როგორ უზრუნველყოფს Triggerfish-ის ანიმაციის წარმოების სამუშაო პროცესი მხატვრული თავისუფლების სივრცეს

რა სჭირდება პატარა ანიმაციის სტუდიას, რომ წამყვან ძალად იქცეს სრულმეტრაჟიანი ფილმებისა და სატელევიზიო პროდუქციისთვის შექმნილი პრემიუმ კლასის, პერსონაჟებზე ორიენტირებული ანიმაციის განვითარებასა და წარმოებაში? Triggerfish-ისთვის - აფრიკის უდიდესი და ყველაზე მაღალრეიტინგული ანიმაციური სტუდიისთვის - პასუხი მდგომარეობს ანიმატორების გაძლიერებაში და იმ ახალი ტექნოლოგიების მიღებაში, რომლებიც ხელოვანებს საშუალებას აძლევს, ნამდვილად „მხატვრები იყვნენ“. ავტომატიზებული წარმოების პროცესებიდან დაწყებული, უახლესი სიმულაციის პროგრამებითა და ურთიერთთავსებადი ფაილების ფორმატებით დამთავრებული, Triggerfish პრიორიტეტს ანიჭებს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ანიმატორებს თავისუფლებას აძლევს შექმნან პერსონაჟები და ისტორიები, რომლებიც მთელ მსოფლიოს შეუყვარდება. ‘’ The Scarecrows’ Wedding’’, ფოტო მოწოდებულია Triggerfish-ისა და Magic Light Pictures-ის მიერ წარმოების დირექტორი მაიკ ბაკლენდი და კომპიუტერული გრაფიკის სუპერვაიზერი კრის კანინგტონი, ორივე ანიმატორის რანგში დაწინაურდნენ, ამიტომ მათ პირადად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისტემები და ინსტრუმენტები შემოქმედებითი თხრობის ხელშეწყობისთვის. ბაკლენდმა გრაფიკული დიზაინი მშობლიურ ზიმბაბვეში შეისწავლა და კარიერა რეკლამაში დაიწყო. „სათამაშოების ისტორიის“ ნახვის შემდეგ, ის 3D ანიმაციით დაინტერესდა და სტაჟირება ჰარარეში მდებარე პატარა ანიმაციურ სტუდიაში დაიწყო. „ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და დიდი მრავალფეროვნება გვქონდა, ამიტომ ყველაფერი ვისწავლე, კლიენტებთან ურთიერთობიდან დაწყებული, მონტაჟითა და კომპოზიციით დამთავრებული“, - ამბობს ის.  „მე ყოველთვის მქონდა პერსონაჟების დიზაინისა და მულტფილმების შექმნის გატაცება, ამიტომ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დავიწყე“. ბაკლენდი სამხრეთ აფრიკაში გადავიდა ფილმებზე ფოკუსირებისთვის და 2007 წელს Triggerfish-ს შეუერთდა, რათა სტუდიის ფოკუსი სტოპ-კადრის ანიმაციიდან კომპიუტერული გრაფიკის ანიმაციაზე გადაეტანა. კანინგტონმა ასევე დაიწყო თავისი კარიერა რეკლამაში, კერძოდ, სარეკლამო ინდუსტრიაში. „მამაჩემთან ერთად პატარა კომპანია დავაარსე, რომელიც ვინილის სარეკლამო ნიშებს ქმნიდა“, - ამბობს ის. „ჩვენ ვიყიდეთ ვინილის საჭრელი მანქანა, დავინახეთ ინდუსტრიაში არსებული ხარვეზი და იქიდან გავაფართოვეთ“. ნიშების შექმნა გრაფიკულ დიზაინსა და ვებსაიტებზე მუშაობაში გადაიზარდა. თავისი უნარების განვითარების სურვილით, კანინგტონმა კომპანია მეგობარს მიჰყიდა და შემოსავალი 3D ანიმაციის პროგრამაში სწავლის საფასურის გადახდას მოახმარა. დიპლომის მიღების შემდეგ, კანინგტონი გეიმინგ კომპანიაში მუშაობდა, სანამ ანიმაციაზე გადაერთვებოდა და 2009 წელს Triggerfish-ს შეუერთდებოდა, რათა კინოპროექტზე სტერეოგრაფიის განყოფილებისთვის ეხელმძღვანელა. დაახლოებით ამ პერიოდში დაიწყო Triggerfish-მა გლობალურ ასპარეზზე ასვლა. „როდესაც კრისი 2009 წელს შემოგვიერთდა, ჩვენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, „თავგადასავლები ზამბეზიაში“, ახალი მიღებული გვქონდა დაფინანსება“, - ამბობს ბაკლენდი. „შემდეგ კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით Khumba, გადავიღეთ. ორივემ საერთაშორისო დისტრიბუცია და გამოშვება მოიპოვა, რაც ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო იყო“. წლების განმავლობაში, Triggerfish აფრიკის წამყვან ანიმაციურ სტუდიად გადაიქცა, მოიგო ემის, ენის და სხვა საერთაშორისო ჯილდოები და შექმნა ნამუშევრები ისეთი პრესტიჟული კლიენტებისა და პარტნიორებისთვის, როგორებიცაა Disney, BBC, Netflix, Lucasfilm, Magic Light Pictures, Hasbro, eOne, Ubisoft, Cake, Nickelodeon, Warner Brothers Animation, Sesame Workshop და Sony Pictures Animation. სამუშაო პროცესი, რომელიც ხელოვანებს ნამდვილ ხელოვანებად აქცევს როდესაც Triggerfish-მა სრულმეტრაჟიანი ფილმების შექმნა დაიწყო, პროექტები ძალიან გართულდა,  იმდენად, რომ მათი რამდენიმე ცხრილის საშუალებით მართვა უკვე შეუძლებელი იყო. ბაკლენდის თქმით, თავდაპირველად გუნდმა საკუთარი, შიდა გადაწყვეტა შექმნა. „ჩვენ თვითონ დავწერეთ წარმოების მართვის პროგრამა, ძირითადად ამოცანების და სხვადასხვა დეპარტამენტის სტატუსების კონტროლისთვის. ორი–სამი პროექტი ამ სისტემით გავაკეთეთ და ძალიან კარგიც იყო, მაგრამ თვითმართვადი იყო და მისი მართვა ძალიან დიდ ტვირთად იქცა.“ ამის შემდეგ სტუდიამ სამუშაო პროცესი გადაიტანა Autodesk Flow Production Tracking-ზე, რომელსაც მალევე დაეყრდნო ამოცანების მართვისთვის, მიმოხილვის მართვისთვის და სხვა ტიპურ, არტისტებთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის. დაახლოებით ხუთი წლის წინ, მასშტაბურ პროექტებს შორის მოკლე პაუზის პერიოდში, Triggerfish-მა ანიმაციის სამუშაო პროცესის სრული რეფორმა წამოიწყო: „იმ დროს ჩვენი სამუშაო პროცესი საკმაოდ დამღლელი იყო, რადგან ყველაფერი ხელით იმართებოდა, არ იყო ავტომატიზებული და ბევრად მეტი შიდა შეტყობინებით და ერთმანეთთან დამაკავშირებელი პროცესებით ხასიათდებოდა,“ - ამბობს კანინგტონი. გუნდმა გადაწყვიტა ყველაფერი თავიდან დაეწყო და ახალი სამუშაო გეგმა შექმნა პრინციპით: „მხატვრებს მივცეთ თავისუფლება იყვნენ ხელოვანები.“ „მთავარი მიზანი იყო ის, რომ არტისტებს აღარ უნდა ეფიქრათ ფაილების შენახვის ტექნიკურ დეტალებზე ან სცენის შინაარსზე,“ - განმარტავს კანინგტონი. „შევქმენით მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც არტისტებს აძლევს საშუალებას კონცენტრირდნენ მხოლოდ საკუთარ სამუშაოზე. მაგალითად, თუ look dev-ისთვის ქმნიან ასეტს, ისინი უბრალოდ მუშაობენ, და როცა ნაშრომს აქვეყნებენ,  სისტემა ავტომატურად მართავს პროცესს, ათავსებს ფაილს სწორ ადგილას, საჭიროების მიხედვით აერთიანებს დამატებით მასალებს და ა.შ.“ იმისათვის, რომ ახალ სისტემას ფაილების სწორად მართვა შეძლებოდა, გუნდს დასჭირდა შედეგების სტანდარტიზაცია, რასაც კანინგტონი უწოდებს „თავისუფლებას ჩარჩოში“. ის განმარტავს: „არტისტებს სურთ და უნდა ჰქონდეთ შემოქმედებითი თავისუფლება, მაგრამ შედეგები უნდა შეესაბამებოდეს მკაცრად განსაზღვრულ სტრუქტურას. ამისთვის გვაქვს ვალიდაციის ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ასეტს ამოწმებს და პრობლემის შემთხვევაში ფაილს უკან აბრუნებს, სანამ შემდეგ დეპარტამენტში გადავა.“ „ბევრ პროცესს ვასრულებთ mayapy–ით - Maya-ს Python ინტერპრეტერით. არტისტმა შეიძლება უბრალოდ გამოაქვეყნოს ფაილი, და ეს ასეტი ფონში რამდენჯერმე დამუშავდეს ისე რომ ამის შესახებ არტისტმა არაფერი იცოდეს.“ ეს ყველაფერი Flow Production Tracking-ში იმართება, რაც გუნდს ყველა ტიპის აქტივების თვალყურის დევნებისა და მართვის ყოვლისმომცველ მონაცემთა ბაზას აძლევს. „ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ჩვენს მთავარ პერსონაჟებს და მთავარ დეკორაციებს და ვაქვეყნებთ მათ Flow Production Tracking-ზე განსახილველად, არამედ ამავე პერსონაჟს, კონკრეტულ კადრს, როგორც ქვეფაილს, ვანიჭებთ. „ჩვენ ამას ვიყენებთ ყველა დაკავშირებული აქტივის თვალყურის დევნებისთვის, რომლებიც კადრში უნდა იყოს ჩასმული განათებისა და რენდერინგისთვის“. „როდესაც მხატვარი ამბობს: „მინდა ვიმუშაო კადრ 1010-ზე“, Flow Production Tracking მას წარუდგენს ყველა შესაბამის აქტივს - პერსონაჟებს, გარემოს, რეკვიზიტებს - და შემდეგ მათ შეუძლიათ მონიშნონ ეს ველები და დააიმპორტონ აქტივები კადრისთვის.“ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სტრუქტურირებულ და ავტომატიზებულ სამუშაო პროცესთან მუშაობამ მნიშვნელოვნად შეამცირა შემდგომ ეტაპებზე წარმოშობადი პრობლემები და უზრუნველყო ასეტების ბევრად უფრო შეუფერხებელი მოძრაობა. ამან სტუდიას საშუალება მისცა განემტკიცებინა დეპარტამენტების მუშაობის ეფექტიანობა, მაშინაც კი, როცა მის ყველაზე ამბიციურ პროექტებს ქმნიდა. შექმნა, რენდერი, სიმულაცია — ანიმატორის ინსტრუმენტების სრული ნაკრები Triggerfish იყენებს Autodesk Maya-ს მოდელირებისთვის, მონტაჟისა და ანიმაციისთვის, ასევე განლაგებების დასამუშავებლად,  პრევიზუალიზაციის, კამერის მუშაობისა და სცენის აწყობის პროცესებისთვის. ბაკლენდი განმარტავს, რომ Maya ლოგიკური არჩევანი იყო კომპანიის ზომიდან, მისი პროექტების მასშტაბიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ Triggerfish-ში მოსული ანიმატორების უმეტესობას სწორედ Maya ჰქონდა ათვისებული. „Tiddler-ის სცენის დეკორაცია, შესრულებული Maya-ში Bifrost-ის დახმარებით — სურათი მოწოდებულია Triggerfish-ისა და Magic Light Pictures-ის მიერ“ ანალოგიურად, სტუდია უკვე წლებია იყენებს Autodesk Arnold-ს ვიზუალიზაციისთვის: „როცა Arnold გამოვიდა, მაშინვე დავნერგეთ,“ - ამბობს ბაკლენდლი. „მასთან მუშაობა გაცილებით მარტივი იყო. მივიღეთ უკეთესი შედეგები, უფრო სწრაფი რენდერები და ბევრად უკეთესი განათება. ფაქტობრივად, ეს არის საუკეთესო მესამე მხარის ვიზუალიზაციის ძრავა, რაც დღეს ბაზარზე არსებობს. სხვა ძრავები ვერც სისწრაფეში და ვერც ხარისხში ვერ უახლოვდება Arnold-ს.“- ამატებს კანინგტონი. მომავალი პროექტებისთვის გუნდი ცდილობს შეისწავლოს Arnold-ის GPU რენდერის შესაძლებლობები: „ტესტირების ეტაპზე ვართ, მაგრამ ძალიან გვხიბლავს ის პროგრესი, რასაც Arnold-ის GPU რენდერი განიცდის. ჩვენ არ გვინდა არტისტი უაზროდ ელოდოს, სანამ მისი კომპიუტერი ტურნტეიბლს დააგენერირებს, როცა ეს აუცილებელი საერთოდ არ არის.“ გუნდმა ისარგებლა Autodesk Media & Entertainment Collection-ით, რათა Maya-ს თითო ლიცენზიასთან ერთად რამდენიმე Arnold-ის ლიუცენზიაც  მიეღო: „ მთავარი მიზანი ისაა, რომ საკმარისი რენდერის კვანძებიი გვქონდეს. ისევ და ისევ, საქმე იმაშია, რომ არტისტებს მივცეთ საშუალება, იყვნენ მხატვრები“.- ამბობს ბაკლენდი. პროცედურული შესაძლებლობებით გამარტივებული რთული გარემო Maya-ს პროცედურული კონტენტის შექმნის ინსტრუმენტი, Bifrost, ბოლო პროექტებშიც ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა. კანინგტონმა Bifrost-ის გამოყენება რამდენიმე წლის წინ, Tiddler-ის სამუშაო პროცესში დაიწყო - Magic Light Pictures-ის ფილმი თევზის შესახებ, სადაც წყალქვეშა გარემოს ნაწილებისთვის სკატერული გაფანტული სისტემები იყო საჭირო. „რამდენიმე კვირა ვცადე ეს სხვა ინსტრუმენტით, მაგრამ ვერ მივიღე ის, რაც მჭირდებოდა,“ - ამბობს კანინგტონი. „ამის შემდეგ ალტერნატიული გამოსავალის ძებნა დავიწყე. ძალიან მალე აღმოვაჩინე ინსტრუმენტი, რომელიც ჩემს ბევრ შეკითხვას პასუხობდა - ეს იყო Bifrost.“  მან აღმოაჩინა, რომ Bifrost თავსებადი იყო წარმოების პროცესთან და საშუალება მისცა შეექმნა ფაილების მრავალი ეგზემპლარი. „Bifrost აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. მან უბრალოდ მომცა ის ძალა, რაც სხვა ხელსაწყოში არ მქონდა და გადაჭრა ყველა ის პრობლემა, რასაც ვვარაუდობდით“, დასძენს კანინგტონი. The Scarecrows’ Wedding-ზე, ჩვენი ბოლო სამუშაო Magic Light Pictures-ისთვის, Bifrost რეალურ რეკვიზიტებზე სამუშაოდ გამოიყენეს: ხის ტილოების, თივის შეკვრების, ასევე უზარმაზარი ხორბლის და ბალახის მინდვრების გასაფანტად. „კომპლექსური ასეტების შექმნის შემთხვევაში Bifrost გახდა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც რევოლუციურად ცვლის ჩვენს მიდგომას ყველაზე რთული გარემოების შექმნის პროცესში. მაგალითად, ავიღოთ ხუთი უნიკალური ხის შექმნა, რომელთაგან თითოეულს ინდივიდუალურად შექმნილი ტილო აქვს. Bifrost-ის სიმძლავრის გამოყენებით, ჩვენ შევძელით თითოეული ტოტის ინსტრუქციის გამოყენება და ვაშლების ზუსტად განთავსება ამ ტოტებზე, ამავდროულად, ტილოს ფორმის სრული კონტროლის შენარჩუნებით. ეს მოქნილობა გადამწყვეტი იყო რეჟისორების მიერ ზუსტად ჩაფიქრებული ხედვის მისაღწევად.“ Bifrost, Maya-ს 3D პროცედურული კონტენტის შექმნის ინსტრუმენტი, გამოიყენება რთულ გაემოზე მუშაობისთვის. ფილმის ერთ-ერთ განსაკუთრებულ გამოწვევას უზარმაზარი ხორბლის ველი წარმოადგენდა, რომელიც უნდა გამოჩენილიყო როგორც სრულად აბიბინებულ, ისე მოსავალ აღებულ კონდიციაში. აქ Bifrost-ის პროცედურული შესაძლებლობები ნამდვილად გამოიკვეთა. თითოეული რიგის ხელით განთავსების ნაცვლად, გუნდს შეეძლო ხორბლის განლაგების მარტივად კონტროლი. რიგები იყო განლაგებული ისე, თითქოს ტრაქტორით იყო დამუშავებული და ლაივ-რევიუების დროს შესაძლებელი იყო საჭირო რიგების რაოდენობის მყისიერი რეგულირება. მიწაზე დაფარული ბალახის ნალექებიდან დაწყებული, თივის ზვინებითა და ყველა პაწაწინა კენჭით დამთავრებული, Bifrost-მა უდიდესი როლი ითამაშა იმის უზრუნველყოფაში, რომ ფილმის ყველა კადრი ორგანულად გამოიყურებოდა. „Bifrost-მა ჩვენს მხატვრებს თავისუფლება მისცა, ფოკუსირება მოეხდინათ ხელოვნებაზე, სანამ ის მძიმე სამუშაოს ასრულებდა, რაც მას ჩვენი პროექტის განუყოფელ ნაწილად აქცევდა. ყველა კადრში Bifrost-მა თავისი როლი ითამაშა კულისებში, შექმნა სამყარო, რომელშიც ჩვენი ისტორია ვითარდება“, - ამბობს კანინგტონი. Bifrost-მა ასევე გაუადვილა კანინგტონს ისეთი ნაკლოვანებების შექმნა, რომელთა გაზიარება და მათი მარტივად მართვა პროექტის ფარგლებში იქნებოდა შესაძლებელი. „Bifrost-ს შეუძლია გამოაგზავნოს OpenUSD ფაილი სკატერების პროქსი გეომეტრიით, რომლის იმპორტირებაც ანიმატორებს შეუძლიათ თავიანთ გარემოში მსუბუქი ფორმით. სამუშაო პროცესის პერსპექტივიდან, ჩვენ შეგვიძლია Bifrost გრაფიკი გადავიტანოთ ობიექტად, რომლის განთავსებაც ჩვენს აქტივებში შეგვიძლია მარტივი გამოქვეყნებისთვის. სამი წლის შემდეგ, Bifrost სტუდიის მიმდინარე პროექტებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ის ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო იჭრება პროექტში“, ამბობს კანინგტონი. „სადაც წინა პროექტში ის მხოლოდ გარემოს დეკორაციისთვის გამოიყენებოდა, ახლა ის გამოიყენება რეალური რეკვიზიტებისთვის.’’ მონაცემთა გაცვლის გაძლიერება OpenUSD-ის მეშვეობით Triggerfish-ის მიერ სულ უფრო რთული პროექტების განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ანიმატორებს საშუალებას აძლევს, თავიანთ ნამუშევრებზე ფოკუსირება მოახდინონ, არის სტუდიის მიერ უნივერსალური სცენის აღწერის (OpenUSD) გამოყენება მონაცემთა ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. „ეს ახლა სტუდიაში დე ფაქტო სტანდარტია“, ამბობს კანინგტონი. „ყველაფერი ექსპორტირდება OpenUSD-ის სახით და ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას შეეძლება ამ OpenUSD-ის წაკითხვა. სად გვჭირდება აქტივები? ამას მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ისინი სწორ OpenUSD სტრუქტურაშია გამოტანილი, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი ნებისმიერ ადგილას“. მაგრამ OpenUSD-ის მონაცემთა გაცვლისთვის სარგებლიანობის გარდა, კანინგტონი აფასებს ფორმატს მისი სტრუქტურისა და მოხერხებულობის გამო. „OpenUSD-ის ძალა მისი ფენებისა და კომპოზიციის სისტემებიდან მოდის“, განმარტავს ის. „როდესაც თქვენ ფენებად ათავსებთ ორ OpenUSD ფაილს, რომლებსაც აქვთ მსგავსი სცენა, იერარქია ან გრაფიკის სტრუქტურა, ისინი იდეალურად გადაფარავენ ერთმანეთს და ერწყმიან ერთმანეთს“. „ფაილების ზომა სინამდვილეში საოცარია“, დასძენს ის. „ბინალური OpenUSD ფაილი ნებისმიერ სხვა ფაილის ფორმატთან შედარებით უზარმაზარ დანაზოგს წარმოადგენს. მაგალითად, როდესაც პირველად Grass Scatter-ები ექსპორტირებული მქონდა ანიმატორებისთვის, ფაილის ზომა 1.6 GB იყო — ცოტა მძიმეა, რომ ლოკალურ კომპიუტერებზე გადმოწერო და viewport-ში ჩატვირთო. OpenUSD-ის ნეითივ ინსტანცირებამ ეს პრობლემა მაშინვე გადაჭრა. სტანდარტიზებული ბალახის პუჩები ინსტანცირებული იყო, და საბოლოო ფაილის ზომა მხოლოდ 40 MB გახდა. იგი თითქმის მყისიერად ჩაიტვირთა viewport-ში, ანიმატორებიც კმაყოფილები იყვნენ, და აღარც დაგვიანების პრობლემა იყო.“ Triggerfish-ის გაფართოებისა და მასშტაბირების პარალელურად, გუნდი განაგრძობს ახალი ინსტრუმენტების შესწავლას, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათი უნიკალურად მოქნილი, არტისტზე ორიენტირებული ანიმაციის სამუშაო პროცესის კიდევ უფრო სრულყოფას. ბაკლენდისა და კანინგტონისთვის პრიორიტეტი ყოველთვის იქნება არტისტების გათავისუფლება ტექნიკური პრობლემებისგან, რათა მათ შეძლონ აკეთონ ის, რასაც საუკეთესოდ აკეთებენ: პერსონაჟების და ისტორიების შექმნა, რომლებიც მსოფლიო სცენაზე დატოვებს შთაბეჭდილებას.   სტატიის წყარო: www.autodesk.com

