სასწავლო პროგრამა – TEKLA Structures სტარტაპერებისთვის

2023-06-21 15:00
-
2023-06-24 15:45
BIM Solutions Georgia-ს ოფისი
ვანო მიდელაურის ქ. 9 თბილისი, 0107 საქართველო
მარიამ მაღრაძე
+995597009175 info@bimsolutions.ge

აღწერა

ვიწვევთ სამშენებლო დიზაინერებს Tekla Structures ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად!

Tekla Structures არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტრუქტურული მოდელირების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ უფრო პროდუქტიულად (მას შეუძლია სპეციალისტის ეფექტურობა 30%-მდე გაზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტჯერ).

Tekla Structures დამწყებებისთვის – ყოვლისმომცველი 4 დღიანი ტრენინგი – საუკეთესო გზა გაეცნოთ ამ  ხელსაწყოს და დაიწყოთ მუშაობა!

ტრენინგზე თეორიული მასალა შერწყმულია პრაქტიკულ ამოცანებთან.

ტრენინგის დროს მიღებული საბაზისო ცოდნა, საკმარისია Tekla Structures-ში შემდგომი დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

ტრენინგის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ საკუთარი კომპიუტერები, რომელზედაც ჩვენ დავაინსტალირებთ Tekla Structure პროგრამას შემდგომი მუშაობისა და პრაქტიკისთვის. მონაწილეები 4 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ იღებენ Tekla Structures-ის ლიცენზიას, რაც საკმარისია მათი სამუშაო უნარების გასაუმჯობესებლად.

გაიცემა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაცია.

ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ღონისძიება განკუთვნილია

ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია Tekla Structurs-ის შესწავლით

დღის წესრიგი

დღე  1 დღე  2 დღე  3 დღე  4
ოთხშაბათი 2023-06-21 ხუთშაბათი 2023-06-22 პარასკევი 2023-06-23 შაბათი  2023-06-24
დრო TEKLA-ს ძირითადი ფუნქციები საშინაო დავალება (TEKLA STARTUPPERS ჯგუფში ონლაინ კონსულტაცია ლექტორთან) დრო მოდელირება დრო პროექტის ანგარიშის წარდგენა / სპეციფიკაციები და ნახაზები
15:00 – 17:30 შესავალი, მოდელის შექმნის და შენახვის ფუნქციები, მოდელის გახსნისა და რედაქტირების ფუნქციები, მარტო მუშაობა და გუნდთან მუშაობა, მონაცემების შეყვანა მოდელში, ნავიგაცია, მოდელის ხედების შექმნა, ხედების შექმნის ხელსაწყოები, ელემენტების წარმოდგენა ხედებში, პროგრამის სამუშაო გარემო 15:00 – 17:30 ღერძის შექმნა. პროფილის კატალოგი. პარამეტრული პროფილები. მასალების კატალოგი. ფოლადის ელემენტები. რკინაბეტონის ელემენტები. კოპირების და ჩასმის ხელსაწყოები. ელემენტების პარამეტრების დაყენება. ელემენტების მოდიფიკაცია. სექციები. ელემენტის აფეთქება. ელემენტის შეერთება კვანძებთან. სამუშაო მინები. დამხმარე ხაზები და წერტილები. 11:00 – 13:30 ნახაზების შესავალი. ნახაზების მომზადება. ნახაზების კატალოგის შექმნა. ნახაზების ასაგები წერტილები. ავტომატიზაციის ფუნქციები. დრაფტების შექმნა ნახაზებისთვის.
17:30 – 18:00 ყავის შესვენება 17:30 – 18:00 ყავის შესვენება 13:30 – 14:30 ყავის შესვენება
18:00 – 20:00 სამუშაო გარემოს რედაქტირება. ზედაპირების დაჭრა.წერტილების და კოორდინატების დაყენება. ეკრანის კადრები. შერჩევის ინსტრუმენტები. ორგანიზატორი. ფაზის კონტროლი. ელემენტების ავტომატური ძებნა. მოდელის ანალიზი. ხელსაწყოების პანელი. ლინკები მოდელში. 18:00 – 20:00 რეალური სტრუქტურა რკინაბეტონისა და ფოლადის ელემენტების დიზაინისგან. გამაგრების მოდელირება.სახსრები და კავშირები.შედუღების კავშირები. 14:30 – 15:30 ანგარიშის წარდგენის ხელსაწყოები. მასალათა სიის გენერირება. IFC ფაილის გენერირება.
20:00-20:15 საშინაო დავალება 20:00-20:15 საშინაო დავალება 15:30-15:45 საშინაო დავალება

მომხსენებელი

ირაკლი კაპანაძე

BIM-ის პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი სპეციალისტი

support@bimsolutions.ge

 

ვიდეო