მომავლის მუზეუმი, რომელიც თავისი უნიკალური არქიტექტურით უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საზოგადოებას მოემსახურება როგორც საგამოფენო სივრცე ინოვაციური და მომავლის კონცეფციების, სერვისების და პროდუქტების წარსადგენად. სივრცე ასევე მოიცავს სამეცნიერო ლაბორატორიებს, რესტორნებს და აუდიტორიას.
შთამბეჭდავმა პროექტმა, რომელსაც ასრულებდა ფოლადის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია Eversendai L.L.C., 2018 წლის Tekla Global BIM Awards-ზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. პროექტმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო საზოგადოებრივი პროექტი, საუკეთესო BIM პროექტი და ასევე გახდა ხალხის რჩეულიც.
პროექტის მასშტაბი
Eversendai პასუხისმგებელი იყო პროექტში BIM ტექნოლოგიის დანერგვასა და კოორდინაციაზე, შეერთებების დიზაინზე, დეტალურ ნახაზებზე, მონტაჟის ინჟინრულ ანალიზსა და ეტაპობრივი მშენებლობის მოდელირებაზე. ასევე ისინი უზრუნველყოფდნენ ფოლადის კონსტრუქციების სახელოსნოში დამზადების ნახაზებს, მასალების მიწოდებას, დამზადებასა და მონტაჟს.
BIM-ის (შენობათა საინფორმაციო მოდელირების) მეშვეობით, კომპანიამ შეძლო ყველა ამ პროცესის წარმატებით, ზუსტად და დროულად შესრულება.

რთული გეომეტრიის გამოწვევა
მომავლის მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ სამშენებლო პროექტად ითვლება. ნაგებობა ნულოვანი სართულიდან მეშვიდემდე ბეტონის კონსტრუქციაზე დგას, რომელიც თავის მხრივ ფოლადის დიაგონალურ სტრუქტურას უჭერს მხარს და მოიცავს შერეულ – ბეტონის იატაკის ფილებს.
ამგვარი დიზაინი შიდა სივრცეს საშუალებას აძლევს იყოს სვეტების გარეშე – სრულიად ღია, თუმცა ფოლადის კონსტრუქციაში მოითხოვს განსხვავებულ და უნიკალურად რთულ ელემენტებს, რაც პროექტს განსაკუთრებულ საინჟინრო გამოწვევად აქცევს.

Eversendai-ს წინაშე მდგარი გამოწვევა: რთული შეერთებების დაგეგმვა
Eversendai-ს გუნდი რთული გამოწვევების წინაშე დადგა სტრუქტურის კომპლექსური შეერთებების დიზაინში, რაც დიზაინის ჯგუფის მიერ მიწოდებულ ცხრილურ მონაცემებს ეყრდნობოდა. პროექტის განსაკუთრებული სირთულიდან გამომდინარე, გუნდს მთლიანობაში 12 სტრუქტურული მოდელი ჰქონდა შექმნილი, თითოეულისთვის კი – შეერთებების დატვირთვების სხვადასხვა ქეისი.
ეს იმას ნიშნავდა, რომ შეერთებების დაგეგმვის ეტაპზე უნდა გაეთვალისწინებინათ უზარმაზარი მოცულობის მონაცემები და დატვირთვების მრავალფეროვანი კომბინაციები.
მონაცემები გაანალიზდა სხვადასხვა კონფიგურაციით. FEM (სასრული ელემენტების მეთოდით) მოდელირების დახმარებით, გამოითვლებოდა საჭირო იყო თუ არა სიმტკიცის დამატება, ასევე დგინდებოდა შედუღების თანმიმდევრობა, რათა ძალების გადაცემა სწორად მომხდარიყო.
საბოლოოდ, შეერთებები ისე იქნა დაპროექტებული, რომ საჭირო არ გახდა დამატებითი პერფორატორის ფირფიტების გამოყენება და ვიზუალურად ისინი თეთრი ჟასმინის გვირგვინებს ჰგავდნენ.

