80%-ის მიღწევაში, სადაც იწყება რეალური მხიარულება და სადაც შეგიძლიათ კონცენტრირდეთ იმაზე, რომ თქვენი კადრი მუშაობდეს ისტორიის შექმნაზე.“ https://youtu.be/JdkBymPgCHI   Crowd ინსტრუმენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა დიდი მასშტაბის სცენების შექმნა — იქნება ეს სტადიონი სავსე გულშემატკივრებით თუ ჯარისკაცებით სავსე ბრძოლის ველი — შეიძლება რთული იყოს. ამის გამარტივების მიზნით, Autodesk-მა დაამატა Golaem პლაგინი Maya-სთვის  Media & Entertainment Collection-ში, რათა შეძლოთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ 3D სამყაროების შევსებას მრავალი ანიმირებული პერსონაჟით. „Crowd სიმულაცია დიდი ხანია ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, და ჩვენი მისია ყოველთვის იყო მისი ხელმისაწვდომობა ყველასთვის,“ - ამბობს ნიკოლას შავრუ, Golaem-ის თანადამფუძნებელი და Autodesk-ის მთავარი პროდუქტის ტექნიკური მენეჯერი. „ახლა, როგორც Autodesk-ის M&E კოლექციის ნაწილი, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Golaem პლაგინით უკვე ბევრი სტუდია სარგებლობს  და შესაძლოა, რომ კიდევ უფრო მეტ ხელოვანს მიეცეს შესაძლებლობა შექმნას შთამბეჭდავი, დიდი მასშტაბის სცენები მარტივად.“ https://blogs.autodesk.com/media-and-entertainment/wp-content/uploads/sites/162/ArcaneS02_ADSK-Cut_Final-1.mp4 Netflix-ის Arcane-ს მეორე სეზონის სცენები, სადაც Crowd სცენები შექმნილია Golaem ფლაგინის გამოყენებით. ვიდეოს ავტორები არიან: Netflix, Riot Games და Fortiche Production. ფრანგულმა ანიმაციურმა სტუდიამ Fortiche Production-მა Golaem ფლაგინი გამოიყენა Arcane-ის მეორე სეზონისთვის სცენების შესავსებად როგორც რამდენიმე, ისე ასობით პერსონაჟის დასამატებლად. Golaem-ის Layout ინსტრუმენტი სტუდიებს საშუალებას აძლევს პერსონაჟები პირდაპირ Maya-ს ვიპორტში შეცვალონ და მოარგონ ისინი სცენას სიმულაციების ხელახლა გაშვების გარეშე. ხოლო მისი პროცედურული ანიმაციის სისტემა ეხმარება ერთდროულად მრავალი პერსონაჟის კონტროლს. როდესაც თქვენი სიმულაცია არის კონფიგურირებული Maya-ში, შეგიძლიათ გადაიტანოთ ის 3ds Max, Houdini, Unreal ან Katana-ში Golaem-ის სპეციალიზირებული პლაგინების გამოყენებით. Golaem for Maya მხარს უჭერს წამყვან ინდუსტრიულ ფორმატებს, მათ შორის OpenUSD, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ მუშაობა უზრუნველყოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უპრობლემოდ. Golaem შეუერთდა Media & Entertainment Collection-ს, რომელიც მოიცავს Maya, 3ds Max, Arnold, MotionBuilder, Mudbox და 15 Bifrost სიმულაციის ნოდს ერთ ხელმისაწვდომ პაკეტში. გარდა ამისა, კოლექციის საშუალებით Arnold-ის გამოყენება 5 კომპიუტერზე ერთდროულად შეგიძლიათ, რაც მასობრივი სცენების რენდერინგს სწრაფსა და ეფექტურს ხდის თქვენი სტუდიისთვის. AI ინსტრუმენტები, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ თქვენი დღე ვნებით უნდა იყოს სავსე და არა მონოტონური ამოცანებით. თქვენ ამ სფეროში შემოხვედით შემოქმედების მაგიისთვის – და ჩვენ გვინდა, რომ ანიმაციის შექმნა უფრო ინტერაქტიული და ინტუიციური გახადოთ. მაგალითად, Maya-ში Machine Learning Deformer (Autodesk AI-ზე დაფუძნებული) წყვეტს რთულ პერსონაჟებთან მუშაობისას შეფერხების პრობლემას. Maya-ს უახლესი განახლება ML Deformer-ის სიჩქარეს, ხარისხსა და მარტივ გამოყენებას ავითარებს – ახლა ის: 40-ჯერ უფრო სწრაფად იტვირთება, 80%-ით ამცირებს დისკის სივრცის გამოყენებას, რათა თქვენ მხოლოდ იმაზე კონცენტრირება შეგეძლოთ, რაც განსაკუთრებულ ისტორიას ქმნის. მეტი სცენის კონტექსტი ანიმატორებს ხშირად აკისრებენ დავალებებს სცენის სრული კონტექსტის აღქმის გარეშე – აძლევენ მხოლოდ ცალკეულ კადრს, სადაც არ ჩანს რა მოხდა მანამდე ან რა მოჰყვება მას შემდეგ. ეს ართულებს ისტორიასთან ჰარმონიული პერფორმანსის შექმნას. Autodesk ამ სიტუაციას ცვლის. Flow-ს „Animating in Context“-ის საშუალებით, Flow Production Tracking-იდან (ადრე ShotGrid) მიმდებარე კადრები პირდაპირ Maya-ის თაიმლაინში გადადის. ახლა ანიმატორებს და  მხატვრებს შეუძლიათ თავიანთ კადრსა და მის ირგვლივ მდებარე შოტებს შორის თავისუფლად გადაადგილება, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმირებული შემოქმედებითი გადაწყვეტილებები და გააუმჯობესონ კადრების თანმიმდევრულობა. მიიღეთ სცენის კონტექსტი Maya-ში Flow Animating in Context-ის დახმარებით Flow Animating in Context ასევე გაძლევთ საშუალებას გადაერთოთ წარმოების სხვადასხვა  ეტაპებს შორის - იქნება ეს ლეიაუთი თუ ვიზუალური ეფექტები - რათა ზუსტად მოახდინოთ ფოკუსირება სცენის იმ ნაწილზე, რომელიც საჭიროებს ყურადღებას. შედეგად, მიიღებთ წარმოების დაჩქარებას და ისტორიის უკეთ გადმოცემას. გაძლიერებული მოდელირება, FX და OpenUSD ხელსაწყოები, რომლებსაც ყოველდღიურად ეყრდნობით, უნდა იყოს სწრაფი და სასიამოვნოდ გამოსაყენებლად. Maya-სა და 3ds Max-ის განახლებები მოიცავს ასობით გაუმჯობესებას, რათა უფრო მეტად მიუახლოვდეთ შეუფერხებელ შემოქმედებით ნაკადს. მოდელირების გაუმჯობესება – მძლავრი Volume Booleans ინსტრუმენტი ახლა ხელმისაწვდომია Maya-სა და 3ds Max-ში, რაც ქმნის უფრო ერთიან ლოგიკურ ძრავს ორ ინსტრუმენტს შორის. ეს განახლება აადვილებს თავისუფალი ფორმების შესწავლას და რთული ორგანული ფორმების შექმნას მარტივი პრიმიტივებისგან. სითხეები - Bifrost-ის ახალი სითხის სიმულაციის ფუნქცია ახლა უკვე ხელმისაწვდომია პირდაპირ Bifrost გრაფიკში. ახალი FLIP გამხსნელი გთავაზობთ ადაპტირებულ გარჩევადობას ეფექტური გამოთვლებისთვის, ნაწილაკებზე დაფუძნებულ ქაფს და გაუმჯობესებულ სიჩქარის შეფასებას. ასევე შეგიძლიათ ფერადი სითხეების გამოყოფა და შერევა. ის შესანიშნავია ფართომასშტაბიანი, არაბლანტი სითხეებისთვის. https://youtu.be/rvxahXl9hUI  

Read more

Revit-ის გამოყენების უპირატესობები არქიტექტურაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და MEP ინჟინერიაში

