BIM Solutions Georgia Community Day Autodesk-ის პარტნიორობით წარმატებით გაიმართა თბილისში

BIM Solutions Georgia-მ წარმატებით უმასპინძლა დახურული ფორმატის პროფესიულ ღონისძიებას — BIM Solutions Georgia Community Day, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა არქიტექტურის, ინჟინერიის, მშენებლობის, დეველოპერული სექტორის, აკადემიური სივრცისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა Fabrika Tbilisi-ში და მიზნად ისახავდა პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, BIM სამუშაო პროცესებისა და ციფრული კოლაბორაციის შესახებ ღია დიალოგის წარმართვას, ასევე საქართველოში AEC სექტორის განვითარების მომავლის განხილვას. საღამოს ოფიციალური ნაწილი გაიხსნა BIM Solutions Georgia-ს წარმომადგენლების სიტყვით და ვიტაუტას პუოჯიუნასის, BIM Solutions Georgia-ს თანადამფუძნებლისა და CEO-ს პრეზენტაციით, სადაც მან აუდიტორიას გაუზიარა Autodesk-ის უახლოესი კვირების განმავლობაში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი განახლებები, ისაუბრა პლატფორმების განვითარების მიმართულებებზე და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება Autodesk Forma-ზე, მის შესაძლებლობებზე და იმ ღირებულებაზე, რომელსაც ეს პლატფორმა ქმნის თანამედროვე AEC სექტორისთვის — ადრეული ანალიზის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების და უფრო ინტეგრირებული სამუშაო პროცესების მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა ასევე მოისმინეს საინტერესო გამოსვლები სხვადასხვა წამყვანი კომპანიებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან. სპიკერებს შორის იყვნენ წარმომადგენლები NKC Consulting-დან, ARCHIDEA-დან, Smart Engineering Group-იდან, LAYOUT-იდან, SPECTRUM-იდან. ბოლოს კი მოხდა Forma Design Collaboration-ის ინტერფეისისა და მისი უპირატესობების ჩვენება.  პრეზენტაციები შეეხებოდა როგორც რეალურ პროექტებზე მიღებულ გამოცდილებას, ისე BIM პრაქტიკას, ციფრული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას, პლატფორმების ევოლუციას, პარტნიორობის როლს და ეფექტურ მუშაობას თანამედროვე BIM ეკოსისტემაში. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის, ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანიების წარმომადგენლები. პანელში მონაწილეობდნენ: საჯარო სექტორის წარმომადგენელი — საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, აკადემიური სფეროს წარმომადგენელი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, არქიტექტურული პრაქტიკის წარმომადგენლები — წამყვანი არქიტექტურული კომპანიებიდან, საინჟინრო სექტორის წარმომადგენელი — საინჟინრო კომპანიის მხრიდან, დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო: BIM-ის რეალურ დანერგვას ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორში, სხვადასხვა დისციპლინას შორის კოორდინაციის გამოწვევებს, განათლებისა და ინდუსტრიის ურთიერთკავშირს, მონაცემებზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს მნიშვნელობას, და იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს წარმატებულ პროექტის მიწოდებას თანამედროვე AEC სექტორში. ღონისძიება გამოირჩეოდა მაღალი ინტერესით, ჩართულობითა და ძლიერი აუდიტორიით. შეკითხვები და კომენტარები აუდიტორიის მხრიდან კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ მსგავსი პროფესიული შეხვედრები მნიშვნელოვანი პლატფორმაა ცოდნის გაზიარებისთვის, ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ახალი კავშირების შექმნისთვის და ბაზრის განვითარებისთვის. ოფიციალური ნაწილს ახლდა სასიამოვნო არაფორმალურ გარემოც — networking, კოქტეილები, მუსიკა და პროფესიული კომუნიკაცია, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა უფრო თავისუფალ ატმოსფეროში გაეგრძელებინათ დიალოგი და ახალი ურთიერთობები დაემყარებინათ. BIM Solutions Georgia მადლობას უხდის ღონისძიების ყველა სპიკერს, პანელის სტუმარს, პარტნიორსა და დამსწრეს მონაწილეობისთვის. Community Day კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ საქართველოს AEC სექტორს აქვს მზაობა, ინტერესი და პოტენციალი უფრო ძლიერი, კოორდინირებული და თანამედროვე ციფრული სამუშაო გარემოს განვითარებისათვის.