Read more

Tekla Structures: საუკეთესო პროგრამა დეტალების დამუშავებისთვის

Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით Advenser Engineering-მა შეძლო ძირეული ცვლილებები შეეტანა ერთ-ერთი მსხვილი სასკოლო შენობის ჩანაცვლების პროექტის განხორციელების მიდგომაში. მისი მაღალი დონის 3D მოდელირება და ეფექტური სამუშაო პროცესები გახდა გადამწყვეტი ფაქტორი კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, კოორდინაციის გამარტივებასა და მშენებლობის პროცესის დაჩქარებაში. Advenser Engineering გლობალურ AEC ინდუსტრიაში აღიარებული CAD და BIM მომსახურების მიმწოდებელია, რომელსაც 16-წლიანი გამოცდილება აქვს. მათი ექსპერტიზა მიმართულია არქიტექტორების, მშენებლების, ფაბრიკატორების, ინჟინრებისა და კონტრაქტორების კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. 2007 წლიდან მოყოლებული, კომპანია მუდმივად ერგება ტექნოლოგიურ განვითარებებს, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. უწყვეტი გაუმჯობესების გზით ისინი ზრდიან საკუთარ შესაძლებლობებს და აფართოებენ მომსახურებების სპექტრს. მათი თქმით, მათი წარმატების მთავარი მიზეზია ცოდნის გაუმჯობესებისა და განახლებისადმი ერთგულება და მისი შესაბამისობაში მოყვანა AEC სექტორის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებთან. „ამ პროექტის დაწყებიდან ჩაბარებამდე მთელი პროცესის სამართავად ავირჩიეთ Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფა, რათა შეგვძლებოდა ჩვენი კლიენტის მხარდაჭერა სამუშაოების დაგეგმვასა და პროექტის მენეჯმენტში. Tekla-ს საშუალებით შევძელით ხარისხის შენარჩუნება დეტალიზაციის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ გამოწვევას შევეჯახეთ. კლიენტის საჭიროებები შეიძლება უთვალავი იყოს, მაგრამ გადაწყვეტა ერთ სიტყვაშია – Tekla Structures! დღეს, Advenser აღიარებს, რომ Tekla-ს პროგრამაში ინვესტირება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც გაგვიხსნა გზა უფრო დიდი გენერალური კონტრაქტორების, მწარმოებლებისა და სამონტაჟო კომპანიებისკენ, რადგან სწორედ Tekla არის მათი უმეტესობის არჩევანი.“-Advenser Engineering Services Pvt. Ltd-ის დირექტორი. ახალი, 193,000 კვ.მ. ფართობის Fairmont Heights High School-ის მშენებლობა Prince George's-ის საჯარო სკოლის მფლობელმა აირჩია კომპანია Grunley (GC) ძველი სკოლის 80 მილიონ დოლარიანი პროექტის განხორციელებისთვის. ახალმა 193,000 კვადრატული ფუტის ფართობის საშუალო სკოლამ ჰაიატსვილში, მერილენდის შტატში, არსებული შენობა ჩაანაცვლა. ახალი სკოლის შენობის დიზაინმა უზრუნველყო გაუმჯობესებული განლაგება, რამაც მაქსიმალურად გაზარდა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ გამოყენების პოტენციალი, ამავდროულად, აკადემიური და ადმინისტრაციული სივრცეები გამოყო სრული ზომის სპორტული დარბაზისგან, კაფეტერიისა და აუდიტორიისგან. საშუალო სკოლას აქვს ახალი სპორტული ობიექტები, მათ შორის სტადიონი, ფეხბურთის მოედანი, ბეისბოლის მოედანი და სპორტული დამხმარე საშუალებები. ამ პროექტის მთავარი მიზანი/პასუხისმგებლობა ფოლადის კონსტრუქციების დეტალების დამუშავება იყო. ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ სახელოსნო ნახაზების, მოდელების, გენერალური მენეჯერის ნახაზების, ანგარიშებისა და სამშენებლო მასალების ჩამონათვალის მიწოდებაზე. სამშენებლო საპროექტო გუნდი გადააწყდა შემდეგ გამოწვევებს მკაცრი ვადები: გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ადმინისტრაციას არ სურდა სასწავლო პროცესის შეწყვეტა, პროექტის ვადები კიდევ უფრო შეიზღუდა და სამობილიზაციო გუნდს მოუწია პროექტის განხორციელება უკიდურესად დაძაბულ სამუშაო გარემოში. დიზაინის ცვლილება: კლიენტს სჭირდებოდა საწყისი ნახაზები, თუმცა ზუსტი შეერთებების დიზაინის არარსებობამ პროექტის დასაწყისში არსებითად შეაფერხა სამუშაო პროცესი. ფოლადის ელემენტების მონტაჟი: საწყისი ფოლადის ელემენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონტაჟის პროცესში. ანალოგიურად, ჩასაშენებელი ფირფიტები, ფხვიერი ლინტელები და სამაგრი ჭანჭიკების მოდელირება შემსრულებელი გუნდისთვის დამღლელი ამოცანები იყო. RFI-ების დიდი რაოდენობა: RFI-ების მომზადება და მონიტორინგი გუნდისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. რთული მოდელირება: არქიტექტურული დიზაინების მიხედვით, შეერთებები საკმაოდ კომპლექსური იყო. კედლის გამაგრებათა უმეტესობა გართულდა ქარის დატვირთვის გამო. პროექტის გუნდმა ამ რთული შეერთებების გამარტივება შეძლო Tekla-ს Custom Components-ის გამოყენებით. დამატებით, გუნდმა შეასრულა სხვადასხვა დამხმარე ელემენტების – კიბეების, მოაჯირების, საფეხურების და სხვათა მოდელირება.  საუკეთესო პროგრამა დეტალების დამუშავებისთვის საპროექტო გუნდი მნიშვნელოვნად შეშფოთდა დიზაინის ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო ზუსტი შეერთების დიზაინის მიუწვდომლობით. საბედნიეროდ, Tekla Structures-ის მიერ შემოთავაზებული მაკრო აპლიკაციის პლატფორმა სასარგებლო აღმოჩნდა შეერთებების მოდიფიცირებისთვის საბოლოო დიზაინის მიღების შემდეგ. რიგელების ნახაზის კოორდინაციის შესრულება გამარტივდა ზუსტი 3D მოდელების გამოყენებით, რომლებიც შეიქმნა PDF ფაილის, როგორც მითითების, ჩასმით. გარდა ამისა, საპროექტო გუნდს არ შეექმნა პრობლემები RTU-ების მოდელირებასთან დაკავშირებით ზუსტი 3D მოდელების მიერ მოწოდებული სასარგებლო ვიზუალიზაციის წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იყო გარკვეული რედაქტირება, საბოლოო შედეგები წარდგენილი იყო შეუსაბამობების გარეშე. კოორდინაციის გასაადვილებლად, ასევე მიიღეს IFC ფაილები. Tekla Structures ინსტრუმენტი განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ამ ეტაპზე. და ბოლოს, Tekla-დან ექსპორტირებული კოორდინაციის გამომავალი ფაილები დადებითად მიიღეს პროექტში ჩართულმა სხვა სავაჭრო კოორდინატორებმა. Tekla-ს მიერ მოწოდებული გაფართოებული ვარიანტებით, მოდელში თითქმის 250 RFI-ის და მათთან დაკავშირებული პასუხების ინტეგრირება შეუფერხებელი პროცესი იყო. 3D მოდელის ფოტო-სურათის გამოყენებით, პროექტის გუნდს შეეძლო პრობლემების შესახებ კლიენტთან, არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და მწარმოებლებთან ნათლად კომუნიკაცია გაუმჯობესებული კოორდინაციისთვის. RFI-ების დამუშავების სიმარტივემ ხელი შეუწყო პროექტის საერთო პროცესის გამარტივებას. Tekla-ს ურთიერთქმედების ფუნქცია ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პროექტის შემსრულებელი გუნდისთვის, რადგან ის ხელს უწყობდა კლიენტთან შეუფერხებელ კოორდინაციას სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Trimble Connect და Tekla Model Sharing. გარდა ამისა, გუნდს შეეძლო მარტივად მიეწოდებინა DXF, KSS და STP ფაილები საწარმოო სახელოსნოებისთვის მოთხოვნის შემთხვევაში. Tekla Structures-ის გამოყენებამ მრავალი უპირატესობა მოიტანა. პროგრამის დახმარებით შემსრულებელ გუნდს შეეძლო ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟის ეფექტური კოორდინაცია, ბეტონის ელემენტების ზუსტი განთავსება და საწყისი ფოლადის დეტალების ლოკაცია, რათა თავიდან აერიდებინა პოტენციური პრობლემები სამშენებლო ობიექტზე. გარდა ამისა, Tekla-ს მომხმარებლის ველის პარამეტრები, ფაზირების შესაძლებლობები და სხვა ხელსაწყოები ეფექტურად მართავდა მრავალფეროვან დამხმარე ელემენტებს როგორებიცაა: კიბეები, მოაჯირები და კიბის საფეხურები, რომლის კონტროლიც განსაკუთრებით რთულია დიდი მასშტაბის პროექტებში. ასევე, Tekla Organizer ხელს უწყობდა მრავალჯერად სუბმისიებს, ამარტივებდა დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს და უზრუნველყოფდა პროექტის შეუფერხებელ მიმდინარეობას. „როდესაც ჩემი, როგორც „AGM Engineering“-ის წარმომადგენლის პასუხისმგებლობებზე ვფიქრობ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია გუნდის საერთო პროდუქტიულობის ზრდა და პროექტების მაქსიმალურად სწრაფად მიწოდება. ამ პროცესში Tekla Structures გამორჩეული ინსტრუმენტია, რომელმაც ჩვენი მიზნების მიღწევა მნიშვნელოვნად გაგვიადვილა. სხვა პროგრამებთან შედარებით, რომელთაც ერთი ამოცანის შესასრულებლად საათები სჭირდება, Tekla Structures-ს იგივე სამუშაოს შესასრულებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რაც მართლაც საოცარი შესაძლებლობაა! ჩვენ მეტად კმაყოფილი ვართ მისი ფუნქციებით და მომავალშიც ვგეგმავთ ამ ინდუსტრიის ლიდერ ხელსაწყოსთან თანამშრომლობისა და განვითარების გაგრძელებას.“ — რეხა მურალი, AGM Engineering, Advenser Engineering Services Pvt. Ltd   სტატიის წყარო: www.trimble.com