AEC (არქიტექტურა, ინჟინერია და მშენებლობა) და MEP (მექანიკა, ელექტროენერგია და წყალმომარაგება) პროფესიონალებისთვის ეფექტურობა და თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები, სადაც Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფით მოდელირება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის ტრანსფორმაციული შენობის ინფორმაციული მოდელირების (BIM) პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აინტეგრირებს შენობის დიზაინისა და მშენებლობის სხვადასხვა ასპექტებს ერთიანი მოდელირების გარემოში. Revit-ის სხვადასხვა ფუნქცია მორგებულია თანამედროვე პროექტების კომპლექსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის მშენებლობის დოკუმენტაციის საწყისი დაგეგმვისა და კონცეფციის განსახორციელებლად. Revit-ის შესაძლებლობები აძლევს არქიტექტორებს, სამოქალაქო ინჟინერებს და MEP პროფესიონალებს საშუალებას, გამოიყენონ ზუსტი სამუშაო ნაკადები პროექტში. მოდით, განვიხილოთ Revit არქიტექტურის უპირატესობები, რათა გავიგოთ, რატომ გახდა ეს ინსტრუმენტი აუცილებელი პროფესიონალებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გაუმჯობესონ და აამაღლონ პროექტების შედეგები. Revit-ის უპირატესობები არქიტექტურულ ინდუსტრიაში Revit-მა გარდაქმნა არქიტექტურის ინდუსტრია, შესთავაზა არქიტექტორებს მძლავრი ხელსაწყოები მძლავრი მახასიათებლებით,ინტეგრირებული მიდგომის მეშვეობით, Revit პროგრამა უზრუნველყოფს სინქრონიზებულ სამუშაო პროცესს, რაც ხელს უწყობს უკეთეს კომუნიკაციას პროექტის ყველა ფაზაში. არქიტექტურის სფეროში Revit განსაკუთრებით სასარგებლოა კომპლექსური სტრუქტურებისა და მასშტაბური პროექტების დიზაინში, სადაც სიზუსტე კრიტიკული ფაქტორია. მოდით, განვიხილოთ Revit-ის ძირითადი უპირატესობები არქიტექტურაში: 1. ინტეგრირებული დიზაინის პროცესი Revit არქიტექტურისთვის უზრუნველყოფს სრულყოფილ დიზაინის პროცესს, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ დიზაინს, კონსტრუქციულ ინჟინერიას და MEP სისტემებს ერთ მოდელში. ეს ინტეგრაცია ზრდის თანამშრომლობის ეფექტურობას და ხელს უწყობს სხვადასხვა დისციპლინების კოორდინაციას, რაც საბოლოოდ იწვევს უფრო ზუსტ შედეგებს. 2. გაუმჯობესებული თანამშრომლობა Revit-ის არქიტექტურული პლაგინებისა და მოწინავე ქლაუდ ინსტრუმენტების გამოყენებით, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ერთ პროექტზე ერთდროულად მუშაობს. ეს თანამშრომლობითი გარემო ამცირებს მონაცემთა შეუსაბამობის რისკს და უზრუნველყოფს უწყვეტ კომუნიკაციას, რაც ყველა გუნდის წევრს საშუალებას აძლევს, მუდმივად ინფორმირებული იყოს პროექტის ყოველ ეტაპზე. 3. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია Revit-ის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა მისი უნარია, შექმნას ფოტორეალისტური რენდერები პირდაპირ მოდელიდან. ეს ფუნქცია არქიტექტორებს საშუალებას აძლევს, შეიმუშავონ შთამბეჭდავი ვიზუალური პრეზენტაციები და რეალურად წარმოიდგინონ საბოლოო შედეგი მშენებლობის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და ზრდის კლიენტების კმაყოფილებას. 4. გაუმჯობესებული სიზუსტე Revit პროგრამის ფუნქციები მოიცავს ზუსტ გეომეტრიულ გამოთვლებს, რომლებიც არქიტექტორებს ეხმარება, თავიდან აიცილონ შეცდომები, რომლებიც ხშირად წარმოიქმნება ხელით კოორდინაციისა და გაზომვების დროს. ეს ხელსაწყოები უზრუნველყოფს, რომ ყველა არქიტექტურული დეტალი იყოს ზუსტად გათვლილი, რაც ამცირებს შეუსაბამობებს და ზრდის დიზაინის მთლიანობის ხარისხს. 5. მდგრადობის ანალიზი Revit-ის არქიტექტურული უპირატესობებში შედის ჩაშენებული ინსტრუმენტები გარემოზე ზემოქმედებისა და ენერგიის მოხმარების ანალიზისთვის. ეს ხელსაწყოები არქიტექტორებს ეხმარება, შეიმუშაონ უფრო მდგრადი და ენერგოეფექტური შენობები, რაც მათ საშუალებას აძლევს, პროექტის დაგეგმვის ეტაპზევე შეაფასონ და ოპტიმიზაცია გაუკეთონ დიზაინის ეკოლოგიურ ზემოქმედებას. Revit-ის უპირატესობები სამოქალაქო ინჟინერიაში Revit გახდა გარდამტეხი ინსტრუმენტი სამოქალაქო ინჟინრებისთვის, რომელიც აერთიანებს პროექტირების სხვადასხვა ფაზას ერთიან და კოორდინირებულ სამუშაო პროცესში. Revit-ის პროგრამა სამოქალაქო ინჟინერიისთვის ხელს უწყობს დეტალურ მოდელირებასა და რენდერინგს, რაც ინჟინრებს აძლევს შესაძლებლობას, ვიზუალურად წარმოადგინონ პროექტის შედეგები, მართონ სირთულეები და უზრუნველყონ სიზუსტე მშენებლობის პროცესში. მისი გამოყენება სამოქალაქო ინჟინერიის სექტორში ცვლის ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზებისა და სხვა საჯარო პროექტების დიზაინის, ანალიზისა და მშენებლობის პროცესებს. Revit-ის ძირითადი უპირატესობები სამოქალაქო ინჟინრებისთვის: 1. რესურსების ეფექტური მართვა Revit უზრუნველყოფს რესურსების ეფექტურ მართვას, რაც შესაძლებელს ხდის მასალების ზუსტ შეფასებას და პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში მათი გამოყენების მონიტორინგს. ეს ხელს უწყობს მასალების ოპტიმალურ გამოყენებას, ნარჩენების შემცირებას და ბიუჯეტისა და დროის მართვას, რაც პროექტებს უფრო ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადს ხდის. 2. ზუსტი გეომეტრიული ინფორმაცია Revit-ის მოდელირების ხელსაწყოები ხელს უწყობს დეტალური და მასშტაბირებადი მოდელების შექმნას. ეს მოდელები უზრუნველყოფს ზუსტ გეომეტრიულ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია სწორი ანალიზისა და რეალიზაციისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დიზაინის ყველა ასპექტი დეტალურად იყოს გამოთვლილი და გადამოწმებული. 3. გაუმჯობესებული კოლაბორაცია Revit-ის ხელსაწყოები მრავალ დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში იმუშაონ ერთსა და იმავე პროექტზე, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა. ეს ფუნქცია აუმჯობესებს კომუნიკაციას, ამცირებს შეცდომებს და უზრუნველყოფს, რომ ყველა გუნდის წევრი გათანაბრებული იყოს პროექტის ცვლილებებთან, რაც ხელს უწყობს პროექტის შეუფერხებელ შესრულებას. 4. მოწინავე რენდერინგი Revit-ის პროგრამა სამოქალაქო ინჟინრებს ეხმარება, რომ შექმნან მაღალრეალისტური ვიზუალიზაციები. ეს ვიზუალიზაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის პრეზენტაციებისთვის, პარტნიორებისა და ინვესტორების დასაყოლიებლად, ასევე კომპლექსური დიზაინის კომპონენტების ანალიზისა და დახვეწისთვის მშენებლობის დაწყებამდე. 5. დინამიური დოკუმენტაცია Revit-ის გამოყენება სამოქალაქო ინჟინერიისთვის სასარგებლოა პროექტის დოკუმენტაციის ავტომატური განახლების მხრივ. ნებისმიერი ცვლილება მოდელში დაუყოვნებლივ აისახება შესაბამის ნახაზებსა და გეგმებში. ეს დინამიური მიდგომა ამცირებს დროის ხარჯვას, ამცირებს შეცდომებს და უზრუნველყოფს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს წვდომა პროექტის უახლეს ინფორმაციაზე. Revit-ის ფართო გამოყენება სამოქალაქო ინჟინერიაში აძლიერებს პროექტის დოკუმენტაციის სიზუსტესა და ეფექტურობას, რაც მას შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცევს თანამედროვე ინჟინრული პრაქტიკებისთვის.   Revit-ის უპირატესობები MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური) ინჟინერიაში Revit-ის პროგრამა სამოქალაქო ინჟინერიისა და MEP სისტემებისთვის ცვლის ინდუსტრიას, რადგან უზრუნველყოფს ძლიერ პლატფორმას შენობების საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და მართვისთვის. მისი უნარი შექმნას დეტალური 3D მოდელები ხელს უწყობს უკეთეს ვიზუალიზაციას, კოორდინაციასა და ანალიზს მექანიკურ, ელექტრო და სანტექნიკურ სისტემებში. შედეგად მიიღება უფრო ზუსტი დიზაინები, რაც აუმჯობესებს პროექტების საბოლოო შედეგს. Revit MEP ოპტიმიზაციას უწევს სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროექტების დროულად და ბიუჯეტში ჩარჩოში შესრულებას. გაეცანით Revit-ის ძირითად უპირატესობებს MEP პროფესიონალებისთვის: 1. გაუმჯობესებული თანამშრომლობა და კოორდინაცია Revit უზრუნველყოფს სხვადასხვა სისტემებს შორის უწყვეტ თანამშრომლობას. საერთო მოდელის გამოყენებით, არქიტექტორები, კონსტრუქციული ინჟინრები და MEP სპეციალისტები უფრო ეფექტურად მუშაობენ ერთად. ეს ინტეგრირებული მიდგომა ხელს უწყობს კონფლიქტების დროულ გამოვლენასა და აღმოფხვრას პროექტირების ადრეულ ეტაპზე, რაც ამცირებს ძვირადღირებული გადამუშავებებისა და შეფერხებების რისკს. 2. მაღალი სიზუსტე და შეცდომების შემცირება Revit-ის 3D მოდელირების სიზუსტე უზრუნველყოფს ზუსტ და დეტალურ დიზაინს. ეს ამცირებს შეცდომების ალბათობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ტრადიციულ ხელით ნახაზებში. ზუსტი მოდელირება MEP ინჟინრებს საშუალებას აძლევს, შექმნან სისტემები, რომლებიც სრულყოფილად თავსდება შენობის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ჩარჩოებში. გარდა ამისა, Revit-ის სამუშაო პროცესის აჩქარებისთვის პროფესიონალები იყენებენ მორგებულ მალსახმობებს, რაც მოდელირების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. 3. ხარჯების შეფასება და მასალების დათვლა Revit ამარტივებს ხარჯების შეფასებისა და მასალების დათვლის პროცესს, რადგან მას შეუძლია ავტომატურად გამოითვალოს მასალებისა და კომპონენტების რაოდენობა პირდაპირ მოდელიდან. ეს ეხმარება MEP სპეციალისტებს, შექმნან უფრო ზუსტი ბიუჯეტები და თავიდან აიცილონ ხარჯების გადაჭარბება. გარდა ამისა, Revit-ის რენდერინგის ფუნქციები ხელს უწყობს მასალებისა და კომპონენტების ვიზუალიზაციას, რაც ამარტივებს სწორი დაგეგმვის პროცესს. 4. კომუნიკაციის გაუმჯობესება დაინტერესებულ მხარეებთან Revit-ის მიერ შექმნილი დეტალური და ზუსტი მოდელები აადვილებს დიზაინის კომუნიკაციას კლიენტებთან, კონტრაქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. გაუმჯობესებული კომუნიკაცია უზრუნველყოფს, რომ ყველა მონაწილეს ჰქონდეს პროექტის მკაფიო გაგება, რაც ამცირებს გაუგებრობისა და არასწორი აღქმის რისკს. დამატებით, Revit-ის პლაგინები კიდევ უფრო აუმჯობესებს კომუნიკაციის შესაძლებლობებს, რაც დიზაინის ინფორმაციის გაზიარებასა და პრეზენტაციის პროცესს ამარტივებს. 5. ეფექტური დიზაინი და დოკუმენტაცია Revit ავტომატიზაციას უწევს ბევრ დავალებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დროისა და რესურსების ხარჯვას. ეს მოიცავს გრაფიკების გენერირებას, დეტალური ნახაზების შექმნასა და ცვლილებების ავტომატურ განახლებას ყველა ხედსა და ფურცელზე. ეს პროცესი MEP პროფესიონალებს დროის დაზოგვაში ეხმარება და ამცირებს სამუშაო დატვირთვას. გარდა ამისა, Revit-ის არქიტექტურული რენდერინგის შესაძლებლობები ხელს უწყობს უფრო დეტალურ და რეალისტურ დიზაინის პრეზენტაციებს. Revit-ის გამოყენება MEP ინჟინერიაში არა მხოლოდ ზრდის ეფექტურობას, არამედ ხელს უწყობს პროექტების მაღალ ხარისხს, დროულ და ბიუჯეტში ჩარჩო შესრულებას, რაც მას თანამედროვე საინჟინრო ინდუსტრიაში შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცევს. Revit AEC ინდუსტრიის სხვადასხვა როლში Revit არის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, რომელმაც შეცვალა AEC ინდუსტრია. ამ პროგრამის ინტეგრაცია აძლევს AEC პროფესიონალებს შესაძლებლობას, ერთიან პლატფორმაზე შეიმუშაონ, დააკონკრეტონ და გააანალიზონ პროექტის შესაძლებლობები. ის მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს სხვადასხვა როლს, ხელს უწყობს სიზუსტესა და თანამშრომლობას. ქვემოთ მოცემულია AEC ინდუსტრიაში ძირითადი როლები, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ: 1. არქიტექტორები არქიტექტორები Revit-ის ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებლები არიან, რომლებიც მის ფართო შესაძლებლობებს დიზაინისა და დოკუმენტაციის პროცესის გასაუმჯობესებლად იყენებენ. Revit for Architecture არქიტექტორებს საშუალებას აძლევს შექმნან დეტალური 3D მოდელები, რომლებიც ზუსტად ასახავს დიზაინის ჩანაფიქრს. ეს მოდელები ადვილად შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ცვლილებები ავტომატურად აისახება ყველა ხედსა და ნახაზზე, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას და ამცირებს შეცდომების რისკს. Revit-ის არქიტექტურული რენდერის შესაძლებლობები არქიტექტორებს საშუალებას აძლევს შექმნან მაღალი ხარისხის დიზაინის ვიზუალიზაციები. ეს რეალისტური რენდერები ხელს უწყობს დიზაინის კონცეფციების გადმოცემას კლიენტებისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც ამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებასა და დამტკიცების პროცესს. 2. ხარჯთაღმრიცხველები Revit საშუალებას აძლევს ხარჯთაღმრიცხველებს, რომ მოდელიდან პირდაპირ ამოიღონ ზუსტი მასალების რაოდენობა და კომპონენტები, რაც უზრუნველყოფს ხარჯების ზუსტ შეფასებას. ეს შესაძლებლობა ამცირებს გადაჭარბებული ან არასაკმარისი შეფასების რისკს, რაც უფრო საიმედო პროექტის ბიუჯეტს უზრუნველყოფს. Revit-ის დინამიური ბუნება ნიშნავს, რომ მოდელში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მყისიერად აისახება დაკავშირებულ რაოდენობებსა და ხარჯებზე. რეალურ დროში განახლების ეს ფუნქცია ეხმარება ხარჯთაღმრიცხველებს ხარჯთაღრიცხვის მუდმივად განახლებაში, რაც პროექტის მთელ ციკლში ბიუჯეტის მართვას უფრო ზუსტსა და ეფექტურს ხდის. 3. დამკვეთები დამკვეთებისთვის Revit გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას, რაც ამარტივებს სამშენებლო პროცესებს და აუმჯობესებს პროექტის შედეგებს. მისი შესაძლებლობა, ვიზუალიზაცია მოახდინოს პროექტის 3D გარემოში, ეხმარება მშენებლობის თანმიმდევრობის უკეთ გაგებაში და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირებაში მანამდე, სანამ ისინი რეალურ ობიექტზე გამოჩნდება. ამ ვიზუალიზაციას კიდევ უფრო ამძაფრებს Revit-ის არქიტექტურული რენდერი, რომელიც უზრუნველყოფს რეალისტური პროექტის სურათებს. გარდა ამისა, Revit არქიტექტურული პროგრამა ხელს უწყობს ზუსტი სამშენებლო გრაფიკებისა და ვადების გენერირებას. მისი შესაძლებლობა, დააკავშიროს სამშენებლო აქტივობები 3D მოდელთან, დამკვეთებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად დაგეგმონ და მართონ რესურსები, რაც უზრუნველყოფს პროექტის დროულ დასრულებას. 4. ინჟინრები Revit წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროგრამულ უზრუნველყოფას ინჟინრებისთვის, რადგან იგი აუმჯობესებს დიზაინის, ანალიზისა და დოკუმენტაციის პროცესებს, რაც ინჟინრულ ამოცანებს უფრო ეფექტურსა და ზუსტს ხდის. თავისი მოწინავე 3D მოდელირების შესაძლებლობებით, Revit ინჟინრებს საშუალებას აძლევს შექმნან MEP (მექანიკური, ელექტრული და სანტექნიკური) სისტემების დეტალური მოდელები. Revit ასევე გთავაზობთ მძლავრ სიმულაციისა და ანალიზის ინსტრუმენტებს, რაც ინჟინრებს ეხმარება MEP სისტემების წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციაში. ეს ინსტრუმენტები უზრუნველყოფს, რომ დიზაინი შეესაბამებოდეს რეგულაციურ სტანდარტებსა და კლიენტის მოთხოვნებს, რაც აუმჯობესებს საერთო პროექტის ხარისხს. 5. ობიექტების მენეჯერები ობიექტების მენეჯერებისთვის Revit უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებებს შენობების ეფექტურად მართვისა და ექსპლუატაციისთვის. Revit-ის ფართო შესაძლებლობები მოიცავს დეტალურ 3D მოდელებს, რომლებიც მოიცავს შენობის ყველა კომპონენტსა და სისტემას, რაც ობიექტების მენეჯერებს აძლევს სრულ და ზუსტ წარმოდგენას შენობაზე. ეს დეტალური ინფორმაცია გადამწყვეტია ეფექტური ტექნიკური მომსახურების დაგეგმვის, სივრცის მართვისა და საერთო შენობის ექსპლუატაციისთვის. საბოლო ჯამში, Revit ადგენს ერთგვარ სტანდარტს AEC ინდუსტრიაში, რადგან ის უზრუნველყოფს ერთიან პლატფორმას, რომელიც აუმჯობესებს სიზუსტეს, თანამშრომლობასა და ეფექტურობას სხვადასხვა პროფესის წარმომადგენლებისთვის, არქიტექტორებისთვის, ხარჯთაღმრიცხველებისთვის, დამკვეთებისთვის, ინჟინრებისთვის და ობიექტების მენეჯერებისთვის. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციები, როგორიცაა 3D მოდელირება, რეალურ დროში განახლება და მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციები, ხდის მას აუცილებელ ხელსაწყოს თანამედროვე სამშენებლო პროექტებისთვის. სტატიის წყარო: www.novatr.com

