Tekla Structures-ის სასწავლო პროგრამა: ფოლადის კონსტრუქციების მოდელირება დამწყებთათვის

2026-03-30 09:00
-
2026-04-04 13:00
BIM Solutions Georgia-ს სასწავლო აკადემია
საქართველო თბილისი, 0107 ვ.მიდელაურის ქუჩა N9
1250₾ დღგ-ს გარეშე
მარიამ მაღრაძე
597009175 info@bimsolutions.ge

აღწერა

განრიგი: 4 სთ/დღე (09:00–13:00), ორშ–შაბ (6 სესია)
ჯგუფი: 5–7 სტუდენტი
ადგილი: BIM Solutions Georgia-ს სასწავლო აკადემია
შედეგი: სტუდენტები შეძლებენ ფოლადის კარკასის მოდელირებას, საბაზისო კვანძოვანი კავშირების (connections) დაპროექტებას, ელემენტების ნუმერაციას (numbering), საერთო ხედვის GA (General Arrangement) და სამონტაჟო (Assembly) ნახაზების მომზადებას, აგრეთვე მასალების უწყისებისა და IFC ექსპორტის ფორმირებას კოორდინაციისთვის.

ფოლადის კონსტრუქციების საბაზისო კურსი წარმოადგენს პრაქტიკაზე ორიენტირებულ ტრენინგს მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ფოლადის კონსტრუქციების მოდელირებასა და დაპროექტებას.

კურსის განმავლობაში მონაწილეები შექმნიან ფოლადის კარკასის მოდელს, დააპროექტებენ სტანდარტულ კვანძოვან კავშირებს (connections), განახორციელებენ ელემენტების ნუმერაციას (numbering) და მოამზადებენ საპროექტო დოკუმენტაციის სრულ პაკეტს. დოკუმენტაცია მოიცავს საერთო ხედვის (GA) და სამონტაჟო (Assembly) ნახაზებს, მასალების უწყისებსა (Reports) და IFC ექსპორტს კოორდინაციისთვის.

კურსი გათვლილია მცირე ჯგუფებზე (5–7 სტუდენტი), რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ პრაქტიკულ მუშაობასა და ტრენერის ინდივიდუალურ მხარდაჭერას თითოეული მონაწილისთვის.

  • გაიცემა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაცია.
  • ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

კურსი განკუთვნილია

  • კონსტრუქტორებისთვის: ვისაც სურს Tekla Structures-ის გამოყენებით ფოლადის კონსტრუქციების მოდელირება და სრული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება.
  • BIM მოდელერებისთვის: ვისაც სურს დაეუფლოს ფოლადის სპეციფიკურ დეტალიზაციასა და ნახაზების გენერირებას BIM გარემოში.
  • CAD სპეციალისტებისა და ნახაზების შემადგენლებისთვის: ვისაც სურს ტრადიციული 2D (AutoCAD) სამუშაო პროცესიდან თანამედროვე 3D (BIM) მოდელირებაზე გადასვლა.
  • სამშენებლო სფეროს მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის: ვისაც ესაჭიროება ფოლადის ციფრული მოდელების წაკითხვა, პროექტების კოორდინაცია და IFC ექსპორტის მართვა.

სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობები:

  • საბაზისო ცოდნა ფოლადის კონსტრუქციებში: მონაწილეს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ძირითად ელემენტებზე (სვეტები, კოჭები, ფირფიტები, ჭანჭიკური შეერთებები).
  • ნახაზების კითხვის უნარი: რეკომენდებულია ტექნიკური ნახაზების (გეგმები, ჭრილები, ფასადები) საბაზისო დონეზე ცოდნა.
  • კომპიუტერული წიგნიერება: ფაილურ სისტემებთან და საქაღალდეებთან (Folders/Files) მუშაობის გამოცდილება.
  • ტექნიკური აღჭურვილობა: პერსონალური ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომელზეც წინასწარ იქნება დაინსტალირებული Tekla Structures (შესაძლებელია პროგრამის უფასო სასწავლო ვერსიის — Learning Edition — გამოყენება; საჭიროების შემთხვევაში, ინსტალაციაში დაგეხმარებით კურსის მსვლელობისას)
  • მნიშვნელოვანი შენიშვნა: პროგრამა Tekla Structures-ში მუშაობის წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის; კურსი გათვლილია სწავლების ნულოვანი საფეხურიდან დაწყებაზე.

სერტიფიკატიკურსის დასრულების შემდეგ

წინამდებარე სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მონაწილემ  წარმატებით დაასრულა 24-საათიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი პროგრამაში Tekla Structures და დაეუფლა შემდეგ კომპეტენციებს:

  • პროექტის საბაზისო ორგანიზება: სამუშაო გარემოს გამართვა, ღერძების (Grids), დონეების (Levels) და ხედების (Views) ფორმირება;
  • ფოლადის კარკასის მოდელირება: სვეტების, ძირითადი და მეორადი კოჭებისა და კავშირების (Bracing) დაპროექტება სწორი პოზიციონირებისა და ორიენტაციის დაცვით;
  • ასემბლების მართვა: სამონტაჟო ერთეულების ფორმირება „მთავარი დეტალის“ (Main Part) ლოგიკის საფუძველზე;
  • კვანძოვანი შეერთებების (Connections) დაპროექტება: სტანდარტული კვანძების მოწყობა და კორექტირება (Beam-to-Column, Beam-to-Beam, Bracing, Base Plate);
  • ნუმერაცია და იდენტიფიკაცია: ელემენტების ნუმერაციის (Numbering) პროცესის მართვა და მარკირების კონსისტენტურობის უზრუნველყოფა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება:
  • საერთო ხედვის (GA) და სამონტაჟო (Assembly) ნახაზების გენერირება;
  • მასალების უწყისებისა და ჭანჭიკური შეერთებების რეპორტების მომზადება;
  • მოდელის IFC ექსპორტი სხვადასხვა სადისციპლინო კოორდინაციისთვის.

გაცემის პირობა: დასწრება ≥80% და პრაქტიკული დავალების ჩაბარება.

მოითხოვეთ ტრენინგის მთელი კვირის აჯენდა: