Tekla 2026 წარმოადგენს განახლებების ახალ კომპლექტს Tekla-ს პორტფოლიოში, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე — დიზაინიდან და დეტალიზაციიდან წარმოებასა და სამშენებლო მოედანზე შესრულებამდე.
წლევანდელი ვერსია მოიცავს განვითარებებს AI-ით მხარდაჭერილ ინსტრუმენტებში, ნახაზებისა და დიზაინის ეფექტიანობაში, ასევე პროექტის მონაცემების დაკავშირებულ მართვაში Tekla Structures, Tekla Structural Designer, Tekla Tedds და Tekla PowerFab პლატფორმებზე.
Tekla Structures 2026
Tekla Structures 2026 წარმოადგენს AI-ისა და ქლაუდ ტექნოლოგიების დანერგვას, ინტელექტუალურ მონაცემთა სამუშაო პროცესებს და გაუმჯობესებულ მხარდაჭერას საპროექტო დოკუმენტაციისთვის, რაც ზრდის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს ოფისისა და სამშენებლო მოედნის სინქრონულ მუშაობას.

AI და ქლაუდზე დაფუძნებული ინსტრუმენტები ავტომატიზებული სამუშაო პროცესებით
Tekla Structures 2026 ამატებს მეტ AI და ქლაუდ მხარდაჭერას, რათა შემცირდეს ხელით შესასრულებელი სამუშაო.
განახლებული AI Cloud Fabrication Drawings სერვისი აუმჯობესებს შაბლონების შესაბამისობას, ნახაზების კლონირებას და ასოციურობას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად შექმნან საწარმოო ნახაზები, თანაც შეინარჩუნონ გადამოწმებისა და კონტროლის პროცესი.
ნახეთ, როგორ უწყობს ხელს განახლებული AI Cloud Fabrication Drawings სერვისი ნახაზების უფრო სწრაფ შექმნას, გაუმჯობესებული შაბლონების შესაბამისობითა და კლონირებით.
Trimble ასევე აფართოებს საკუთარ პროდუქტებში ინტეგრირებულ AI ასისტენტებს. ეს ინსტრუმენტები მომხმარებლებს ეხმარება ინფორმაციის უფრო სწრაფად მოძიებაში და, პრევიუს რეჟიმში, ბუნებრივი ენის გამოყენებით გარკვეული მოდელირების ამოცანების შესრულებაში.
დიზაინის პროცესის დაჩქარება პროექტის ყველა ეტაპზე
Tekla Structures 2026 ასევე აუმჯობესებს ყოველდღიურ მოდელირებასა და ნახაზების შექმნის პროცესს. მოდელისა და ნახაზის გვერდიგვერდ რედაქტირება ამარტივებს ხედების, ანოტაციების და ზომების ერთმანეთთან თანხვედრაში შენარჩუნებას მუშაობის პროცესში.
ნახაზის ინსტრუმენტებიც დაიხვეწა. უფრო მარტივი გახდა 2D დეტალიზაცია, გაუმჯობესდა სკეჩინგის ხელსაწყოები და გაიზარდა მხარდაჭერა რევიუსა და მარკაპის სამუშაო პროცესებისთვის.
ასევე, Tekla-მ გაამარტივა უკვე შესრულებული სამუშაოს ხელახლა გამოყენება: შესაძლებელია კონტენტის კოპირება სხვა მოდელიდან ან ნახაზიდან, რაც გუნდებს ეხმარება დროის დაზოგვაში სტანდარტულ დეტალებსა და განმეორებად საპროექტო ამოცანებზე.
ვიდეო: ნახეთ, როგორ აჩქარებს მოდელისა და ნახაზის გვერდიგვერდ რედაქტირება მუშაობას გეგმების, ჭრილებისა და ფასადების ნახაზებზე.
ასევე დამატებულია მიზნობრივი გაუმჯობესებები არმატურის დეტალიზაციაში, ხიდების სამუშაო პროცესებში და მოდელის ხედების მართვაში, რაც ამცირებს სირთულეს უფრო დიდ და კომპლექსურ პროექტებში.
ინტელექტუალური მონაცემები ოფისისა და სამშენებლო მოედნის სინქრონიზაციისთვის
Tekla Structures 2026 ასევე აუმჯობესებს პროექტის მონაცემთა ნაკადს. IFC ექსპორტი მომხმარებლებს აძლევს მეტ კონტროლს იმაზე, თუ რა ინფორმაცია იზიარება და როგორ არის იგი სტრუქტურირებული, რაც ამარტივებს კოორდინაციას სხვადასხვა მონაწილესა და პროგრამულ პლატფორმებს შორის.
Trimble Connect ინტეგრაციაც გაფართოვდა. თვისებების (property) მონაცემები უფრო პირდაპირ შეიძლება გამოყენებულ იქნას Tekla Structures-ში, ხოლო PDF ნახაზების ატვირთვა და მოდელის ობიექტებთან ავტომატურად დაკავშირება ამარტივებს ოფისის, საწარმოსა და საველე გუნდებისთვის აქტუალურ ინფორმაციაზე წვდომას კონტექსტში.
IFC-ის გაუმჯობესებული თავსებადობა — ნახეთ, როგორ უწყობს ხელს IFC4.3 ექსპორტი და უფრო მოქნილი კონტროლები კოორდინაციას და ამცირებს დამატებით კომუნიკაციას პროექტის მონაწილეებს შორის.
განახლებული Layout Manager ასევე მხარს უჭერს out-of-tolerance სამუშაო პროცესებს, რაც ამარტივებს დაგეგმილი (as-designed) და შესრულებული (as-built) წერტილების შედარებას, გადახრების დოკუმენტირებას და შემდგომი რეაგირების დაჩქარებას.
ამ ძირითადი მიმართულებების გარდა, Tekla Structures 2026 მოიცავს ბევრ მცირე განახლებას სამუშაო პროცესებში, გამოყენებადობასა და კომპონენტებს, რომელთა დეტალურად გაცნობაც რეკომენდებულია სრულ release notes-ში.