Read more

როგორ გარდაქმნის კომპანია Preymaker კრეატიულ ინდუსტრიას

"დედამიწას სჭირდება მეტი ელფის ფანები" რეკლამა Prime Video-სთვის Preymaker-ის კრეატიულ და ტექნოლოგიურ სტუდიაში, ინოვაციები და იდეები მკაფიოდ აღინიშნება. მისი დაარსების დღიდან თანადამფუძნებლებმა, ენგუს კნილმა, მელანი უიქჰამმა და ვერიტი გრანთემმა, კომპანია ააგეს იდეაზე, რომ განვითარებადი ტექნოლოგია შეიძლება გახდეს ძლიერი მამოძრავებელი ძალა კრეატიულობისთვის. 65-კაციანი გუნდი, რომელიც გადააწილებულია ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლონდონსა და კეიპტაუნში, სპეციალიზდება მოკლე ფორმატის პროექტებზე და შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ დროს, სხვადასხვა სასაათო სარტყელში, იმისთვის, რომ უსწრაფესად მიაწოდოს დამკვეთებს მათი პროექტები— უნარი, რომელსაც განსაკუთრებით აფასებენ მათი დამკვეთები სარეკლამო ინდუსტრიაში. „დასაწყისიდანვე, Preymaker-ის ფუნდამენტი იყო უახლესი ტექნოლოგიების, საუკეთესო კრეატიულობისა და ყველაზე ნიჭიერი ადამიანების შერწყმა. სწორედ ამ საყრდენებზე ვაგებთ მთელ ბიზნესს, და Autodesk-ის ინსტრუმენტები ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ,“ – განაცხადა Preymaker-ის კრეატიულმა დირექტორმა, ენგუს კნილმა. „ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ გვინდოდა Flow Production Tracking-ის [ადრე ცნობილი როგორც ShotGrid] გამოყენება პროექტების მართვის ცენტრალიზებისთვის. ასევე აქტიურად ვიყენებთ Maya-სა და Flame-ს ვიზუალური ეფექტებისთვის(VFX), რომლებიც ჩვენი და მთელი ინდუსტრიის ვიზუალური ეფექტების სამუშაოს ქვაკუთხედია. ყველა ჩვენი რენდერისთვის ვიყენებთ Arnold-ს, ერთ-ერთ საუკეთესო სარენდერო პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც არასდროს გვღალატობს. ეს არის საოცარი ინსტრუმენტი, რომელსაც თითქმის ყველა ჩვენს პროექტში ვიყენებთ.’’ მთავარი შემოქმედებითი დირექტორი, ანგუს კნეილი მოქნილი და თანამშრომლობითი მიდგომით, Preymaker ქმნის კომპიუტერული გრაფიკის (CG) კონტენტს, ვიზუალურ ეფექტებს, ანიმაციას, კრეატიულ ტექნოლოგიებს, ციფრულ ადამიანებს, დიზაინს და ფერების კორექტირებას რეკლამებისთვის, თამაშებისთვის, ვირტუალური პროდაქშენებისთვის და სხვა მოკლე ფორმატის კრეატიული პროექტებისთვის. სტუდიამ ცოტა ხნის წინ შექმნა ფოტორეალისტური თვითმფრინავები და უზრუნველყო სრულყოფილი ვირტუალური ეფექტებისა და ფერთა დამუშავება მოკლე ფილმ "The Aviators"-ისთვის, რომელიც ოსკარის ლაურეატმა კეტრინ ბიგელოუმ გადაიღო Xfinity-სთვის. გარდა იმისა, რომ Preymaker სერვისებს აწვდის კლიენტებს, ის საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების (IP) განვითარებაზეც მუშაობს, მათ შორისაა "Blue" – რეალურ დროში ანიმირებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მომავალი სრულმეტრაჟიანი ფილმი "DENMARK" – ძარცვის თრილერი, რომელიც ლეგოს მსგავს ვირტუალურ სამყაროში ვითარდება. სამუშაო პროცესების თვალსაზრისით, Preymaker სრულად ვირტუალიზებულია Amazon Web Services (AWS)-ზე და დიდად ეყრდნობა Autodesk-ის ინსტრუმენტებს, როგორიცაა Flow Production Tracking, Maya, Flame და Arnold. კნილმა თავისი კარიერა მედიისა და გართობის (M&E) ინდუსტრიაში Maya-ში ანიმატორობით დაიწყო, შემდეგ კი Flame-ის შესაძლებლობები აღმოაჩინა. ამიტომ, როდესაც ეს ინსტრუმენტები ქალუდ სივრცეში წარმოებისთვის მზად იყო, მან დაინახა ინოვაციისა და გამორჩეულობის შესაძლებლობა თავისი Preymaker კრეატიული გუნდისთვის. მომავალი მხატვრული ფილმი "DENMARK" დაბრკოლებების გადალახვა მიუხედავად იმისა, რომ Preymaker დღესაც აგრძელებს საზღვრების გარღვევას. სტუდია 2020 წლის მარტში გაიხსნა, მხოლოდ ორი კვირით ადრე გლობალური შეზღუდვების დაწყებამდე. თუმცა, როდესაც ბრენდებს კომერციული პროექტების წარმოებაში დაბრუნება დასჭირდათ, ქლაუდ სივრცეში დახელოვნებული Preymaker-ი იდეალურად მოერგო დისტანციურ მუშაობაზე გადასულ ახალ ნორმას. სტუდიის არტისტები ერთნაირ გამოცდილებას იღებენ, მიუხედავად იმისა, მუშაობენ ადგილზე თუ დისტანციურად ვირტუალურ ინფრასტრუქტურაში. ამასთან, Preymaker-ის ტექნოლოგიური გუნდი ფოკუსირებულია დამატებითი ღირებულების შექმნაზე, მაგალითად, შიდა, პერსონალიზებული ინსტრუმენტების განვითარებაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, მეტი დრო დაუთმონ ინოვაციებს, ვიდრე სამუშაო ადგილების მხარდაჭერას და განახლებას. „კლიენტები აღფრთოვანებული იყვნენ, რომ ჩვენ გახსნილები ვიყავით და ვაგრძელებდით მუშაობას, მაშინ როცა ბევრ სტუდიას პრობლემები ჰქონდა,“ იხსენებს კნილი. „დღეს კი ჩვენი მოდელი მათ კიდევ უფრო მეტად მოსწონთ, რადგან შეგვიძლია პროექტებზე 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ სხვადასხვა დროის ზონაში და უზრუნველვყოთ სრულყოფილი მომსახურება მკაცრი ვადების პირობებში.“ თუმცა, ის აღიარებს, რომ სწორი სამუშაო პროცესის ჩამოყალიბება მარტივი არ ყოფილა და ბევრ ცდასა და შეცდომას მოითხოვდა. „როდესაც ვიწყებდით, ქლაუდ სისტემა ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, და სპეციალისტებიც ცოტანი იყვნენ. ამიტომ, უამრავი ტექნოლოგია გამოვცადეთ, სანამ ჩვენს დღევანდელ მოდელზე შევჯერდებოდით. რთულია ყველა ინსტრუმენტის სწორად შეთავსება, რადგან ძალიან ბევრი ვარიანტია და ერთიანი გადაწყვეტა არ არსებობს,“ განმარტავს კნილი. ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლურჯი" Preymaker-ისთვის კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დავალებების განაწილების, უკუკავშირის მიწოდებისა და გლობალურ გუნდთან თანამშრომლობისას. სტუდიის არტისტები სხვადასხვა ადგილიდან მუშაობენ, ხოლო Flow Production Tracking-ის გამოყენებით, კომპანია ახერხებს ინფორმაციის ცენტრალიზაციას, რაც არტისტებს საშუალებას აძლევს, ერთობლივად იმუშაონ საერთო პროექტებზე. გარდა ამისა, OpenUSD-ის ღია ფორმატის გამოყენება სტუდიას ეხმარება კრეატიულ აპლიკაციებს შორის ფაილების გადატანაში ისე, რომ ტექნიკური პრობლემები და დაბრკოლებები მინიმუმამდე შემცირდეს. „Preymaker თავიდანვე ისე შევქმენით, რომ ის გლობალურ სამუშაო ძალაზე ყოფილიყო გათვლილი, ამიტომ დაგვჭირდა ისეთი მძლავრი და გამოცდილი სისტემა, როგორიცაა Flow Production Tracking, რომ კომუნიკაციის ბირთვად გვექცია. ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ ყველა არტისტი ერთიან გუნდად, შეუფერხებლად თანამშრომლობდეს ყველა პროექტზე,“ – განმარტავს კნილი. „OpenUSD-საც ვიყენებთ ფაილების ერთი პლატფორმიდან მეორეში გადატანისთვის. წლების განმავლობაში უამრავი რესურსი ვხარჯეთ საბაჟო კონვერტორების დაწერაზე, მაგრამ OpenUSD-ს ჩარჩო ჩვენთვის ნამდვილი კატალიზატორი გახდა.“ ინოვაციური ძრავები Preymaker-ის ტექნოლოგიური გუნდი მუდმივად იკვლევს ახალ მიდგომებს კრეატიული გამოწვევების გადასაჭრელად. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა იყო Flame-ის ტრადიციული, ოფლაინ გამოცდილების ქლაუდ გამეორება. ამ მიზნის მისაღწევად, მათ Autodesk-ის Flame-ის განვითარების გუნდთან მჭიდროდ ითანამშრომლეს და ალფა ვერსიებიც კი რეალურ პროექტებზე გამოსცადეს, რათა მეტი მონაცემი შეეგროვებინათ და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება წინ წაეწიათ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადი ურთიერთობა გვქონდეს იმ ადამიანებთან, ვინც ქმნის იმ პროგრამებსა და კოდს, რომლებსაც ვიყენებთ. Autodesk-თან ყოველთვის კარგი კავშირი გვქონდა, რადგან ორივე გუნდი ერთნაიი პასუხისმგებლობით უდგება იმ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას, რომელიც არტისტებს ეხმარება სამუშაო პროცესის გამარტივებაში,“ – ამბობს კნილი. „Flame-სა და Maya-ს დიდი ხანია ვიყენებ, და ახლა, როდესაც ჩვენი გუნდი Preymaker-ში მათ იყენებს, საოცარია იმის ნახვა, თუ როგორ განვითარდა ეს ინსტრუმენტები. ადრე Flame-ის არტისტები ინდივიდუალურად მუშაობდნენ პროექტებზე და შემდეგ გადასცემდნენ საბოლოო შედეგს დამკვეთებს, მაგრამ დღეს მათ შეუძლიათ ერთდროულად იმუშაონ ერთსა და იმავე Frame Store-ზე – და ეს ნამდვილი გადატრიალებაა ინდუსტრიისთვის.“ „ავიატორები“, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რეჟისორი ოსკარის მფლობელი კეტრინ ბიგელოუს Xfinity-სთვის. Preymaker-ის არტისტები ასევე ყოველდღიურად იყენებენ მანქანური სწავლების (ML) და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებს Flame-ში, მათ შორის Timewarp ML-ს და გაუმჯობესებულ კამერის თრექინგს. Timewarp ML უზრუნველყოფს უფრო გლუვ და დეფექტებისგან თავისუფალ შედეგებს, ხოლო ავტომატიზებული კამერის თრექინგის ფუნქციები ეხმარება მათ მოძრავი ობიექტების ამოცნობაში უშუალოდ სცენაში. კნილმა აღნიშნა: „AI არის უზარმაზარი გარდამქმნელი სხვადასხვა ინდუსტრიაში და შეუძლია იყოს შესანიშნავი ინსტრუმენტი. ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და AI-ის შერწყმა ნამდვილი მამოძრავებელი ძალაა ინოვაციისთვის. ერთად, ისინი წარმოუდგენლად ძლიერ კომბინაციას ქმნიან. ისინი ეხმარებიან არტისტებს ფართო მასშტაბით მუშაობაში და პროცესის სწრაფად წარმართვაში, სანამ ისინი სრულ წარმოებაში გადავლენ და დაიწყებენ კონტროლირებადი რესურსების შექმნას.“ მომავლის შენება კნილის ხედვით, ტექნოლოგიის განვითარებაში, ნიჭიერ ადამიანებში ინვესტირებასა და კრეატიული სტუდიის მართვაში ცვლილება კარგია და გარდაუვალი. მისი მიზანია, განავითაროს მყარი საფუძველი, ხოლო ახალი ტექნოლოგიები ისე მიიღოს, რომ მათ კონტროლი და მასშტაბირება შეეძლოთ. ამ საფუძვლის ნაწილი არის სწრაფ პროგრესთან ფეხის აწყობა და AI-ის შესაძლებლობების გამოყენების სწავლა. საერთოდ, სტუდია თვალს ადევნებს AI-ის უახლეს განვითარებებს და იღებს იმ ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც პრაქტიკულად გამართლებულია. Preymaker-ის ტექნოლოგიური გუნდი იყენებს GitHub Copilot-ს და ChatGPT-ს კოდირების მიმართულებისათვის, რათა შიდა ინსტრუმენტების განვითარება უფრო სწრაფად დაიწყოს. სტუდია ასევე იყენებს სხვადასხვა გენერაციულ AI ინსტრუმენტს, როგორიცაა Stable Diffusion მრავალმოდალური გამოსახულების გენერაციისთვის და Midjourney კრეატიული მიმართულების განსაზღვრისა და პროექტის წინასწარი წარმოების ეტაპზე განწყობის დაფების შესაქმნელად. „AI არის ძლიერი ინსტრუმენტი, თუ სწორად გამოიყენებ. არ არსებობს ერთი კონკრეტული AI პლატფორმა, რომელიც ყველაფერს ჩაანაცვლებს ან დიდ არტისტებსა და მთხრობელებს შეცვლის,“ - თქვა კნილმა. „AI-ის გამოყენება უბრალოდ ‘საკმარისად კარგი’ შედეგის მისაღებად ძირს უთხრის კინემატოგრაფიასა და თხრობას, მაგრამ AI-ის გამოყენება უკეთესი თხრობისა და მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად ძალას აძლევს არტისტებს.“ უახლესი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად, ეფექტურობისკენ სწრაფვაში, Preymaker ასევე აქტიურად დებს ინვესტიციას კრეატიულ ნიჭში. 2024 წლის სექტემბერში სტუდიის გაფართოების პარალელურად სამხრეთ აფრიკაში, კომპანია უზრუნველყოფს სამწლიან სტიპენდიას ადგილობრივი სტუდენტისთვის, რათა მათ ისწავლონ ანიმაცია და ვიზუალური ეფექტების ხელოვნება The Animation School-ში, კეიპტაუნში. ინსტრუმენტები, რომლებიც დროის გამოცდას უძლებს როგორც Preymaker-ის პროექტები ვითარდება, ასევე ვითარდება მისი მიდგომაც. ახალი სამუშაო პროცესები მიღებულია, რათა ხელი შეუწყოს ხაზოვანი ნარატივიდან გადასვლას და ახალი გზებით ჩართვას აუდიტორიაში. მაგალითად, სარეკლამო სააგენტო McCann Erickson-მა დაიქირავა Preymaker, რათა შეექმნა VR ლაბირინთი ფინანსური ინსტიტუტის, State Street-ის ახალი პროდუქტის წარსადგენად. ეს ლაბირინთი ექვსი კედლის სექციისგან შედგებოდა, რაც სხვადასხვა მარჯვენა კუთხის ლაბირინთის შექმნის საშუალებას იძლეოდა. თამაში მუშაობდა Epic Games-ის Unreal Engine-ში 125 კადრი წამში სიჩქარით Vive-ის ჰედსეტზე, ხოლო Maya-მ მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ყველა UV-რუკა იქნა დამუშავებული Maya-ში, რათა განათების რუკები ზუსტად შეესაბამებოდეს რეალურ სამყაროს მოდელებს. მოდულური მიდგომის წყალობით, Unreal Engine-ში ლაბირინთის აწყობა გაცილებით გამარტივდა. ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული ლაბირინთები პირდაპირ Unreal-ში იყო შექმნილი, ხოლო სხვები სრულად განისაზღვრა Maya-ში და შემდეგ Proof-of-Concept მოდელებად იქნა იმპორტირებული. ამ მოდელებს მიენიჭათ რეალური სამყაროს ზომები, რაც Preymaker-ს საშუალებას აძლევდა, ვირტუალურ რეალობაში გაევლო გარემოში და შეეფასებინა დეკორაციის განლაგება და დიზაინი. მრავალი წლის გამოცდილებისა და ქლაუდ ტექნოლოგიების, ვირტუალური წარმოების, რეალურ დროში მუშა ძრავებისა და AI-ის დანერგვის შემდეგ, Preymaker აგრძელებს თავის პროცესების აწყობას Maya-ს, Flame-ის, Flow Production Tracking-ისა და Arnold-ის ირგვლივ, რათა შექმნას ვიზუალური ჯადოსნობა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრეატიულ სტუდიად აქცევს ინდუსტრიაში.   სტატიის წყარო: www.autodesk.com

Read more

ჭკვიანი ავტომატიზაცია და ეფექტური სამუშაო პროცესები: Tekla Structures 2025-ის მთავარი სიახლეები

Tekla Structures 2025 ფოკუსირებულია ინტელექტუალურ ავტომატიზაციაზე, რაც უზრუნველყოფს საიმედო და დროულ მიწოდებას, ასევე ეფექტურ სამუშაო პროცესებს პროდუქტებს შორის, რითაც მხარს უჭერს საპროექტო გუნდების ერთობლივ მუშაობას. გაუმჯობესებული ფაბრიკაციის ნახაზების შექმნა – Smart create ფუნქციის გამოყენებით, ფაბრიკაციის ნახაზებში შესაძლებელია ავტომატურად შეირჩეს საუკეთესო შესაბამისი ნახაზის შაბლონი ან ნახაზის პარამეტრების ფაილი ნებისმიერი ფაბრიკაციის ნახაზის ტიპისთვის, მათ შორის ერთეული ნაწილების ნახაზებისთვის. გამოყენებადობის სხვადასხვა გაუმჯობესებასთან ერთად, ეს ფუნქცია ახლა საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ავტომატურად შექმნათ სასურველი ნახაზი. გარდა ამისა, გაუმჯობესებული ნახაზების ავტომატიზაცია უზრუნველყოფს უკეთეს კლონირების შედეგებს და უფრო საიმედო განახლებას ხედებისა და ზომებისთვის, განსაკუთრებით მათი განთავსების კუთხით. AI Cloud Fabrication drawings (Preview) – AI Cloud Fabrication drawings ფუნქცია Tekla Structures-ში ფაბრიკაციის ნახაზების შესაქმნელად ახალი, მოწინავე მეთოდია. ეს ფუნქცია ქმნის ახალ ფაბრიკაციის ნახაზებს წინა პროექტებიდან მიღებული, დამუშავებული ფაბრიკაციის ნახაზების საფუძველზე, რომლებიც ატვირთულია ქლაუდ კოლექციაში, რომელიც თქვენს ორგანიზაციას ეკუთვნის. ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენება ნახაზების ქლაუდ კოლექციაში ბიბლიოთეკებად კლასიფიკაციისთვის და საუკეთესო, შესაბამისი ნახაზის მოძიებაში. ნუმერაციის წინასწარი გადახედვა და სხვა ნუმერაციის გაუმჯობესებები – მეტი კონტროლი და გამჭვირვალობა ნუმერაციისა და მისი ცვლილებების მართვაში. ახალი ნუმერაციის წინასწარი გადახედვის ფუნქციით, შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ შემოთავაზებული პოზიციური ნომრები, სანამ ნუმერაციის შედეგებს გამოიყენებთ მოდელის ობიექტებზე. Tekla PowerFab Connector – ფაბრიკატორებისა და დეტალერების დაკავშირება – Tekla Structures-სა და Tekla PowerFab-ის ფაბრიკაციის მართვის სისტემას შორის გაუმჯობესებული თავსებადობა უზრუნველყოფს შეუფერხებელ და მარტივ თანამშრომლობას ფოლადის სპეციალისტებსა და ფაბრიკატორებს შორის. STEP და IGES ფაილების ექსპორტი – ახალი ექსპორტი ავტომატიზირებული ფოლადის წარმოებისთვის – ახლა შესაძლებელია polybeam-ების, სწორი, მრუდი და რკალის ფორმის პროფილების ექსპორტი boolean ოპერატორებით პირდაპირ STEP (.stp) ან IGES (.igs) ფორმატში რეალური რკალისა და მოხრის მონაცემებით, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ფოლადის ნაწილების, მათ შორის სახელურების ავტომატიზირებული წარმოებისთვის. განახლებული Status Sharing – Status Sharing ინსტრუმენტი სრულად განახლდა და ინტეგრირდა Tekla Structures-ში, რაც საშუალებას აძლევს დეტალერებს, ინჟინრებს, ფაბრიკატორებსა და მშენებლობის ჯგუფებს, უფრო ეფექტურად მართონ სამუშაო პროცესები. ახლა Status Sharing Tekla Structures-ისა და Trimble Connect-ის ბრაუზერული ვერსიის საერთო ინტერფეისს იყენებს. თუ იყენებთ Status Sharing-ს Tekla Structures-სა და Tekla PowerFab-ს შორის, შეგიძლიათ გაფილტროთ მოქმედებები და Tekla Structures-ში მხოლოდ Tekla PowerFab-თან დაკავშირებული ცვლილებები აჩვენოთ. Live Collaboration for Tekla Structures (Preview) – 3D მოდელებში რეალურ დროში თანამშრომლობის შესაძლებლობა, ფაილების ექსპორტის ან გაზიარების გარეშე, ორ ან მეტ Tekla Structures-ის ინსტანციას შორის ან Trimble Connect-სა და Tekla Structures-ს შორის. ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის პროექტის გუნდის წევრებს შორის ცოცხალ, მოდელზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. გაუმჯობესებული point cloud გამოცდილება – შეგიძლიათ წვდომა, დამუშავება, მართვა და გაზიარება Trimble Reality Capture-ის პლატფორმაზე შენახული დიდი მოცულობის point cloud ფაილებისა. გარდა ამისა, Layout Manager გაუმჯობესდა, რაც ამარტივებს თანამშრომლობას სამუშაო ადგილზე და ოფისში. მეტი ახალი ფუნქციისა და გაუმჯობესების სანახავად, იხილეთ: რა არის ახალი მოდელირებაში Tekla Structures 2025-ში რა არის ახალი ნახაზებში Tekla Structures 2025-ში რა არის ახალი დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში Tekla Structures 2025-ში რა არის ახალი თავსებადობის ინსტრუმენტებში Tekla Structures 2025-ში რა არის ახალი Tekla Structures-ის გაშვებასა და პროგრამაში ინტეგრირებულ სახელმძღვანელოებში რა არის ახალი Template Editor-ში და შაბლონებში Tekla Structures 2025-ში რა არის ახალი კომპონენტებში Tekla Structures 2025-ში ცვლილებები გაფართოებულ პარამეტრებში Tekla Structures 2025-ში Preview ფუნქციები – ზოგიერთი ფუნქცია Tekla Structures 2025-ში გამოშვებულია როგორც Preview ფუნქცია. Preview ფუნქცია მზადაა წარმოებაში გამოსაყენებლად, თუმცა მისი განვითარება შესაძლოა გაგრძელდეს მომხმარებელთა გამოხმაურების საფუძველზე. ეს ფუნქციები ძირითადად შეფასებისთვისაა განკუთვნილი და ალტერნატიულ მიდგომას გვთავაზობს არსებული სამუშაო პროცესებისთვის. ჩვენ გირჩევთ, რომ შეამოწმოთ ეს ფუნქციები რეალურ სამუშაო გარემოში და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ: Preview ფუნქციები შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს, განახლდეს ან გაუქმდეს მომხმარებელთა გამოხმაურების საფუძველზე. ეს ფუნქციები მოწოდებულია "როგორც არის" მდგომარეობაში, Trimble-ის გარანტიის ან პასუხისმგებლობის გარეშე. ლიცენზიებთან დაკავშირებული დეტალებისთვის, სადაც Preview ფუნქციები ჩართულია, იხილეთ – Supported Preview ფუნქციები ლიცენზიით. თავსებადობაგირჩევთ, რომ მანამდე, სანამ პროექტს Tekla Structures 2025-ის ახალ ვერსიაში გადაიტანთ, შექმნათ თქვენი მოდელის სარეზერვო ასლი. მეტი ინფორმაციისთვის მოდელის სარეზერვო ასლის შექმნის შესახებ, იხილეთ – მოდელის შენახვა: სარეზერვო ასლის შექმნა. ეს ვერსია არ არის თავსებადი ძველ ვერსიებთან – როდესაც ქმნით ან ინახავთ მოდელს Tekla Structures 2025-ში, ვეღარ გახსნით მას ძველ ვერსიებში მონაცემთა ბაზის განსხვავებების გამო. გთხოვთ, იხილოთ Tekla Structures-ის აპარატურული მოთხოვნები, მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემების შესახებ ინფორმაციისთვის. Tekla Structures Administrator-ის გამოშვების შენიშვნებიმომხმარებლებისთვის ან საკუთარი საჭიროებისთვის Tekla Structures-ის პარამეტრების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ Tekla Structures 2025 Administrator-ის გამოშვების შენიშვნები. Tekla Open API-ის გამოშვების შენიშვნებიდეველოპერებისთვის, რომლებიც ქმნიან საკუთარ აპლიკაციებს და გაფართოებებს Tekla Open API-ის გამოყენებით, იხილეთ Tekla Open API-ის ცვლილებები Tekla Structures-ის გამოშვების შენიშვნებში. Tekla Structures-ის ვერსიების გამოშვების შენიშვნების შეჯამებაგამოშვების შენიშვნების შეჯამების გვერდი უზრუნველყოფს მიმოხილვას ახალი ფუნქციებისა და გაუმჯობესებების შესახებ Tekla Structures-ის ვერსიებსა და სერვისულ პაკეტებში, Tekla Structures-ის 2018 და უფრო ახალი ვერსიებისთვის. შეჯამება ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. მოძველებული გაფართოებული პარამეტრების სია Tekla Structures-ის ვერსიებშიმოძველებული გაფართოებული პარამეტრების გვერდი შეიცავს ინფორმაციას იმ გაფართოებული პარამეტრების შესახებ, რომლებიც Tekla Structures-ის 2018 და უფრო ახალ ვერსიებში მოძველებულად მიიჩნევა.