Read more

Volano Building: სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ბირთვი Santa Maria alle Scotte Hospital-ის მოდერნიზაციის პროექტში

ვილე მარიო ბრაჩიზე, სიენაში მდებარე „Santa Maria alle Scotte“ იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საავადმყოფოა. მისი ეფექტიანობისა და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის გასაუმჯობესებლად, სიენას უნივერსიტეტის საავადმყოფომ (AOU) დაიწყო განახლების ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც ესთეტიკურ და ფუნქციურ გაუმჯობესებებს, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის გადახალისებას. რეკონსტრუქციის პროექტი მოიცავს Volano-ს შენობის მშენებლობას, რომელიც შემუშავებულია ATI Project-ის მიერ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერიტორიის განახლებაში. თავდაპირველად, ეს შენობა უზრუნველყოფს ძირითადი საავადმყოფოს სივრცეებს, რაც აუცილებელია ფუნქციების ეტაპობრივი გადატანისთვის და განახლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. იგი წარმოადგენს კრიტიკულ საძირკველს შემდგომი მოდერნიზაციისთვის და ხელს უწყობს ტრანსფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საავადმყოფოს შესაძლებლობების გაზრდასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას. Volano-ს შენობა დაპროექტებულია ისე, რომ საბოლოოდ გადაიქცეს ახალ სტრუქტურად, რომელიც მოიცავს საავადმყოფოს ძირითადი ფუნქციებისთვის საჭირო საშუალებებს. ეს საშუალებას იძლევა მოიხსნას დატვირთვა კრიტიკული დეპარტამენტებიდან და შემცირდეს საქმიანობის შეფერხება. პროექტი დაყოფილია ფაზებად, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობას საავადმყოფოს შიგნით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, სივრცეების გაფართოება და თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებების ინტეგრაცია. საბოლოოდ, ეს ქმნის მდგრად და ადაპტირებად სამედიცინო გარემოს.     სტატიის წყარო: www.dlubal.com

Read more

სიზუსტე და სიჩქარე შეერთების დიზაინში: ბრაზილიელმა ინჟინრებმა სრულიად გარდაქმნეს თავიანთი სამუშაო პროცესი

როდესაც პროექტები უფრო რთულდება, ეფექტიანობა და სიზუსტე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ბრაზილიურმა კომპანიამ CODEME, BIM WORKS Brasil-თან ერთად, შეერთების დიზაინის პროცესი გააუმჯობესა IDEA StatiCa-ს დახმარებით. ხელით შესრულებული სამუშაო ჩაანაცვლა ინტეგრირებულმა და უფრო სწრაფმა სამუშაო პროცესმა, რის შედეგადაც რთული მეტალის დეტალების დიზაინის დრო 90%-ზე მეტით შემცირდა. CODEME-ის პროექტების გაფართოებასთან ერთად, ინჟინრები სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიდნენ, რათა მოკლე ვადებში ზუსტი პროექტები შეექმნათ. BIM WORKS Brasil-თან მჭიდრო თანამშრომლობით, გუნდი ხშირად უმკლავდებოდა რთულ ფოლადისა და ბეტონის კონსტრუქციებს, რომლებიც საჭიროებდა ძალებისა და დეტალების საიმედო გადამოწმებას. მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ სჭირდებოდათ გზა, რათა შეემცირებინათ ხელით მუშაობა, გაეუმჯობესებინათ სიზუსტე და უზრუნველყოფილიყო ყველა პროექტის გრაფიკის დაცვა. ტრადიციული ცხრილები წლების განმავლობაში კარგად მუშაობდა, მაგრამ ისინი აღარ იყო საკმარისი თანამედროვე ინჟინერიის სირთულისა და ტემპის დასაკმაყოფილებლად. https://youtu.be/pnKm2cPutC4 გამოწვევა - სიზუსტე სტრესულ გარემოში ყოველი რთული ფოლადის კავშირი მოითხოვდა საათობით მექანიკურ მონაცემთა შეყვანას და ძალების გამოთვლას, ხოლო ერთი კავშირის დასრულება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო შვიდ საათამდე. გარდა ამისა, სხვადასხვა დიზაინის პლატფორმებიდან მიღებული შედეგების ინტეგრირება downstream BIM–ჯგუფურ პროცესებში იწვევდა დამატებით სირთულეებს და ზრდიდა შეუსაბამობის რისკს. ჰორიზონტზე მრავალი საერთაშორისო პროექტის გამოჩენასთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევა გაჩნდა: შედეგების მრავალ ენაზე მკაფიოდ გადაცემის აუცილებლობა. ინჟინრებს უნდა მიეწოდებინათ ზუსტი დოკუმენტაცია, რომლის გაგება და გადამოწმება საზღვარგარეთ მყოფ კლიენტებს ადვილად შეეძლოთ. CODEME-ის გუნდმა გააცნობიერა, რომ სიზუსტის, სიცხადისა და სიჩქარის გაუმჯობესება მოითხოვდა როგორც პროცესის, ასევე ინსტრუმენტების ცვლილებას.   გადაწყვეტილება – ინსტრუმენტებისა და გუნდების კოლაბორაცია ამ გამოწვევების გადასაჭრელად, CODEME-მ დანერგა IDEA StatiCa, რომელიც პირდაპირ ინტეგრირდა მათ არსებულ სამუშაო პროცესში Autodesk Robot და Tekla Structures-თან. ამან ინჟინრებს საშუალება მისცა, კვანძზე მოქმედი ყველა ძალა პირდაპირ IDEA StatiCa Connection აპლიკაციაში შეეტანათ და ყველა კომპონენტის სრული ვერიფიკაცია ერთ გარემოში შეესრულებინათ. ამ ურთიერთქმედებამ გამორიცხა მონაცემთა ხელით გადაცემა და გაამარტივა ვერიფიკაცია. ინჟინრებს ახლა შეუძლიათ კავშირების მოდელირება, გამოთვლა და დოკუმენტირება სრული სიზუსტით, რაც ძვირფას საათებს ზოგავს და ადამიანური შეცდომის რისკს ამცირებს. “ადრე, ჩვენი კავშირების დიზაინის პროცესი ნელი და დამღლელი იყო. ახლა ის ზუსტი და ეფექტურია.“ რა შეიცვალა? - სიცხადე, თავდაჯერებულობა და თანამშრომლობა. შედეგი მყისიერი იყო: ის, რასაც ადრე ექვსი საათი სჭირდებოდა, ახლა სულ რამდენიმე წუთში შეიძლება რომ დასრულდეს, რაც ინჟინერს დროის 90%-ზე მეტს უზოგავს. სიჩქარის გარდა, IDEA StatiCa-მ CODEME-ს გამჭვირვალობის ახალი დონე შესთავაზა. გაანგარიშების ყოველი ნაბიჯი შენახული იყო, რაც ინჟინრებს საშუალებას აძლევდა გადაეხედათ შედეგები, დაედასტურებინათ ვარაუდები და მიეღოთ უკეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. მრავალენოვანმა ანგარიშგებამ ასევე რეალური განსხვავება შექმნა. პორტუგალიურ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე ანგარიშების გენერირებით, გუნდმა გადალახა კომუნიკაციის ხარვეზები საერთაშორისო კლიენტებთან და თავიდან აიცილა გაუგებრობები დიზაინის დამტკიცების დროს. „ეს დაგვეხმარა კლიენტებთან უფრო მკაფიო კომუნიკაციაში და ტექნიკური განხილვები გაცილებით გაგვიადვილა.“ ყოველი წარმატებული ცვლილების უკან დიდი მხარდაჭერა დგას. CODEME-ის ინჟინრებმა დააფასეს IDEA StatiCa-ს მხარდაჭერის გუნდისგან მიღებული სწრაფი და კომპეტენტური ტექნიკური დახმარება უშუალოდ პროგრამის დანერგვის დროს. ამან მათ თავდაჯერებულობა მისცა, რომ ახალი პროცესი დაენერგათ მიმდინარე პროექტების შეფერხების გარეშე. „ტექნიკური მხარდაჭერა ყოველთვის სწრაფი და კომპეტენტური იყო. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ.“ თავსებადობის, ავტომატიზაციისა და ძლიერი კომუნიკაციის შერწყმით, CODEME-მ არა მხოლოდ გააუმჯობესა ეფექტურობა, არამედ გააძლიერა თანამშრომლობა პარტნიორებთან და კლიენტებთან. მათი სამუშაო პროცესი გახდა უფრო პროგნოზირებადი, დოკუმენტაცია უფრო ნათელი, ხოლო შედეგები უფრო უსაფრთხო და ეკონომიური. ძირითადი დასკვნები: 90%-იანი დროის დაზოგვა რთულ კავშირებზე; სრულად მართვადი სამუშაო პროცესი უფრო მეტი ნდობისთვის; მრავალენოვანი ანგარიშები, რომლებიც მხარს უჭერენ საერთაშორისო თანამშრომლობას; უფრო სწრაფი მიწოდება და უფრო მკაფიო კომუნიკაცია გუნდებს შორის; CODEME-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ ინჟინერიაში პროგრესი არ არის მეტის გაკეთება. საქმე ეხება საქმეების უფრო ჭკვიანურად, ზუსტად, გასაგებად და თავდაჯერებულად შესრულებას.     www.ideastatica.com

Read more

სტრუქტურული ინჟინერია ურბანულ სივრცეებში Tekla Structural Designer-ის გამოყენებით

