Forma-სა და Autodesk Construction Cloud-ს შორის კავშირები უზრუნველყოფს დიზაინისა და მშენებლობის სამუშაო პროცესებს შორის შეუფერხებელ კოლაბორაციას.

შესაძლოა გახსოვდეთ, რომ AU 2024-ზე Autodesk-მა გააჟღერა სიახლე იმის შესახებ, რომ Autodesk Forma-სა და Autodesk Construction Cloud (ACC)-ს შორის კავშირების მეშვეობით ახალ შესაძლებლობებს დანერგავდა. Autodesk-მა ახლა გამოუშვა რამდენიმე დამატება, რომელიც ამ კავშირს ეფუძნება და აუმჯობესებს სამუშაო პროცესების გაერთიანების, თანამშრომლობის გაძლიერების, პროექტის მართვის გამარტივებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ძალის გამოყენების მიზნით.

შენიშვნა: ბლოგში განხილული განახლებები უკვე ხელმისაწვდომია AEC Collection-ის უმრავლესობისა და TokenFlex-ის მომხმარებლებისთვის, ხოლო 2025 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაეშვება ყველა სხვა ლიცენზიის მფლობელისთვისაც.

გაეცანით Forma-სა და Autodesk Construction Cloud-ის კავშირის 5 ახალ და საინტერესო განახლებას:

  • ცენტრალიზებული ჰაბი და პროექტის მართვა: Forma-მ ახლა უკვე აითვისა ACC-ის ანგარიშისა და პროექტის გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს Autodesk-ის ამ ქლაუდ გადაწყვეტილებებს შორის თანმიმდევრულობას. ანგარიშისა და პროექტის ეს ერთიანი კონფიგურაცია გამორიცხავს ზედმეტ ადმინისტრაციულ ამოცანებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მეტი დრო დაუთმონ შემოქმედებით დიზაინსა და პროექტის ეფექტურ შესრულებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს პროდუქტიულობის ზრდას და პროექტის უკეთეს შედეგებს.

  • გაუმართავი ნავიგაცია პროდუქტებს შორის: Forma-სა და ACC-ს შორის გადაადგილება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი. მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად გადაერთონ Forma-ს ესკიზური დიზაინის ინსტრუმენტებიდან ACC-ის მშენებლობის ციკლის მართვის ინსტრუმენტებზე და პირიქით — რაც შესაძლებელია შესაბამისი ლიცენზიების ქონის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ ACC-ის ნავიგაციაში Forma-ს ხილვადობის ჩართვა ან გამორთვა, რაც მათ აძლევს საშუალებას სამუშაო გარემო მოარგონ კონკრეტული პროექტის საჭიროებებს.

 

ცენტრალიზებული წვდომის კონტროლი: მომხმარებელთა ცენტრალიზებული მართვა უზრუნველყოფს ACC-სა და Forma-ს შორის ნებართვების თანმიმდევრულობას, რაც პროექტებსა და მონაცემებზე წვდომის მეტ კონტროლსა და სიმშვიდეს აძლევს მომხმარებლებს. ეს ამარტივებს მომხმარებელთა მართვის პროცესს და ერთდროულად უზრუნველყოფს დაცულ და უსაფრთხო თანამშრომლობას.

 

  • გაუმჯობესებული თანამშრომლობა AECO სექტორში: Autodesk Forma-სა და Autodesk Docs-ს (რომელიც ACC-ის ნაწილია) შორის კავშირი უზრუნველყოფს ახალ ფუნქციონალს, რომელიც არსებულ შესაძლებლობებს ავსებს. Forma Board — ინტერაქტიული ციფრული დაფაა, რომელიც ხელმისაწვდომია Autodesk Forma-ში. მას ახლა უკვე შეუძლია ფაილების იმპორტი Autodesk Docs-დან, მათ შორის Revit-ის ნახაზებიდან, რაც დიზაინისა და მოდელირების შესაძლებლობას იძლევა ვიზუალიზაციის ყველა ეტაპზე. ეს ხელს უწყობს მონაწილე მხარეებს შორის (არქიტექტორები, ინჟინრები, კონტრაქტორები, მფლობელები და სხვები) უფრო პროდუქტიულ თანამშრომლობას და საფუძვლიან, ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.
  • Autodesk Docs შედის Forma- ლიცენზიაში უფასოდ: Autodesk-ის მხრიდან AECO ინდუსტრიის ქლაუდ ეკოსისტემის შექმნისადმი ერთგულების კიდევ ერთი მტკიცებულებაა ის, რომ ახლა უკვე Autodesk Docs — AECO სექტორის მონაცემთა საცავი — Forma-ს ლიცენზიასთან ერთად უფასოდ არის ხელმისაწვდომი, ზედმეტი გადასახადების გარეშე. იქნება ეს AEC Collection-ის ნაწილი თუ დამოუკიდებელი სალიცენზიო პაკეტი, ყველა Forma-ს მომხმარებელი მიიღებს წვდომას Autodesk Docs-ზე, რაც კიდევ უფრო ამარტივებს პროექტების მართვასა და გუნდურ თანამშრომლობას.

Autodesk Forma-, ACC-ის და Autodesk Docs-ის ერთობლივი გამოყენების სარგებელი მომხმარებლებისთვის
Autodesk Forma-სა და ACC-ის (მათ შორის Autodesk Docs-ის) კომბინირებული გამოყენება აერთიანებს მონაცემებს, გუნდებსა და სამუშაო პროცესებს დიზაინიდან მშენებლობასა და ექსპლუატაციამდე, რაც აძლიერებს თანამშრომლობასა და გამჭვირვალობას AECO-ს სრული ციკლის ყველა ეტაპზე. ეს წაახალისებს ინდუსტრიას, თავი მიანებონ წერტილოვან („point“) გადაწყვეტილებებს და გადაერთონ მაღალი ხარისხის ინფორმაციის შეუფერხებელ გაზიარებაზე პროექტის განმავლობაში.

გარდა ამისა, პროექტის მსვლელობისას შესაბამისი ინსტრუმენტებისა და სტანდარტიზებული მონაცემების შეგროვებაზე წვდომა უზრუნველყოფს, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდოს სწორ ადამიანებს სწორ დროს, რაც აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღებას და ამცირებს ძვირადღირებულ გადამუშავებებსა და შეცდომებს.

Autodesk Forma მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური მონაცემები და აწარმოონ გარემოზე ზემოქმედების რეალურ დროში ანალიზი — მათ შორის ქარის, მზის, დღის შუქის, ნახშირბადის და სხვა ფაქტორების მიხედვით — რაც საშუალებას აძლევს მათ, შეარჩიონ ისეთი დიზაინები, რომლებიც მაქსიმალურად ხელს უწყობენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მდგრადობას.

Forma-ს ფარგლებში არსებული Forma Board ასევე წარმოადგენს ძლიერ ხელსაწყოს AECO პროფესიონალებისთვის, რომელიც ეხმარება მათ დიზაინის იდეების გამოხატვაში, მონაცემების ვიზუალიზაციაში და პროექტების მარტივად მართვაში საპროექტო სტადიის ყველა ეტაპზე.

პროექტის სრული ციკლის განმავლობაში Autodesk Docs-ის სტანდარტად გამოყენება ხსნის მონაცემების ჯერ არ ათვისებულ პოტენციალს და იძლევა ღრმა ანალიტიკურ ხედვას როგორც პროექტებზე, ისე ბიზნეს პროცესებზე. დაკავშირებული მონაცემების ბაზა კი აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად, რაც ხელს უწყობს ინოვაციას, აუმჯობესებს შედეგებს და მაქსიმალურად იყენებს პროექტიდან მიღებულ ინფორმაციას.

Forma-სა და ACC-ის განვითარება ურთიერთდაკავშირებული გზით, სულ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს AECO სექტორს და ციფრული ობიექტის სრულ ციკლს. Autodesk Forma გახდება AECO ინდუსტრიის ქლაუდ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს BIM სამუშაო პროცესებს იმ გუნდებისთვის, რომლებიც გეგმავენ, ქმნიან, აშენებენ და მართავენ შენობებსა და ინფრასტრუქტურას.

Forma-ს ინტეგრაცია თქვენი დიზაინის სამუშაო პროცესში და პროექტის ინფორმაციის ქლაუდში— Autodesk Docs-ის მეშვეობით — უკვე დღეს ნიშნავს, რომ თქვენ აზღვევთ თქვენს საქმიანობას მომავლისთვის და მზად ხართ სრულად გამოიყენოთ ინდუსტრიის გარდაქმნის შესაძლებლობები.

სწორი გადაწყვეტილებების მიღება გეგმარების ეტაპზე არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი!

Autodesk Forma უკვე ხელმისაწვდომია როგორც AEC Collection-ის გამომწერებისთვის, ისე ცალკეული ლიცენზიის მქონე მომხმარებლებისთვის.
დაიწყეთ თქვენი პირველი ანალიზი Autodesk Forma-ში დღესვე!