Read more

შესაძლებლობის პავილიონის ფოლადის სახურავის სტრუქტურა

შესაძლებლობის პავილიონი წარმოადგენს მოწინავე ინჟინერიისა და სწრაფი მშენებლობის მაგალითს. იგი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის Expo 2020-ის სამ მთავარ შესასვლელთაგან ერთ-ერთთან. უნიკალური ფოლადის სტრუქტურა შეიქმნა ისე, რომ მოეცვა ფართო, გადახურული მოედანი და წარმოადგენდა შესაძლებლობების რაიონის ერთ-ერთ მთავარ შესასვლელს. პროექტის შესახებ შესაძლებლობის პავილიონი AGi Architects-ის მიერ იქნა დაპროექტებული Expo 2020 დუბაისთვის. სტრუქტურა კონცეპტუალურად განიხილებოდა, როგორც დიდი მოედანი, რომელიც უზრუნველყოფდა შესაძლებლობების რაიონის უწყვეტობას. მისი მთავარი მიზანი იყო ისეთი მიმზიდველი და შთამაგონებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხაზს უსვამდა Expo 2020-ის მისწრაფებას, უზრუნველყო აუცილებელ რესურსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და დახმარებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ Eversendai-ის ინჟინრები, რომლებიც ფოკუსირებულნი იყვნენ ფოლადის სახურავის კონსტრუქციაზე. ეს სახურავი, რომელიც მიწიდან 32 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიმბოლურად ღრუბლებს განასახიერებს – ოცნებებს, რომლებსაც ადამიანები ცდილობენ მიაღწიონ. მოედანი ორ დონეზეა განლაგებული, რათა ჰარმონიულად მოერგოს ტერიტორიის რელიეფს. ფოლადის სახურავი ექვსი ფენით არის აგებული, რაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლება, სინათლისა და ჩრდილის დინამიკის მიხედვით. საინჟინრო გამოწვევები შესაძლებლობის პავილიონის დიზაინი თავისთავად წარმოადგენს დიდ გამოწვევას მისი არქიტექტურული მოთხოვნების გამო. მრავალრიცხოვანი კვანძოვანი სისტემა გადახლართულია სხვადასხვა ფენებზე, ქმნის რთულ სამგანზომილებიან სტრუქტურას, რომელშიც განთავსებულია გრძელი კონსოლური გადახურვები, ზოგიერთი 40 მეტრზე მეტ სიგრძეს აღწევს. განსაკუთრებული სირთულე ის არის, რომ მთელი ეს მასშტაბური კონსტრუქცია მხოლოდ რამდენიმე სვეტზეა დაფუძნებული, რაც ინჟინრებს განსაკუთრებულ გამოწვევებს უქმნიდა როგორც სიმტკიცის, ისე სტაბილურობის კუთხით. პროექტი მოითხოვდა, რომ შესაძლებლობის პავილიონი დასრულებულიყო ოთხი თვის განმავლობაში, რაც მოიცავდა დეტალურ პროექტირებას, მასალების შესყიდვას, ინტერფეისის კოორდინაციას, წარმოებას და მშენებლობას. რთული სტრუქტურული დიზაინის მართვისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ ერთი თვე, რაც მოიცავდა 1,600-ზე მეტი უნიკალური შეერთების ტიპის გადამოწმებას. თითოეული შეერთება იყო ძალიან რთული, დაახლოებით 10 ელემენტი ერთდროულად შეესაბამებოდა ერთ წერტილს, თუმცა სხვადასხვა კუთხით. გამონაკლისი არც 18 ელემენტისგან შემდგარი შეერთებები იყო. თითოეული კვანძი მოითხოვდა კოდების გადამოწმებას და ოპტიმიზაციას, რათა უზრუნველყოფილიყო მასალის ეფექტურობა სტრუქტურული მთლიანობის შეზღუდვის გარეშე. ვინაიდან სტრუქტურა არ იყო მუდმივი და ჩამოიშალა, დიზაინი აქცენტს აკეთებდა ძალიან თხელი პროფილების გამოყენებაზე, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო მასალის მოხმარება. კომპლექსური კავშირის მაგალითი, რომელიც შედგება 17ელემენტისგან გადაწყვეტები და შედეგები ფერმების სისტემის საწყისი მონახაზი შეიქმნა Tekla-ში, სადაც ყველა ელემენტი დაპროექტდა მრგვალი, ღრუტანიანი პროფილების (CHS) სახით. ყველა შეერთება შედუღებული იყო, რათა სტრუქტურა მაქსიმალურად ერთიანი ყოფილიყო, ხილული შეერთებების გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტების სისქე მინიმალური იყო, კედლების დატვირთვების კოდების გადამოწმება აუცილებელი გახდა. Eversendai-ის ინჟინრებმა გამოიყენეს IDEA StatiCa Connection პროგრამა, რათა შეემოწმებინათ შეერთებების სისწორე, გაეკეთებინათ ოპტიმიზაცია და ერთდროულად გადაემოწმებინათ სხვადასხვა დატვირთვების თანწყობაზე. უფრო მეტიც, პროგრამული უზრუნველყოფა დაეხმარა მათ გეომეტრიულად არაწრფივი ანალიზის (GMNA) განხორციელებაში და ღრუტანიანი, განივი ნაწილების ლოკალური დეფორმაციების გაანალიზებაში, რადგან იცოდნენ, რომ უკიდურესად თხელ კედლებს წერტილოვანი დატვირთვით შეიძლება უარყოფითად ემოქმედათ ლოკალურ დეფორმაციებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთო კონსტრუქციის სტაბილურობაზე. პროექტირების ეტაპზე ინჟინერებს უნდა ეპოვათ გამოსავალი, რომელიც გაივლიდა ყველა შესაბამის შემოწმებას და მოიხმარდა მინიმუმი რაოდენობის ფოლადს, მაგრამ ასევე უნდა ეპოვათ გამოსავალი, რომელიც სწრაფად და მარტივად დაპროექტირდებოდა. ჩვეულებრივ, ასეთი კონსტრუქციისთვის ინჟინრები იყენებენ შიდა გამყარებებს, რგოლოვან გამყარებებს ან საყრდენ ფირფიტებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო. რადგან პროექტი მცირე ვადებში უნდა შესრულებულიყო, საჭირო გახდა ამ პროცესების მინიმუმამდე შემცირება, რათა პროექტის შემსრულებელ გუნდს შესრულებული პროექტი დროულად ჩაებარებინათ.   კონსტრუქტორები მუდმივ კონტაქტში იყვნენ შემსრულებლებთან, რათა უზრუნველეყოთ, რომ მათი დიზაინი არამარტო სტრუქტურულად ოპტიმალური, არამედ სწრაფად შესასრულებელიც ყოფილიყო. მშენებლობის პროცესის დაჩქარებისთვის, მათ გადაუხვიეს სტანდარტული პრაქტიკიდან, რომელიც 3-მეტრიანი სექციების ტრანსპორტირებას მოიცავს. ამის ნაცვლად, მათ წინასწარ შეკრიბეს 5.5-მეტრამდე ელემენტები ქარხანაში, რაც შემდგომ უკვე ადგილზე გადაჰქონდათ. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა სამუშაოების შესრულების დრო და პროექტის საერთო ხანგრძლივობა. ‘’უნიკალური ფორმის გამო, თითოეული კვანძი ინდივიდუალურად უნდა დაპროექტებულიყო, რადგან ერთ კვანძს დაახლოებით 18 მილი ერთდროულად უერთდებოდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთი თვის ვადაში პროექტის დასრულება IDEA StatiCa-ს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.’’- ვიჯაიაბაჰარათი რენგანათანი, სტრუქტურული ინჟინერი, Eversendai Engineering, არაბთა გაერთიანებული საამიროები   Eversendai Engineering-ის შესახებ Eversendai Engineering-ის ოფისები ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ყატარში უზრუნველყოფენ სრულ ტექნიკურ მომსახურებას – კონცეპტუალური დიზაინიდან დეტალურ პროექტირებამდე. მათი მაღალკვალიფიციური ინჟინრების გუნდი მუშაობს სხვადასხვა ტიპის სტრუქტურებზე. მჭიდრო კოორდინაცია ფოლადის სტრუქტურების საინჟინრო დეპარტამენტთან ხელს უწყობს გაუგებრობებისა და შეუსაბამობების მინიმიზაციას. კონსტრუქტორები პირდაპირ ითვალისწინებენ მშენებლობის რეალურ პირობებს და ერგებიან შემსრულებლების მიღებულ უკუკავშირს, რაც იწვევს პრაქტიკულად განხორციელებად, უსაფრთხო და დროულად დასრულებულ პროექტებს. შესაძლებლობის პავილიონის მხოლოდ ოთხ თვეში შესრულება Eversendai-ის 40-წლიანი გამოცდილების გამორჩეული მაგალითია. ასე რომ, შესაძლებლობის პავილიონი წარმოადგენს თანამედროვე ინჟინერიის შთამბეჭდავ ნიმუშს, რომელიც არქიტექტურულ ამბიციას პრაქტიკულ გამოწვევებთან აბალანსებს. მიუხედავად მკაცრი ვადებისა, IDEA StatiCa-ს გამოყენებამ შესაძლებელი გახადა რთული კვანძების ეფექტური პროექტირება და კოდების გადამოწმება. სტრუქტურულ ინჟინრებსა და შემსრულებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ პროექტის დროულად დასრულება გამოიწვია.   სტატიის წყარო: www.IDEAStatiCa.com

Read more

Tekla Campus – უფასო სასწავლო პლატფორმა მომავალი ინჟინრებისთვის

თანამედროვე საინჟინრო და სამშენებლო სფეროში წარმატების მიღწევა ძლიერ ტექნიკურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს მოითხოვს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, BIM (Building Information Modeling) სისტემები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ. სწორედ ამ კონტექსტში, სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის Tekla Campus-ი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რათა გაეცნონ Tekla Structures-ის გამოყენებას და შეისწავლონ სამშენებლო ინჟინერიის თანამედროვე მიდგომები. რა არის Tekla Campus? Tekla Campus არის Trimble-ის მიერ შემოთავაზებული უფასო სასწავლო პლატფორმა, რომელიც გეხმარებათ Tekla Structures-ის საფუძვლების შესწავლაში. Tekla Structures არის BIM პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო, ინჟინერიისა და ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის. პლატფორმა განკუთვნილია: სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ სამშენებლო ინჟინერიას, არქიტექტურას ან სხვა მასთან დაკავშირებულ დარგებს, ლექტორებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სამშენებლო ინჟინერიის სწავლებით არიან დაკავებულნი, დამწყები პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ, რომ გაიღრმავონ ცოდნა და გაეცნონ BIM ტექნოლოგიებს. რატომ უნდა გამოიყენოთ Tekla Campus? Tekla Campus-ის საშუალებით, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აქვს უფასო წვდომა Tekla Structures-ის საგანმანათლებლო ვერსიაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, პრაქტიკაში გამოსცადონ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც იყენებენ პროფესიონალები. პლატფორმა მოიცავს სხვადასხვა ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ვიდეომასალებსა და სახელმძღვანელოებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეალურ პროექტებზე მუშაობის უნარის განვითარებას. BIM არის სამშენებლო პროექტების მართვის თანამედროვე მიდგომა, რომელიც გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიის დიგიტალიზაციისთვის. Tekla Campus-ს კი შეუძლია თქვენი BIM კომპეტენციების ამაღლება და კარიერული პერსპექტივების გაფართოება. Tekla Structures ფართოდ გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში და მისი ცოდნა თქვენს რეზიუმეში დამატებით უპირატესობას გაძლევთ. როგორ დავიწყოთ? Tekla Campus-ის გამოყენება ძალიან მარტივია. ამისათვის საჭიროა: ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს: https://campus.tekla.com გაიაროთ რეგისტრაცია, ჩამოტვირთოთ Tekla Structures-ის საგანმანათლებლო ვერსია, დაიწყოთ სასწავლო მასალების გაცნობა და პრაქტიკული დავალებების შესრულება. დამატებითი რესურსები Tekla Campus-ის გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ Trimble-ის სხვა სასწავლო პლატფორმებით, რომლებიც მოიცავს: Tekla User Assistance – დეტალური სახელმძღვანელოები Tekla Structures-ის სხვადასხვა ფუნქციის შესახებ, Tekla Discussion Forum – მომხმარებლების ფორუმი, სადაც შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და გაუზიაროთ გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და პროფესიონალებს, YouTube ვიდეოგაკვეთილები – უფასო სასწავლო მასალები, რომლებიც Tekla Structures-ის პრაქტიკულ გამოყენებას განიხილავს. რომ შევაჯამოთ, Tekla Campus წარმოადგენს იდეალურ შესაძლებლობას მათთვის, ვინც სწავლობს სამშენებლო ინჟინერიას და სურს, რომ პრაქტიკაში გამოსცადოს BIM ტექნოლოგიები. პლატფორმა გთავაზობთ უფასო, ინტერაქტიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, რაც თქვენს კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუ თქვენ გსურთ, რომ იყოთ BIM ტექნოლოგიების მომავალი პროფესიონალი, დაიწყეთ სწავლა Tekla Campus-ის მეშვეობით დღესვე!

