თანამშრომლობის სიმარტივე, დეტალური ნახაზები და პარამეტრული მოდელირება სულ უფრო მეტ ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელს უბიძგებს, აირჩიოს კონსტრუქტორები, რომლებიც მუშაობენ Tekla Structures-ით.
მშენებლობის პროცესის ფარგლებში, ლითონის კონსტრუქციების ინჟინრის (ან პროექტანტის) პასუხისმგებლობაა, მიაწოდოს მწარმოებლებს დეტალური და ზუსტი წარმოების ინფორმაცია — ძირითადად ნახაზების სახით. მწარმოებლებს ეს ინფორმაცია სჭირდებათ, რათა შეამცირონ ხარვეზები და გაზარდონ მშენებლობის სიზუსტე. თუმცა, როდესაც პროექტი მხოლოდ ფიზიკურ ნახაზებზეა დამოკიდებული, სამუშაო პროცესში ხშირად ჩნდება არაეფექტურობა და შეფერხებები.
დღესდღეობით სულ უფრო მეტი ლითონის კონსტრუქციის მწარმოებელი აცნობიერებს, რომ Tekla Structures-ში შექმნილი მოდელები უფრო ზუსტ და თანმიმდევრულ მონაცემებს შეიცავს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საჭიროებას ხელახალი გადამუშავებისა და კორექტირებისათვის.
ფიზიკურ ნახაზებზე დამოკიდებულების ნაცვლად, 3D მოდელზე დაფუძნებული გადაწყვეტა და მასთან დაკავშირებული ნახაზები ამცირებს იმ პრობლემებს, რაც წარმოებას ხშირად უჩნდება ვადებთან, არაზუსტ გეგმებთან ან ხელახლა ნახაზების შექმნასთან დაკავშირებით. პროექტის ყველა მონაწილეს შეუძლია მოდელის დათვალიერება ნებისმიერი კუთხიდან და მისი მონიტორინგი უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე. მოდელის გამოყენება წარმოების პროცესში აუმჯობესებს პროექტის მართვას და უზრუნველყოფს ინფორმაციის შეუფერხებელ ნაკადს ყველა განყოფილებას შორის.
გარდა ამისა, 3D მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ინფორმაციულად მდიდარი მოდელის შექმნის საშუალებას, რაც უზრუნველყოფს უკეთეს ვიზუალიზაციას და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს მთელი პროექტის განმავლობაში. ეს ნახაზები სრულად ინტეგრირებულია მოდელში, ასე რომ, მოდელში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად აისახება ნახაზებშიც. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა ნახაზი შეესაბამებოდეს მოდელს და პროექტში ჩართული ყველა მხარე ეფექტურად ახორციელებდეს კოორდინაციას 3D მოდელის – როგორც ერთიანი და სანდო წყაროს – საფუძველზე.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ კონსტრუქტორებმა მოგვაწოდონ Tekla Structures-ში შექმნილი ნახაზები, რადგან გვჭირდება სიზუსტე და თანმიმდევრულობა. გარდა ამისა, ჩვენი წარმოების სისტემები დამოკიდებულია იმ ანგარიშებსა და მონაცემებზე, რომელსაც ნახაზებთან ერთად ვიღებთ.“– ბენ ფინო, პრეზიდენტი, Finnoe Design
დღეს Tekla Structures ლიდერია 3D BIM მოდელირების სფეროში, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და ავტომატურად შექმნან ნახაზები, შეამცირონ ადამიანური შეცდომები და გაზარდონ სიზუსტე. Tekla Structures-ს შეუძლია 6 სხვადასხვა ტიპის ნახაზების ავტომატურ რეჟიმში გენერირება, ესენია:ცალკეული ელემენტების ნახაზი, ელემენტის დეტალის ნახაზი, მოწყობის გეგმის ნახაზი, გენერალური გეგმის ნახაზი, ასევე რკინა-ბეტონისა და კომპოზიტური ელემენტების ნახაზები. გარდა ჩამოთვლილისა, პროგრამა იძლევა საშუალებას 3D მოდელიდან მარტივად გენერირებას ასაწყობი ნახაზების ქარხნებისთვის, სამონტაჟო შემსრულებლებისთვის, ელემენტების სპეციფიკაციებსა და მასალის ამოკრეფას
ასევე მარტივად იქმნება შემდეგი მასალები:
- წარმოების ნახაზები
- მონტაჟის ნახაზები
- ანგარიშები
- მასალების სია
- სამუშაო გრაფიკები
Tekla Structures-ის მოქნილობის წყალობით, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ლითონის კონსტრუქციის დეტალური 3D მოდელის შექმნა და დიზაინის, წარმოების და სამშენებლო მოედანზე მუშაობის კოორდინაცია — რაც პროექტის პროცესს უფრო ავტომატიზებულს და ეფექტურს ხდის. ინფორმაციულად დატვირთული მოდელები წარმოადგენს ძლიერ და ორგანიზებულ მონაცემთა წყაროს ლითონის კონსტრუქციების მწარმოებლებისთვის, მათ შორის CNC დამუშავებისთვის, მასალების მართვისთვის და რობოტული შედუღებისთვისაც კი.
„ჩვენ ვიყენებთ 3D ლაზერულ სკანირებას სამშენებლო ობიექტებზე და რეალურ გარემოზე დაფუძნებულ Point Cloud-ს. ამ მონაცემებზე მოდელირება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – რათა წარმოება ყოველთვის მოვარგოთ ცვალებად საველე პირობებს.“– დეივ ლიტვინი, ტექნოლოგიის მენეჯერი, Bapko Metal
6 გზა, თუ როგორ იყენებენ ლითონის კონსტრუქტორები Tekla Structures-ს:
- აწვდიან მწარმოებლებს რეალურ დროში ხელმისაწვდომ, პარამეტრულ და ციფრულ მოდელს;
- ქმნიან დეტალური წარმოების ნახაზებს 3D ვიზუალიზაციით;
- ინტეგრირდებიან ტექნოლოგიებთან, როგორიცაა CNC, MIS, PLM, ERP და სხვ.;
- ქმნიან CNC მონაცემებს უშუალოდ მწარმოებლისთვის;
- თავიდან ირიდებენ შეცდომებს კონსტრუქციულ ნახაზებში და ამცირებენ ხელახალ გადამუშავებას;
- იყენებენ ჭკვიან ინტერფეისებს, რომლებიც ოპტიმიზაციას უკეთებენ წარმოების პროცესს;
„ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ Tekla Structures-დან მარტივად შეგვიძლია Trimble Connect მოდელის ექსპორტი და მისი დაკავშირება PowerFab-თან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და მონტაჟის საკითხების შეფასებისთვის ჩვენი პროექტის მართვის, წარმოებისა და მონტაჟის დეპარტამენტებში.“– დეივ ლიტვინი, ტექნოლოგიის მენეჯერი, Bapko Metal
Tekla Structures ცნობილია როგორც ძლიერი და მოქნილი პროგრამა სამშენებლო ინდუსტრიაში, რადგან მისი გამოყენება წარმოადგენს ყველაზე ზუსტ და ინტეგრირებულ გზას დეტალების მოდელირებისთვის, წარმოებისთვისა და მონტაჟისთვის. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ლითონის კონსტრუქციის მწარმოებელი ირჩევს იმ კონსტრუქტორებთან მუშაობას, რომლებიც Tekla Structures-ს იყენებენ.