უფასო ვებინარი Bexel Manager პროგრამულ უზრუნველყოფაში

გიზიარებთ ვებინარის ჩანაწერს Bexel manager პროგრამულ უზრუნველყოფაში -„პროექტის შეფასების და ბიუჯეტის მართვა, სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი“.

შეიტყვეთ:
როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ BIM მოდელები ბიუჯეტირების (5D), დაგეგმვისა და სამუშაოების კონტროლის (4D) პროცესში ამ დარგში სპეციალიზებული პლატფორმის Bexel Manager-ის დახმარებით.

ვებინარი განკუთვნილია:
პროექტის დამკვეთებისთვის, გენერალური კონტრაქტორებისთვისა და სხვა დარგების პროფესიონალებისთვის.

ვებინარზე განხილული იქნება:
✔️ ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების მართვა და ბიუჯეტის მონიტორინგი;
✔️ ამოცანების დანაწილება ობიექტზე, შესრულების ანგარიშგება და პროგრესის კონტროლი;
✔️ როგორ აერთიანებს BEXEL (CDE) პლატფორმა პროექტში ჩართული სხვადასხვა მხარეების მონაცემებსა და კომუნიკაციას;
✔️ Bexel Manager-ის რეალური პროექტების მაგალითები.