Read more

BIM Solutions Georgia გახდა Chaos Corona-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

საქართველოს არქიტექტურული ვიზუალიზაციის სფეროში მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა: BIM Solutions Georgia გახდა Chaos Corona–ს ოფიციალური წარმომადგენელი ქართულ ბაზარზე. აქამდე Corona Renderer–ს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი არ ჰყავდა, რის გამოც ადგილობრივ არქიტექტორებსა და ვიზუალიზატორებს ხშირად უწევდათ ლიცენზიებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღება საერთაშორისო არხების მეშვეობით. ახალი პარტნიორობის შედეგად, Chaos Corona ახლა უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია საქართველოში, რაც ადგილობრივ პროფესიონალებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ: ოფიციალური ლიცენზიებით, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის კანონიერ გამოყენებას; ავტორიზებული ტექნიკური მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას; პროფესიონალური კონსულტაციებით, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოიყენონ პროგრამის შესაძლებლობები. Chaos Corona მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რენდერინგის ძრავია არქიტექტურული ვიზუალიზაციის სფეროში. იგი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური გამოსახულებების შექმნის შესაძლებლობით, რაც არქიტექტორებსა და დიზაინერებს აძლევს პროექტების უფრო რეალისტურად წარმოჩენის საშუალებას. BIM Solutions Georgia აგრძელებს საქართველოს AEC (Architecture, Engineering, Construction) სექტორის მხარდაჭერას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით, ადგილობრივ პროფესიონალებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს არქიტექტურულ სფეროში ინოვაციების განვითარებას.

Read more

Autodesk One Team Conference 2026 — ინდუსტრიის მთავარი სიახლეები

2026 წლის 2–5 მარტს Autodesk-მა სან დიეგოში (კალიფორნია) გამართა ყოველწლიური Autodesk One Team Conference. კონფერენციის მთავარი თემა იყო “Lead With Purpose”, რომელიც შეეხებოდა მიზანმიმართულ ლიდერობას, ტექნოლოგიურ ინოვაციებს და სხვადასხვა ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას. ღონისძიება აერთიანებდა Autodesk-ის ხელმძღვანელობას და პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, სადაც განიხილებოდა ინდუსტრიის განვითარების ძირითადი მიმართულებები და მომავალი ტექნოლოგიური ტენდენციები. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოს ბაზრისთვის როგორც Autodesk-ის ოფიციალური Silver Partner საქართველოში, BIM Solutions Georgia მუდმივად აკვირდება Autodesk-ის გლობალურ ინიციატივებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში მოქმედ კომპანიებსა და პროფესიონალებს მივაწოდოთ მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და სამუშაო პროცესები, რომლებიც ცვლის სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიას. კონფერენციის ძირითადი თემები AEC ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია კონფერენციაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო არქიტექტურის, ინჟინერიის და მშენებლობის (AEC) ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაცია. Autodesk კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს BIM ტექნოლოგიისა და ინტეგრირებული ციფრული სამუშაო პროცესების მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს პროექტის ყველა მონაწილეს შორის ეფექტურ თანამშრომლობას. დაკავშირებული Cloud პლატფორმები კონფერენციაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო Autodesk Construction Cloud-ის განვითარებას. ეს პლატფორმა აერთიანებს: არქიტექტორებს და დიზაინერებს ინჟინრებს სამშენებლო გუნდებს პროექტის ყველა მონაწილეს Cloud ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა პროექტის მონაცემები იყოს ერთიანი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ყველა მხარისთვის. ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია Autodesk აქტიურად ავითარებს ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის ტექნოლოგიებს, რომლებიც ცვლის პროექტირების და მშენებლობის პროცესებს. მათ შორის: AI-assisted დიზაინის ინსტრუმენტები მოდელების ავტომატური კოორდინაცია Clash detection-ის ავტომატიზაცია პროგნოზირებადი ანალიტიკა Generative Design ტექნოლოგიები Autodesk-ის გლობალური პარტნიორული ეკოსისტემა კონფერენციაზე ასევე გამოიკვეთა Autodesk-ის პარტნიორული ქსელის მნიშვნელოვანი როლიტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. პარტნიორები უზრუნველყოფენ: პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას პროფესიულ ტრენინგებს კონსულტაციას და ტექნიკურ მხარდაჭერას BIM Solutions Georgia-ს როლი საქართველოში როგორც Autodesk Silver Partner საქართველოში, BIM Solutions Georgia აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ Autodesk-ის ტექნოლოგიები და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკა ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივი კომპანიებისთვის. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: BIM ტექნოლოგიების პოპულარიზაცია Autodesk-ის პროფესიული ტრენინგები და სერტიფიკაცია პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა კომპანიებში ციფრული სამშენებლო პროცესების განვითარება საქართველოში გლობალური ინდუსტრიული ღონისძიებების ძირითადი მიგნებების გაზიარებით, როგორიც არის Autodesk One Team Conference, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს სამშენებლო სექტორის ციფრულ განვითარებას.   ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ: Ginny McSwine Vikram Dutt Steve Blum|Leona Frank Nevin Yukse Nicolas Mangon Rachael Appleton Srinath Jonnalagadda Aishwarya Balamukundan Andrew Anagnost Andy Elder|Steve Blum Shakeel Mirza Cyrille Fauvel Natalie Staines