Read more

გაიცანით Enscape Impact: უსწრაფესი შენობის ეფექტურობის ანალიზი პროექტირების პროცესში

შენობების მნიშვნელობა რაღაც ნაწილების ერთობლიობაზე ბევრად უფრო მეტია; მათი შექმნა, ექსპლუატაცია და საბოლოოდ დემონტაჟი მნიშვნელოვანი მომენტებია, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები ან აძლიერებს ნახშირბადის კვალს, ან კი გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მდგრადი მომავალი შევქმნათ. იმ პირობებში, სადაც შენობები გლობალურ ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირბადის ემისიების 39%-ს იწვევენ, სამშენებლო სექტორის დეკარბონიზაცია გადამწყვეტ აუცილებლობად იქცა, რათა კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედება შევამციროთ. ამ პროცესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა Enscape Impact, ეხმარება არქიტექტორებს ინფორმირებული, მდგრადობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ინტეგრირებული შენობის ეფექტურობის ანალიზის მეშვეობით, პირდაპირ პროექტირების პროცესში. შენობის ეფექტურობის ანალიზი Enscape Impact-ით https://youtu.be/geEOD0hFhFM მარტივად გამოსაყენებელი შენობის ეფექტურობისა და ანალიტიკის ტექნოლოგიის წყალობით, შეგიძლიათ მიიღოთ უფრო ინფორმირებული დიზაინის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობს უფრო მდგრადი და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას. Enscape Impact უზრუნველყოფს სწრაფ ენერგომოდელირების სიმულაციას პროექტირების ადრეულ ეტაპზე. ახლა უკვე შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი დიზაინის მდგრადობა გაცილებით ადრე და მყისიერად შეადაროთ ძირითადი პარამეტრები, როგორიცაა გაგრილების და გათბობის დატვირთვები, პროექტირების პროცესშივე. ასევე, შესაძლებელია ამ მონაცემების პირდაპირ ვიზუალიზაციაში ჩვენება, რაც აადვილებს მათ აღქმას და კომუნიკაციას. Enscape Impact შექმნილია გლობალურ კლიმატურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, IES-თან პარტნიორობით. ინსტრუმენტი აერთიანებს IES-ის ენერგომოდელირების შესაძლებლობებს და Enscape-ის ინტერაქტიულ ფუნქციებს, რომელსაც უკვე იცნობთ და იყენებთ. მასში დამატებულია ენერგოეფექტურობის მონაცემები, ენერგიის მოხმარების სიმულაცია და ნახშირბადის ემისიების ინდიკატორები, რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში პროექტირების ადრეულ ეტაპზე. დამატებითი ანალიტიკური შრე თქვენი დიზაინის პროცესში მყისიერი, ინტუიციური და ინტეგრირებული Enscape Impact არქიტექტორებს სთავაზობს სწრაფ და ინტუიციურ გზას, რათა შეაფასონ მათი დიზაინის გარემოზე ზემოქმედება. ახლა უკვე შეგიძლიათ მინიმალური შეფერხებით რეალურ დროში გააანალიზოთ შენობის ეფექტურობა, მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებების დახმარებით. ადრე ეს პროცესი ცალკეულ ეტაპს წარმოადგენდა და ხშირად რეალური დიზაინის ცვლილებებისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. Enscape Impact კი ამ ანალიზს პირდაპირ აინტეგრირებს არქიტექტურულ პროცესში, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო გააზრებული და მდგრადი დიზაინის გადაწყვეტილებები პროექტირების მიმდინარეობისას. მონაცემებზე დაფუძნებული ხელმისაწვდომი დიზაინის გადაწყვეტილებები Enscape Impact საშუალებას გაძლევთ, ენერგომოდელირებისა და ეფექტურობის ანალიზის გამოცდილების გარეშეც მიიღოთ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მდგრადი შენობების პროექტირებაში. ინტერაქტიული საგანმანათლებლო მინიშნებები (tooltips) დაგეხმარებათ ანალიტიკური პროცესის გააზრებაში, რაც სწავლის პროცესს მარტივსა და ინფორმაციულს ხდის. საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერა Enscape Impact ასევე შეიძლება იქცეს სასწავლო კომპანიონად, რომელიც ხელს შეუწყობს შენობის ეფექტურობის პრაქტიკული ანალიზის შესწავლას. სტუდენტებს და მკვლევრებს შეუძლიათ საგანმანათლებლო ლიცენზიით უფასოდ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი და აკადემიურ გარემოშივე გახადონ მათი პროექტები მდგრადი. მარტივი და სანდო ანალიზი სიმარტივე არ ნიშნავს უზუსტობას!Enscape Impact-ის მიერ მოწოდებული მონაცემები ეფუძნება APACHE ძრავს – ენერგომოდელირების ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე სისტემას, რომელსაც გლობალური კლიმატური ტექნოლოგიური კომპანია IES აწარმოებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, IES გახდა მსოფლიო ლიდერი ინტეგრირებული ეფექტურობის ანალიზის სფეროში. APACHE ძრავი ფართოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ენერგოსიმულაციის სისტემა, რომელიც დინამიკურ თერმულ სიმულაციებს იყენებს და გვთავაზობს ღრმა ანალიზს შენობების შესრულების მაჩვენებლების შესახებ. მაღალი სიზუსტე და მუდმივი გაუმჯობესება Enscape Impact-ის სიმულაციის შედეგები ამჟამად 12%-ით განსხვავდება IES-ის Virtual Environment (VE) პროგრამისგან, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიაში შენობების ეფექტურობის ანალიზისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიზუსტეც დამაკმაყოფილებელია, პროდუქტის სპეციალისტები განაგრძობენ მუშაობას, რათა ეს განსხვავება კიდევ უფრო შეამცირონ და ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანონ, რაც ანალიზის შედეგებს კიდევ უფრო საიმედოს და ზუსტს გახდის. Enscape Impact-ის ინტერფეისი შექმნილია ისე, რომ დიზაინში ენერგიის მოხმარების ვიზუალური წარმოდგენა მაქსიმალურად ნათელი და მარტივი იყოს. თქვენ შეგიძლიათ რეალურ დროში იხილოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა მაქსიმალური დატვირთვები, ნახშირბადის საერთო ემისიები და სხვა უფრო კომპლექსური ანალიტიკური მონაცემები. ეს ინტუიციური ვიზუალიზაცია ფასდაუდებელი ინსტრუმენტია, რომელიც დაგეხმარებათ კლიენტებსა და დაინტერესებულ მხარეებს თქვენი დიზაინის მდგრადობის სტატუსის მარტივად წარდგენაში. Enscape Impact სრულად ინტეგრირებულია Enscape-ის ყველა მხარდაჭერილ პლატფორმასთან – Revit, SketchUp, Vectorworks, Archicad და Rhino. ის Enscape-ის ძირითადი პროდუქტის სამუშაო პროცესთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს არქიტექტურული დიზაინის პროცესში. სწრაფი ანალიზი საშუალებას გაძლევთ, მყისიერად შეისწავლოთ და შეაფასოთ ალტერნატიული გადაწყვეტილებები, რაც ხელს უწყობს ინტენსიურ და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესს – საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრების საფუძველს. Enscape Impact არა მხოლოდ არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვისაა განკუთვნილი, არამედ AEC (არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის) ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვისაც. BIM მენეჯერები და ინჟინრები შეძლებენ არქიტექტორებთან უფრო ადრეულ ეტაპზე ჩაერთონ პროექტირების დიზაინში, რაც უზრუნველყოფს, რომ არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ სრულად მდგრადობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები შეიქმნას. ხელმისაწვდომი და ეკონომიური გადაწყვეტილება Enscape Impact უზრუნველყოფს კომპაქტურ და ეკონომიურ გადაწყვეტილებას მათთვის, ვისაც სურს ინტეგრირება საკუთარ სამუშაო პროცესში. ეს ინსტრუმენტი ზუსტ მოდელირებას უზრუნველყოფს და ხელმისაწვდომი ლიცენზირების მოდელებით გამოირჩევა. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების წყალობით, Enscape Impact ყველასთვის ხელმისაწვდომია – მაღალი წარმადობის კომპიუტერული აღჭურვილობის საჭიროების გარეშე. თანამედროვე ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ბაზარზე მწვანე არქიტექტურა არ არის მხოლოდ ეთიკური არჩევანი – ის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაცაა. შენობის ეფექტურობის ანალიზის ფუნქცია არქიტექტორებს შესაძლებლობას აძლევს, ინდუსტრიაში ახალი სტანდარტი დააწესონ, შექმნან ეკოლოგიურად მდგრადი და ენერგოეფექტური სივრცეები, რომლებიც მხოლოდ ესთეტიკით არ გამოირჩევიან, არამედ მინიმალური ეკოლოგიური ზემოქმედებითაც. https://youtu.be/bdkHixYs74o სცადეთ Enscape Impact Enscape Impact არ არის უბრალოდ Enscape-ის ახალი ფუნქცია – ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ ვიზუალიზაციას და შენობის ეფექტურობის ანალიზს. ის ხსნის სხვაობას ენერგომოდელირებასა და დიზაინის კრეატიულ პროცესს შორის, რათა მდგრადი დიზაინის მართვის შესაძლებლობა პირდაპირ არქიტექტორების ხელში გადავიდეს. გახდით გლობალური ცვლილების ნაწილი – დაეხმარეთ AEC ინდუსტრიას ნახშირბადის ემისიების შემცირებაში და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი გარემოს შექმნაში. გამოიყენეთ შესაძლებლობა, გამოსცადოთ Enscape Impact, ისწავლოთ როგორ ჩართოთ ენერგეტიკული ანალიზი თქვენს დიზაინში და შეიმუშავოთ უფრო მდგრადი მომავალი. გაითვალისწინეთ: Enscape Impact არის Enscape-ის დამატებითი მოდული. მის გამოსაყენებლად გჭირდებათ აქტიური Enscape-ის ლიცენზია. პროდუქტით დაინტერესების შემთხვევაში მოითხოვეთ ფასი: info@bimsolutions.ge

Read more

რა არის ახალი Twinmotion 2024.1-ში

  https://youtu.be/D72RB1DArDY ძირითადი მახასიათებლები ამ გამოშვებიდან ანიმაციის მიმდევრობის ინსტრუმენტები შექმენით დეტალური ვიდეოები, რომლებიც სინქრონიზდება ანიმაციურ ფაილებთან ახალი Sequence მედია ტიპისა და Action კამერის გამოყენებით. შეგიძლიათ ზუსტად დაამატოთ კამერის პოზიციის საკვანძო კადრები დროში; შეაჩეროთ, დააჩქაროთ ან შეანელოთ მოძრაობები და სხვა. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ანიმაციური კამერის გზა მედიის გადახედვის ფანჯარაში.   რენდერის შრეები გააცალკევეთ სცენის ელემენტები შემდგომი კომპოზიციისგან და პოსტპროდუქციის გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიანიჭოთ აქტივებს Layer ID და დააექსპერტოთ ისინი ხუთამდე ცალკეულ რენდერის შრედ. შრეები შეიძლება დაექსპორტდეს გამჭვირვალობით (PNG ან EXR ფორმატში) ან როგორც მარტივი შავ-თეთრი ჩრდილებით. ახალი და გაუმჯობესებული მასალები გსურთ უფრო მეტი მრავალფეროვნება თქვენი ლანდშაფტის დიზაინში? ახლა შეგიძლიათ დაარენდეროთ იმპორტირებული მცენარეულობა Twinmotion-ის სმარტ ეფექტებით, მათ შორის ქარით, სეზონური ფერის ცვლილებით, ფოთოლცვენითა და თოვლით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს სცენებში დამატებული ხეების და ბუჩქების სახეობებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ ფერის ცვლილებისა და ფოთოლცვენის დრო. სტანდარტული და თხელი ქსოვილები რენდერის დროს განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს. ჩვენი ახალი Fabric მასალა სწორედ ამის საშუალებას გაძლოევთ, რათა უფრო რეალისტურად და ზუსტად დაასიმულიროთ სხვადასხვა ტიპის ტექსტილი — მათ შორის ბამბა, სელი, აბრეშუმი, შალი, პოლიესტერი და ხავერდი. დასაწყისისთვის, Twinmotion-ის ბიბლიოთეკას ათი ახალი ქსოვილი დაემატა. სივრცისა და ტერიტორიის ინსტრუმენტები გჭირდებათ უფრო სწრაფი გზა სცენაში აქტივების განთავსებისთვის? დავამატეთ ორი ახალი Scattering ინსტრუმენტი, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ ბილიკები და განსაზღვროთ ტერიტორიები. ბილიკების ან ტერიტორიების განსაზღვრის შემდეგ, ისინი ავტომატურად ივსება თქვენ მიერ შერჩეული აქტივებით. შეგიძლიათ მართოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა აქტივების განლაგების ინტერვალი და მათი პოზიციების შემთხვევითობა. Filmback-ის პარამეტრები კინემატოგრაფებს ახლა უკვე შეუძლიათ შეზღუდონ კამერის ხედი რეალურ სამყაროში არსებული კამერების სენსორის ან ფილმის კადრის ზომებთან შესატყვისად. ასევე შესაძლებელია მომხმარებლის მიერ მითითებული სიგრძისა და სიმაღლის მნიშვნელობების გამოყენება. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია იმისთვის, რომ previs-ში (წინასწარ ვიზუალიზაციაში) გამოყენებული კადრის ჩარჩო სრულად შეესაბამებოდეს რეალური გადაღებისას მიღწევად შედეგს. რენდერის გაუმჯობესებები გაუმჯობესებული Bloom-ის კონტროლი დაემატა ახალი პარამეტრები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ Bloom-ის ინტენსივობა და შექმნათ Starburst ეფექტები 12 სხვადასხვა ტექსტურის შაბლონის არჩევით. ეს გაძლევთ შესაძლებლობას, რეალური კამერების ობიექტივიდან ნათელი განათების ყურებისას მიღებული ეფექტები უფრო ზუსტად დაასიმულიროთ. Ambient Occlusion ტექსტურის შეყვანა ახლა შეგიძლიათ სტანდარტულ მასალაზე Ambient Occlusion (AO) ტექსტურის დამატება. გარდა ამისა, Quixel, Sketchfab და glTF აქტივებზე AO ტექსტურები ავტომატურად იმპორტირდება. ეს ზრდის კონტრასტს და აძლიერებს ჩრდილებს მოდელებზე, რაც რენდერისას Standard ან Lumen რეჟიმებში უფრო რეალისტურ ვიზუალს უზრუნველყოფს. და კიდევ უფრო მეტი! ამ განახლებაში უამრავი დამატებითი გაუმჯობესება და ახალი ფუნქციაა, რომლებიც თქვენს სამუშაო პროცესს უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის. სცადეთ ახალი ინსტრუმენტები, ექსპერიმენტულად გამოიყენეთ გაუმჯობესებული ვიზუალური ეფექტები და აღმოაჩინეთ ახალი გზები თქვენი პროექტების გასაუმჯობესებლად!

