აღწერა
ჩვენ გეპატიჟებით სემინარზე, რომელიც ეძღვნება სტრუქტურულ ინჟინრებსა და დიზაინერებს!
ღონისძიება თბილისში (Radisson BLU hotel) გაიმართება, რომელიც ეძღვნება რკინაბეტონის კონსტრუქციების დიზაინზე მომუშავე კონსტრუქტორ ინჟინრებს და დიზაინერებს. BIM დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი იქნება რკინაბეტონის კონსტრუქციების საპროექტო სამუშაო პროცესი. სემინარის მონაწილეები დაინახავენ, რამდენად სწრაფი, ზუსტი და ეფექტური შეიძლება იყოს დიზაინის პროცესი თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით.
ჩვენ წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას არქიტექტურული BIM მოდელი მონაცემთა გაცვლისთვის IFC (OPENBIM ფორმატი) A&D (ანალიზი და დიზაინი) პროგრამული უზრუნველყოფით TEKLA STRUCTURAL DESIGNER. ჩატარდება სტრუქტურული ანალიზი, შემუშავდება და წარმოდგენილი იქნება ანგარიშები. შემდგომი იგივე მოდელი შემუშავდება უფრო მაღალი სამშენებლო დეტალებისთვის TEKLA STRUCTURES პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. დოკუმენტები და ნახაზები შეიქმნება ანგარიშის და მშენებლობისთვის.
სტუმრები ლიტვაში სტრუქტურული დიზაინის კომპანიის “SOSTINES KONSTRUKTORIAI”-დან გაუზიარებენ აზრებს TEKLA პროგრამული უზრუნველყოფასთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ შეცვალა მათ სამუშაო პროცესის პროდუქტიულობა და ხარისხი, რა გავლენა მოახდინა ამან კომპანიის ზრდასა და მოგებაზე.
ღონისძიება განკუთვნილია
- სტრუქტურული ინჟინრებსა და დიზაინერებისთვის
- BIM მომხმარებლებისთვის
- დიზაინერი პროექტის მენეჯერებისთვის
დღის წესრიგი
- BIM SOLUTIONS GEORGIA წარდგენა ( 15:00 – 15:20)
- ეფექტური სტრუქტურული დიზაინის პროცესის პრეზენტაცია TEKLA-ს გამოყენებით (15:20 – 16:20)
- Coffee break (16:20 – 16:50)
- კომპანია “SOSTINES KONSTRUKTORIAI” – დიზაინის პრაქტიკა და გამოცდილება ევროპაში (16:50 -18:00)
მომხსენებლები
- ვიტაუტას პუოჯუნას – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს დირექტორი
- ირაკლი კაპანაძე – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს წამყვანი ინჟინერი
- იულიუს ზარიაცკას – “SOSTINES KONSTRUKTORIAI” კომპანიის დამფუძნებელი