Read more

BIM განათლების განვითარებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და BIM Solutions Georgia-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის (AEC) სფეროში BIM განათლების განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. BIM Solutions Georgia-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია უნივერსიტეტში თანამედროვე BIM ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების უზრუნველყოფა. მემორანდუმის ხელმოწერის პროცესს ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინიციატივის მნიშვნელობას ქვეყნის ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო განვითარების კონტექსტში. რას შეცვლის ეს თანამშრომლობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში BIM (Building Information Modeling) დღეს წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს, რომელიც აერთიანებს პროექტირების, კოორდინაციისა და მშენებლობის პროცესებს ერთ ციფრულ ეკოსისტემაში. საქართველოში BIM განათლების გაძლიერება ნიშნავს, რომ მომავალი თაობის ინჟინრები და არქიტექტორები მიიღებენ ისეთ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც უკვე ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვან სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებში. თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ წვდომას თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზე, და სწავლება იქნება მაქსიმალურად პრაქტიკაზე დაფუძნებული — რეალური ინდუსტრიული პროექტების მაგალითებზე. BIM Technology Lab და თანამედროვე სასწავლო სივრცე მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტში შეიქმნება თანამედროვე სასწავლო აუდიტორია 20 სტუდენტისა და 1 ლექტორისთვის, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს. სწავლება განხორციელდება ქართულ და უცხოურ ენებზე, ხოლო პროგრამა დაეფუძნება იმ პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც სტუდენტებს მისცემს საშუალებას თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ რეალური გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებზე. პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური მხარდაჭერა BIM Solutions Georgia საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უზრუნველყოფს საერთაშორისო ლიდერი ბრენდების პროგრამული უზრუნველყოფებით, მათ შორის: Autodesk Trimble Fine Software (GEO5) IDEA StatiCa და სხვა წამყვანი პლატფორმები გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩართული იქნება სასწავლო პლატფორმები და სერტიფიცირებული ტრენერები, რაც უზრუნველყოფს სწავლების ხარისხიან და საერთაშორისო დონეზე შესაბამის ფორმატს. რა იგეგმება პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია: BIM საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა ერთობლივი ტრენინგებისა და ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის უზრუნველყოფა თანამედროვე BIM სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავება რეალური პროექტების საფუძველზე პარტნიორობის მიზანია ახალი თაობის პროფესიონალების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. BIM Solutions Georgia-ს შესახებ BIM Solutions Georgia წარმოადგენს საქართველოს წამყვან კომპანიას ციფრული მშენებლობისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით. კომპანია სპეციალიზებულია BIM სისტემების დანერგვაში, პროფესიულ ტრენინგებში, პროგრამული უზრუნველყოფების მიწოდებასა და საინჟინრო ციფრულ ტრანსფორმაციაში. BIM Solutions Georgia აქტიურად მუშაობს: სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებთან დეველოპერებთან არქიტექტურულ ბიუროებთან სახელმწიფო და საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან კომპანიის ხედვაა საქართველოში თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებისა და BIM სტანდარტების განვითარება საერთაშორისო დონეზე. რატომ არის ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლო წლებში სამშენებლო სექტორში ყველაზე დიდი ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობს: საგანმანათლებლო სექტორი (კადრების მომზადება) ბიზნეს სექტორი (პრაქტიკული მოთხოვნები, პროექტები, დასაქმება) სახელმწიფო სექტორი (ინფრასტრუქტურა, რეგულაციები, სტანდარტები) BIM Solutions Georgia სწორედ ამ სამ მიმართულებას შორის თანამშრომლობას მიიჩნევს ყველაზე რეალურ და შედეგიან გზად, რათა ქვეყანამ მიაღწიოს არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფეროში თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ განვითარებას. იხილეთ BMG-ის სიუჟეტი: https://www.youtube.com/watch?v=CnrUKpYAzjU 