Read more

DDScad Version 20 – თქვენი საუკეთესო არჩევანი

უკვე 40 წელია, რაც DDScad წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს შენობების საინჟინრო სისტემების დაგეგმვას. რა თქმა უნდა, DDScad-ის მე-20 ვერსიაც ამ გზას აგრძელებს: ახალი ვერსია გთავაზობთ საინტერესო ახალ შესაძლებლობებს. DDScad 20 გაძლევთ შესაძლებლობას, მარტივად მიაღწიოთ ოპტიმალურ პროექტირების შედეგებს და აკეთოთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგდით – შექმნათ მომავალი! მთავარი ინოვაციების მიმოხილვა აღმოაჩინეთ DDScad 20! ისარგებლეთ გაუმჯობესებული სამუშაო პროცესებით Archicad-სა და DDScad-ს შორის მონაცემთა მიმოცვლისთვის. ახალი ვერსია ასევე გთავაზობთ ახალ რეჟიმს – „OPEN BIM optimized“, როგორც მომავლისთვის განკუთვნილ საბაზისო ტექნოლოგიურ ვარიანტს, ასევე სხვა საინტერესო ინოვაციებს. ახალი „OPEN BIM“ რეჟიმი მიიღეთ მეტი თავისუფლება და კომფორტი BIM პროცესით ორგანიზებულ პროექტებში! თუ მე-19 ვერსიაში„OPEN BIM“ რეჟიმი ჯერ კიდევ სატესტო ფაზაში იყო, ახლა იგი DDScad-ის მომავალი განვითარებების საბაზისო ტექნოლოგიად იქცა. ახალი რეჟიმი ხელმისაწვდომია ყველა დარგისთვის და წარმოადგენს სრულფასოვან ალტერნატივას კლასიკური DDScad-ის გეგმარების რეჟიმისთვის. დაკვირვების რეჟიმი DDScad 20-ში შეგიძლიათ გახსნათ, დაათვალიეროთ, წარმოადგინოთ და შეაფასოთ DDScad-ის პროექტები აქტიური ლიცენზიის გარეშე. ეს შესაძლებელია ახალი ,,Observer’’ რეჟიმის წყალობით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამის გაშვებისას ისეთ სისტემებზე, რომლებიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს. სამუშაო პროცესების გაუმჯობესება გამოიყენეთ BIMcloud, რათა უზრუნველყოთ სრულყოფილი სამუშაო პროცესები სხვა პროექტის მონაწილეებთან და BIMcloud-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან, როგორიცაა Archicad. DDScad 20 მუდმივად ამოწმებს საცნობარო მოდელის სტატუსს და აჩვენებს მას. თუ სერვერზე ხელმისაწვდომია ახალი ვერსია, შეგიძლიათ მარტივად განაახლოთ მოდელი მისი იმპორტირებით. მოდელის წინა და ახალი სტატუსის შედარება გამარტივებულია ახალი შენობის შედარების ხედის დახმარებით. DDScad 20 მოიცავს ბუსბარის სისტემებისთვის ახალ ფუნქციონალურ პაკეტს. ეს სისტემები შეგიძლიათ დააპროექტოთ ისევე მარტივად, როგორც კაბელარხები. ასევე, სისტემის კომპონენტები, როგორიცაა კვების ბლოკები, შესასვლელები ან ცეცხლგამძლე ბლოკები, რომლებიც მარტივად ერთვება დაგეგმილ ბუსბარის სეგმენტებზე.   მრავალსართულიანი მილებისა და არხებისთვის ფუნქციონალური პაკეტი DDScad 20-ში ყოვლისმომცველი ფუნქციონალური პაკეტი მნიშვნელოვნად ამარტივებს მუშაობას ვერტიკალურ მილებთან, სადრენაჟე მილებთან და ვენტილაციის არხებთან, რომლებიც მრავალ სართულზე გადის. სისტემების დაპროექტება გამარტივდა. მილების და ვენტილაციის არხების დაგეგმვა გამარტივდა, რადგან ახლა ისინი შესაძლებელია პირდაპირ გაიყვანოთ რამდენიმე სართულის გავლით სართულიანობის საზღვრების გადაკვეთისას სიმაღლის შეცვლის  გამოყენებით. გარდა ამისა, ახალი ფუნქცია „დაკავშირება სართულების გავლით“ საშუალებას გაძლევთ, ქვედა სართულიდან მილები ან ვენტილაციის არხები ინდივიდუალურად ან ერთდროულად გაატაროთ რამდენიმე სართულის გავლით, სართულიანობის გადასვლის მონიშვნის შემდეგ. თუ ვერტიკალური მილები ან სადრენაჟე მილები გვერდულად გადაადგილდება სართულზე, DDScad 20 აღიქვამს, რომ არსებული შეერთებები გვერდითა სართულებთან გაწყვეტილია. ამ დროს ჩნდება პოპ-აპ დიალოგი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად მოაგვაროთ ეს საკითხი დამატებითი დამხმარე ფუნქციების გამოყენებით. პროექტის მსვლელობისას შეიძლება მოხდეს ისე, რომ მილების და ვენტილაციის ხაზები სართულიანობის გადასვლის წერტილებში ზუსტად ერთმანეთზე მოთავსდეს და ვიზუალურად უწყვეტი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში დაყოფილი იყოს პროექტირების პროცესის განმავლობაში. DDScad 20 ამ შემთხვევებს ამოიცნობს და მათი გამოსწორებაც მარტივდება. ეს ასევე ეხება „გაუქმებულ სართულიანობის გადასვლებს“, რომლებიც სართულების სიმაღლის ცვლილებების გამო წარმოიქმნება. მილების და არხების რედაქტირების ფუნქციები DDScad-ში ორი სასარგებლო რედაქტირების ფუნქცია ზრდის თქვენი პროექტირების ეფექტურობას. ახალი დიზაინის მქონე კურსორის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მარტივად გადმოიტანოთ არჩეული მასალა და საიზოლაციო საფარი მილის ან არხის სხვა ადგილებში. ახალი ფუნქციის გამოყენებით ახლა ასევე შესაძლებელია მილების და ვენტილაციის არხების ხაზვის მიმართულების შეცვლა მარტივი მაუსის კლიკით. რამდენიმე ახალი ავტომატური ფუნქცია და ოპტიმიზებული შეერთების მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს ობიექტებისა და მილების შეერთებას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი შესაძლებლობებით კანალიზაციის დაგეგმარებაში, როგორიცაა სახურავის დრენაჟი, ასევე ავტომატური კომპონენტების შეერთებები, როგორიცაა ჩაშენებული რეზერვუარები ან უნიტაზები.   სტატიის წყარო: www.graphisoft.com

Read more

სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული სამუშაო პროცესების გამოწვევები

როდესაც ვსაუბრობთ სამშენებლო ინდუსტრიაზე, არსებული სამუშაო პროცესები, რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. დღეს შეინიშნება სხვადასხვა პროექტის დაინტერესებული მხარეების მცდელობა, გააუმჯობესონ ეს სამუშაო პროცესები და მათი პროცესები. ამ გაუმჯობესებების მიღება ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად ამისა, ფართოდ არის აღიარებული, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მიღება, ტექნოლოგიის გამოყენება, პროცესების ოპტიმიზაცია და ამ სფეროში კულტურული ცვლილებების წახალისება თანამედროვე მიდგომის არსებითი კომპონენტებია სამშენებლო სექტორში. ციფრული ინსტრუმენტებისა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია სამშენებლო სექტორში შესაძლოა სხვადასხვა პროექტის მონაწილეთა წინააღმდეგობას შეხვდეს. ამ ცვლილებების, აღქმული სირთულეებისა და დანახარჯების გადალახვა მოითხოვს ინვესტიციებს ტრენინგში, ცვლილებების მართვაში და ზოგადად, ინოვაციების მიღების მზადყოფნაში. პროცესებისა და მონაცემთა ფორმატების სტანდარტიზაციის ნაკლებობა იწვევს შეუსაბამობებსა და არაეფექტურობას. ამ გამოწვევის გადაჭრა გულისხმობს საერთო ინდუსტრიული სტანდარტების დანერგვასა და ურთიერთთავსებადი ტექნოლოგიების გამოყენებას. BEXEL გთავაზობთ ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს და ხელს უწყობს თანამედროვე BIM ინსტრუმენტების დანერგვას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის წარმატებულ განხორციელებას ყველა ეტაპზე. მონაცემთა მართვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამშენებლო პროექტებში, განსაკუთრებით ყველა ეტაპის გათვალისწინებით. პროექტის მსვლელობისას გენერირდება უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომლებიც ხშირად იზოლირებულად ინახება სხვადასხვა განყოფილებაში, რაც ართულებს მათ ხელმისაწვდომობას, გაზიარებასა და პროექტის მონაწილეთა ეფექტურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ხელით შესრულებული პროცესები, რაც იწვევს არაეფექტურობას, შეფერხებებსა და უამრავ შეცდომებს. ამ პროცესების ავტომატიზაცია და მონაცემთა ციფრულ ფორმატში გადაყვანა აუცილებელია სიზუსტის გასაზრდელად და ოპერაციების გასამარტივებლად. BEXEL Manager წარმოადგენს BIM მენეჯმენტის პლატფორმას, რომელიც დაფუძნებულია პროცესების ავტომატიზაციაზე, სადაც BIM მოდელი მათ ცენტრში დგას და წარმოადგენს იმ მონაცემთა უზარმაზარ ბაზას, რომელსაც პროექტი მოიცავს. ცენტრალიზებული საკომუნიკაციო პლატფორმის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებს პრობლემას, რაც პროექტის მონაწილეებს შორის ნაკლებ კომუნიკაციას იწვევს. ერთიანი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კოორდინაციასა და თანამშრომლობას, რითაც ხელს შეუწყობს პროექტის უკეთეს შედეგებს. ამასთან ერთად, ასევე გამოსავალს წარმოადგენს საერთო მონაცემთა გარემოს (CDE) დანერგვაც. სხვადასხვა ტიპის მონაცემები, რომლებიც პროექტის ყველა ეტაპზე გვხვდება, არსებულ სამუშაო პროცესებში დამატებით გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ მონაცემთა შეუფერხებელი თავსებადობა და ინტეგრაცია განსხვავებულ სისტემებს, ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს შორის. როგორც წესი, მონაცემები მოდის სხვადასხვა წყაროდან და მოძველებული სისტემებიდან, თითოეული მათგანი კი საკუთარი უნიკალური სტრუქტურითა და ფორმატით გამოირჩევა. მონაცემთა უსაფრთხოება კრიტიკულ საკითხად გვევლინება მონაცემთა მართვაში, რაც მოითხოვს მონაცემთა საკუთრების, წვდომის კონტროლისა და კონფიდენციალურობის მკაფიო პროტოკოლების შექმნას, რათა დაცული იყოს მნიშნელოვანი ინფორმაცია და უზრუნველყოფილი იყოს რეგულაციებთან შესაბამისობა. მონაცემთა ხარისხთან დაკავშირებული საერთო პრობლემები, როგორიცაა შეუსაბამობები, არასრული ან არაზუსტი მონაცემები, დამატებით ართულებს პროცესს. ამ გამოწვევის გადაჭრა მოითხოვს მონაცემთა ვალიდაციის პროცესების განსაზღვრას, რაც ხშირად შრომატევადი და დროისმფლანგველი პროცესია. ამასთან, აღნიშნული პროცესების ავტომატიზაცია ზუსტად განსაზღვრული პროტოკოლების საფუძველზე, ძალიან კარგი გამოსავალია. ნედლი მონაცემების ეფექტური გარდაქმნა და რთულ მონაცემთა ნაკრებების ინტერპრეტაცია დამატებით სირთულეებს ქმნის. აღნიშნული დაბრკოლებების გადალახვა შესაძლებელია მოწინავე ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდების დანერგვით, როგორიცაა BIM ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, მათ შორის BEXEL Manager თავისი ინტეგრირებული ფუნქციონალებით. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას და ამარტივებს მონაცემთა ინტერპრეტაციის პროცესს. რეალურ დროში „დიდი მონაცემების“ მართვა და დამუშავება დამატებით გამოწვევებს უქმნის არსებულ სამუშაო პროცესებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურას. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი არის მონაცემთა შენახვისა და დამუშავების თანამედროვე გადაწყვეტილებების, მაგალითად, ქლაუდ პლატფორმებზე გადასვლა, რაც ეფექტურად მართავს მონაცემთა ამ უზარმაზარ ნაკადს. BIM-ის ქლაუდ გადაწყვეტილებები ასევე შეიძლება დაგეხმაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციაში. BEXEL-ის ღრუბლოვანმა სერვისებმა კი ფართომასშტაბიანი შესაძლებლობები შექმნეს ქლაუდში ხელმისაწვდომი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის. მთელი მონაცემთა ციკლის მართვა – მისი შექმნიდან შენახვამდე, მონაცემთა ანალიზიდან მის დაარქივებამდე – მოითხოვს დეტალურ დაგეგმვასა და ეფექტურად განხორციელებას. თანამედროვე მონაცემთა ტექნოლოგიებისა და მოქნილი, მასშტაბირებადი პლატფორმების გამოყენება აუცილებელია მოძველებული სისტემების შეზღუდვების დასაძლევად და მონაცემთა მართვის ცვალებად საჭიროებებთან ადაპტაციისთვის. რომ შევაჯამოთ, საერთო საინფორმაციო მოდელის (CMI) დანერგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშენებლო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაში, აუმჯობესებს თანამშრომლობას, ზრდის პროექტების ეფექტურობასა და მდგრადობას. ეს მოდელი წარმოადგენს სტრუქტურირებულ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის წარმოდგენასა და გაცვლას პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ეს ჩარჩო ქმნის შენობების როგორც ფიზიკური, ისე ფუნქციური მახასიათებლების ციფრულ წარმომადგენლობას, რაც ხელს უწყობს პროექტში ჩართული სხვადასხვა მხარის ურთიერთთავსებადობასა და თანამშრომლობას. BEXEL CDE (Common Data Environment) სრულად შეესაბამება ამ ჩარჩოს განსაზღვრებას და მოიცავს შემდგომ აუცილებელ ნაბიჯებს: ჩამოყალიბდეს სტანდარტიზებული მიდგომა პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ორგანიზებისა და გაზიარებისთვის პროექტის მთლიან მასშტაბში; მიღებულ იქნას და დაცულ იქნას ღია სტანდარტები და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკები ოპტიმალური ეფექტურობის მისაღწევად; პროექტის ჩარჩო ინტეგრირდეს BIM-თან, რათა შესაძლებელი იყოს BIM მოდელების დაკავშირება სხვა სამშენებლო მონაცემებთან და სისტემებთან; უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა სისტემისა და ინსტრუმენტის ურთიერთთავსებადობა, რომლებსაც პროექტის მონაწილეები იყენებენ; შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ტიპის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის გეომეტრიული, არაგეომეტრიული და სემანტიკური მონაცემები; მხარდაჭერილი იყოს სამშენებლო პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლი, რაც მონაწილეებს მისცემს საშუალებას, რომ წვდომა ჰქონდეთ და განაახლონ ინფორმაცია პროექტის ყველა ეტაპზე. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას ყველა ფაზაში.   სტატიის წყარო: www.bexelmanager.com

