სტამბოლის ჰორიზონტის ფორმირება: ზირაათის კოშკები და ციფრული ინსტრუმენტების ძალა

გაიგეთ, როგორ შეამცირა Kalyon Construction-ის გამარტივებულმა პროცესებმა შეცდომები და ნახშირბადის კვალი საკუთარ პროექტებში, რითიც შექმნა ეფექტიანობის ახალი სტანდარტები.

  • Ziraat Towers-ის პროექტი, რომელიც ახალი სტამბოლის ფინანსური ცენტრის ნაწილია, აშენდა თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და სამშენებლო დრო, რითაც უზრუნველყოფილი იყო ტექნიკური სიზუსტე და ხარისხი.
  • კომპლექსი შედგება ორი მინის კოშკისგან რთული ფასადებით, ფართო საოფისე და სავაჭრო სივრცეებით, ასევე კულტურისა და ღონისძიებათა ცენტრისგან. მან მოიპოვა LEED Platinum სერტიფიკატი მდგრადი პრაქტიკებისა და მასალების გამოყენებით.
  • Kalyon Construction-მა ციფრული ინსტრუმენტები გამოიყენა თანამშრომლობის გასამარტივებლად, შეცდომების მინიმიზებისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რაც დაეხმარა კომპლექსურობის მართვაში, ნახშირბადის კვალის შემცირებაში და მომავალი პროექტების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.

სტამბოლი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურულ და ეკონომიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო დღეს იქ ახალი სიმბოლო იბადება, რათა გააგრძელოს ეს მემკვიდრეობა. Istanbul Financial Center — მრავალფუნქციური პროექტი — მოიცავს 6 მილიონ კვადრატულ ფუტ საოფისე ფართს, 1 მილიონ კვადრატულ ფუტ სავაჭრო სივრცეს, 750,000 კვადრატულ ფუტ სასტუმროებს და 650,000 კვადრატულ ფუტ საცხოვრებელ კომპლექსებს. კომპლექსს ემატება 2,000-ადგილიანი კულტურისა და ღონისძიებათა ცენტრი.

Ziraat Towers, რომელიც თურქეთის უდიდესი ბანკის სათავო ოფისს წარმოადგენს, ახალი Istanbul Financial Center-ის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. კომპლექსი შედგება ორი მინის კოშკისგან — ერთს აქვს 40 სართული, მეორეს კი 46 სართული, რაც ჯამში 430,000 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართობს მოიცავს. კოშკები გამოირჩევა რთული ფასადებით, ფართო საოფისე და სავაჭრო სივრცეებით, ასევე კულტურისა და ღონისძიებათა ცენტრით. პროექტმა მოიპოვა LEED Platinum სერტიფიკატი მდგრადი მასალებისა და პრაქტიკების გამოყენებით. დასაწყისიდანვე ციფრულმა ინსტრუმენტებმა საფუძვლიანად განსაზღვრა მშენებლობის პროცესი და შედეგები.

„**Ziraat Towers-ის პროექტის წარმატება სწორ ინსტრუმენტებში, გუნდურ მუშაობასა და ღია კომუნიკაციაში იყო,“ — ამბობს ბელგინ ჩალიშქანი, Kalyon Construction-ის BIM მენეჯერი. — „თანამშრომლობის მიზანი იყო მთავარი გამოწვევების დაძლევასა და მსოფლიო დონის პროექტის მიწოდებაში.“

მასშტაბური წამოწყება

ზირაათის კოშკები და ციფრული ინსტრუმენტების ძალა

Kalyon Construction-ის მიერ დასრულებული და არქიტექტურული კომპანია KPF-ის მიერ დაგეგმილი კომპლექსი შედგება ორი მინის კოშკისგან, რომლებიც მდებარეობს საერთო რვასართულიან პოდიუმზე. ეს მრუდოვანი მინის პოდიუმი რამდენიმე ხიდითაა გადაკვეთილი, რომლებიც კოშკებს ერთმანეთს აკავშირებს. მიწის დონეზე კი, მინის შიგნიდან მკაფიოდ იკვეთება წყლით დამუშავებული ქვის ფორმა — აუდიტორია და საკონფერენციო ცენტრი, რომელიც ადამიანებს იზიდავს თავისი ტაქტილური ფორმით.

გამწვანებული ბაღები და სახურავზე მოწყობილი მწვანე ზონა კოშკებს ერთმანეთთან აკავშირებს და მთელ კამპუსს ბუნებით შემოსილ გარემოში ახვევს. კოშკების მთელ სიგრძეზე განთავსებული რთული ლუვრის სისტემა უზრუნველყოფს მზის სითბოს ოპტიმალურ რეგულაციასა და ჩრდილს, ხოლო კოშკების აღმართვისას მისი ფორმები ფაქიზად იშლება. ეს არქიტექტურული ხაზები ასახავს ტრადიციული ოსმალური კალიგრაფიის სტილს, სადაც რბილი მრუდები და მკვეთრი ვერტიკალური ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

მიზნების ციფრულ ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანა

 

ამ კომპლექსური პროექტის სამართავად Kalyon Construction-მა გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტები, მათ შორის Autodesk Revit, Navisworks, ACC Docs, BIM Collaborate Pro და Dynamo.

Autodesk Construction Cloud-მა უზრუნველყო შეუფერხებელი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, რითიც პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს ერთდროულად მიეწოდებოდა ზუსტი მონაცემები. შედეგად, ინფორმაციისა და დოკუმენტების არევის რისკი, განსაკუთრებით ასეთი მასშტაბური მშენებლობის პირობებში, ეფექტიანად აღმოიფხვრა. დაახლოებით 40 ქვეკონტრაქტორისა და დაინტერესებული მხარის კოორდინაცია ეფექტურად ხდებოდა 3D Revit-ისა და Navisworks-ის ფაილების საშუალებით, ხოლო სამუშაო ნახაზები Revit-ის ფაილებიდან იქმნებოდა.

