Tekla Structures მასტერკლასი: 3D არმირებიდან ავტომატიზებულ ნახაზებამდე

2026-05-07 15:00
-
2026-05-07 16:00

აღწერა

გიწვევთ პრაქტიკულ მასტერკლასზე: „3D არმირებიდან ავტომატიზებულ ნახაზებამდე“.

ფორმატი: 1 საათი
პლატფორმა: Zoom (ონლაინ)
ენა: ქართული

გაინტერესებთ როგორ უნდა აქციოთ ტრადიციული საინჟინრო პროცესი მაღალი სიზუსტის ციფრულ მოდელად Tekla Structures-ის გამოყენებით?

დაივიწყეთ რუტინული, მექანიკური სამუშაო — ისწავლეთ კონსტრუქტორის მუშაობის სრული ციკლის ოპტიმიზაცია.

 რას შეიტყობთ ვებინარზე?

  • როგორ ხდება რკინაბეტონის ელემენტების არმირება Tekla Structures-ში: რკინაბეტონის ელემენტების მოდელირების ეფექტური ხელსაწყოები;
  • მოქნილი მეთოდოლოგია: არმირების სხვადასხვა მეთოდები და მათი შერჩევა პროექტის სირთულის მიხედვით;
  • ნახაზების გენერაცია: როგორ მივიღოთ 3D მოდელიდან სრულყოფილი სამუშაო ნახაზები ავტომატურად;
  • ზუსტი სპეციფიკაციები: მასალათა უწყისის გენერირება;
  • ვებინარის ბოლოს დრო დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს.

ვისთვის არის ეს მასტერკლასი?

  • კონსტრუქტორებისთვის, რომლებთაც სურთ პროდუქტიულობის გაზრდა;
  • BIM მენეჯერებისთვის, პროცესების სტანდარტიზაციისთვის;
  • საინჟინრო სფეროს პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს BIM პროგრამებს.
  • მათთვის ვინც დაინტერესებულია Tekla Structures-ში მუშაობით;

დარეგისტრირდით ახლავე და დაიკავეთ ადგილი უფასო მასტერკლასზე.