როდესაც კომპანია Mason Navarro Pledge დაინიშნა საინჟინრო კონსულტანტად ახალი სტუდენტური საცხოვრებლის (Stephenson Way) განვითარებაზე, გუნდმა მიმართა Trimble-ის მრავალპროფილურ სტრუქტურული დიზაინის პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა უზრუნველეყოთ ოპტიმიზებული სამუშაო პროცედურები და სისტემების ერთმანეთთან თავსებადობა. Stephenson Way წარმოადგენს ლონდონის ცენტრში შეთავაზებულ ახალ სტუდენტური საცხოვრებლის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი მდებარეობს Euston Square მეტროს სადგურთან ახლოს. შენობა არის 8 სართულიანი, 72 ერთეულით, ერთსართულიანი სარდაფით, რომლის მოცულობა შეადგენს 1,500 კუბურ მეტრ ბეტონს. ბუნებრივია, პროექტს აქვს კომპაქტური სამშენებლო ფართი და იგი გარშემორტყმულია მსგავსი სიმაღლის მრავალსართულიანი შენობებით. საინჟინრო საკონსულტაციო კომპაია Mason Navarro Pledge დაინიშნა პროექტზე სტრუქტურული და სამოქალაქო ინჟინერიის მომსახურების გასაწევად, რომელიც მოიცავდა RIBA Plan of Works (PoW)-ის სტადია 2–დან სტადია 6/7-მდე პროცესს. მეტროპოლის ცენტრში მდებარეობამ გუნდის წინ ორი ძირითადი სტრუქტურული გამოწვევა წამოაყენა: პირველი - არსებული მრუდე საავტომობილო გზა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ერთ-ერთი არსებული შენობის უკანა მხარეს და რომელიც აუცილებელი იყო ახალი განვითარების ფარგლებში შენარჩუნებულიყო. მეორე - რთული საზიარო კედლის საკითხები: სამივე მხრიდან მეზობელი შენობები საზღვრის ხაზთან ახლოს მდებარეობენ, ხოლო მეოთხე მხარეს გზაა/ჰაივეი. Mason Navarro Pledge-მა სრულად განახორციელა სტრუქტურული დიზაინის სამუშაოები Trimble-ის Tekla Structural Designer პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. პროექტზე საუბრისას სტრუქტურული ინჟინერი Leo Corney აღნიშნავს: „Mason Navarro Pledge-ში მრავალი წელია ვიყენებთ Tekla Structural Designer-ს. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა უფრო მეტად ცნობილია ფოლადის დიზაინის შესაძლებლობებით და Tekla Structures-თან ინტერფეისით, ის ასევე ძალიან ფასეულია ბეტონის დიზაინისთვის.“ „პირადად, ჩემი კარიერის განმავლობაში გამოყენებული მაქვს სხვადასხვა დიზაინისა და ანალიზის პროგრამული პაკეტები, თუმცა Tekla Structural Designer-ში რამდენიმე ფუნქცია განსაკუთრებით ფასეულია ჩემთვის. მაგალითად, მარტივად არის შესაძლებელი სიხისტის პარამეტრების შეცვლა და ინდივიდუალური ელემენტების გამოყოფა მიმოხილვისთვის. ფილის გრძელვადიანი გადახრის ანალიზი კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფა აღემატება კრიტერიუმებს. დიდ ბრიტანეთში ბეტონის თანამედროვე მშენებლობაში ბრტყელი ფილები ყველაზე ხშირად გამოიყენება მათი გეომეტრიული მოქნილობისა და MEP-ის სისტემების შესრულების სიმარტივის გამო. ბრტყელ ფილებს, როგორც წესი, გრძელვადიანი გადახრა განსაზღვრავს, ამიტომ ჩვენი, როგორც ინჟინრების, დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ვხარჯავთ ბეტონის მშენებლობაზე. გრძელვადიანი გადახრის შემოწმება უფრო ეფექტურია პროგრამული უზრუნველყოფის Check Line ფუნქციის წყალობით, სადაც შეგვიძლია ლიმიტების წინასწარ დაყენება. ასევე შეგიძლიათ მარტივად მოდელირება და შეფასება სვეტებისა და რიგელების პოზიციების შესახებ ერთი პროგრამული მოდელის ფარგლებში, შუამავლის გამორიცხვით. ეს განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც პროექტის ადრეულ ეტაპზე ხართ და სხვადასხვა სვეტებისა და ბადის განლაგებას აკვირდებით.’’ Stephenson Way-ის პროექტში გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროგრამის თავსებადობა და ოპტიმიზებული სამუშაო პროცესი, რაც ამცირებდა დროისა და რესურსების დანახარჯს და ეხმარებოდა დისციპლინებსა და პროგრამულ პაკეტებს შორის კოორდინაციას. ლეომ აღნიშნა: „არქიტექტორმა მოგვაწოდა სართულიების CAD-სურათები, რომლებიც პირდაპირ DXF ფორმატით შევიტანეთ Tekla Structural Designer-ში და სტრუქტურის არქიტექტურულ და კონსტრუქციულ დიზაინთან შესაბამისობაში მოდელირება მოვახდინეთ. ეს საშუალებას გვაძლევდა სიზუსტით შეგვეცვალა მოდელის გეომეტრია, ისე რომ არ დაგვჭირდა მესამე მხარის პროგრამის გამოყენება (მაგალითად, Revit-ის) მოდელის შექმნისთვის არქიტექტორის გეგმაზე დაყრდნობით ან მოდელის ხელით აღდგენა არქიტექტორის ნახაზიდან ყველაფრის გაზომვით. „მოდელში ასევე გამოსცადეს სხვადასხვა სტრუქტურული გეომეტრია, როგორიცაა სვეტების პოზიციები, სექციების ზომები და ფილების სიღრმეები, ხოლო გეომეტრია Revit-ში ექსპორტირდა Tekla Structural Designer BIM Integration ინსტრუმენტის გამოყენებით. ამ მონაცემების საფუძველზე იქნა წარმოებული კონსტრუქციული ნახაზები და გგადაეცა არქიტექტორს. „ეს უშუალო, სანდო მონაცემთა გადაცემა ერთი პროგრამული უზრუნველყოფიდან მეორეში დიდ დროს ზოგავს, რადგან არ გვიწევს სამუშაოს დუბლირება ან მცირე ცვლილებებისა თუ პრობლემების ხელით შემოწმება სხვადასხვა პროგრამას ან მოდელის ვერსიას შორის. ეს სამუშაო პროცესი ჩვენთვის და ვფიქრობ ყველა საპროექტო გუნდისთვის ბევრად უფრო ეფექტურია.“     სტატიის წყარო: www.trimble.com

Read more

GEO5 2026 – სიახლეები და გაუმჯობესებული ფუნქციები

Drawing Editor – ახალი პროგრამა სრულიად ახალი პროგრამა, შექმნილი ნებისმიერი GEO5 პროგრამულ უზრუნველყოფაში ნახაზებისა და შედეგების შესაქმნელად. მთავარი მახასიათებლები: გადმოიტანეთ სურათები და ნახაზები ნებისმიერი GEO5 პროგრამიდან ერთი დაწკაპებით; დაამატეთ ზომები, აღწერილობები, ლეგენდები, სათაურის ბლოკები ან კომპანიის ლოგოები; დააიმპორტეთ ფოტოები და გრაფიკული მასალები სხვადასხვა ფორმატში; იმუშავეთ განსაზღვრულ ტექნიკურ მასშტაბებში ან ავტომატურად მოარგეთ ნახაზი ფანჯრის ზომას; შექმენით მკაფიო, პროფესიონალური ნახაზები ბეჭდვისთვის ან PDF ექსპორტისთვის; სარგებელი: პროფესიონალური შედეგები უშუალოდ GEO5-ში — აღარ არის საჭირო სხვა CAD პროგრამების გამოყენება, რაც ზოგავს დროს და უზრუნველყოფს პროექტის დოკუმენტაციის ერთიან სტილს. Point Cloud – ძირითადი განახლება პროგრამა მთლიანად გადამუშავებულია და ახლა წარმოადგენს დამოუკიდებელ, სრულფასოვან ინსტრუმენტს. ახალი ფუნქციები მოიცავს: მრავალსაფეხურიანი მშენებლობის მოდელირებას პროექტის განვითარების დროში დასაკვირვებლად; მონაცემთა პირდაპირ გადაცემას Stratigraphy მოდულთან FineClipboard-ის მეშვეობით; ASCII ფაილების (TXT, ASC და სხვ.) იმპორტს მონაცემთა ფართო თავსებადობისთვის; მაღალი ხარისხის გრაფიკული შედეგების შექმნას ბეჭდვისა და დოკუმენტაციისთვის; სარგებელი: უკეთესი კონტროლი მშენებლობის პროგრესზე, უფრო სწრაფი მონაცემთა დამუშავება და ნაკლები საჭიროება მათი გადაკეთებისთვის. GEO5 – FIN EC კომუნიკაცია (რკინაბეტონის, ფოლადის და ხის ელემენტების გამოთვლა) ახლა შესაძლებელია GEO5 პროგრამებიდან შეყვანილი მონაცემებისა და შედეგების ავტომატური გადაცემა FIN EC-ში, რათა შესრულდეს რკინაბეტონის, ფოლადის და ხის ელემენტების გამოთვლა და შემოწმება. ეს საშუალებას იძლევა გამოითვალოს ტვირთამწეობა, ბზარების წარმოქმნა და დეფორმაციები მონაცემთა ხელით გადატანის გარეშე გეოტექნიკურ და სტრუქტურულ პროგრამებს შორის. სარგებელი: სწრაფი და საიმედო მონაცემთა გაცვლა – ზოგავს დროს და გამორიცხავს შეცდომების ალბათობას სტრუქტურულ და გეოტექნიკურ ანალიზს შორის. Sheeting Check, Sheeting Design, Anti-Slide Pile პროგრამები ახლა ინჟინრებს საშუალებას აძლევს გაითვალისწინონ ფოლადის საყრდენი ელემენტების (შიტების, მილების, I და U პროფილების) კოროზიის სიჩქარე. U-ტიპის შიტებისთვის შესაძლებელია შეერთების დეფორმაციის გავლენის გათვალისწინებაც კედლის სიმტკიცესა და ტვირთმზიდობაზე βB და βD კოეფიციენტების გამოყენებით. კოროზიისა და კავშირის შეერთების დეფორმაციის გათვალისწინება ხელმისაწვდომია ყველა იმ საინჟინრო სტანდარტისთვის, რომელსაც პროგრამა მხარს უჭერს. სარგებელი: ახალი შესაძლებლობები საყრდენი კედლების უფრო რეალისტური ანალიზისა და დიზაინისთვის. Slope Stability (+ FEM) – ცვლადი არადრენირებული მჭიდროობის ძალა (cu) სიღრმის მიხედვით ახლა შესაძლებელია წვრილმარცვლოვანი გრუნტების არადრენირებული მჭიდროობის ძალის (cu) განსაზღვრა სიღრმის ფუნქციის სახით. სარგებელი: უფრო რეალისტური ფერდობების სტაბილურობისა და გეოტექნიკური ნაგებობების შეფასება წვრილმარცვლოვან გრუნტებში. Cantilever Wall – ახალი ინდივიდუალური კედლის ფორმები მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ განსაზღვრონ საყრდენი კედლების უნიკალური ფორმები, მათ შორის ისეთი სპეციალური გეომეტრიები, რომლებიც გავრცელებულია ბელგიასა და ჩინეთში. Spread Footing და Spread Footing CPT – ახალი გეომეტრია: სამსაფეხურიანი საძირკველი ახალი გეომეტრიის ტიპი საშუალებას იძლევა განისაზღვროს საძირკველი მაქსიმუმ სამი სიმაღლის საფეხურით. სარგებელი: უფრო მოქნილი საძირკვლის დიზაინი და მასალის ოპტიმიზებული გამოყენება. FEM – ახალი შესაძლებლობები შიდა ძალების გამოთვლა ნებისმიერ მითითებულ წარმოსახვით სვეტზე; ფოლადისა და კომპოზიტური კვეთის ახალი კატალოგები და ტიპები; დამატებით გამოტანილი პარამეტრები, როგორიცაა ელასტიურობის მოდული, მობილიზებული მჭიდროობის ძალა და სხვა შედეგების პარალელური დამუშავება – გამოთვლები ახლა ნაწილდება მრავალ CPU ბირთვზე, რაც ამცირებს გამოთვლის დროს 40%-მდე; სარგებელი: გამარტივებული მოდელირება, უფრო სწრაფი მუშაობა სტრუქტურებთან და შედეგების ადვილი გადამოწმება. Stratigraphy – ახალი ფუნქციები ახალი მოდელირების პრინციპი „რეფერენცული ჭაბურღილის “ საჭიროების გარეშე – შრეებისა და საზღვრების განსაზღვრა შესაძლებელია პირდაპირ; საწყისი მონაცემების ჩატვირთვა (ფონური რუკები, ობიექტის დოკუმენტაცია) PDF ფორმატში; გეოტექნიკური მონაცემების იმპორტი AGS ფორმატში; მომხმარებლის მიერ განსაზღვრული შრეების  შაბლონების შექმნა სხვადასხვა ნიადაგისა და ქანის ტიპებისთვის; ნიადაგისა და ქანის შაბლონები ბრიტანული სტანდარტის BS 5930 – Site Investigations-ის მიხედვით; სარგებელი: 3D გეოლოგიური მოდელების სწრაფი შექმნა და გეოტექნიკური მონაცემების ინტეგრაცია სამუშაო პროცესში. Pile Group – მასობრივი არჩევა და რედაქტირება მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ ერთდროულად აირჩიონ და შეცვალონ რამდენიმე ბურღი (pile) დიდი მასშტაბის პროექტებში. სარგებელი: დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა და თანმიმდევრული მონაცემთა მართვა რთულ ბურჯთა ჯგუფების დიზაინში. ტექნიკური დახმარების ენის შეცვლა ყველა GEO5 პროგრამაში ახლა შესაძლებელია დახმარების (Help) ენის შეცვლა პირდაპირ პროგრამის ინტერფეისიდან.   სტატიის წყარო: www.finesoftware.eu

Read more

სან-ფრანცისკოს ტაძრის რეაბილიტაციის ინტეგრალური პროექტი არგენტინაში

რეაბილიტაციის ეს პროექტი დაფუძნებულია კომპიუტერული რიცხვითი მოდელის შექმნაზე, რომელიც ზუსტად აღადგენს სან ფრანცისკოს ტაძრის გეომეტრიას და ტვირთების განაწილებას, რათა შეფასდეს ნიადაგისა და საძირკვლის კონტაქტური ძაბვები. გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ჰიპოთეზები, როგორიცაა ნაგებობის დეფორმაციების (ჯდენის) სტაბილურობა, ბზარების წარმოქმნა და სტრუქტურული მთლიანობის შენარჩუნება. გარდა ამისა, განხილულია ტაძარში ადრე განხორციელებული ცვლილებებიც, მათ შორის: თაღებზე არსებული შევსებითი მასალის მოცილება, რომლის მიზანიც იყო მუდმივი ტვირთების შემცირება.   სტრუქტურული შეფასებისთვის გამოყენებულ იქნა Dlubal Software-ის პროგრამული ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნიადაგისა და ნაგებობის ურთიერთქმედების დეტალურ ანალიზს, კედლებსა და თაღებში ძალების განაწილების შესწავლას და სხვადასხვა ტვირთზე ნაგებობის ქცევის მოდელირებას. ამ ხელსაწყოების მეშვეობით მიღებულია ძაბვების ზუსტი ანალიზი, რაც შესაძლებელს ხდის იმ უბნების იდენტიფიცირებას, რომლებიც საჭიროებენ ჩარევასა და გამაგრებას. შედგენილი სტრუქტურული მოდელი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შენობის სტაბილურობის შესაფასებლად და შესაბამისი აღდგენის ღონისძიებების განსასაზღვრად, რათა ტვირთების განაწილება რეალურად ასახავდეს ნაგებობის მიმდინარე მდგომარეობას. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ გამაგრებითი ღონისძიებები შეესაბამებოდეს როგორც უსაფრთხოების მოთხოვნებს, ისე ტუკუმანის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს, სრულად აკმაყოფილებდეს სტრუქტურული ანალიზისა და რეაბილიტაციის უმაღლეს სტანდარტებს.   სტატიის წყარო: www.dlubal.com

Read more

IDEA StatiCa 25.1: გაუმჯობესებული სამუშაო პროცესები ანკერების სისტემებისთვის, შეერთებების ჯგუფური მოდელირებისთვის, ბეტონის კონსტრუქციების გაძლიერებისა და მზიდი კედლების ანალიზისთვის.

დაიღალეთ მონაცემთა ქაოსით და გაურკვეველი რთული დიზაინებით? ვერსია 25.1 გთავაზობთ გაფართოებულ დაანკერების მოდულს, რომელიც მოიცავს არმირებულ რკინაბეტონსა და მრავალზედაპირიან მოდელირებას. შეასრულეთ მრავალი კვანძის ანგარიში და ერთდროულად უფრო სწრაფად. არსებული კონსტრუქციების ანგარიში მოჯავშვნაზე გარდა ამისა, დაემატა ახალი ETABS/SAP2000 → Detail სამუშაო პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ კონსტრუქციების მნიშვნელოვანი ელემენტები მაღალი სიზუსტით. ვერსია 25.1 – მთავარი სიახლეები https://youtu.be/HzRa90rvpRA დიდი ხნის განმავლობაში, კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ, დაყრდნობოდნენ მონაცემების ხელით  ანგარიშს, მოდელირების ზედმეტად კონსერვატიულ შეფასებებს. იქნება ეს გლობალური ანალიზის შედეგების Excel-ში კოპირება ბეტონის გამაგრების გამოთვლებისთვის, კრიტიკული მონაკვეთების ხაზოვანი მეთოდების გამოყენებით დიზაინის შექმნა, არაეფექტური მასობრივი შეერთების ანგარიშებთან ბრძოლა თუ ძველი სტრუქტურების ზუსტი შეფასების შეუძლებლობა, ეს ხელით შექმნილი დაბრკოლებები დროს გიკარგავთ, ამცირებს საიმედოობას და ანელებს თქვენს პროექტებს. დაანკერების დიზაინი: ახალი შესაძლებლობები და ერთიანი მიდგომა თუკი ოდესმე დაგჭირვებიათ მრავალზედაპირიან ან არმირებულ რკინაბეტონში ჩაანკერების ანალიზის შემოწმება, IDEA StatiCa 25.1-მა გააფართოვა Steel-to-Concrete სამუშაო პროცესი, რათა მოიცვას ევროკოდის მიხედვით რეალური ანკერების შემთხვევების 75%-ზე მეტი.   Bulk ფუნქცია ანგარიშის პროცესების ეფექტურობისთვის კონსტრუქციულ მოდელში არსებული განმეორებითი კვანძების ანგარიშის გადამოწმებას სჭირდებოდა ძალიან ბევრი დრო, ჩექბოტით 30 კვანძის ანგარიში თავისი რეპორტით სრულდება 6 წუთში, რომელიც 3 ჯერ სწრაფია ვიდრე მანამდე, ასევე შესაძლებელია ელემენტების წანაცვლებებისა და ექსცენტრიულობების გამოყენება, ფოლადის ზედაპირების გასწორება და ერთ კვანძზე მრავალი პარამეტრული შაბლონის შექმნა რაც კიდევ უფრო აჩქარეს ანგარიში პროცესს სრული კავშირი გლობალურ ანალიტიკურ მოდელებთან როდესაც დიაფრაგმების  პროექტირებას ახორციელებთ, მათი სრული გეომეტრია და დატვირთვები უკვე მოცემულია გლობალურ FEA მოდელში. თუმცა, ისეთი პროგრამები, როგორიცაა ETABS და SAP2000, იყენებენ ხაზოვან ანალიზს, რაც კომპლექსური მონაკვეთებისათვის არ არის შესაფერისი. შედეგად, შესაძლოა დიზაინის შემოწმებისას ანალიტიკურ მოდელში პრობლემა არ გამოვლინდეს, თუმცა, რადგან ეს ეფუძნება არასწორ დაშვებებს, რეალურად წარმოადგენს არასანდო ანალიზს, რომელიც არ უზრუნველყოფს რეალურ სტრუქტურულ უსაფრთხოებას იდეასტატიკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ესეთი კომპლექსური მონაკვეთების გეომეტრია და საპროექტო დატვირთვები პირდაპირ ETABS-დან ან SAP2000-დან(სრული ჩამონათვალი პროგრამებისა შეგიძლიათ იხილოთ  ოფიციალურ ვებ გვერდზე)გადმოიტანოთ IDEA StatiCa Detail 2D-ში — მონაცემების დაკარგვისა და ხელახალი დამუშავების გარეშე. გამოიყენეთ ინოვაციური მეთოდი (CSFM), რათა დარწმუნდეთ თქვენი ანგარიშის სისწორეში, გადაამოწმოთ ULS და SLS მდგომარეობებისთვის სტანდართებთან მიმართებაში, სრული მხარდაჭერით Eurocode-ის, ACI-ისა და GOST ის სტანდარტების შესაბამისად. (სტანდარტების სრული ჩამონათვალი  შეგიძლიათ იხილოთ  ოფიციალურ ვებ გვერდზე). არსებული კონსტრუქციების რეკონსტრუქცია და გამაგრება მილიონობით შენობა, რომელიც 70-80-იან წლებშია აშენებული, იყენებს გლუვ არმატურას, რომლის სწორად გათვალისწინება ტიპურ პროგრამულ უზრუნველყოფას არ შეუძლია. თუმცა, ეს პრობლემა ახლა აღარ წარმოადგენს ბარიერს Detail 2D და 3D მოდულებს ახლა უკვე აქვს  გლუვი არმატურის მხარდაჭერა, რომელიც სრულად შეესაბამება EN, ACI და GOST სტანდარტებს, უზრუნველყოფს ანკერირების, სიმტკიცისა და ბზარების კონტროლის სწორ შეფასებას. ასევე შესაძლებელია  წინასწარ დაჭიმული არმატურის გამოყენება ხიდებისა და წინასწარ დამაზდებული ელემენტების სტრუქტურული გამაგრებისთვის.     სტატიის წყარო: www.ideastatica.com

Read more

DDScad 21 – საინჟინრო სისტემების სრულყოფილი დაგეგმვის ხელსაწყო

ინოვაციური MEP დაგეგმვის ახალი ეპოქა იწყება. DDScad 21-ის საშუალებით, პროექტის სრულყოფილი დაგეგმვა კიდევ უფრო ეფექტური და ზუსტი ხდება. გაუმჯობესებების ახალი სერია ხელს უწყობს თქვენს პროფესიულ უნარებს და ამარტივებს დიზაინისა და დოკუმენტაციის პროცესის ყველა საფეხურს. აღმოაჩინეთ, როგორ გეხმარებათ ეს გაუმჯობესებები შესანიშნავი შედეგების მიღწევასა და ინოვაციური პროექტების თავდაჯერებით განხორციელებაში. ძირითადი სიახლეების მიმოხილვა აღმოაჩინე DDScad 21-ის ახალი შესაძლებლობები: გაუმჯობესებული ავტომატიზაცია, რედაქტირების გაფართოებული ფუნქციები, რეალისტური ვიზუალიზაცია და ჭკვიანი ხარისხის კონტროლი , რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მაღალ ეფექტურობასა და სიზუსტეს შენობის საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და დოკუმენტაციის პროცესში. იხილეთ, როგორ აქცევს ეს უახლესი ფუნქციები ყოველდღიურ დაგეგმვას უფრო მარტივ, უსაფრთხო და მოქნილ პროცესად. AI ასისტენტი DDScad 21-ში წარმოდგენილი ახალი AI ასისტენტი თქვენი ვირტუალური დამხმარეა პროექტირების პროცესში.ის ნებისმიერ დროს გთავაზობთ მყისიერ დახმარებას. უბრალოდ დაუსვით კითხვა და მიიღეთ ზუსტი პასუხი პროგრამის ფუნქციებზე და სამუშაო პროცესებზე, ძიების გარეშე. კაბელებისა და გამტარების წონის ინტეგრირება კაბელების მართვის სისტემების დიზაინში IEC 61537 სტანდარტის შესაბამისად. ახალი ავტომატური წონის გამოთვლა მყისიერად ავლენს დატვირთვის ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევებს. თქვენი კაბელების მართვის სისტემების მონიტორინგი, ვიზუალიზაცია და ოპტიმიზაცია ძალისხმევის გარეშე - ეფექტურად და სტანდარტების სრული დაცვით უკვე DDScad 21-ის მეშვეობით შეგიძლიათ. უსაფრთხოების კამერების კონფიგურაცია, მათ შორის დაფარვის ზონების ვიზუალიზაცია მოქნილად მოარგეთ უსაფრთხოების კამერების დაფარვის ზონები ნებისმიერ სიტუაციას და უშუალოდ მოდელში მოახდინეთ დაფარვის ვიზუალიზაცია - მაქსიმალური კონტროლისა და დაგეგმვის თავისუფლებისთვის. DDScad-ში მოცემული სიმბოლოების დისციპლინური გამოყენება დიზაინში თქვენ გაქვთ უფრო მეტი თავისუფლება: გამოიყენეთ DDScad-ის სიმბოლოების სრული ბიბლიოთეკა ყველა MEP დისციპლინიდან, რაც საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი მოდელები უფრო მოქნილად და უფრო დეტალურად, ვიდრე ოდესმე. ჩამრთველებისა და დენის როზეტების ახალი 3D გამოსახულებები სრულყოფილი დიზაინი და პრეზენტაცია: DDScad-ის ახალი 3D სიმბოლოები ჩამრთველებისა და დენის როზეტებისთვის თქვენს პროექტებს მაქსიმალურ დეტალიზაციასა და რეალიზმს ანიჭებს. ზუსტი განთავსება და მოდელირება პროექციული სამიზნე წერტილების გამოყენებით სიზუსტე თქვენს ხელშია: მიამაგრე ელემენტები დინამიკურ დამხმარე ხაზებსა და წერტილებზე და განალაგე ისინი მაქსიმალური სიზუსტით.შედეგი — ზუსტი და ეფექტური დაგეგმვა ყოველ ჯერზე. საცნობარო მოდელის ცვლილება: დაკარგული პოზიციის მითითების მქონე პროდუქტების მონიშვნა ცვლილებების შესახებ ინფორმირება: ობიექტები, რომლებიც კარგავენ პოზიციის მითითებას IFC საცნობარო მოდელის განახლების შემდეგ, ახლა ავტომატურად მონიშნულია. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ამოიცნოთ, გადახედოთ და სწრაფად განაახლოთ დაზიანებული ელემენტების მითითებები, რაც თქვენს კონტროლს და თქვენი მოდელის მუდმივ განახლებას უზრუნველყოფს.   პროექტში გამოყენებული DDScad-ის სისტემური და მწარმოებლის კომპონენტების თვისებების რედაქტირების შესაძლებლობა მაქსიმალური მოქნილობა: დაარედაქტირეთ სისტემური და მწარმოებლის კომპონენტები პირდაპირ თქვენს პროექტში და ისიამოვნეთ მარტივი განახლებებით ერთი დაწკაპუნებით.   კვამლის დეტექტორების ავტომატური განთავსება (VdS 2095) და დაფარვის ზონების ვიზუალიზაცია DDScad-ის ავტომატური განთავსება და სტანდარტებთან შესაბამისი დაფარვა უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო პროცესს კვამლის დეტექტორების დაგეგმვისთვის.     გამოსცადეთ DDScad-ის გაუმჯობესებული ფუნქციები და მიიღეთ სარგებელი დღესვე!   სტატიის წყარო: www.graphisoft.com

Read more

BORA-ს მთავარი კონცეპტუალური სივრცე, ჰერფორდი, გერმანია

2023 წელს, ორი წლის მშენებლობის შემდეგ, გერმანიის ქალაქ ჰერფორდში გაიხსნა ახალი, BORA-ს მთავარი კონცეპტუალური სივრცე — ნაგებობა, რომელიც ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს თავად ქარმა ჩამოაყალიბა მისი ფორმა. ეს შთამბეჭდავი, 2,000 მ² საერთო ფართობის მქონე შენობა აერთიანებს თანამედროვე სამზარეულო ექსპოზიციებს, პროფესიონალურ სასწავლო სივრცეს, რესტორანს და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ ზონას. კომპანია Werkraum Ingenieure ZT, რომელიც Dlubal-ის პარტნიორია, პასუხისმგებელი იყო ამ გამორჩეული ფოლადის-ბეტონის კონსტრუქციის სტატიკურ გაანგარიშებაზე, რომლის მთავარი არქიტექტურული აქცენტი მეტალისა და მინისგან შექმნილი ფასადია. Werkraum-მა გამოიყენა პროგრამა RFEM, როგორც მიწისზედა ფოლადის კონსტრუქციების, ისე მიწისქვეშა ბეტონის ელემენტების გამოთვლისა და ანალიზისათვის. დამატებით ჩატარდა დინამიკური ანალიზებიც. შენობის ფოლადის სტრუქტურას აქვს შთამბეჭდავი მასშტაბები — დაახლოებით 95 მეტრი სიგრძეში, 33 მეტრი სიგანეში და 14 მეტრი სიმაღლეში. ფასადის კუთხით ეს ახალი ნაგებობა მყისიერად იპყრობს ყურადღებას. გალვანიზებული და სხვადასხვაგვარად პერფორირებული ფოლადის ელემენტების კომბინაცია ფერად მინის პანელებთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მთელი შენობა ჰაერშია გამოკიდებული. ეს დინამიკური არქიტექტურული ფორმა ბუნებრივად ერწყმის გარემოს. შენობის ქვეშ, 100-მეტრიან კონსტრუქციულ გადახურვაში, მოწყობილია გადახურული ავტოსადგომი. 13,5 მეტრის სიმაღლეზე, მინისა და მეტალისგან შექმნილი ფრთის სახურავი კიდევ ერთ გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს — აქ განთავსებულია ორი მოძრავი მინის გადახურვა, ჯამში 63 მ² ფართობით, რომელიც შიდა სივრცეს უზრუნველყოფს ნათელი და მყუდრო ატმოსფეროთი. თუმცა ინოვაცია მხოლოდ ვიზუალურ მხარეში არ გამოიხატება — შენობა აგებულია KfW 55 ენერგოეფექტურობის სტანდარტის მიხედვით, რაც ნიშნავს, რომ ის მოიხმარს მხოლოდ დაახლოებით 55%-ს იმ ენერგიისა, რასაც ჩვეულებრივ ახალი შენობა მოიხმარდა. BORA-ს ახალი კონცეპტუალური სივრცე განსაკუთრებული არქიტექტურული ნიმუშია — ერთდროულად ინოვაციური და ჰარმონიულად ინტეგრირებული გარემოსთან. ეს არის მართლაც გამორჩეული პროექტი, რომელშიც Dlubal-ის RFEM პროგრამა გამოიყენეს როგორც ფასადის, ისე მთლიანად ფოლადის კონსტრუქციის მოდელირებისა და გაანგარიშებისთვის.   სტატიის წყარო: www.dlubal.com

Read more

Tekla PowerFab–ის საშუალებით Wareing Buildings–მა ოპერაციების სრული კონტროლი უზრუნველყო

