IDEA StatiCa 25.1: გაუმჯობესებული სამუშაო პროცესები ანკერების სისტემებისთვის, შეერთებების ჯგუფური მოდელირებისთვის, ბეტონის კონსტრუქციების გაძლიერებისა და მზიდი კედლების ანალიზისთვის.

დაიღალეთ მონაცემთა ქაოსით და გაურკვეველი რთული დიზაინებით?

ვერსია 25.1 გთავაზობთ გაფართოებულ დაანკერების მოდულს, რომელიც მოიცავს არმირებულ რკინაბეტონსა და მრავალზედაპირიან მოდელირებას.

შეასრულეთ მრავალი კვანძის ანგარიში და ერთდროულად უფრო სწრაფად. არსებული კონსტრუქციების ანგარიში მოჯავშვნაზე

გარდა ამისა, დაემატა ახალი ETABS/SAP2000 → Detail სამუშაო პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ კონსტრუქციების მნიშვნელოვანი ელემენტები მაღალი სიზუსტით.

ვერსია 25.1 – მთავარი სიახლეები

დიდი ხნის განმავლობაში, კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ, დაყრდნობოდნენ მონაცემების ხელით  ანგარიშს, მოდელირების ზედმეტად კონსერვატიულ შეფასებებს. იქნება ეს გლობალური ანალიზის შედეგების Excel-ში კოპირება ბეტონის გამაგრების გამოთვლებისთვის, კრიტიკული მონაკვეთების ხაზოვანი მეთოდების გამოყენებით დიზაინის შექმნა, არაეფექტური მასობრივი შეერთების ანგარიშებთან ბრძოლა თუ ძველი სტრუქტურების ზუსტი შეფასების შეუძლებლობა, ეს ხელით შექმნილი დაბრკოლებები დროს გიკარგავთ, ამცირებს საიმედოობას და ანელებს თქვენს პროექტებს.

დაანკერების დიზაინი: ახალი შესაძლებლობები და ერთიანი მიდგომა

თუკი ოდესმე დაგჭირვებიათ მრავალზედაპირიან ან არმირებულ რკინაბეტონში ჩაანკერების ანალიზის შემოწმება, IDEA StatiCa 25.1-მა გააფართოვა Steel-to-Concrete სამუშაო პროცესი, რათა მოიცვას ევროკოდის მიხედვით რეალური ანკერების შემთხვევების 75%-ზე მეტი.

 

Bulk ფუნქცია ანგარიშის პროცესების ეფექტურობისთვის

კონსტრუქციულ მოდელში არსებული განმეორებითი კვანძების ანგარიშის გადამოწმებას სჭირდებოდა ძალიან ბევრი დრო, ჩექბოტით 30 კვანძის ანგარიში თავისი რეპორტით სრულდება 6 წუთში, რომელიც 3 ჯერ სწრაფია ვიდრე მანამდე, ასევე შესაძლებელია ელემენტების წანაცვლებებისა და ექსცენტრიულობების გამოყენება, ფოლადის ზედაპირების გასწორება და ერთ კვანძზე მრავალი პარამეტრული შაბლონის შექმნა რაც კიდევ უფრო აჩქარეს ანგარიში პროცესს

სრული კავშირი გლობალურ ანალიტიკურ მოდელებთან

როდესაც დიაფრაგმების  პროექტირებას ახორციელებთ, მათი სრული გეომეტრია და დატვირთვები უკვე მოცემულია გლობალურ FEA მოდელში. თუმცა, ისეთი პროგრამები, როგორიცაა ETABS და SAP2000, იყენებენ ხაზოვან ანალიზს, რაც კომპლექსური მონაკვეთებისათვის არ არის შესაფერისი. შედეგად, შესაძლოა დიზაინის შემოწმებისას ანალიტიკურ მოდელში პრობლემა არ გამოვლინდეს, თუმცა, რადგან ეს ეფუძნება არასწორ დაშვებებს, რეალურად წარმოადგენს არასანდო ანალიზს, რომელიც არ უზრუნველყოფს რეალურ სტრუქტურულ უსაფრთხოებას

იდეასტატიკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ესეთი კომპლექსური მონაკვეთების გეომეტრია და საპროექტო დატვირთვები პირდაპირ ETABS-დან ან SAP2000-დან(სრული ჩამონათვალი პროგრამებისა შეგიძლიათ იხილოთ  ოფიციალურ ვებ გვერდზე)გადმოიტანოთ IDEA StatiCa Detail 2D-ში — მონაცემების დაკარგვისა და ხელახალი დამუშავების გარეშე. გამოიყენეთ ინოვაციური მეთოდი (CSFM), რათა დარწმუნდეთ თქვენი ანგარიშის სისწორეში, გადაამოწმოთ ULS და SLS მდგომარეობებისთვის სტანდართებთან მიმართებაში, სრული მხარდაჭერით Eurocode-ის, ACI-ისა და GOST ის სტანდარტების შესაბამისად. (სტანდარტების სრული ჩამონათვალი  შეგიძლიათ იხილოთ  ოფიციალურ ვებ გვერდზე).

არსებული კონსტრუქციების რეკონსტრუქცია და გამაგრება

მილიონობით შენობა, რომელიც 70-80-იან წლებშია აშენებული, იყენებს გლუვ არმატურას, რომლის სწორად გათვალისწინება ტიპურ პროგრამულ უზრუნველყოფას არ შეუძლია. თუმცა, ეს პრობლემა ახლა აღარ წარმოადგენს ბარიერს

Detail 2D და 3D მოდულებს ახლა უკვე აქვს  გლუვი არმატურის მხარდაჭერა, რომელიც სრულად შეესაბამება EN, ACI და GOST სტანდარტებს, უზრუნველყოფს ანკერირების, სიმტკიცისა და ბზარების კონტროლის სწორ შეფასებას. ასევე შესაძლებელია  წინასწარ დაჭიმული არმატურის გამოყენება ხიდებისა და წინასწარ დამაზდებული ელემენტების სტრუქტურული გამაგრებისთვის.

 

 

სტატიის წყარო: www.ideastatica.com