ვებინარი Revit პროგრამულ უზრუნველყოფაში: მოდელირება, დოკუმენტების ორგანიზება და ვიზუალიზაცია

გიზიარებთ ვებინარის ჩანაწერს Revit პროგრამულ უზრუნველყოფაში არქიტექტორებისა და ინჟინრებისთის- ,”მოდელირება, დოკუმენტების ორგანიზება და ვიზუალიზაცია”. ვებინარის მსვლელობისას ჩვენ გაჩვენებთ: Revit-ის მოდელირების ტექნიკებს; დოკუმენტების ორგანიზებას; დიზაინის ალტერნატივებს და ვიზუალიზაციებს; ვებინარის ბოლოს დრო დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს. ღონისძიება განკუთვნილია კონსტრუქტორებისთვისა და ინჟინრებისთვის სტუდენტებსთვისა და პროფესიონალებისთის, რომლებსაც სურთ Revit-ის ცოდნის გაღრმავება Revit-ის მომხმარებლებისთვის BIM მომხმარებლებისთვის მომხსენებლები ლანა ყოჩიაშვილი – Autodesk AEC პროგრამული უზრუნველყოფების სერტიფიცირებული ტრენერი

Read more

პირველი ვებინარი დამწყებთათვის- ,,Revit პროგრამულ უზრუნველყოფაში”

გიზიარებთ რევიტის უფასო ვებინარის ჩანაწერს, რომელიც 20 მაისს გაიმართა ონლაინ,  Zoom პლატფორმის მეშვეობით. Revit არის პროგრამული უზრუნველყოფა არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისა და კონსტრუქტორებისთვის. Autodesk Revit დამწყებთათვის ეს კურსი გთავაზობთ შესაძლებლობას ისწავლოთ Revit არქიტექტურული დიზაინისთვის. იდეალურია ყველასთვის, სტუდენტებისთვისაც და პროფესიონალებისთვისაც, ვისაც აინტერესებს არქიტექტურა,ინჟინერია და პროექტირების პროცესი. თქვენ არ გჭირდებათ წინასწარი გამოცდილება Revit-თან მუშაობაში, რადგან ეს კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის. ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადი ასპექტების შესახებ, თუ როგორ მუშაობს Revit და ზოგადად BIM პროგრამული უზრუნველყოფა და რითი განსხვავდება იგი  სხვა პროგრამული უზრუნველყოფებისგან. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ შექმნათ სრული არქიტექტურული მოდელი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს BIM-ის სტანდარტებს. მისი ავტომატური ფუნქციები უზრუნველყოფს პროექტის შესრულების მაქსიმალურ ეფექტურობას, როგორებიცაა: ავტომატური ფუნქციის მეშვეობით კოლონებისა და რიგელების დასმა ღერძების მიხედვით; მოდელის მიხედვით მოცულობების ამოღება; მასალათა სპეციფიკაციებისა, რაოდენობების სრულად მოწოდება; დეტალების ავტომატურად გამოტანა; პროდუქტის ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები მოიცავს ინტელექტუალურ კომპონენტებს, სიმბოლოებს, მაკროებს და პარამეტრულ ობიექტებს. ინტეგრირებული გამოთვლები და კონტროლის ფუნქციები გაძლევთ საშუალებას, რომ  ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს დიზაინს. ვებინარის მსვლელობისას ჩვენ გავიარეთ შემდეგი საკითხები: პროგრამის ინტერფეისი; მოდელირების ძირითად ეტაპები: სართულები, ღერძები, გეგმები; ფემილების იმპორტი და ახალი ფემილების შექმნა; შექმნილი მოდელიდან მოცულობების ავტომატური კალკულაცია; დამუშავებული გეგმებიდან დოკუმენტაციის ამოღება; არსებული მოდელის 2D და 3D ექსპორტი; ვებინარის ხანგრძლივობა 1 საათი. ღონისძიება განკუთვნილია არქიტექტორებისთვის ინჟინრებისთვის სტრუქტურული ინჟინრებსა და დიზაინერებისთვის BIM მომხმარებლებისთვის მომხსენებლები ლანა ყოჩიაშვილი – Autodesk Software-ის მხარდაჭერის სპეციალისტი საქართველოში

Read more