იმის ძიებაში, თუ როგორ გადაეყვანა თავისი ბიზნესი და ყოველდღიური პროცესები სრულად ციფრულ რეჟიმში, ასევე შეექმნა ცენტრალიზებული ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც ეფექტურად გააკონტროლებდა და უზრუნველყოფდა სამუშაოების შესრულებას, ბრიტანულმა ფოლადის კონსტრუქციების მწარმოებელმა კომპანია Wareing Buildings-მა კვლავ მიმართა Trimble-ს და მის სანდო პროგრამულ პორტფელს Tekla-ს დახმარებისთვის. ლანკაშირში დაფუძნებული Wareing Buildings თავის კლიენტებს სთავაზობს სრულ ფოლადის მომსახურებას — მათ შორის კონსტრუქციული ფოლადის პროექტირებას, წარმოებასა და მონტაჟს, აგრეთვე გარე ფასადებისა და ხის სამუშაოების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებსა და BIM-ს პროექტის დიზაინის ეტაპზე — მათ შორის Tekla Structures, Tekla Structural Designer და Trimble Connect პლატფორმებს — ყოველდღიური საქმიანობის მართვა, როგორიცაა ფოლადის წარმოების პროცესების დამუშავება, კონტროლი და მიწოდება, კვლავ დიდწილად მექანიკური და არაეფექტური პროცესი იყო.   კომპანიის სრულად დიგიტალიზაციის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, მეთ ჰასტუელმა, Wareing Buildings-ის წამყვანმა ინჟინერმა, აღნიშნა: „ცხადი იყო, რომ ცვლილება აუცილებელი გახდა — სინამდვილეში ეს იდეა უკვე წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის გარკვეული სფეროები ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული იყო, მაგალითად, ჩვენი BIM მოდელირების პროგრამების გამოყენება, კომპანიის ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობა მაინც არაეფექტურად მიმდინარეობდა — ჩვენი გუნდები დიდწილად განუწყვეტელ და ტრადიციულ მოძველებულ სისტემაზე იყვნენ დამოკიდებულნი. ჩვენ ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა ინფორმაციის მართვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მთელი ჩვენი ყოველდღიური პროცესების — მათ შორის მასალების შეკვეთის, წარმოების გრაფიკების და მიწოდების — მარტივად დამუშავება, მართვა და წვდომა.“ „ზუსტად ამ პერიოდში შევიტყვეთ, რომ Trimble-მა გამოუშვა Tekla PowerFab. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პროგრამამ ჩვენი ინტერესი გამოიწვია, იყო მისი მარტივად გამოსაყენებელი და ინტუიციური ინტერფეისი. განსხვავებით Tekla Structures-ისა და Tekla Structural Designer-ისგან, რომლებიც მხოლოდ სპეციალიზებული გუნდების მიერ გამოიყენება, PowerFab თავიდანვე შექმნილი იყო მთელი კომპანიის მასშტაბით გამოყენებისთვის. ჩვენთან მუშაობენ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები — ზოგიერთს არც კი აქვს სმარტფონი ან ტაბლეტი — ამიტომ გვჭირდებოდა პროგრამა, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი იქნებოდა.“ Tekla PowerFab-ის საინფორმაციო მართვის სისტემის დანერგვიდან რვა თვის შემდეგ, მიღებული შედეგები ნათლად ჩანს. როგორც კი შეკვეთა იდება, შემდგომი ყველა ეტაპი უკვე სრულად PowerFab-ის მეშვეობით მუშავდება და კონტროლდება. ჩვენ მას ვიყენებთ მასალების შეკვეთისა და წარმოების კონტროლის სამართავად, ხოლო წარმოების და სამუშაო გრაფიკებიც პროგრამის საშუალებით გენერირდება. „Tekla PowerFab-ის დანერგვიდან რვა თვის შემდეგ, მისი სარგებელი სრულიად აშკარა გახდა. შეკვეთის მიღებისთანავე, პროცესის ყველა მომდევნო ეტაპი ახლა PowerFab-ის საშუალებით მუშავდება და მონიტორინგდება. პროგრამას ვიყენებთ მასალების შეკვეთისა და წარმოების კონტროლის სამართავად, ხოლო წარმოებისა და სამუშაოს განრიგი ავტომატურად იქმნება ამავე სისტემაში. ყველა სამუშაო დავალება გაიცემა ცენტრალური პლატფორმიდან და იგზავნება შესაბამის განყოფილებაში — იქნება ეს ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟი, შედუღება, შეღებვა თუ ხის სამუშაოები. ფაქტობრივად, PowerFab იქცა კომპანიის ახალ ცენტრალურ ბიზნეს-ბირთვად, რომელიც ჩვენს ყველა პროცესს, მონაცემსა და ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს.“ გარდა მასალების შეკვეთისა და წარმოების დაგეგმვისა, Wareing Buildings იყენებს PowerFab-ს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის ეტაპზეც, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას რეალურ დროში აკონტროლოს, რომელი ტვირთი, როდის და სად მიემართება. ფოლადის წარმოების ობიექტებში მასალის ასეთი მაღალი მოცულობის ფონზე, დიდია იმის რისკი, რომ გარკვეული მასალები „დაიკარგოს“ წარმოების პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიები კვლავ მხოლოდ მოძველებულ სისტემებს ეყრდნობიან. „კომპონენტების მონიტორინგი და მენეჯმენტი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგან ის უზრუნველყოფს სრული და გამჭვირვალე კონტროლის დონეს — როგორც შიდა, ასევე გარე პროცესებში. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციასა და კოორდინაციას გუნდებს შორის, რადგან კომპანიის ყველა თანამშრომელს შეუძლია სისტემაში შესვლა და დაუყოვნებლივ ნახოს, რომელ ეტაპზეა კონკრეტული სამუშაო ან გაეცნოს დეპარტამენტის სამუშაო გრაფიკს მიმდინარე კვირისთვის. Tekla Structures-თან პირდაპირი ინტეგრაციის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვიმოძრაოთ პროექტის 3D BIM მოდელში, ავირჩიოთ ნებისმიერი ფოლადის ელემენტი და მივიღოთ ინფორმაცია მისი ამჟამინდელი სტატუსის შესახებ. ჩვენი მთელი გუნდი იყენებს PowerFab-ს სმარტ მოწყობილობების მეშვეობით, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს დასრულებისთანავე თანამშრომლებს შეუძლიათ მარტივად დააფიქსირონ ცვლილებები სისტემაში — შედეგად კი კომპონენტის სტატუსი ავტომატურად ახლდება.“-ამბობ მეთი მეთი განაგრძობს: „შედარებისთვის, სანამ PowerFab ბიზნესში დავნერგავდით, თუ გვჭირდებოდა კონკრეტული სამუშაოს სტატუსის გადამოწმება, ამისთვის აუცილებელი იყო ფიზიკურად მისვლა ადგილზე და თითოეული გუნდის წარმომადგენელთან ინდივიდუალურად საუბარი. ცხადია, ეს დროის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებდა — დრო, რომელიც სხვაგან უფრო ეფექტურად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.“ Wareing Buildings-ს შიდა გამჭვირვალობის გაუმჯობესების გარდა, ეს სარგებელი შეუძლია კლიენტებსა და პარტნიორებსაც გაუზიაროს, რაც ხელს უწყობს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბებას და მეტ ღირებულებაზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას. მეტს ამბობს თავად მეთ ჰასტუელიც: „Trimble Connect-ის მეშვეობით — ქლაუდ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ BIM ბირთვს — ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ სისტემაში შესვლა და პროექტის შესაბამისი PowerFab მონაცემების მიღება. სრულად გამჭვირვალედ წარმოდგენილი ინფორმაციის საშუალებით, კლიენტებს შეუძლიათ ნახონ კონკრეტული წარმოების სამუშაოს მიმდინარე სტატუსი, მიიღონ განახლებები და იცოდნენ, როდის მიეწოდებათ დასრულებული ფოლადი ადგილზე. ეს, თავის მხრივ, აძლიერებს ნდობას, აძლევს კლიენტებს რწმენას და უზრუნველყოფს, რომ სამუშაო შესრულდეს დროულად.“ Wareing Buildings ასევე იყენებს PowerFab-ის შესაძლებლობებს უფრო ფართოდ, აჩვენებს პროგრამის მოქნილობას და ადაპტირების უნარს კომპანიის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. ერთი ასეთი მაგალითი არის PowerFab-ის გამოყენება ანგარიშგების ინსტრუმენტად. „ეს ჩვენს დროს ნამდვილად ზოგავს. სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ ცენტრალურ სისტემაში უკვე არსებული მონაცემების გამოყენებით ავტომატურად შევქმნათ ანგარიშები ან ინფორმაცია, რომლის ხელით მომზადება დიდი დროის დახარჯვას მოითხოვდა. მაგალითად, გვაქვს ავტომატური რეპორტი, რომელიც ყოველ კვირას დეტალურად ასახავს ყველა ცვლილებას, რაც ამ კვირაში შევიდა — მის ღირებულებას, სამუშაოს სტატუსს და საჭირო გადასახადებს. შედეგად, ჩვენი ბუღალტერია აღარ არის ვალდებული ხელით გადაამოწმოს ინვოისები და მასალების შეკვეთების სია.“ „ასევე გვაქვს ყოველკვირეული პროგნოზის ანგარიში, რომელიც ავტომატურად გვაწვდის მიმდინარე სამუშაოების სტატუსს და შემდეგი კვირის წარმოების გრაფიკის ხედვას, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად დაგეგმოთ და შევინარჩუნოთ მაღალი წარმოების ეფექტურობა.“ მეთ ჰასტუელი Wareing Buildings-ის მიერ PowerFab-ის გამოყენებით სამუშაო პროცესის დიგიტალიზაციის შემდეგ მიღებულ სარგებელზე საუბრობს: „გაუმჯობესებული გამჭვირვალობის, ადაპტირების უნარისა და ეფექტურობის გარდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელია, გამოჩნდა ასევე სხვადასხვა, მოულოდნელი სარგებელი. ჩვენთვის ეს შესაძლებლობა გაიხსნა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებისთვის ბიზნესის სხვადასხვა სფეროში — ისეთი, რომლებიც ადრე შესაძლოა გამოგვრჩენოდა ან საერთოდ არ შეგვემჩნია. მაგალითად, ახლახან დავამატეთ მრავალი ხარისხის კონტროლისა და ინსპექციის პუნქტი ჩვენი შედუღების, დატვირთვისა და შეღებვის დეპარტამენტებში. გუნდები იყენებენ PowerFab-ს, რათა აკონტროლონ და დააფიქსირონ კონკრეტული პირობები სამუშაო პროცესის განმავლობაში, რის შედეგადაც ავტომატურად გენერირდება ანგარიში. ამის საშუალებით შეგვიძლია გამოვავლინოთ გაუმჯობესების საჭირო სფეროები, შევცვალოთ გარკვეული პროცესები.“ როცა რვა თვის შემდეგ დავაკვირდით, როგორ მიიღო პერსონალმა PowerFab და ახალი შესაძლებლობები, რეაქცია მთლიანად პოზიტიური იყო. „ვიცოდით, რომ ეს დიდი გამოწვევა იქნებოდა, რადგან დაახლოებით 70 თანამშრომელს უნდა მიეღო ახალი, ციფრული სამუშაო მეთოდი,“ — განაგრძო მეთმა. „თუმცა ფაზურ შემოტანამდე, მთელი კომპანია ძალიან დადებითად რეაგირებდა, ისიამოვნეს გაუმჯობესებული გამჭვირვალობით, გუნდური კოორდინაციითა და წარმოების, დანაკარგებისა და ხარჯების მყისიერ წვდომით, რასაც ასეთი ცენტრალიზებული საინფორმაციო მართვის სისტემა უზრუნველყოფს. მონიტორინგის საშუალებით თანამშრომლები ხედავენ საკუთარ წარმოების დონეს და სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მათ დამატებით მოტივაციას აძლევს.’’ Tekla PowerFab წარმოადგენს Trimble-ის Tekla პროგრამული პორტფელის ნაწილს და უზრუნველყოფს სრულიად დაკავშირებულ და სტრუქტურირებულ სამუშაო პროცესს — დაწყებული პროექტის დაგეგმვა-დიზაინიდან, დამთავრებული ფაბრიკაციითა და ადგილზე მონტაჟით.   სტატიის წყარო: www.trimble.com

Read more

ჰექსენბესენის კოშკი ჰარცში, გერმანია

გერმანიის ნორდჰაუზენის რაიონში შენდება ახალი ტურისტული ატრაქციონებისა და სათავგადასავლო პარკი. ამ პროექტის ცენტრალური ობიექტი იქნება „Hexenbesen“ („ჯადოქრის ჯოხი“) გადასახედი კოშკი, რომლის სტრუქტურული პროექტირება შესრულებულია Dlubal-ის მომხმარებლის – ibr Tragwerk Barth+Rugenstein GmbH-ის მიერ.   კოშკი აშენებულია სპირალურად დახვეული ფოლადის საყრდენებისგან, რომლებიც დამაგრებულია რკინაბეტონის საძირკველზე. საძირკველში განთავსებულია შენობის ფუნქციური სივრცეები, ხოლო კიბესა და ლიფტს ვიზიტორები ორ გადასახედ პლატფორმამდე აჰყავს. სპეციალურ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ორი მილისებრი სასრიალო, რომელთაგან ერთ-ერთი ზედა პლატფორმიდან თითქმის 40 მეტრის (131.2 ფუტის) სიგრძეზე ეშვება. ზედა, მესამე პლატფორმაზე კი დამონტაჟებულია ტექნიკური მოწყობილობები. კონტრროტაციული ფოლადის სვეტების ძირითადი ჩარჩო შედგება 16 მარჯვნივ დახრილი სვეტისგან, რომლებსაც უპირისპირდება 32 მარცხნივ დახრილი სვეტი. სწორედ ეს ქმნის ჯოხის ილუზიას. ეს საინტერესო პროექტი, რომელიც შესრულებულია Dlubal-ის კლიენტის – ibr Tragwerk Barth+Rugenstein GmbH-ის მიერ, გაანგარიშდა RFEM-ის გამოყენებით.

