Tekla Structures-ის სასწავლო კურსი: რკინაბეტონის კონსტრუქციების 3D მოდელირება და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

2026-05-18 09:00
-
2026-05-23 13:00
BIM Solutions Georgia-ს სასწავლო აკადემია
საქართველო თბილისი, 0107 Georgia
1250₾ დღგ-ს გარეშე
მარიამ მაღრაძე
+995597009175 info@bimsolutions.ge

აღწერა

  • განრიგი: დღეში 4 საათი (09:00–13:00), ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (6 სესია).
  • ფორმატი: ხუთშაბათი არის ონლაინ სამუშაო დღე — საშინაო დავალება + ხელსაწყოების დაუფლება + კითხვა-პასუხი ტრენერებთან.
  • ჯგუფი: 5–7 სტუდენტი.
  • შედეგი: სტუდენტები შეძლებენ რკინაბეტონის კონსტრუქცის მოდელირებას, 3D არმირების შექმნას, ნუმერაციას, რკინაბეტონის საყალიბე (GA drawings) და არმირების ნახაზების გენერირებას. სპეციფიკაციების მომზადებასა და მოდელის IFC ექსპორტს/ექსპორტს.

ეს არის პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული ტრენინგი დამწყებთათვის, რომელთაც სურთ Tekla Structures -ში რკინაბეტონის კონსტრუქციებზე მუშაობის დაწყება. მონაწილეები შექმნიან რკინაბეტონის(RC) კონსტრუქციულ მოდელს, ძირითადი ელემენტების 3D არმირებას, განახორციელებენ ნუმერაციას და მოამზადებენ დოკუმენტაციის საბაზისო პაკეტს (საყალიბო + არმირების ნახაზები, რეპორტები, IFC ექსპორტი).

კურსი გათვლილია მცირე ჯგუფებზე (5–7 სტუდენტი), ინტენსიური პრაქტიკული მხარდაჭერითა და რეალური შედეგებით.

კურსი განკუთვნილია

  • კონსტრუქტორებისთვის, რომლებიც იწყებენ Tekla-ს გამოყენებას რკინაბეტონის (RC) პროექტებისთვის;
  • BIM მოდელერებისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს რკინაბეტონის სპეციფიკურ დეტალიზაციასა და ნახაზების გენერირებას BIM გარემოში.
  • CAD სპეციალისტებისთვია: ვისაც სურს ტრადიციული 2D (AutoCAD) სამუშაო პროცესიდან თანამედროვე 3D (BIM) მოდელირებაზე გადასვლა.
  • AEC სფეროს პროფესიონალებისთვის, რომელთაც სჭირდებათ RC მოდელებისა და საექსპორტო ფაილების (IFC) წაკითხვა/კოორდინაცია.

სასწავლო კურსზე დასწრების წინაპირობები:

  • რკინაბეტონის ელემენტების საბაზისო ცოდნა: უნდა გესმოდეთ, რა არის და როგორ მუშაობს კონსტრუქციული ელემენტები (ფილები, კოჭები, კოლონები, კედლები).
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები: ფაილებისა და საქაღალდეების (folders) მართვა.
  • რეკომენდებულია: ნახაზების ან მოდელის კითხვის საბაზისო უნარები (გეგმები და ჭრილები).
  • პროგრამული უზრუნველყოფა: ლეპტოპი ან პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია Tekla-ს გაშვება.
  • Tekla-ში მუშაობის გამოცდილება: არ არის სავალდებულო (კურსი იწყება ნულიდან).

გაიცემა სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ.

”Tekla Structures-ის სასწავლო პროგრამა: რკინაბეტონის კონსტრუქციების 3D მოდელირება და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება”

წინამდებარე სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მონაწილემ  წარმატებით დაასრულა 24-საათიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი Tekla Structures-ში და დაეუფლა შემდეგ კომპეტენციებს:

  • პროექტის საბაზისო ორგანიზება: სამუშაო გარემოს გამართვა, ღერძების, დონეების და ხედების ფორმირება;
  • რკინებატონის კარკასის მოდელირება: საბაზისო რკინაბეტონის კონსტრუქციის შექმნა.
  • 3D არმირება: ძირითადი კონსტრუქციული ელემენტების (ფილები, კოჭები, სვეტები, კედლები) არმირება სწორი დამცავი შრისა და ბიჯის გათვალისწინებით.
  • ნუმერაცია: ნუმერაციის გაშვება და ბეტონის ელემენტებისა და არმატურისთვის მარკის მინიჭება
  • დოკუმენტაციის მომზადება:
    • საერთო ხედვის ნახაზი (GA drawing) — 1 ფურცელი.
    • არმირების ნახაზი(ები) (Rebar drawings) — 1–2 ფურცელი.
    • არმატურის საბაზისო სპეციფიკაცია/უწყისი (Tekla reports).
    • IFC ექსპორტი კოორდინაციისთვის.

გაცემის პირობა: დასწრება ≥80% და პრაქტიკული დავალების ჩაბარება.

მოითხოვეთ ტრენინგის მთელი კვირის აჯენდა: