აღწერა
- განრიგი: დღეში 4 საათი (09:00–13:00), ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (6 სესია).
- ფორმატი: ხუთშაბათი არის ონლაინ სამუშაო დღე — საშინაო დავალება + ხელსაწყოების დაუფლება + კითხვა-პასუხი ტრენერებთან.
- ჯგუფი: 5–7 სტუდენტი.
- შედეგი: სტუდენტები შეძლებენ რკინაბეტონის კონსტრუქცის მოდელირებას, 3D არმირების შექმნას, ნუმერაციას, რკინაბეტონის საყალიბე (GA drawings) და არმირების ნახაზების გენერირებას. სპეციფიკაციების მომზადებასა და მოდელის IFC ექსპორტს/ექსპორტს.
ეს არის პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული ტრენინგი დამწყებთათვის, რომელთაც სურთ Tekla Structures -ში რკინაბეტონის კონსტრუქციებზე მუშაობის დაწყება. მონაწილეები შექმნიან რკინაბეტონის(RC) კონსტრუქციულ მოდელს, ძირითადი ელემენტების 3D არმირებას, განახორციელებენ ნუმერაციას და მოამზადებენ დოკუმენტაციის საბაზისო პაკეტს (საყალიბო + არმირების ნახაზები, რეპორტები, IFC ექსპორტი).
კურსი გათვლილია მცირე ჯგუფებზე (5–7 სტუდენტი), ინტენსიური პრაქტიკული მხარდაჭერითა და რეალური შედეგებით.
კურსი განკუთვნილია
- კონსტრუქტორებისთვის, რომლებიც იწყებენ Tekla-ს გამოყენებას რკინაბეტონის (RC) პროექტებისთვის;
- BIM მოდელერებისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს რკინაბეტონის სპეციფიკურ დეტალიზაციასა და ნახაზების გენერირებას BIM გარემოში.
- CAD სპეციალისტებისთვია: ვისაც სურს ტრადიციული 2D (AutoCAD) სამუშაო პროცესიდან თანამედროვე 3D (BIM) მოდელირებაზე გადასვლა.
- AEC სფეროს პროფესიონალებისთვის, რომელთაც სჭირდებათ RC მოდელებისა და საექსპორტო ფაილების (IFC) წაკითხვა/კოორდინაცია.
სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობები:
- რკინაბეტონის ელემენტების საბაზისო ცოდნა: უნდა გესმოდეთ, რა არის და როგორ მუშაობს კონსტრუქციული ელემენტები (ფილები, კოჭები, კოლონები, კედლები).
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები: ფაილებისა და საქაღალდეების (folders) მართვა.
- რეკომენდებულია: ნახაზების ან მოდელის კითხვის საბაზისო უნარები (გეგმები და ჭრილები).
- პროგრამული უზრუნველყოფა: ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია Tekla-ს გაშვება.
- Tekla-ში მუშაობის გამოცდილება: არ არის სავალდებულო (კურსი იწყება ნულიდან).
გაიცემა სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ.
”Tekla Structures-ის სასწავლო პროგრამა: რკინაბეტონის კონსტრუქციების 3D მოდელირება და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება”
წინამდებარე სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მონაწილემ წარმატებით დაასრულა 24-საათიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი Tekla Structures-ში და დაეუფლა შემდეგ კომპეტენციებს:
- პროექტის საბაზისო ორგანიზება: სამუშაო გარემოს გამართვა, ღერძების, დონეების და ხედების ფორმირება;
- რკინებატონის კარკასის მოდელირება: საბაზისო რკინაბეტონის კონსტრუქციის შექმნა.
- 3D არმირება: ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების (ფილები, კოჭები, სვეტები, კედლები) არმირება სწორი დამცავი შრისა და ბიჯის გათვალისწინებით.
- ნუმერაცია: ნუმერაციის გაშვება და ბეტონის ელემენტებისა და არმატურისთვის მარკის მინიჭება
- დოკუმენტაციის მომზადება:
- საერთო ხედვის ნახაზი (GA drawing) — 1 ფურცელი.
- არმირების ნახაზი(ები) (Rebar drawings) — 1–2 ფურცელი.
- არმატურის საბაზისო სპეციფიკაცია/უწყისი (Tekla reports).
- IFC ექსპორტი კოორდინაციისთვის.
გაცემის პირობა: დასწრება ≥80% და პრაქტიკული დავალების ჩაბარება.