Read more

სტამბოლის ჰორიზონტის ფორმირება: ზირაათის კოშკები და ციფრული ინსტრუმენტების ძალა

გაიგეთ, როგორ შეამცირა Kalyon Construction-ის გამარტივებულმა პროცესებმა შეცდომები და ნახშირბადის კვალი საკუთარ პროექტებში, რითიც შექმნა ეფექტიანობის ახალი სტანდარტები. Ziraat Towers-ის პროექტი, რომელიც ახალი სტამბოლის ფინანსური ცენტრის ნაწილია, აშენდა თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები და სამშენებლო დრო, რითაც უზრუნველყოფილი იყო ტექნიკური სიზუსტე და ხარისხი. კომპლექსი შედგება ორი მინის კოშკისგან რთული ფასადებით, ფართო საოფისე და სავაჭრო სივრცეებით, ასევე კულტურისა და ღონისძიებათა ცენტრისგან. მან მოიპოვა LEED Platinum სერტიფიკატი მდგრადი პრაქტიკებისა და მასალების გამოყენებით. Kalyon Construction-მა ციფრული ინსტრუმენტები გამოიყენა თანამშრომლობის გასამარტივებლად, შეცდომების მინიმიზებისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რაც დაეხმარა კომპლექსურობის მართვაში, ნახშირბადის კვალის შემცირებაში და მომავალი პროექტების ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. სტამბოლი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა კულტურულ და ეკონომიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო დღეს იქ ახალი სიმბოლო იბადება, რათა გააგრძელოს ეს მემკვიდრეობა. Istanbul Financial Center — მრავალფუნქციური პროექტი — მოიცავს 6 მილიონ კვადრატულ ფუტ საოფისე ფართს, 1 მილიონ კვადრატულ ფუტ სავაჭრო სივრცეს, 750,000 კვადრატულ ფუტ სასტუმროებს და 650,000 კვადრატულ ფუტ საცხოვრებელ კომპლექსებს. კომპლექსს ემატება 2,000-ადგილიანი კულტურისა და ღონისძიებათა ცენტრი. Ziraat Towers, რომელიც თურქეთის უდიდესი ბანკის სათავო ოფისს წარმოადგენს, ახალი Istanbul Financial Center-ის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. კომპლექსი შედგება ორი მინის კოშკისგან — ერთს აქვს 40 სართული, მეორეს კი 46 სართული, რაც ჯამში 430,000 კვადრატული მეტრის სამშენებლო ფართობს მოიცავს. კოშკები გამოირჩევა რთული ფასადებით, ფართო საოფისე და სავაჭრო სივრცეებით, ასევე კულტურისა და ღონისძიებათა ცენტრით. პროექტმა მოიპოვა LEED Platinum სერტიფიკატი მდგრადი მასალებისა და პრაქტიკების გამოყენებით. დასაწყისიდანვე ციფრულმა ინსტრუმენტებმა საფუძვლიანად განსაზღვრა მშენებლობის პროცესი და შედეგები. „**Ziraat Towers-ის პროექტის წარმატება სწორ ინსტრუმენტებში, გუნდურ მუშაობასა და ღია კომუნიკაციაში იყო,“ — ამბობს ბელგინ ჩალიშქანი, Kalyon Construction-ის BIM მენეჯერი. — „თანამშრომლობის მიზანი იყო მთავარი გამოწვევების დაძლევასა და მსოფლიო დონის პროექტის მიწოდებაში.“ მასშტაბური წამოწყება ზირაათის კოშკები და ციფრული ინსტრუმენტების ძალა Kalyon Construction-ის მიერ დასრულებული და არქიტექტურული კომპანია KPF-ის მიერ დაგეგმილი კომპლექსი შედგება ორი მინის კოშკისგან, რომლებიც მდებარეობს საერთო რვასართულიან პოდიუმზე. ეს მრუდოვანი მინის პოდიუმი რამდენიმე ხიდითაა გადაკვეთილი, რომლებიც კოშკებს ერთმანეთს აკავშირებს. მიწის დონეზე კი, მინის შიგნიდან მკაფიოდ იკვეთება წყლით დამუშავებული ქვის ფორმა — აუდიტორია და საკონფერენციო ცენტრი, რომელიც ადამიანებს იზიდავს თავისი ტაქტილური ფორმით. გამწვანებული ბაღები და სახურავზე მოწყობილი მწვანე ზონა კოშკებს ერთმანეთთან აკავშირებს და მთელ კამპუსს ბუნებით შემოსილ გარემოში ახვევს. კოშკების მთელ სიგრძეზე განთავსებული რთული ლუვრის სისტემა უზრუნველყოფს მზის სითბოს ოპტიმალურ რეგულაციასა და ჩრდილს, ხოლო კოშკების აღმართვისას მისი ფორმები ფაქიზად იშლება. ეს არქიტექტურული ხაზები ასახავს ტრადიციული ოსმალური კალიგრაფიის სტილს, სადაც რბილი მრუდები და მკვეთრი ვერტიკალური ელემენტები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მიზნების ციფრულ ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანა   ამ კომპლექსური პროექტის სამართავად Kalyon Construction-მა გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტები, მათ შორის Autodesk Revit, Navisworks, ACC Docs, BIM Collaborate Pro და Dynamo. Autodesk Construction Cloud-მა უზრუნველყო შეუფერხებელი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის, რითიც პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს ერთდროულად მიეწოდებოდა ზუსტი მონაცემები. შედეგად, ინფორმაციისა და დოკუმენტების არევის რისკი, განსაკუთრებით ასეთი მასშტაბური მშენებლობის პირობებში, ეფექტიანად აღმოიფხვრა. დაახლოებით 40 ქვეკონტრაქტორისა და დაინტერესებული მხარის კოორდინაცია ეფექტურად ხდებოდა 3D Revit-ისა და Navisworks-ის ფაილების საშუალებით, ხოლო სამუშაო ნახაზები Revit-ის ფაილებიდან იქმნებოდა. ფასადის მდინარესავით გამდინარე და მრუდოვანი ფორმის გამო, თითოეული მინის პანელი უნიკალური იყო. შესაბამისად, კომპანიას Kalyon სჭირდებოდა პარამეტრული მოდელირების ინსტრუმენტები თითოეული ფორმის შექმნისა და პროექტში ინტეგრირებისათვის. Dynamo-ს გამოყენებით გენერირდა 9,420 სხვადასხვა ზომის პანელი და პროექტისთვის სპეციალურად შეიქმნა 18,840 კვ.მ კედლის მოდელი. ამ პროცესმა 3D მოდელებისა და სამუშაო ნახაზების წარმოების დრო 25%-ით დააჩქარა ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. „Dynamo-მ მნიშვნელოვნი ოპტიმიზაცია გაუკეთა პროცესებს, როგორიცაა 11,500 სამუშაო ნახაზის გენერირება და ფასადის მოდელის შექმნა,“ — აღნიშნავს ჩალიშქანი. — „ეს ავტომატიზაცია გუნდს აძლევდა საშუალებას, მარტივად მორგებოდა ცვლადებ დიზაინს სრული პროცესის განმავლობაში, რითაც შემცირდა მშენებლობის დრო.’’ შედეგად, BIM-მა გაამარტივა სამუშაო პროცესები, შეამცირა ხარჯები და ორი თვით დააჩქარა პროექტის გრაფიკი.   Kalyon-მა და სამშენებლო გუნდმა Autodesk Revit გამოიყენა 3D მოდელირებისა და ციფრული ტყუპის შესაქმნელად. „ყველა დისციპლინის მიერ შექმნილი მოდელები სამშენებლო ფაზაში მნიშვნელოვანი გზამკვლევი იყო იმისათვის, რომ მშენებლობა სრულად შესაბამისობაში ყოფილიყო დიზაინისა და განხორციელების პროცესებთან,“ — ამბობს ჩალიშქანი. — „ამ მოდელებმა გარანტია მისცა შენობის ტექნიკურ სიზუსტესა და ხარისხის სტანდარტებს; ისინი ასევე შეუწყობენ ხელს ოპერაციულ ფაზაზე გლუვ და დაგეგმილ გადასვლას.“ მთელი პროექტის განმავლობაში ეს ციფრული ინსტრუმენტები გამოიყენებოდა პროექტის ნახშირბადის კვალის შესამცირებლად, რამაც გუნდს საშუალება მისცა მიეღწია მიზნისთვის — LEED Platinum სერტიფიკაციისთვის. პრიორიტეტი მიენიჭა გადამუშავებული მასალებით დამზადებულ მასალებს, ასევე მასალებს დაბალი VOC შემცველობით და სხვა ეკოლოგიური სპეციფიკაციებით, რომლებიც მომხმარებლის ჯანმრთელობას იცავს. არჩეული იყო ენერგოეფექტური LED განათების სისტემები, ხოლო განათების ავტომატიზაცია უზრუნველყოფს შუქის ავტომატურ გამორთვას, როდესაც ის არ არის საჭირო. ჩატარდა დღის შუქის ანალიზი იმისთვის, რომ შეგვედგინა მოდელი, თუ როგორ აღწევს ბუნებრივი შუქი შენობის შიგნით. მთელ შენობაში გამოყენებული იყო Solar-E მინა, რომელიც ამცირებს მზის სითბოს შეღწევას. მაღალი ბზინვარების ზონებში დამატებით დაინერგა ფარდები და ჟალუზები. „25,000 ნახაზის ქლაუდ გარემოში მობილური მოწყობილობებით ნახვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის მოხმარება,“ — აღნიშნავს ჩალიშქანი. Ziraat Towers-ის ციფრული მოდელების შექმნის გარდა, სამშენებლო გუნდმა მოდელების საშუალებით სიმულაცია გაუკეთა მშენებლობის პროცესს და შეიმუშავა გეგმა, რომელიც რეალურ დროში მონაცემების გაზიარებას და კრიტიკული ამოცანების პარალელურად შესრულებას ითვალისწინებდა. „ამ ინტეგრაციამ შესაძლებელი გახადა დასრულებული და დაგვიანებული ამოცანების მონიტორინგი, კრიტიკული საქმიანობების იდენტიფიცირება და უფრო რეალისტური და ეფექტიანი გეგმის შემუშავება მასალების დაგეგმილი რაოდენობებისა და სამუშაო გრაფიკის კონტროლით,“ — ხსნის ჩალიშქანი. „ციფრული დიზაინისა და მშენებლობის ინსტრუმენტების ეს სრული კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროცესების გაუმჯობესებაში და Kalyon-ის სამუშაო მეთოდებში ინტეგრირებულია,“ — ამბობს ჩალიშქანი. — „ეს განახლებები მიზნად ისახავს სისტემების უფრო სწრაფ და ეფექტიან დაყენებას მომავალ პროექტებში და რთულ ფაზებთან ადაპტაციის გამარტივებას. ეს მიდგომა სხვა პროექტებშიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და თანმიმდევრულ მოდელირების პროცესს, რაც დროის დაზოგვას იძლევა მოდელების ხელახლა გამოყენების გზით. ამ პროექტიდან მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს პროექტების მონიტორინგი და მართვა.“   სტატიის წყარო: www.autodesk.com

Read more

ინვესტორების გაძლიერება მონაცემებზე დაფუძნებული სამშენებლო მენეჯმენტით

განსხვავებული ტიპის პროექტებში იქნება ეს სტადიონი, საავადმყოფო, პრესტიჟული კურორტი, საცხოვრებელი კომპლექსი თუ ინფრასტრუქტურული ობიექტი — BEXEL Manager გამოიყენება ინვესტორების მიერ მსოფლიოს მასშტაბით პროექტების დაგეგმვის, მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით. მისი მაღალი დონის ავტომატიზაცია, რომელიც დაფუძნებულია მორგებადი შაბლონების გამოყენებაზე, ცოდნის გაზიარებაზე შაბლონების მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ასევე ანალიზების განახლების გამარტივებულ პროცესზე პროექტში ცვლილებებისას, უზრუნველყოფს ეფექტურ კონტროლს პროექტის ყველა ეტაპზე. ზუსტი მონაცემებითა და ინფორმაცით გამდიდრებული BIM მოდელი აუცილებელია ღირებული და სანდო ანალიზებისთვის პროექტის ყველა ეტაპზე. BEXEL Manager-ში რეგულარული ავტომატიზებული მონაცემთა შემოწმება ამოწმებს და აკონტროლებს ინფორმაციის ფენას, ზრდის დიზაინერის შედეგების ღირებულებას და ქმნის მაღალი ხარისხის, მონაცემებით მდიდარ BIM მოდელებს, რომლებიც მზადაა შემდგომი ანალიზისთვის. ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტისა და გენერალური კონტრაქტორების ასოციაციის შეფასებით, სამშენებლო მოედანზე გამოვლენილი შეუსაბამობების საშუალო ფასი ერთ შემთხვევაში 1,500 აშშ დოლარია. შეუსაბამობებისა და ხელახალი სამუშაოების თავიდან აცილება, ასევე შეუფერხებელი სამშენებლო პროცესის უზრუნველყოფა, ზოგავს დროსა და რესურსებს და ამცირებს ხარჯებს. BEXEL Manager-ის შეუსაბამობების აღმოჩენის ალგორითმი და ანგარიშგების დაფები ქმნის გამარტივებულ გზას შეცდომებისგან თავისუფალი საპროექტო დოკუმენტაციისკენ. ზუსტი მოცულობების ცხრილი და პროექტის მონაწილე მხარეებს შორის გამართული თანამშრომლობა და კომუნიკაცია უზრუნველყოფს სიზუსტეს ბიუჯეტის განსაზღვრაში უკვე პროექტის ადრეულ ეტაპზეც კი. BEXEL Manager აერთიანებს ინვესტორის ხარჯვით ბაზას და ქმნის დეტალურ და სტრუქტურირებულ ბიუჯეტს, რაც საშუალებას იძლევა ანალიზი განხორციელდეს სხვადასხვა კრიტერიუმების დაჯგუფებით. მონაცემებით გამდიდრებული 4D/5D სამშენებლო გრაფიკის განსაზღვრის შემდეგ, BEXEL Manager კიდევ უფრო მაღლა სწევს სტანდარტს — BEXEL Manager დამატებით უზრუნველყოფს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზს (მაგალითად, „S Curve“ ან ხარჯების დიაგრამების სახით). ეს ინვესტორს აძლევს საშუალებას შეამციროს დანაკარგი, ამოიცნოს და დანერგოს საუკეთესო პრაქტიკები და გაზარდოს მოგების მარჟა. BEXEL Manager-ში ავტომატიზირებული რესურსების ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ზუსტი შესყიდვების გეგმები და დროულად ჩაერთოს მექანიზაცია, რაც ამცირებს დაგვიანებებს, დაყოვნებებს და ხარჯებს შენახვისა და ტრანსპორტირების პროცესში. 4D/5D BIM მოდელის სრული პოტენციალის გამოყენებით, BEXEL Manager ქმნის და ოპტიმიზაციას უკეთებს მონაცემებით გამდიდრებულ სამშენებლო გრაფიკებს, რომლებიც მოიცავს თითოეული ამოცანის ხარჯებსა და მოცულობებს. ეს უზრუნველყოფს დეტალურ სამშენებლო დაგეგმვას, ზედმეტი სამუშაოების აღმოფხვრას და დამღლელი აქტივობების თავიდან აცილებას. სამშენებლო გრაფიკისა და BIM მოდელის ელემენტების კავშირი BEXEL Manager-ში იძლევა მომენტალურ სამშენებლო სიმულაციებს. დროისა და ადგილის შეუსაბამობები მარტივად წყდება Line-of-Balance დიაგრამის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს კონტროლს, სამუშაო ნორმების დაკისრების შესაძლებლობას, განმეორებითი სამუშაოების შემცირებას და დროისა და მასალების ხარჯების ოპტიმიზაციას. BIM-ზე დაფუძნებული პროგრესის მონიტორინგი უზრუნველყოფს ფართო ანალიტიკას, რაც საშუალებას იძლევა დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები და განხორციელდეს საჭირო ღონისძიებები, სამშენებლო გეგმის რეგულარული ავტომატიზირებული განახლებების მეშვეობით, ყოველი პროგრესის შეყვანისა და შესწორების მიხედვით. ყველა ეს გამარტივებული პროცესი შესაძლებელს ხდის რეგულარული საგადახდო დავალებების გენერირებას, დაფუძნებულად BIM მოდელში ზუსტად შესრულებულ ელემენტებზე, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას ორივე მხარისთვის და ამცირებს პრეტენზიებსა და დავებს. BEXEL Manager-ში „as-built“ დოკუმენტაცია შესაძლებელია BIM მოდელის ელემენტებთან დაკავშირდეს და რეგულარულად შემოწმდეს მისი სრული იდენტიფიცირებისათვის. ინტეგრირებულ გარემოში Facility Management-ის განზომილების დამატებით, BEXEL Manager ეხმარება ინვესტორებსა და ობიექტის მენეჯერებს გრძელვადიანი მომსახურების დაგეგმვისა და ექსპლუატაციის ფაზის მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებაში.   BEXEL Manager-ის ინტეგრირებული BIM-ისა და Portfolio Manager-ის Cloud-ზე დაფუძნებული ანგარიშგების ძრავის სინერგიის გამოყენებით, უმაღლესი მენეჯმენტი იღებს გამოკვეთილ ხედვას პროექტების ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) შესახებ პორტფელის დონეზე. AEC ინდუსტრიაში BIM გარემო გახდა ფართოდ გავრცელებული გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის, რათა ჰქონდეთ სრული ხედვა პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. თუმცა, სხვადასხვა BIM ანალიზისთვის სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის გამო, ერთიანი პლატფორმა, როგორც ერთიანი სანდო წყარო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის „სამშენებლო ინდუსტრიის მომავალი“ კვლევის მიხედვით, ინტეგრირებული BIM აღიარებულია როგორც ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ყველაზე მაღალი გავლენა ექნება AEC ინდუსტრიაზე. BEXEL Manager მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ოპტიმიზაციასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ყველა პროექტში მონაწილე მხარის ჩართულობას BIM პროცესებში. BCG-ის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 2025 წლისათვის მშენებლობების სრული ციფრულიზაცია გამოიწვევს წლიური ხარჯების დაზოგვას: 13–21%-ით დიზაინის, ინჟინერიისა და მშენებლობის ეტაპებზე და 10–17%-ით ექსპლუატაციის ფაზაში.   სტატიის წყარო: www.bexelmanager.com

