გიზიარებთ ვებინარის ჩანაწერს Bexel manager პროგრამულ უზრუნველყოფაში -„პროექტის შეფასების და ბიუჯეტის მართვა, სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი“. შეიტყვეთ: როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ BIM მოდელები ბიუჯეტირების (5D), დაგეგმვისა და სამუშაოების კონტროლის (4D) პროცესში ამ დარგში სპეციალიზებული პლატფორმის Bexel Manager-ის დახმარებით. ვებინარი განკუთვნილია: პროექტის დამკვეთებისთვის, გენერალური კონტრაქტორებისთვისა და სხვა დარგების პროფესიონალებისთვის. ვებინარზე განხილული იქნება: ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების მართვა და ბიუჯეტის მონიტორინგი; ამოცანების დანაწილება ობიექტზე, შესრულების ანგარიშგება და პროგრესის კონტროლი; როგორ აერთიანებს BEXEL (CDE) პლატფორმა პროექტში ჩართული სხვადასხვა მხარეების მონაცემებსა და კომუნიკაციას; Bexel Manager-ის რეალური პროექტების მაგალითები.
Read more