Read more

გამოიანგარიშეთ ნებისმიერი სირთულის ანაკრები ბეტონის კონსტრუქცია

ანაკრები ბეტონის კონსტრუქციები ძალიან პოპულარულია, ძირითადად მათი სიმარტივისა და მშენებლობის სისწრაფის გამო. ეს უპირატესობები ასევე ვრცელდება მათი დაპროექტების პროცესზეც. თუმცა ეს ნამდვილად ასეა? დიახ, ნამდვილად ასეა! შესაბამისი, ძლიერი და ამავდროულად მარტივი ინსტრუმენტების ნაკრებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად და ეფექტურად იმუშავოთ დაპროექტების პროცესში, მთლიანად მოიცვათ კონსტრუქცია – სახურავიდან საძირკვლამდე. გვერწმუნეთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, სამუდამოდ დაემშვიდობებით ხელით გამოთვლებს, უსასრულო Excel-ის ცხრილებს, ათასობით ცვლადით, სადაც შემთხვევითი შეცდომები გარდაუვალია, დროის დაზოგვის მიზნით გაკეთებულ მიახლოებულ შეფასებებს და რაც მთავარია, არასრულფასოვან პროგრამებს, რომლებიც ყველა საჭირო ასპექტს არ მოიცავს. გაიგებთ, როგორ შეამოწმოთ კომპოზიტური ღრუტანიანი ფილები, ღიობებიანი ანაკრები რიგელები, კონსოლები, სვეტები და საძირკვლები. ეს ყველაფერი კი სრულად ავტომატური, თანამედროვე  (CSFM)-ის მეთოდით ხორციელდება, რომელიც მასალათა გამძლეობის ყველა გამოწვევას ხსნის. გამოიანგარიშეთ კონსტრუქციები სახურავიდან საძირკვლამდე უმოკლეს დროში! ვლასტიმილ კონეჩნი, IDEA StatiCa-ს პროდუქტ ინჟინერი, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ანაკრები კონსტუქციების დაპროექტებასთან დაკავშირებით: ,, მახსოვს, როგორ ვიბრძოდი ჩემი სამაგისტრო თეზისისთვის ანაკრები კონსტრუქციის დიზაინის დასრულებაზე. ეს იყო ერთსართულიანი სპორტული დარბაზი, რომლის საერთო სიგანე 26.6 მეტრი, სიგრძე 44.3 მეტრი და საერთო სიმაღლე 8.0 მეტრი იყო. ტვირთგამწევი სისტემა განიხილებოდა როგორც განივ ჩარჩოთა სისტემა, რომელიც შედგებოდა ღიობებიანი წინასწარ დატვირთული სახურავის კოჭისგან, რომელიც ეფუძნებოდა რკინაბეტონის აბაკებით გამაგრებულ სვეტებსა და გრძივი მიმართულებით განლაგებულ დაღუნვების სისტემას. სახურავის ელემენტებად გამოვიყენე ღრუტანიანი ფილები, ზედა მონოლითური ფენით. არც ისე რთულად ჟღერს, ხომ ასეა? მაშ, რა იყო სირთულე? პროცესი ძალიან დამღლელი იყო, რადგან იმ დროს მხოლოდ გლობალური ანალიტიკური პროგრამა და წიგნები მქონდა. დავიწყე Excel-ის ცხრილების მომზადება, რათა გამოთვლები მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო. თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე  ფაილების რაოდენობას, რომ ვიხსენებ, ცოტა მაფრთხობს. დღეს, IDEA StatiCa Concrete-ის ყველა აპლიკაციის გამოყენების წყალობით, ჩემი თეზისის სტრუქტურული ნაწილის დასრულებას სავარაუდოდ, ერთ ან ორ დღეში შევძლებდი რამდენიმე თვის ნაცვლად.’’ მოდით განვიხილოთ ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ: სახურავების ანგარიშს შეგვიძლია გავუმკლავდეთ IDEA StatiCa Beam-ის მეშვეობით! კომპოზიტური ფუღუროიანი ფილების დაპროექტებას თავისი გამოწვევები ახლავს. ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ცალკეული ფენებისთვის გამოყენებულ სხვადასხვა მასალის თვისებებს, კვანძებში ჭრას, სამშენებლო ეტაპების მნიშვნელობას და სხვა ფაქტორებს. რადგან Beam აპლიკაციას აქვს TDA ფუნქცია (დროზე დაფუძნებული ანგარიში) რეალიზებული, ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, არის მასალების, გეომეტრიის, საზღვრითი პირობების, დატვირთვების (ან მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფიდან შიდა ძალების იმპორტის) და სამშენებლო ეტაპების განსაზღვრა, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩაატაროთ სრულყოფილი ანალიზი, რომელიც მოიცავს ყველა ულტიმატური ზღვრული მდგომარეობის (ULS) და ექსპლუატაციის ზღვრული მდგომარეობის (SLS) შემოწმებას. დიდმალიანი გადახურვის კოჭები ასეთი ელემენტებისთვის უბრალო რკინაბეტონი აღარ გამოგვადგება, საჭიროა წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის გამოყენება. და ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ეს – ელემენტის განივი კვეთის გეომეტრიის ოპტიმიზაცია, არმირების რაოდენობის განსაზღვრა, საწყისი დაძაბულობის შეფასება, დანაკარგები და სხვა მრავალი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. შემდეგ, მასალის დაზოგვისა და კონსტრუქციის შემსუბუქებისთვის აუცილებელია ღიობების დამატება. ამიტომ, საჭიროა ექვივალენტური ფერმის მოდელის შექმნა და SaT მეთოდის გამოყენება, რათა სწორად მოხდეს ასეთი ნაწილების შემოწმება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ისედაც შრომატევადი პროცესის ხანგრძლივობას. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ IDEA StatiCa Detail, მისი CSFM მეთოდით, მოახდინოთ კონსტრუქციის ოპტიმიზაცია და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად დაზოგოთ დრო. რაც შეეხება სვეტებს, მათი სწორად დაპროექტება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთელი კონსტრუქციისთვის. ხოლო თხელი სვეტების შემთხვევაში, ეს მნიშვნელობა ორმაგად იზრდება.  შესაბამისად, აუცილებელია მეორე რიგის ეფექტების გათვალისწინება. აბაკი – პატარა დამხმარე ალბათ, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაწილი. აბაკები, როგორც წესი, განიცდიან შეკუმშვის ძალას, რომელიც მათზე განთავსებული ელემენტიდან მოდის. თუმცა, აუცილებელია ჰორიზონტალური დატვირთვის რეკომენდებული წილის გათვალისწინებაც. ამ შემთხვევაში, ეკვივალენტური ფერმის მოდელი არც ისე რთულია, ხოლო შედეგები საკმაოდ სწრაფად მიიღება. მაგრამ (ყოველთვის არის „მაგრამ“), რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ულტიმატური ზღვრული მდგომარეობის (ULS) დამაკმაყოფილებელი შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ კონსტრუქცია ბზარებისგან დაცული იქნება ან გადაჭარბებულად არ დეფორმირდება? მოდით, ეს პრაქტიკული მაგალითით ავხსნათ. ჩვენ გვაქვს აბაკი განსაზღვრული გეომეტრიით, თვისებებით და არმირებით, რომელიც განიცდის ნორმალურ და ჭრის ძალას, როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები. ამ მაგალითის ხელით გადამოწმებისას ვიყენებთ (SaT) მეთოდს, ვაფასებთ ბეტონში შეკუმშვის ძაბვას და ვადარებთ მას პროექტირებისთვის განსაზღვრულ გამძლეობას. შემდეგ გამოვთვლით დაჭიმვის ძაბვას და შესაბამისად ვაპროექტებთ არმირებას. სამუშაო დასრულებულია და შეგვიძლია პროექტის სხვა ნაწილზე გადავიდეთ. თუმცა, სრულიად დარწმუნებულები რომ ვიყოთ, მოდით, დიზაინი კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, ამჯერად პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. იგივე აბაკი დავამოდელიროთ IDEA StatiCa Detail-ში და შევამოწმოთ შედეგები. SaT მეთოდის ხელით გამოთვლების მიხედვით, ULS შემოწმებები წარმატებითაა შესრულებული, და ეს Detail აპლიკაციის გამოყენებითაც დავადასტურეთ. თუმცა, ამჯერად უფრო მოწინავე მიდგომა გამოვიყენოთ და შეგვიძლია შედეგების მეორე ნაწილი – სრული შემოწმება – დავინახოთ. აღმოვაჩენთ, რომ იგივე სტრუქტურის, იგივე თვისებებით SLS (ექსპლუატაციის ზღვრული მდგომარეობის) შემოწმებები არ არის დამაკმაყოფილებელი. და ეს არის ის, რასაც SaT მეთოდით ვერ შეაფასებთ. SLS შემოწმებების უგულებელყოფამ შესაძლოა პირდაპირ იმოქმედოს კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადაზე. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა ყოველთვის შეამოწმოთ კონსტრუქცია როგორც ულტიმატური (ULS), ასევე ექსპლუატაციის (SLS) ზღვრული მდგომარეობებისთვის. ჩვეულებრივ, სვეტი და აბაკი ცალ-ცალკე მოწმდება, მაგრამ CSFM მეთოდის წყალობით, შეგიძლიათ ორივე ერთიან მოდელში ჩართოთ. ბოლო ნაბიჯი საძირკვლების შემოწმებაა. მხარდაჭერის მიმდებარე ზონები ასევე შეწყვეტის რეგიონებია, ამიტომ კვლავ შეგიძლიათ Detail აპლიკაციის გაშვება და საინჟინრო ანალიზის განხორციელება. სვეტის და საძირკვლის სხვადასხვა ტიპის შეერთების გადამოწმება პრობლემას არ წარმოადგენს. მათ შორის რთული შეერთებებიც, როგორიცაა ნიშებში მოთავსებული სვეტები! ამ სტატიის მიზანი არ არის ხელით გამოთვლების, გამარტივებული მეთოდების ან Excel-ის ცხრილების გაკრიტიკება, რომლებიც თქვენთვის უკვე ჩვეულებრივი ინსტრუმენტებია ანაკრები ბეტონის კონსტრუქციების შესამოწმებლად. ასევე, არ ვცდილობ გითხრათ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადახვიდეთ მხოლოდ IDEA StatiCa-ის პროდუქტებზე. ჩვენ უბრალოდ გვსურს გაჩვენოთ, რომ არსებობს სხვა გზაც, რომელიც ზოგჯერ შეიძლება იყოს უფრო სწრაფი და ზუსტი. ან რომ ზემოთ ხსენებული ტრადიციული მიდგომები შესაძლოა ყოველთვის საკმარისი არ იყოს, რამაც შესაძლოა პოტენციურად არასრულყოფილი პროექტი მოგცეთ რაც, მაგალითად, შეამცირებს კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველთვის გამოიყენოთ საინჟინრო ლოგიკა და არ შეგეშინდეთ ახალი ცოდნის შეძენის. დაიწყეთ დღესვე! მოითხოვეთ ფასი: IDEA StatiCa

Read more

გააუმჯობესეთ დიზაინის პროცესის კოორდინაცია თქვენს AEC პროექტებში BIM Collaborate Pro-ს გამოყენებით

არქიტექტურის, ინჟინერიის და მშენებლობის (AEC) სფეროში სხვადასხვა  ფუნქციებსა და დისციპლინებს შორის შეუფერხებელი კოორდინაცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სწორად ორგანიზებულმა სამუშაო პროცესებმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს პროექტის შედეგები, გაზარდოს ეფექტურობა და შეამციროს პროექტის მრავალჯერადად გადაკეთების საჭიროება. თანამედროვე ინსტრუმენტების, როგორიცაა BIM Collaborate Pro (Autodesk Construction Cloud-ის პროდუქტი), გამოყენებით, პროექტის კოორდინაცია ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც პროექტების უფრო მაღალი სიზუსტით, უსაფრთხოებითა და გამჭვირვალობით მართვის საშუალებას იძლევა. ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო განიხილავს, თუ როგორ უწყობს ხელს BIM Collaborate Pro კოორდინაციის პროცესს, უზრუნველყოფს სხვადასხვა დისციპლინებს შორის შეუფერხებელ თანამშრომლობას და აუმჯობესებს პროექტის ხარისხს. გაეცანით ვიდეოს და აღმოაჩინეთ, როგორ შეუძლია გაუმჯობესებულ კოორდინაციას გარდაქმნას AEC პროექტების სამუშაო პროცესები! https://youtu.be/_kAvtR9sx6E   კარგად სტრუქტურირებული გადახედვის პროცესი დიზაინის კოორდინაციის მეშვეობით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. ამ პროცესის ჩამოყალიბება როგორც კომპანიის, ასევე პროექტის დონეზე კრიტიკულია ეფექტური თანამშრომლობისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეული დისციპლინა პროექტის სტანდარტებსა და პროცედურებს თავიდანვე მიჰყვეს. ამ მიდგომის წყალობით, სხვადასხვა გუნდები, რომლებიც თავიანთ სპეციალიზებულ ცოდნას შეიტანენ პროექტში, ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში შეუფერხებლად მუშაობენ. შედეგად, მცირდება გადამუშავების საჭიროება და პროექტის საბოლოო ვერსიამდე მისასვლელი გზა უფრო მარტივდება. პროექტის დონის კოორდინაცია: ეფექტური თანამშრომლობა მსხვილი სამშენებლო პროექტები ხშირად თანამშრომლობს მრავალ კომპანიასთან, რომლებიც თავიანთი სპეციალიზებული მონაცემებით მონაწილეობენ სხვადასხვა საპროექტო დისციპლინაში. ეფექტური პროექტის კოორდინაცია ხელს უწყობს ამ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო გაზიარებას ამ კომპანიებს შორის. ეს გულისხმობს უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ დისციპლინას შეუძლია ინფორმაცია გაუზიაროს დაინტერესებულ მხარეებს და ამასთან, მართოს საკუთარი შიდა მონაცემთა გაზიარების პროცესები. BIM Collaborate Pro-ს გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან გაზიარებული კოორდინაციის სივრცე, რომელიც სწორედ ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი. ეს სივრცე წარმოადგენს კონტროლირებად გარემოს, სადაც საპროექტო მონაცემები უსაფრთხოდ იმართება და ზიარდება, რაც ზრდის როგორც უსაფრთხოებას, ასევე გამჭვირვალობას. გარდა ამისა, პლატფორმის შეუსაბამობების დეტექციის ფუნქციები გუნდებს საშუალებას აძლევს, დროულად გამოავლინონ და აღმოფხვრან პოტენციური პრობლემები, რაც პროექტის წარმატებით დასრულებას უფრო ამარტივებს. კომპანიის დონის კოორდინაცია: შიდა თანამშრომლობის გაძლიერება თითოეულ კომპანიაში საპროექტო დისციპლინებს სჭირდებათ თანამშრომლობის ეფექტური ჩარჩო, რათა გააუმჯობესონ თავიანთი დიზაინი და ხარისხი, სანამ მონაცემებს სხვა პროექტის მონაწილეებთან გააზიარებენ. BIM Collaborate Pro კომპანიებს საშუალებას აძლევს შექმნან სპეციალური კოორდინაციის სივრცეები, სადაც გუნდებს შეუძლიათ შიდა ქლეშების დეტექცია და მონაცემთა კოორდინაცია სხვადასხვა დისციპლინას შორის, როგორიცაა არქიტექტურა, კონსტრუქციული ინჟინერია და MEP ინჟინერია (მექანიკური, ელექტრული და სანიტარიული სისტემები). ცოცხალი კავშირების გამოყენებით მონაცემთა გაზიარებისთვის, შიდა გუნდები უზრუნველყოფენ, რომ ყველა საპროექტო ელემენტი სრულად შეესაბამებოდეს ერთმანეთს, სანამ ის პროექტის საერთო დონეზე იქნება ინტეგრირებული. ეს მიდგომა ამცირებს შეცდომებს, აუმჯობესებს სამუშაო პროცესებს და უზრუნველყოფს უფრო თანმიმდევრულ და ხარისხიან შედეგს. პროექტის შაბლონებისა და წვდომის კონტროლი Autodesk Construction Cloud (ACC)-ში პროექტის გამართული მართვისთვის კრიტიკულია პროექტის შაბლონების გამოყენება. ეს შაბლონები განსაზღვრავს პროექტის სტანდარტებს, მონაცემთა სტრუქტურას და მონაწილეთა წვდომის დონეებს. შედეგად, ყველა პროექტი ერთი და იგივე წესებით იწყება, რაც ხელს უწყობს მუშაობის ეფექტურობასა და მონაცემთა კონსისტენციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი წვდომის კონტროლია. სხვადასხვა გუნდს პროექტში თავისი კონკრეტული როლი აქვს, და სწორედ ამ როლებიდან გამომდინარე განისაზღვრება მათი მონაცემებთან ურთიერთობის დონე. მაგალითად, არქიტექტორებს შეიძლება მხოლოდ არქიტექტურულ ფაილებთან ჰქონდეთ წვდომა, ხოლო ინჟინრებს – სტრუქტურულ მონაცემებთან. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და პროცესების გამჭვირვალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ პროექტებში, რომელზეც სხვადასხვა კომპანიები ერთად მუშაობენ. ამგვარი მკაფიოდ განსაზღვრული მიდგომა ამცირებს შეცდომების და მონაცემთა არასწორი გამოყენების რისკს, აუმჯობესებს თანამშრომლობის ხარისხს და საბოლოოდ, აჩქარებს პროექტის მიმდინარეობას. მოქნილობა და ადაპტირება კოორდინაციის სივრცეებში სამშენებლო პროექტები მუდმივად ვითარდება, ამიტომ BIM Collaborate Pro-ს კოორდინაციის სივრცეები შექმნილია იმისთვის, რომ ამ ცვლილებებს მარტივად მოერგოს. პროექტის მსვლელობისას ხშირად ხდება საჭირო ახალი კოორდინაციის სივრცეების დამატება ან არსებული სივრცეების განახლება – იქნება ეს საქაღალდეების სტრუქტურის შეცვლა, შეუსაბამობების დეტექციის ჩართვა თუ სახელების განახლება პროექტის მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად. ამგვარი მოქნილობა უზრუნველყოფს, რომ კოორდინაციის პროცესები ყოველთვის პროექტის საჭიროებებს ერგებოდეს. შედეგად, გუნდებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ ეფექტურობა და თავიდან აიცილონ შეფერხებები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებულად მართვისთვის. ეფექტური მიდგომა პროექტის სამართავად სამშენებლო პროექტებში შეცდომების დროული აღმოჩენა და გადაჭრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ სხვადასხვა დისციპლინას შორის შეუსაბამობა (მაგალითად, კონსტრუქციულ და საინჟინრო ქსელებს შორის) დროულად არ გამოვლინდა, ამან შეიძლება სერიოზულ ხარჯები და პროექტის ვადის დარღვევა გამოიწვიოს. BIM Collaborate Pro საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი პრობლემა დოკუმენტირებულად და სისტემურად იყოს აღრიცხული. როგორც კი რაიმე სახის შეუსაბამობა გამოვლინდება, ის ავტომატურად ენიშნება შესაბამის გუნდს, განისაზღვრება ვადები და პასუხისმგებელი პირები. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ პრობლემა არ დაიკარგოს ყოველდღიურ სამუშაოებში და მისი გადაჭრა მოხდეს მინიმალური შეფერხებებით, მინიმალურ დროში. გარდა ამისა, ეს მიდგომა ამარტივებს შეცვლილი მოდელების მართვას. განახლებული მონაცემები ყველა მონაწილეს მყისიერად ეცნობება, რაც თავიდან აგაცილებთ მისკომუნიკაციას და გაზრდის პროექტის გამჭვირვალობას. სამშენებლო და საპროექტო გუნდებისთვის ოპერაციული პროცესების დახვეწა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროექტები კომპლექსური და მრავალფაზიანია. BIM Collaborate Pro და AEC Collection ერთობლივად ქმნიან სტრუქტურირებულ, მოქნილ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, რაც ხელს უწყობს პროცესების გამარტივებას და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. ამ ტექნოლოგიების ინტეგრაცია ხელს უწყობს სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას, ინფორმაციის გამჭვირვალე გაზიარებას და გუნდებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას. შედეგად, პროექტის მონაწილეები თავიდან იცილებენ პროექტის მრავალჯერ გადაკეთებას (rework) და ზოგავენ როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსებს. BIM Collaborate Pro-ს გამოყენება კომპანიის და პროექტის დონეზე კოორდინაციის გამარტივებასაც უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ გუნდები უკვე პირველი დღიდან მუშაობენ სტრუქტურირებულ გარემოში. ეს მიდგომა ამცირებს რისკებს, აუმჯობესებს კომუნიკაციას და საბოლოოდ უზრუნველყოფს პროექტის დროულ და წარმატებულ შესრულებას. www.bimsolutions.ge