Read more

ყველაზე მაღალი შენობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც აშენებულია Tekla-სა და Trimble-ის გამოყენებით.

„ჩვენ გამოვიყენეთ Tekla, რადგან ეს იყო იდეალური არჩევანი, რომელმაც უამრავი სარგებელი მოგვცა ჩვენი BIM პროცესის განმავლობაში – ზუსტი და მოქნილი არმატურის დეტალიზაციიდან, 3D მოდელების შექმნასა და მართვამდე, მთელი სამშენებლო სამუშაოების პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამდე.“ – ჰო ვან თაო, პროექტის დირექტორი, Coteccons. 2004 წელს დაარსებული Coteccons არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრაქტორი ვიეტნამში, რომელიც სპეციალიზდება მდგრადი დიზაინისა და მშენებლობის სერვისებში. 2015 წელს BIM ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, კომპანიამ 2016 წლის Tekla Asia BIM Awards-ზე მესამე ადგილი მოიპოვა. ამან კომპანია კიდევ უფრო წაახალისა, რომ BIM დეპარტამენტში შეექმნათ სპეციალური გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნებოდა Tekla-ს გადაწყვეტილებების გამოყენებაზე რთული შენობებისთვის: არმატურის ზუსტი კონსტრუქციების დეტალიზაცია და კოორდინაცია, საწარმოო ნახაზების მომზადება და მოდელის საშუალებით განვითარებული 3D არმატურის აწყობის სახელმძღვანელოების შექმნა. 2018 წელს Coteccons-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა Landmark 81 პროექტით და ამჯერად 2018 წლის Tekla Asia BIM Awards-ზე მეორე ადგილი დაიკავა. აღნიშნულმა პროექტმა ნათლად აჩვენა BIM-ის უპირატესობები და Coteccons-ისთვის BIM-ის გამოყენებაში ახალი რეკორდები შექმნა. Vinhomes Landmark 81 – ინოვაციური პროექტი Vinhomes Landmark 81 მდებარეობს ტან კანგში, საიგონში და ქალაქის ახალი კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენს. 81 სართულიანი და 3 სარდაფიანი ეს ცათამბჯენი არის ყველაზე მაღალი შენობა ვიეტნამში და მთლიანად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე მსოფლიოს მე-14 უმაღლესი შენობაა. მისი დიზაინი შეიმუშავა ბრიტანულმა კომპანია Atkins-მა, რომელმაც შთაგონება ტრადიციული სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლოსგან – ბამბუკისგან მიიღო. პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც, გარდა ლუქს კლასის ბინებისა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურისა, მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, სავაჭრო ცენტრს, კინოთეატრსა და დახურულ მოედანს. საერთო სიმაღლით 461 მეტრზე მეტი, იგი 8 მეტრით აღემატება მალაიზიის Petronas Twin Towers-ს, რომელიც მანამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმაღლეს შენობად ითვლებოდა. Landmark 81 ასევე მრავალი სხვა თვალსაზრისით არის ინოვაციური. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ Coteccons გახდა პირველი ადგილობრივი კონტრაქტორი, რომელსაც ასეთი მასშტაბის პროექტი ანდეს, რითაც საერთაშორისო კომპანიებს გადაასწრო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ პროექტი დაგეგმილ ვადაზე 45 დღით ადრე დასრულდა. „BIM-ის დანერგვამ 2015 წელს და Tekla-ს გადაწყვეტილებების გამოყენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი კლიენტების ნდობის მოპოვებაში დიდი და კომპლექსური პროექტების შესრულებისას,“ – ამბობს ჰო ვან თაო, Coteccons-ის პროექტის დირექტორი. Coteccons-ისთვის ეს პროექტი არაერთი „პირველიც“ იყო. მათ შორის – ყველაზე მასიური საძირკვლის ფილა, რომლისთვისაც საჭირო გახდა ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ბეტონის ჩასხმა: 16,000 კუბურ მეტრზე მეტი ბეტონი, 8.8 მეტრი სიმაღლეზე (პირველი სართულის ნიშნულიდან -18 მ), მასიური არმატურა ზედა და ქვედა ფენებში და H400 ტიპის გამაგრებითი სისტემა. ეს ურთულეს გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან პროექტის მენეჯერი წინასწარ ხედავდა არმატურის შეჯახებებს საყრდენ კონსტრუქციებთან და საძირკვლის დახრილობასთან. თუმცა, BIM-ისა და Tekla-ს დახმარებით, Coteccons-მა შეძლო პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მათი განხილვა კლიენტთან და კონსულტანტებთან ერთად, რაც შესაძლებელს ხდიდა კონსტრუქციის რეალიზებას. საბოლოო შედეგი მართლაც შთამბეჭდავი იყო – Landmark 81-ის ბეტონის ჩარჩო სრულად დასრულდა ვადაზე ექვსი კვირით ადრე. ეს ასევე პირველი შემთხვევა იყო, როდესაც Coteccons-ს მოუწია კომპოზიტურ სტრუქტურასთან მუშაობა - მკვრივი არმატურა და ფოლადი, სამაგრებითა და შედუღებული შემაერთებლებით. ეს მოითხოვდა რთულ შეერთებებს და Tekla Structures ფასდაუდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა არმატურის სტრუქტურების 3D მოდელების შესაქმნელად, რომლებიც აღჭურვილი იყო ასაწყობი, კოორდინირებული არმატურისა და ფოლადის შეერთებებით. Tekla-ს მოდელიდან გუნდმა მიიღო ზუსტი საწარმოო ნახაზები და Bar Bending Schedule (BBS), რაც მათ დაეხმარა ქარხანაში ნარჩენების შემცირებაში, ასევე ადგილზე არმატურის ზუსტად დაჭრაში. გუნდმა ასევე შექმნა ეტაპობრივი 3D არმატურის აწყობის სახელმძღვანელოები არმატურის ამწყობი გუნდებისთვის, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა აწყობის პროცესი და გააუმჯობესა უსაფრთხოება. ბოლო გამოწვევა გუნდისთვის იყო ეფექტური სამშენებლო მეთოდის შემუშავება ძალიან მაღალი შენობებისთვის – განსაკუთრებით სამშენებლო აღჭურვილობისთვის, როგორიცაა კოშკის ამწეები, ვარდნისგან დაცვა, 20 მეტრზე მეტი სიმაღლის სოფიტის ფილების ჩამოვარდნისგან დაცვა და ა.შ. მაგალითად, შენობის უნიკალური დიზაინის გამო, რომელიც ზედა სართულებზე ვიწროვდება, დაახლოებით 67-ე სართულზე შენობის ბირთვი იმდენად პატარაა, რომ ამწეები აღარ მუშაობენ. ამისთვის საჭირო გახდა მეორე ამწეს განთავსება შენობის გარეთ, სპეციალური კონსოლის საშუალებით. მთელი პროცესის განმავლობაში, Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენებოდა ინსტალაციის თითოეული ეტაპის სიმულირებისთვის და მისი რეალურ გრაფიკებთან შესარწყმელად, რისკების ამოსაცნობად და მრავალი სცენარის შესამოწმებლად, რათა დახმარებოდა გუნდს საუკეთესო გადაწყვეტის პოვნაში. Tekla იდეალური არჩევანი იყო Coteccons-ის BIM განყოფილებისთვის, რომელმაც წარმატებით გამოიყენა იგი მათ წინა ჯილდოს მფლობელ პროექტში, Gold View-ში. ამგვარად, გუნდი დარწმუნებული იყო Landmark 81-ის წარმატების უნარში, განსაკუთრებით არმატურის დეტალების დამუშავების, ბეტონისა და ფოლადის 3D სტრუქტურული მოდელების შექმნისა და მართვის სიმარტივის, ასევე იმ სიცხადის შენარჩუნებაში, რაც მათ პროცესის განმავლობაში კონცეფციიდან დამზადებამდე და ადგილზე საბოლოო მშენებლობამდე მიჰყავდათ. Tekla Structures-მა გუნდის დიზაინერებსა და ინჟინრებს საშუალება მისცა, ზუსტად დაეპროექტებინათ სტრუქტურები და ყველა კომპონენტი 3D ფორმატში და შეექმნათ საჭირო 2D ნახაზები დამზადებისა და მშენებლობის მიზნებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფა ასევე დაეხმარა გუნდს, საჭიროების შემთხვევაში, მარტივად ემართათ და მიეღოთ წვდომა მოდელებში არსებულ ზუსტ, სტრუქტურირებულ სამშენებლო ინფორმაციაზე. SketchUp ასევე გამოიყენებოდა მათი მეთოდის ფორმულირებისთვის 3D მოდელების სიმულაციისთვის. ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელსაც Coteccons პროექტის წარმატებისთვის კრიტიკულად მიიჩნევს, იყო მაღალეფექტური საკომუნიკაციო ეკოსისტემა, რომელიც მოიცავდა BIM გუნდს, ობიექტის მენეჯმენტს, სუბკონტრაქტორებს და კლიენტს. Tekla BIMsight-მა და Trimble Connect-მა ინსტრუმენტული როლი ითამაშეს - ამ გადაწყვეტილებების გამოყენებით, მთელი სამშენებლო სამუშაო პროცესი ძალიან ეფექტური იყო, როგორიცაა კომბინირებული მოდელების გაზიარება იმავე მარტივი 3D გარემოს გამოყენებით, დიზაინის ფაზაში პრობლემების გადასაჭრელად. Trimble Connect ასევე მნიშვნელოვანი იყო იმაში, რომ გუნდს საშუალება მიეცა, მარტივად გაეზიარებინა 3D მოდელები და ინფორმაცია ერთმანეთთან ZALO მობილური ჩატის პლატფორმაზე მობილური მოწყობილობებით. კიდევ ერთი ახალი მიდგომა, რომელიც გამოყენებულ იქნა, იყო 3D RFI (ინფორმაციის მოთხოვნა), რამაც შესაძლებელი გახადა Coteccons-ს, კლიენტსა და კონსულტანტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება უფრო სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად. საბოლოო შედეგი კომპანიის სანდოობაზე მეტყველებს. Landmark 81 არ არის მხოლოდ ვიეტნამის სიამაყე – Coteccons-ისთვის ეს წარმოადგენს კომპეტენციისა და უნარის დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც საშუალებას აძლევს მათ ჩაერთონ დიდმასშტაბიან, კომპლექსურ სამშენებლო პროექტებში საერთაშორისო დონეზე. გუნდს მტკიცედ სჯერა, რომ BIM და Tekla Software მნიშვნელოვანი ფაქტორები იყვნენ პროექტის წარმატების მისაღწევად. Landmark 81 მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის: „World’s Best Architecture“ International Property Awards 2017, ლონდონი „Best International Residential High-Rise Architecture“ და „Best Residential High-Rise Architecture Asia Pacific“ International Property Awards 2016 Tekla-ს ძირითადი სარგებელი Coteccons-ისთვის ზუსტი არმატურის დეტალიზაცია, შეუსაბამობების წინასწარ ამოცნობა, 3D მოდელების მარტივი შექმნა და მართვა როგორც ბეტონში, ასევე ფოლადში; ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლა კონცეფციიდან საწარმოო პროცესამდე და საბოლოო მშენებლობამდე; ზუსტი საწარმოო ნახაზების მიღება ბევრად დეტალიზებული, მონაცემებით მდიდარი 3D მოდელებიდან; სამუშაო პროცესის და თანამშრომლობის გაუმჯობესება ღია BIM მიდგომის წყალობით; პროექტი ციფრებში: საერთო სიმაღლე: 461 მ სართულების რაოდენობა: 81 სართული + 3 სარდაფი საერთო სართულების ფართობი: 241,000 კვ.მ სტრუქტურა: 16,000 კვ.მ საძირკვლის ფილა ბირთვის კედელზე 17 გადატანილი არმატურული ბელი მე-6 სართულზე ვერტიკალური სტრუქტურისთვის კომპოზიტური კონსტრუქცია სამშენებლო პერიოდი: 12/2014 – 4/2018   სტატიის წყარო: Trimble.com

Read more