Read more

BIM Academy-ს ინოვაციური ტრენინგი ACC-ში – პირველი ნაბიჯები პროფესიულ BIM პროექტებში

BIM Solutions Georgia-ს სასწავლო აკადემიაში 13–15 ოქტომბერს გაიმართა Autodesk Construction Cloud-ის 3-დღიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც ორგანიზებული იყო BIM Academy-ის მიერ. კურსი მიეძღვნა BIM მენეჯერებს, არქიტექტორებს, ინჟინრებსა და დეველოპერებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ პროექტების მენეჯმენტსა და თანამშრომლობაში ACC და BIM Collaborate Pro პლატფორმებზე. სამდღიანი ინტენსიური ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ქლაუდ პროექტების შექმნაზე, მოდელების კოორდინაციაზე, ვერსიების მართვაზე და დისციპლინათაშორის თანამშრომლობაზე. სასწავლო პროცესი მოიცავდა რეალურ დროში დემონსტრაციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ინდუსტრიულ შემთხვევებზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც დაეხმარა მონაწილეებს პრაქტიკულად დაეფიქსირებინათ მიღებული უნარები. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა BIM Academy-ის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს Autodesk-ის სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობას. ტრენინგის საშუალებით მონაწილეებმა შეძლეს: ACC ინტერფეისისა და მოდულების ეფექტური გამოყენება; ქლაუდ პროექტების მართვა და კოორდინაცია; დოკუმენტების და მოდელების ორგანიზება და მართვა; გუნდურ თანამშრომლობაში ეფექტური კომუნიკაცია. კურსის მნიშვნელობა აშკარად გამოიკვეთა – მონაწილეებმა ისწავლეს თანამედროვე BIM პროცესების სრული ციკლის მართვა, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას სძენს სამუშაო ბაზარზე და შესაძლებლობას აძლევს წარმატებით ჩაერთონ რეალურ პროექტებში. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს BIM Solutions Georgia-ს როლს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების დანერგვის და პროფესიული განვითარების სფეროში, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას უახლეს ტექნოლოგიებსა და სერთიფიცირებულ ტრენინგს, რაც აძლიერებს მონაწილეების უნარებს, ეფექტურობასა და პროდუქტიულობას ციფრულ სამშენებლო პროექტებში.

Read more

BIM Solutions Georgia – Sketchup-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში!

