„Zootopia 2“-ის შექმნის პროცესი Walt Disney Animation Studios-თან ერთად

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ისტორიების თხრობისა და ინოვაციების შემდეგ, Walt Disney Animation Studios კვლავ აგრძელებს ამ ხელოვნების ფორმის განვითარებას „Zootopia 2“-ით. Autodesk Maya-ს გამოყენებით ახალი სამყაროების შესაქმნელად და Flow Production Tracking-ის საშუალებით ათასობით ელემენტის მოძრაობის კოორდინაციისთვის, 700-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა ამ ფილმის შესაქმნელად, რომელიც ახლა ნომინირებულია საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში მომავალ 98-ე ოსკარის დაჯილდოებაზე.

„Zootopia“ ერთ მშვენიერ იდეას ეყრდნობა: ყველას შეუძლია გახდეს ის, ვინც სურს.

ეს რწმენა მხოლოდ სიუჟეტში არ ჩანს — ის Walt Disney Animation Studios-ის კულისებშიც იგრძნობა.

პროდიუსერმა ივეტ მერინომ ეს სხვებზე უკეთ იცის. მან Disney-ში მუშაობა დროებითი თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო, მაშინ, როცა არ იყო დარწმუნებული, როგორ განვითარდებოდა მისი გზა. თითქმის 30 წლის შემდეგ კი ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანიმაციური ფილმის — „Zootopia 2“-ის პროდიუსერია, რომელიც სტუდიას ოდესმე შეუქმნია.

ივეტ მერინო, „ზოოტოპია 2“-ის პროდიუსერი

მერინოსთან ერთად, ლეიაუტის სუპერვაიზერი დორიან ბუსტამანტე და გარემოს მოდელირების სუპერვაიზერი კრის ო’კონელი ჰყვებიან, თუ როგორ არის „Zootopia 2“ რეალურად ფილმი, რომელიც Disney Animation-ის თითოეული წევრის მიერ არის შექმნილი. 700-ზე მეტი ადამიანი გაერთიანდა, რომელთაც ანიმაციის სიყვარული აერთიანებდათ.

„ანიმაციური ფილმების საუკეთესო მხარე ისაა, რომ მხოლოდ შენი წარმოსახვა გზღუდავს. ეს არის ფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს ისტორიები ვიზუალურად და სხვადასხვა სტილში მოყვე ისე, რაც ფიზიკურად შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს,“- ამბობს ბუსტამანტე.

Autodesk Maya-ს გამოყენებით ახალი გარემოების შესაქმნელად და პერსონაჟების პერფორმანსის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ხოლო Flow Production Tracking-ის მეშვეობით მასშტაბური წარმოების სამართავად, გუნდი თითოეულ ეტაპზე აერთიანებს ემოციასა და ინოვაციას.

დიდი ამბიცია

თავიდანვე „Zootopia 2“-ის მიზანი იყო, რომ უფრო მასშტაბური ყოფილიყო.

„ჩვენ გვქონდა დაახლოებით 42 სეკვენცია და დაახლოებით 2,055 კადრი, რაც აღემატება Disney Animation-ის ფილმებისთვის საშუალო 1,600 კადრს. “ — განმარტავს დორიან ბუსტამანტე.

დორიან ბუსტამანტე, Zootopia 2-ის განლაგების ხელმძღვანელი

ანიმაციაში არაფერი მოდის მზა სახით. თითოეული შენობა, ბაზრის დახლი და ფონური დეტალი უნდა დაიგეგმოს, მოდელირდეს, განთავსდეს და კონტროლდებოდეს. ამ ფილმმა პერსონაჟები სრულიად ახალ სამყაროში გადაიყვანა, რაც შემოქმედებით სამუშაოს ყველა დონეზე ზრდიდა.

„დამატებულია უამრავი ახალი გარემო… ჯამში 8,000-ზე მეტი ელემენტი იყო,“ — ამბობს გარემოს მოდელირების სუპერვაიზერი კრის ო’კონელი.

ახალი სამყაროების შექმნა Maya-ს დახმარებით

ასეთი მასშტაბური ამბიცია მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა არტისტებს შეუძლიათ თავისუფლად იოცნებონ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. სწორედ აქ ხდება Maya გადამწყვეტი ინსტრუმენტი.