ფასადის მდინარესავით გამდინარე და მრუდოვანი ფორმის გამო, თითოეული მინის პანელი უნიკალური იყო. შესაბამისად, კომპანიას Kalyon სჭირდებოდა პარამეტრული მოდელირების ინსტრუმენტები თითოეული ფორმის შექმნისა და პროექტში ინტეგრირებისათვის. Dynamo-ს გამოყენებით გენერირდა 9,420 სხვადასხვა ზომის პანელი და პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა 18,840 კვ.მ კედლის მოდელი. ამ პროცესმა 3D მოდელებისა და სამუშაო ნახაზების წარმოების დრო 25%-ით დააჩქარა ტრადიციულ მეთოდთან შედარებით.

„Dynamo-მ მნიშვნელოვნი ოპტიმიზაცია გაუკეთა პროცესებს, როგორიცაა 11,500 სამუშაო ნახაზის გენერირება და ფასადის მოდელის შექმნა,“ — აღნიშნავს ჩალიშქანი. — „ეს ავტომატიზაცია გუნდს აძლევდა საშუალებას, მარტივად მორგებოდა ცვლადებ დიზაინს სრული პროცესის განმავლობაში, რითაც შემცირდა მშენებლობის დრო.’’

შედეგად, BIM-მა გაამარტივა სამუშაო პროცესები, შეამცირა ხარჯები და ორი თვით დააჩქარა პროექტის გრაფიკი.

 

Kalyon-მა და სამშენებლო გუნდმა Autodesk Revit გამოიყენა 3D მოდელირებისა და ციფრული ტყუპის შესაქმნელად.

„ყველა დისციპლინის მიერ შექმნილი მოდელები სამშენებლო ფაზაში მნიშვნელოვანი გზამკვლევი იყო იმისათვის, რომ მშენებლობა სრულად შესაბამისობაში ყოფილიყო დიზაინისა და განხორციელების პროცესებთან,“ — ამბობს ჩალიშქანი. — „ამ მოდელებმა გარანტია მისცა შენობის ტექნიკურ სიზუსტესა და ხარისხის სტანდარტებს; ისინი ასევე შეუწყობენ ხელს ოპერაციულ ფაზაზე გლუვ და დაგეგმილ გადასვლას.“

მთელი პროექტის განმავლობაში ეს ციფრული ინსტრუმენტები გამოიყენებოდა პროექტის ნახშირბადის კვალის შესამცირებლად, რამაც გუნდს საშუალება მისცა მიეღწია მიზნისთვის — LEED Platinum სერტიფიკაციისთვის. პრიორიტეტი მიენიჭა გადამუშავებული მასალებით დამზადებულ მასალებს, ასევე მასალებს დაბალი VOC შემცველობით და სხვა ეკოლოგიური სპეციფიკაციებით, რომლებიც მომხმარებლის ჯანმრთელობას იცავს. არჩეული იყო ენერგოეფექტური LED განათების სისტემები, ხოლო განათების ავტომატიზაცია უზრუნველყოფს შუქის ავტომატურ გამორთვას, როდესაც ის არ არის საჭირო. ჩატარდა დღის შუქის ანალიზი იმისთვის, რომ შეგვედგინა მოდელი, თუ როგორ აღწევს ბუნებრივი შუქი შენობის შიგნით. მთელ შენობაში გამოყენებული იყო Solar-E მინა, რომელიც ამცირებს მზის სითბოს შეღწევას. მაღალი ბზინვარების ზონებში დამატებით დაინერგა ფარდები და ჟალუზები. „25,000 ნახაზის ქლაუდ გარემოში მობილური მოწყობილობებით ნახვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის მოხმარება,“ — აღნიშნავს ჩალიშქანი.

Ziraat Towers-ის ციფრული მოდელების შექმნის გარდა, სამშენებლო გუნდმა მოდელების საშუალებით სიმულაცია გაუკეთა მშენებლობის პროცესს და შეიმუშავა გეგმა, რომელიც რეალურ დროში მონაცემების გაზიარებას და კრიტიკული ამოცანების პარალელურად შესრულებას ითვალისწინებდა. „ამ ინტეგრაციამ შესაძლებელი გახადა დასრულებული და დაგვიანებული ამოცანების მონიტორინგი, კრიტიკული საქმიანობების იდენტიფიცირება და უფრო რეალისტური და ეფექტიანი გეგმის შემუშავება მასალების დაგეგმილი რაოდენობებისა და სამუშაო გრაფიკის კონტროლით,“ — ხსნის ჩალიშქანი.

„ციფრული დიზაინისა და მშენებლობის ინსტრუმენტების ეს სრული კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროცესების გაუმჯობესებაში და Kalyon-ის სამუშაო მეთოდებში ინტეგრირებულია,“ — ამბობს ჩალიშქანი. — „ეს განახლებები მიზნად ისახავს სისტემების უფრო სწრაფ და ეფექტიან დაყენებას მომავალ პროექტებში და რთულ ფაზებთან ადაპტაციის გამარტივებას. ეს მიდგომა სხვა პროექტებშიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და თანმიმდევრულ მოდელირების პროცესს, რაც დროის დაზოგვას იძლევა მოდელების ხელახლა გამოყენების გზით. ამ პროექტიდან მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს პროექტების მონიტორინგი და მართვა.“

 

სტატიის წყარო: www.autodesk.com