BIM Solutions Georgia სიამაყით გიზიარებთ ახალ ოფიციალურ პარტნიორობას Sketchup-თან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ადვილად გამოსაყენებელ 3D მოდელირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან, გლობალურ ლიდერთან ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტილებების სფეროში არქიტექტორების, ინჟინრებისა და დიზაინერებისთვის. SketchUp, როგორც ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტი AEC ინდუსტრიაში, საშუალებას აძლევს პროფესიონალებს გააცოცხლონ თავიანთი დიზაინის ხედვები უმარტივესად და ეფექტურად. „მოხარულები ვართ, რომ წარმოვადგენთ SketchUp-ს საქართველოში“ - განაცხადა მარიამ ქუთათელაძემ, BIM Solutions Georgia-ს  ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა. ”ეს პარტნიორობა სრულყოფილად გამოხატავს ჩვენს მისიას, გავაძლიეროთ AEC პროფესიონალები საუკეთესო თანამედროვე ხელსაწყოებით. SketchUp-ის მოსახერხებელი ინტერფეისი და ძლიერი ფუნქციონალი მას ფასდაუდებელ აქტივად აქცევს ჩვენი კლიენტებისთვის, რაც დაეხმარება მათ მიაღწიონ განსაკუთრებულ შედეგებს თავიანთ პროექტებში.” AEC სფეროს წარმომადგენლების გაძლიერება როგორც ოფიციალური წარმომადგენელი, BIM Solutions Georgia შემოგთავაზებთ SketchUp სერვისების სრულ პაკეტს, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვას, ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს SketchUp-ის შესაძლებლობების მაქსიმალური პოტენციალის გამოყენების უზრუნველყოფას. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად BIM აკადემია გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აკადემია უზრუნველყოფს სპეციალიზებულ ტრენინგ პროგრამებს, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა უნარების დონეზე, დამწყებიდან პროფესიონალ მომხმარებლამდე. ეს პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ პროფესიონალები აღჭურვოს ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა SketchUp-ის ეფექტურად გამოსაყენებლად სამუშაო პროცესებში. ფოკუსირება ინდუსტრიაზე SketchUp-ის ძირითადი მიმართულებაა არქიტექტურა და ინტერიერის/ავეჯის დიზაინი, სადაც მისი გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, პროგრამული უზრუნველყოფა ასევე ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, პროდუქტის დიზაინში, ურბანული და ლანდშაფტის დიზაინში, თამაშის დიზაინში, მარკეტინგსა და წარმოებაში. პროექტის შედეგების გაძლიერება SketchUp-ის დამატება BIM Solutions Georgia-ს შეთავაზებებში მნიშვნელოვნად გაზრდის პროექტის შედეგებს სხვადასხვა სექტორში. მისი შესაძლებლობები 3D მოდელირებაში, დოკუმენტაციაში და ვიზუალიზაციაში აუცილებელია თანამედროვე სამშენებლო და დიზაინის პრაქტიკისთვის. არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ურბანული დაგეგმარების და სხვა სფეროების კლიენტები ისარგებლებენ SketchUp-ის უწყვეტი ინტეგრაციით მათ პროექტებში, რაც გამოიწვევს გაუმჯობესებულ თანამშრომლობას, ეფექტურობასა და ინოვაციებს. ბაზრის გავლენა და მომავალი ზრდა მოსალოდნელია, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოში ბაზრის ზრდას SketchUp-ის შესაძლებლობების მეტი პროფესიონალის გაცნობით. ამ მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის მიღება ხელს შეუწყობს AEC ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას რეგიონში, რომელიც შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს უფრო ეფექტური და მდგრადი სამშენებლო პრაქტიკისკენ. BIM Solutions Georgia-ს შესახებ BIM Solutions Georgia არის არქიტექტურული და საინჟინრო პროგრამული გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერი საქართველოსა და სომხეთში. ინოვაციებზე, მომხმარებელთა წარმატებასა და ინდუსტრიის გამოცდილებაზე ორიენტირებული BIM Solutions Georgia გთავაზობთ პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებისა და სერვისების ფართო სპექტრს, რომლებიც შექმნილია AEC პროფესიონალების უნიკალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სტრატეგიული პარტნიორობისა და ინდუსტრიაში სრულყოფილებისადმი ერთგულების მეშვეობით, BIM Solutions Georgia ახორციელებს AEC ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის წარმართვას რეგიონში. დამატებითი ინფორმაციისთვის SketchUp-ისა და მისი ახალი შეთავაზებების შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ გვერდს.

Read more

BIM Solutions Georgia იწყებს ახალ თავს, როგორც Autodesk-ის ოფიციალური რისელერი!