გარდა ამისა, პოდიუმის დამაკავშირებელ ხიდს მხოლოდ ის ფუნქცია არ ჰქონდა, რომ ორმაგი სპირალის ფორმის კიბის ზედა ნაწილი დაეფიქსირებინა — მისი კონსტრუქცია ასევე უნდა ყოფილიყო ტექნიკურად შესაძლებელი და განხორციელებადი.
პროექტის სირთულეს კიდევ უფრო ამძაფრებდა მდებარეობის გამო არსებული შეზღუდვები: გადატვირთული გარემო, შეზღუდული სივრცე ტრანსპორტირებისთვისა და მონტაჟისთვის, ასევე ამწეებით დასაშვები წონის ლიმიტები, რაც საჭიროებდა შედუღებული შეერთებების გამოყენებას ადგილზე. ეს ფაქტორები ერთობლიობაში ქმნიდნენ სერიოზულ საინჟინრო და ლოგისტიკურ გამოწვევას.

BIM-ის გადამწყვეტი როლი შეუსაბამობების აღმოჩენასა და გადაწყვეტაში
მომავლის მუზეუმის რთული გეომეტრიისა და სხვადასხვა პროფესიასთან ზუსტი ინტერფეისის მოთხოვნების გათვალისწინებით, BIM ტექნოლოგიის დანერგვა უდიდესი მნიშვნელობის იყო. Eversendai-მ წარმატებით შეძლო მთელი სტრუქტურის დასრულება Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით — როგორც დიზაინის, ისე კონსტრუქციისა და პროცესების კოორდინაციის ეტაპებზე.
გუნდი აქტიურად იყენებდა Trimble Connect-ს, რათა დაედგინათ შეუსაბამობები სხვა სამუშაო ჯგუფებთან, როგორიცაა სახურავების, ფასადების, საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) და რკინა-ბეტონის (RCC) კონტრაქტორები. ყველა შეუსაბამობა აღმოაჩინეს და გადაჭრეს დიზაინის ეტაპზევე, რამაც თავიდან ააცილა გუნდებს სერიოზული პრობლემები სამშენებლო პროცესში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პროექტის ეფექტიანობა.

„Tekla Structures იყო ჩვენი მომავლის მუზეუმის პროექტის წარმატების ძლიერი საფუძველი — მისი ძლიერი 3D მოდელირების შესაძლებლობებისა და ღია API ინტეგრაციის მოქნილობის წყალობით. ამ ინსტრუმენტმა მოგვცა ფართო შესაძლებლობა, შეგვექმნა და დაგვეტესტა სხვადასხვა რუტინული პროცედურები მოდელირებისა და დეტალიზაციის პროცესში, რაც გვაძლევდა საშუალებას ძალიან მოკლე დროში მაღალი სიზუსტით მიგვეღო შედეგი.
მოცემული იყო როგორც კომპლექსური გეომეტრია, ასევე რთული ფორმის სტრუქტურა და ამავდროულად – მრავალეტაპიანი მშენებლობის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნები CMES ანალიზიდან გამომდინარე, ამიტომ Tekla Structures-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა საინჟინრო და დეტალიზაციის პროცესების ვადებში დასრულებაში.
BIM მენეჯმენტმა Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პროექტის ეფექტიანობა, სიზუსტე და დროის მართვა. ასევე აქტიურად ვიყენებდით Tekla BIMsight-ს, რათა დროულად დაგვედგინა შეუსაბამობები სხვა სამუშაო ჯგუფებთან – ეს კი საშუალებას გვაძლევდა პრობლემების მოგვარებაში ჯერ კიდევ ფაბრიკაციის ეტაპამდე, რამაც დაგვიზოგა მნიშვნელოვანი დრო და რესურსები.“ – სრინივასა რაო ვიპარლი, გენერალური მენეჯერი | დიზაინი და ინჟინერია – ახლო აღმოსავლეთი, დიდი ბრიტანეთი და სნგ, Eversendai Engineering L.L.C.
სტატიის წყარო: www.trimble.com