Read more

რა არის კოორდინირებული მშენებლობა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

სამშენებლო პროექტები მრავალი გზით ვითარდება. ზოგი მშვიდად და თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობს, ხოლო ზოგიერთი შესაძლოა უფრო რთული და გამოწვევებით სავსე იყოს. ადამიანებს, პროცესებსა და ტექნოლოგიას შორის ხარვეზების აღმოფხვრით, კოორდინირებული მშენებლობა ყველას ეხმარება პრობლემების უფრო სწრაფად ამოცნობასა და მოგვარებაში. ეს გულისხმობს თანამედროვე ინფორმაციის ქონას, რაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა დასაწყისიდანვე, რათა საბოლოოდ უკეთესი შედეგი იქნას მიღებული. მშენებლობის ინდუსტრია ყოველთვის აწყდებოდა გამოწვევებს, რომლებიც პროექტების ხარისხზე, ვადებსა და ბიუჯეტზე ზემოქმედებდა. ტრადიციულად, ეს ინდუსტრია ხასიათდება განცალკევებული პროცესებითა და დაყოფილი გუნდებით, სადაც მონაცემები ხშირად დაუკავშირებელი, გაფანტული ან ზოგჯერ დაკარგულიც კი არის. არასწორი კომუნიკაცია, კოორდინაციის ნაკლებობა და მოძველებული ტექნოლოგიები მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ინდუსტრიის გამოწვევებს აძლიერებს. კოორდინირებული მშენებლობა მიზნად ისახავს ამ ბარიერების აღმოფხვრას, რათა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და გამჭვირვალობა. ეს ქმნის უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემოს, ზუსტ ბიუჯეტებს და ვადებს, რომლებზეც ყველა შეძლებს დაყრდნობას. რა არის კოორდინირებული მშენებლობა? კოორდინირებული მშენებლობა ნიშნავს ტექნოლოგიებისა და მონაცემების გამოყენებას მშენებლობის ინდუსტრიაში ადამიანების, პროცესებისა და ინსტრუმენტების დასაკავშირებლად. იგი მოიცავს სხვადასხვა ტექნოლოგიების, როგორიცაა საგანთა ინტერნეტი (IoT), მობილური მოწყობილობები და მშენებლობის საინფორმაციო მოდელირება (BIM), ინტეგრაციას. ეს ტექნოლოგიები ერთად უზრუნველყოფს რეალურ დროში კომუნიკაციას, თანამშრომლობას და მონაცემების გაზიარებას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, ვინც პროექტში მონაწილეობს. კოორდინირებული მშენებლობა ასევე გულისხმობს მშენებლობის ტექნოლოგიების ურთიერთდაკავშირებულ ქსელს, რომელიც სხვადასხვა პრაქტიკაში გამოიყენება. პროექტის დიზაინის, გამოთვლების, ხარჯთაღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა მართვა, კონსტრუქციული კონტენტი, ტექნოლოგიური აპარატურა, სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, ადამიანები და ადგილები შეიძლება დაკავშირებულ იქნას უკაბელო ან ციფრული ტექნოლოგიით. ეს კავშირი შეიძლება არსებობდეს ერთი კომპანიის შიგნით ან მრავალი ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში მოცემულ პროექტში. კოორდინირებული მშენებლობის არსი არის პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში მონაცემების ინტეგრაცია და მართვა – რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ინფორმაცია შეუფერხებლად გადაეცეს ერთი სისტემიდან მეორეს. კოორდინირებული მშენებლობა მთლიანად მონაცემებსა და კომუნიკაციას ეფუძნება. კოორდინირებული მშენებლობა მხოლოდ ერთი მანქანის მეორესთან დაკავშირებას არ გულისხმობს. ეს ბევრად უფრო ფუნდამენტური ტრანსფორმაციაა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სამუშაო პროცესისთვის მისაღები გადაწყვეტა. კოორდინირებული მშენებლობა ეხება მონაცემთა ისეთი შინაარსიანი ნაკადების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობენ ფართო სპექტრის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობას და სარგებელი მოაქვს მთელი პროექტისთვის. მონაცემები კრიტიკულია იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს, რაც ეფექტურობის, პროდუქტიულობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მთავარი მიზანია სწორი მონაცემების დროულად მიწოდება შესაბამისი ადამიანებისთვის, რათა გაუმჯობესდეს პროცესები იმ სფეროებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია: პროდუქტიულობა, ხარისხი, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა, მდგრადობა და სხვა. „პროექტის ხილვადობისა და პროგნოზირებადობის გაუმჯობესებით, ბიზნეს-მონაცემებზე რეალურ დროში წვდომის უზრუნველყოფით, ასევე თანამშრომლობისა და ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობით, დაკავშირებული მშენებლობის გამოცდილება ეხმარება მფლობელებს, დიზაინერებს, ინჟინრებსა და კონტრაქტორებს, მიიღონ უფრო თანმიმდევრული, გამარტივებული და პროგნოზირებადი პროექტების შესრულება.“ GlobalData Plc. Drake, C., Williams, D., and Armengol, S. 2022. კოორდინირებული მშენებლობა: ახალი ტექნოლოგიური აზროვნება ახალი ეპოქისთვის (გვ.07). რა მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მშენებლობას? კოორდინირებულ მშენებლობას მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან მას შეუძლია ფუნდამენტურად გარდაქმნას მშენებლობის ინდუსტრიის ბიზნესი, პროექტების ეფექტურობის, პროდუქტიულობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებით. ის უზრუნველყოფს პროექტის მონაცემებსა და ანალიტიკაზე რეალურ დროში წვდომას, რაც მშენებლობის პროფესიონალებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში და შეფერხებებისა და შეცდომების მინიმალიზებაში. კოორდინირებული მშენებლობა ასევე აუმჯობესებს კომუნიკაციასა და თანამშრომლობას პროექტის გუნდებს შორის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უკეთეს შედეგებს და მომხმარებლის კმაყოფილებას. გარდა ამისა, ის საშუალებას აძლევს სამშენებლო კომპანიებს, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ მომგებიანობა, პროექტის ვადების გაუმჯობესებით და რისკების შემცირებით. მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებით, კომპანიები იღებენ ინფორმაციას პროექტის შესრულებაზე, ადგენენ გაუმჯობესების საჭირო სფეროებს და ახორციელებენ სტრატეგიებს, რათა ოპტიმიზირდეს პროექტების შედეგები და დარჩნენ კონკურენტუნარიანები.

Read more

Tekla Tedds – უგულვებელყოფილი აუცილებლობა სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინრებისთვის

სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინრებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ხშირად უგულვებელყოფილია – შესაძლოა, იმიტომ, რომ ის მარტივად, ზედმეტი სირთულის გარეშე უმკლავდება საინჟინრო გამოთვლებს და ქმნის პროფესიონალურ შედეგებს. Tekla Tedds იმ „პირველხარისხოვან“ პროგრამებს შორისაა, რომლებიც კულისებს მიღმა დგანან, მხარს უჭერენ უფრო შთამბეჭდავ, დიზაინზე ორიენტირებულ პროგრამებს, მაგრამ არ სარგებლობენ იმ პოპულარობით, რაც მათ "შემოქმედებით" კონკურენტებს აქვთ. მიუხედავად ამისა, ის სრულყოფილად აკმაყოფილებს ინჟინრის მოთხოვნებს, რადგან გააჩნია ფუნქციათა მძლავრი ნაკრები, რომელიც ავტომატიზებას უწევს და ხსნის დიზაინის მრავალ რთულ მათემატიკურ ამოცანას. Tedds - Tekla-ს ნახაზებისა და დოკუმენტაციის სისტემა Tedds შეიქმნა, რათა სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინრებისთვის მიეწოდებინა მარტივად გამოსაყენებელი გამოთვლების ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს საინჟინრო ამოცანების მთელ სპექტრს და გამორიცხავს Excel-ის საჭიროებას. ყველა კარგად იცნობს ცხრილებს, მაგრამ, რადგან გამოთვლების უმეტესობის მიზანი ტექსტზე დაფუძნებული დოკუმენტაციის ან ანგარიშის მხარდაჭერაა, გადაწყდა, რომ უფრო მარტივი იქნებოდა მსგავსი ინსტრუმენტების მიწოდება ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ტექსტური დამუშავების პროგრამაში – Microsoft Word-ში. Tedds მრავალი წელია არსებობს, რაც საშუალებას აძლევს დააგროვოს გამოთვლების მდიდარი ბიბლიოთეკა სხვადასხვა კატეგორიაში, ამით კი აკმაყოფილებს უმეტესი მომხმარებლების საჭიროებებს. უფრო გამოცდილი მომხმარებლები, ასევე, შეძლებენ საკუთარი გამოთვლების განვითარებას TEDDS-ის შესაძლებლობების გამოყენებით. თუმცა, პროგრამა იმდენად მარტივი და ინტუიციურია, რომ ნებისმიერ ინჟინერს შეუძლია მისი გამოყენება. იგი გთავაზობთ უკვე ნაცნობ გამოთვლებს, რომელთა შესრულება სხვაგვარად დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. თუ კონკრეტულ გამოთვლას მრავალი იტერაცია სჭირდება, პროგრამა ავტომატურად აგვარებს მათ. მოცემული გამოთვლების სპექტრი მოიცავს: მიწისძვრასა და ქარზე დატვირთვის გამოთვლებს, უწყვეტი კოჭების და მოძრავი დატვირთვის ანალიზს, ფოლადის, ბეტონის, ხის კოჭებისა და სვეტების დიზაინს, საძირკვლის ფირფიტებისა და მარტივი კავშირების ფართო არჩევანს. Tedds, თავისი მრავალფეროვნებითა და მოქნილობით, აუცილებელი ინსტრუმენტია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ინჟინრებისთვის, რაც ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინსტრუმენტს საინჟინრო პროექტებში. Tedds-ის მიმოხილვა როგორ მუშაობს Tedds? თუ ავიღებთ ყველაზე მარტივ გამოთვლას – მაგალითად, 1+1=? – საკმარისია შეიყვანოთ გამოთვლა ნაცნობი ბულეს ფორმატის გამოყენებით ან შექმნათ მარტივი ხაზოვანი განტოლებები (სტრუქტურული გამოთვლების უმრავლესობა, სინამდვილეში, ხაზოვანი განტოლებებია) Excel-ის მსგავსი ცხრილის ფორმატში და შემდეგ გაუშვათ გამოთვლა. პროგრამის ინტერფეისი აღიქვამს ყველა ზომის ერთეულს თითოეულ ველში, მათ შორის ბერძნული სიმბოლოებით, ქვესკრიპტით ან ზედასკრიპტით ჩაწერილ ერთეულებს. Excel-ის მსგავსად, შეგიძლიათ განაახლოთ შედეგების ველები, იქნება ეს საბოლოო შედეგი თუ შემდგომი გამოთვლებისთვის გამოსაყენებელი მონაცემები. გამოთვლების მართვა და გამარტივება თითოეული გამოთვლა წარმოებს როგორც ერთიანი გადაწყვეტილება ყველა ელემენტისა და მასალისთვის. ინტუიციური და მარტივი ინტერფეისი გამოთვლებს ასახავს მარტივად წასაკითხ ფორმატში, რაც აადვილებს მათი გადამოწმებასა და შედარებას. გამარტივებული პროცესის წყალობით, შესაძლებელია დიზაინის ვარიანტების შედარება და გამოთვლებში ცვლილებების შეტანა. Tedds for Word-ის გამოყენება TEDDS-ის MS Word-ში ინტეგრირებული ვერსია ინჟინრებს აძლევს საშუალებას შექმნან თანმიმდევრული დოკუმენტები და ანგარიშები, რომლებიც შეესაბამება ინდუსტრიის სტანდარტებს ან კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებს. მაგალითად, თითოეულ დოკუმენტს შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო. სტანდარტებთან შესაბამისობა Tedds-ის გამოთვლები შეესაბამება შემდეგ სტანდარტებს: ბრიტანული სტანდარტები (British Standards) ევროკოდი (Eurocode) აშშ-ის, კანადური და ავსტრალიური კოდები Tedds ქმნის მოქნილ და მძლავრ ხელსაწყოს, რომელიც სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინრებისთვის აუცილებელია ხარისხიანი და პროფესიონალური მუშაობისთვის. Tedds-ის დამატებითი უპირატესობები Word-ში ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Tedds-ის Word-თან გამოყენებისა ისაა, რომ თქვენ არ გჭირდებათ განსაკუთრებული უნარები საკუთარი გამოთვლების შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ, შეინახოთ და გაავრცელოთ თქვენი გამოთვლები ან დაამატოთ ისინი ბიბლიოთეკაში, რათა სხვებმაც გამოიყენონ. მრავალფუნქციური შესაძლებლობები Tedds for Word საშუალებას გაძლევთ, ერთი დოკუმენტის ფარგლებში, ჩართოთ მრავალი გამოთვლა. ის ასევე განაპირობებს სხვა აპლიკაციებიდან მონაცემების შეტანას. გარდა ამისა, პროგრამას შეუძლია ფაილების დაკავშირება და ერთი გამოთვლის შედეგების გადატანა მეორეში. თუ საჭირო გახდება, Tedds-ის Excel Link ინსტრუმენტის გამოყენებით შესაძლებელია გარე ცხრილების ინტეგრაცია Tedds-თან. ეს მოქნილი ფუნქციები საშუალებას გაძლევთ თქვენი მუშაობა გახადოთ უფრო ეფექტური და მოერგოთ სხვადასხვა საინჟინრო საჭიროებას, მარტივი დოკუმენტაციის პროცესის მეშვეობით. გამოთვლებისა და ანალიზის კომბინირება Tedds-ში Tedds-ის ერთ-ერთი გავრცელებული ამოცანაა ჩარჩოს ანალიზი. მომხმარებლებს შეუძლიათ პროგრამის გამოყენება, რათა შეამოწმონ დატვირთვები ტროსებზე, მრუდე კოჭებზე და პორტალურ ჩარჩოებზე, ვიზუალურად იხილონ მონაცემების შეყვანის შედეგები რეალურ დროში. ამ შედეგების დაკავშირება შესაძლებელია Tedds-ის გამოთვლებთან ან ჩარჩოს ანალიზის შედეგების ჩასმა შესაძლებელია სპეციფიკურ გამოთვლებში. პროექტის დოკუმენტაციის ცენტრალიზება ინჟინრებს შეუძლიათ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შექმნან ერთიანი პროექტის ანგარიში, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს, ესკიზებს და საჭიროების შემთხვევაში ფოტომასალას. დოკუმენტს შეუძლია მოიცვას დეტალური ინფორმაცია საჭიროების მიხედვით და ამასთან, თავიდან აიცილოს სხვა ანალიზის პროგრამების გამოყენება. საბოლოოდ, დოკუმენტი შეიძლება ექსპორტირდეს PDF ფორმატში. Tedds-ის დეტალური ფუნქციები Tedds უზრუნველყოფს რამდენიმე საბაზისო ფუნქციას, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემებში შეიტანონ ცვლილებები ან მათზე აწარმოონ ანალიზი. თითოეული ველი წარმოადგენს ცალკეულ გრაფას, რომელიც მონაცემებს სხვადასხვა ფორმატში ამუშავებს, მათ შორის: UDL (ერთგვაროვანი დატვირთვის განაწილება) Mapping (რუკირება) Inputs (შეყვანა) Calculations (გამოთვლები) Tedds-ში არის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფუნქცია – ლოგის ველი. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ გამოთვლები, დეტალურად ნახონ მისი პროგრესი ან შეინახონ მუშაობის ლოგი. ლოგი შეიძლება შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას, რომლის ფილტრაცია ან მოკლედ გაერთიანება შესაძლებელია. ასევე, შესაძლებელია პროგრესის მხოლოდ ძირითადი მონაცემების ჩვენება ან მთელი ლოგის ერთ ეკრანზე განთავსება. Tedds-ის ეს შესაძლებლობები ინჟინრებს აძლევს მოქნილ და ეფექტურ ინსტრუმენტს მონაცემთა ანალიზისა და მათი დოკუმენტაციის პროცესში. Tedds- პროექტ მენეჯერი იმისათვის, რომ ინჟინრებმა თვალყური ადევნონ იმ უამრავ გამოთვლას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ერთ პროექტში, Tedds მოიცავს პროექტის მენეჯერის ფუნქციას, რომელიც გამოჩნდება ცალკე Project Manager ფანჯარაში, რომელიც საშუალებას აძლევს მათ შექმნან პროექტი, დაამატონ ფაილები და გამოთვლები ან ახალი გამოთვლები ჩასვან მიმდინარე პროექტში. ყველა გამოთვლა წარმოდგენილია ბრაუზერის ფორმატში და მათი თანმიმდევრობის მანიპულირება მარტივადაა შესაძლებელია ზევით ან ქვევით მოძრაობით.

Read more