BIM Solutions Georgia იწყებს ახალ თავს, როგორც Autodesk-ის ოფიციალური რისელერი BIM Solutions Georgia სიამაყით აცხადებს ახალ ოფიციალურ პარტნიორობას Autodesk-თან, გლობალურ ლიდერთან ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტილებების სფეროში არქიტექტორების, ინჟინრებისა და დიზაინერებისთვის. ეს თანამშრომლობა გამოხატავს BIM Solutions-ის ერთგულებას ციფრული სამშენებლო ტექნოლოგიების წინსვლისთვის და ინდუსტრიის პროფესიონალების გაძლიერებისკენ უახლესი ხელსაწყოებით. Autodesk-მა, რომელიც ცნობილია ციფრული პროდუქტების ყოვლისმომცველი კომპლექტით, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, ინჟინერიას, მშენებლობას და წარმოებას, შეარჩია BIM Solutions Georgia, როგორც ოფიციალური რისელერი. ეს სტრატეგიული ალიანსი აერთიანებს BIM Solutions-ის გამოცდილებას პროექტების მენეჯმენტში და Autodesk-ის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სურვილს საქართველოში. ”ჩვენი პარტნიორობა Autodesk-თან ნიშნავს წინსვლას ჩვენს მისიაში, მოვახდინოთ რევოლუცია პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზაზე”, – განაცხადა ვიტაუტას პუოჯიუნასმა BIM Solutions Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. “Autodesk-ის გადაწყვეტილებები ინდუსტრიის ინოვაციების წინა პლანზეა და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ წვდომა ამ უახლეს ინსტრუმენტებზე.” თანამშრომლობა მოიცავს რისელერის უფლებებს Autodesk-ის ყველა პროდუქტზე უკლებლივ,  როგორიცაა AutoCAD, Revit, Civil 3D და სხვა. ეს გაფართოებული პროდუქციის პორტფელი საშუალებას აძლევს BIM Solutions Georgia-ს დააკმაყოფილოს არქიტექტორების, მშენებლებისა და ინჟინრების სხვადასხვა საჭიროებები, ხელი შეუწყოს ეფექტურობას და სრულყოფილებას პროექტის განხორციელებაში. BIM Solutions Georgia იწვევს ყველას იმისთვის, რომ ეწვიონ და შეიძინონ Autodesk პროგრამული უზრუნველყოფა უშუალოდ ჩვენი ოფისიდან ან დაგვიკავშირდით ნებისმიერი ჩვენი საკომუნიკაციო არხის საშუალებით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს Autodesk პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ეს წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, გამოსცადონ Autodesk-ის ინსტრუმენტების ძალა საუკეთსო ფასად. მომხმარებლებს ახლა უკვე შეუძლიათ გამოიყენონ BIM Solutions Georgia-სა და Autodesk-ის ერთობლივი გამოცდილება, რათა გააუმჯობესონ პროექტის სამუშაო პროცესები, გაამარტივონ დიზაინის პროცესები და საბოლოოდ მიაღწიონ პროდუქტიულობის მაღალ დონეს. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ აძლიერებს BIM Solutions-ის პოზიციას ბაზარზე, არამედ ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების დანერგვისთვის. „როდესაც Autodesk-თან ერთად ვიწყებთ ამ მოგზაურობას, ჩვენი ყურადღება მიმართული რჩება ჩვენი მომხმარებლების გაძლიერებაზე იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც მათ წარმატებისთვის სჭირდებათ“, – განაცხადა ვიტაუტას პუოჯიუნასმა. “ჩვენი შესაძლებლობებისა და Autodesk-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის სინერგია ქმნის მძლავრ რესურსს მათთვის, ვინც ეძებს სრულყოფილებას ციფრულ მშენებლობაში.” BIM Solutions Georgia-სთვის Autodesk-ის ოფიციალურ რისელერად წარმოჩენა უფრო მეტია ვიდრე ბიზნესის განვითარება; ეს არის მშენებლობის საინფორმაციო მოდელირების (BIM) სფეროს წინსვლის ვალდებულება  სამშენებლო ინდუსტრიაში ციფრული ტრანსფორმაციის წარმართვისკენ. პარტნიორობა ქმნის საფუძველს ახალი საინტერესო შესაძლებლობების, ტექნოლოგიური წინსვლისა და მომავლისთვის, სადაც პროექტები არა მხოლოდ შენდება, არამედ მუშავდება სიზუსტითა და ინოვაციებით. ამ თანამშრომლობის გამორჩეული მახასიათებელია  BIM Solutions Georgia-ს ტრეინინგ ცენტრი, სადაც ყველა პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა იქნება პროფესიონალი ტრენერების მიერ. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის  არა მხოლოდ უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობას, არამედ მიიღონ უმაღლესი დონის ტრენინგს ინდუსტრიის ექსპერტებისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ Autodesk-ის გადაწყვეტილებების სრული პოტენციალი. BIM Solutions Georgia-ს სასწავლო ცენტრი მიზნად ისახავს აღმოფხვრას უფსკრული პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასა და ცოდნას შორის, სთავაზობს პლატფორმას უწყვეტი სწავლისა და უნარების განვითარებისთვის. ეს ინიციატივა ემთხვევა კომპანიის ხედვას არა მხოლოდ უზრუნველყოს ინსტრუმენტები, არამედ უზრუნველყოს, რომ მომხმარებლები აღიჭურვნენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური აღვისებით და გახდნენ თვდაჯერებული, პროგრამული უზრუნველყოფებით სარგებლობის დროს.  