კრის ო’კონელი, გარემოს მოდელირების სუპერვაიზერი „Zootopia 2“-ზე

„ანიმაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ, აუცილებლად გვჭირდება რაღაც, რაც ძალიან მრავალმხრივია და სწრაფად მუშაობს. Maya ამაში ნამდვილად შესანიშნავია. ის ინტუიციურად მარტივი გამოსაყენებელია,“ — განმარტავს ბუსტამანტე.

Maya დაეხმარა არტისტებს, შეექმნათ მასშტაბური და კომპლექსური გარემოები ისე, რომ შემოქმედებითი პროცესი არ შეფერხებულიყო.

„Maya ერთგვარი დამაკავშირებელი ინსტრუმენტია ყველა დეპარტამენტს შორის,“ — ამბობს ო’კონელი.

Marsh Market-ის კონცეპტუალური არტი, Zootopia 2 © Disney

Maya განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფილმის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანის დროს — Marsh Market-ის გარემოს შექმნისას. აქ ერთდროულად გაიზარდა მასშტაბი, დეტალიზაცია და შესრულების სირთულე, ხოლო Maya-მ შესაძლებელი გახადა ექსპერიმენტების გაგრძელება, მუდმივი დახვეწა და კიდევ უფრო წინ წასვლა ისე, რომ სამყაროზე კონტროლი არ დაკარგულიყო.

ათასობით ელემენტის სინქრონიზაცია Flow Production Tracking-ის საშუალებით

როდესაც 2,000-ზე მეტი კადრი და 8,000-ზე მეტი მოძრავი ელემენტია, კოორდინაცია ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც კრეატიულობა. სწორედ აქ იჩენს თავს Maya-სა და Flow Production Tracking-ის ერთმანეთთან დაკავშირებული შესაძლებლობები.

Flow Production Tracking გამოყენებულია წარმოების მართვისთვის, „Zootopia 2“ © Disney

Flow Production Tracking აკავშირებს გუნდებს მთელ სტუდიაში და ეხმარება არტისტებს, სუპერვაიზერებსა და პროდიუსერებს, ერთიანად იმუშაონ ფილმის შექმნის პროცესში. ის უზრუნველყოფს სამუშაოს უწყვეტ მიმდინარეობას მაშინაც კი, როცა სიუჟეტი იცვლება.

პროდიუსერი ივეტ მერინო აღწერს პროცესს, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია: „ჩვენ უწყვეტად ვმუშაობთ სიუჟეტზე მაშინაც, როცა უშუალოდ ვქმნით მას… შეიძლება მონტაჟის ოთახში რაღაცას ვცვლიდეთ, რაც იმავე დროს უკვე დამუშავების პროცესშია სხვაგან.“

ასეთი მოქნილობა აუცილებელია. სიუჟეტში ცვლილებებმა შეიძლება წარმოება შეაჩეროს, მაგრამ Flow Production Tracking ეხმარება ამ ცვლილებებს ისე განხორციელდეს, რომ მთლიანი პროცესი არ შენელდეს.

Zootopia 2-ის მთელი სირთულის მიუხედავად, ის, რაც მას ნამდვილად განსაზღვრავს, სიხარულია. „იმის ყურება, როგორ გადადის იდეა საუბრიდან ესკიზში, შემდეგ მოდელში და საბოლოოდ სრულ კადრში… ეს მართლაც ძალიან ამაღელვებელია,“ — ამბობს მერინო.

ეს აღფრთოვანება ანიმაციის გულისცემა არის. სწორედ ეს აძლევს ამ ხელოვნების ფორმას უფრო მაღალ დონეს, შთააგონებს არტისტებს და ქმნის ისტორიებს, როგორიცაა „Zootopia 2“, რომლებიც ჩვენს გულამდე აღწევს.

„ყველაზე შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ აკეთებენ ადამიანები იმას, რაც თითქოს დაბადებიდან მათი მოწოდება იყო“, – ამბობს მერინო.

სტატიის წყარო: www.autodesk.com