Read more

ციფრული მშენებლობის ფორუმი 2023

ახალი ეტაპი მშენებლობაში – პროცესების გაციფრულება პირველად საქართველოში BIM Solutions Group-მა სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია CMC-თან თანამშრომლობით გამართა მშენებლობის მართვის გაციფრულების საერთაშორისო ფორუმი, რომელიც გაიმართა სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში. ფორუმს ესწრებოდა დეველოპმენტის, მშენებლობის, არქიტექტურისა და საინჟინრო სექტორის წამყვანი კომპანიების 300-მდე დელეგატი. ასევე ვუმასპინძლეთ სახელმწიფო და დიპლომატიური სექტორების წარმომადგენლებს. ჩვენმა გამოცდილმა სპიკერებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გაგვიზიარეს BIM ტექნოლოგიების დანერგვის გზები და შემდგომ მიღებული ბენეფიტები. ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ლინკს: https://www.bimforum.ge

Read more

რკინაბეტონის კონსტრუქციების პროექტირება BIM ტექნოლოგიების გამოყენებით – პირველი სემინარი

კომპანიების გადამზადების მიზნით, BIM Solutions Georgia პირველ სემინარი გამართა, რომელიც სტრუქტურულ ინჟინერიას ეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ლიეტუვიდან, საინჟინრო კომპანია Sostinės Konstruktoriai-ის წარმომადგენელმა დამსწრე აუდიტორიას აჩვენენა კონსტრუქციული საინჟინრო პროცესის შესაძლო ახალი გზა და გამოცდილება BIM ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. ღონისძიება თბილისში (Radisson BLU Hotel) 15 თებერვალს გაიმართა და დაესწრო რკინაბეტონის კონსტრუქციების დიზაინზე მომუშავე კონსტრუქტორ ინჟინრები და დიზაინერები, BIM მომხმარებლები, პროექტის მენეჯერები სტუდენტები და დარგის პროფესორები საქართველოს უნივერსიტეტებიდან. BIM დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი იყო რკინაბეტონის კონსტრუქციების საპროექტო სამუშაო პროცესი. სემინარის მონაწილეებმა იხილეს, თუ რამდენად სწრაფი, ზუსტი და ეფექტური შეიძლება იყოს დიზაინის პროცესი თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებით. მომხსენებლები: ვიტაუტას პუოჯუნას – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი კაპანაძე – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს წამყვანი ინჟინერი ერნესტას ბერჟნსკის – BIM SOLUTIONS GEORGIA-ს პარტნიორი იულიუს ზარიაცკას - “SOSTINES KONSTRUKTORIAI” კომპანიის დამფუძნებელი https://www.youtube.com/watch?v=25trPbFs0mE    

Read more

BIM Solutions საქართველოში

BIM Solutions BIM მეთოდოლოგიის გამოყენებას და დანერგვას ბალტიისპირეთში ახორციელებს 2011 წლიდან. ახლა BIM Solutions Group ადგილობრივი წარმომადგენლობის BIM Solutions Georgia-ს სახით დაეხმარება სამშენებლო ინდუსტრია საქართველოში, რომ უფრო ეფექტური გახდეს. წამყვანი BIM საკონსულტაციო კომპანია ბალტიისპირეთში და ახლა საქართველოში მუშაობს საინჟინრო და არქიტექტურის განვითარების კომპანიებთან, მფლობელებთან, ასევე სამთავრობო დაწესებულებებთან. რა არის BIM? - BIM არის შენობის ინფორმაციის მოდელირება ან მოდელი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ციფრული შენობის მოდელი ან პროტოტიპი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შენობის ყველა ელემენტის შესახებ. BIM Solutions Georgia ხელს შეუწყობს სამშენებლო პროექტების მართვის ოპტიმიზაციას ინოვაციური მეთოდებისა და BIM ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკაში დადასტურებული ყველაზე ეფექტური გზით. BIM გადაწყვეტილებები ეხმარება კლიენტებს/მომხმარებლებს, შეამცირონ მრავალი პრობლემა მშენებლობაში, როგორიცა არის შეფერხებები, მასალის არამიზნობრივი ხარჯვა, განმეორებადი სამუშაოები და პროექტის ხარისხი. BIM ტექნოლოგიები ეხმარება და ხელს უწყობს პროექტის ყოველ ეტაპზე მასში ჩართული პირების მიერ შესრულებული სამუშოების გაუმჯობესებას დაწყებული პროექტის დიზაინით, ჩაბარებითა და ზედამხედველობის ჩათვლით. BIM Solutions Georgia გთავაზობთ კონსულტაციებს, თუ როგორ გამოიყენოთ BIM Tools - მათი საუკეთესო გზები დიზაინის, მშენებლობისა და შენობების მოვლის პროცესში, რათა მიიღოთ უფრო კონტროლირებადი და ეფექტური სამშენებლო პროექტი. ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ უძრავი ქონების დეველოპერებს, პროექტის მფლობელებს, თუ როგორ წარმართონ BIM პროექტები, როგორ შექმნან შესაბამისი მოთხოვნები. დღესდღეობით BIM სავალდებულოა უმეტეს განვითარებად ქვეყნებსა და ევროპაში. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მთავრობამ უკვე გადაწყვიტეს სამშენებლო პროექტებში BIM გადაწყვეტილებების სავალდებულო მოთხოვნა. BIM Solutions-ს მიაჩნია, რომ გამოცდილება და 10 წელზე მეტი პრაქტიკა დაეხმარება ქართულ სამშენებლო ინდუსტრიას მიაღწიოს უფრო მაღალ დონეს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს თანამედროვე სამშენებლო მენეჯმენტში. ახლა საქართველოში არქიტექტორები იყენებენ BIM ტექნოლოგიებს, როგორიცაა ArchiCAD ან Revit არქიტექტურული დიზაინისთვის. ძალიან კარგი დასაწყისია. ეს არის დიზაინის პროცესის დაჩქარება და ვიზუალიზაცია, ასევე ის ეხმარება არქიტექტორებს BIM მოდელებიდან ავტომატურად შექმნან ნახაზები და მასალების რაოდენობა. მაგრამ სრულყოფილ შედეგსა და მთავარ სარგებელს ვაღწევთ მაშინ, თუ პროექტირების ყველა ნაწილი - სტრუქტურული, HVAC, ელექტრო და ა.შ. შექმნილია BIM-ში. BIM Solutions Georgia შეასწავლის ინჟინრებს, თუ როგორ გამოიყენონ სპეციალიზებული BIM-ის დიზაინისა და საინჟინრო ინსტრუმენტები, ასევე ასწავლის კონსულტაციას გაუწევს სამუშაო პროცესის კოორდინირებულად წარმართვას არქიტექტორებს, ინჟინერებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის. BIM Solutions Georgia ჩაატარებს ტრენინგებსა და ვებინარებს, თუ როგორ დაიგეგმოს საპროექტო მასალა და ბიუჯეტი, პროექტის განრიგი და მოხდეს შესრულების კონტროლი უფრო ეფექტური გზით, პროექტირების 3D ვიზუალიზაციის გამოყენებით. ასე რომ, პირველი ეტაპი არის ვისწავლოთ BIM-ის გამოყენება დიზაინისთვის, შემდეგ BIM სამშენებლო და შენობების მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციისთვის. BIM Solutions Georgia მზადაა ასევე ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან/უნივერსიტეტებთან და სამშენებლო, ინჟინერიასთან დაკავშირებულ ასოციაციებთან, რათა დაეხმაროს ახალი თაობის საგანმანათლებლო პროგრამის გააზრებას და დაწყებას, BIM მეთოდოლოგიის დამატებით განათლების სფეროში. BIM Solutions Georgia აწყობს პირველ სემინარს, რომელიც ეძღვნება სტრუქტურულ ინჟინერიას, სადაც BS ინჟინრები აჩვენებენ კონსტრუქციული საინჟინრო პროცესის შესაძლო ახალ გზას, საუკეთესო სამუშაო BIM ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე იქნება მოწვეული სტუმარი ლიეტუვიდან, საინჟინრო კომპანია Sostinės Konstruktoriai. ეს კომპანია გააზიარებს საკუთარ წარმატებას და ახსნიან რატომ და როგორ იყენებენ BIM-ს.

Read more