აღწერა
ერთი ცვლილება მოდელში — რა ხდება ნახაზებზე?
Tekla Structures-ში რკინაბეტონის პროექტის ცვლილებების მართვა
პროექტი დასრულებულია, მოდელი მზადაა, სამუშაო ნახაზები გაფორმებულია — და სწორედ ამ დროს პროექტში ცვლილება შემოდის.
რამდენი სამუშაოს თავიდან შესრულება დაგჭირდება?
უფასო პრაქტიკულ ვებინარზე ვაჩვენებთ, როგორ მუშაობს Tekla Structures რეალურ საპროექტო სიტუაციაში: ავიღებთ უკვე მომზადებულ რკინაბეტონის მოდელსა და გაფორმებულ სამუშაო ნახაზებს, შემდეგ მოდელში შევიტანთ ცვლილებებს და ვნახავთ, როგორ აისახება ისინი პროექტის დოკუმენტაციაზე.
ვებინარის განმავლობაში პრაქტიკულად ვნახავთ:
- როგორ რეაგირებს უკვე მომზადებული ნახაზი მოდელში შეტანილ ცვლილებაზე;
- როგორ განახლდება ელემენტების გეომეტრია, ზომები და ჭრილები;
- როგორ ვაკონტროლოთ ცვლილებები და თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ნახაზს შორის შეუსაბამობები;
- რა ნაწილს ასრულებს Tekla ავტომატურად და სად არის საჭირო კონსტრუქტორის ჩარევა;
- როგორ გვეხმარება ერთიანი BIM მოდელი პროექტის ცვლილებების უფრო ეფექტურად მართვაში.
ვისთვის არის ვებინარი?
კონსტრუქტორებისთვის, BIM ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და ყველა სპეციალისტისთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ შეიძლება Tekla Structures-ის გამოყენება რკინაბეტონის პროექტების მოდელირების, დეტალიზაციისა და სამუშაო ნახაზების მომზადების პროცესში.
ფორმატი: Live Demo + კითხვა/პასუხი
თარიღი: 29.09.2026
დრო: 15:00-16:00 საათი
მონაწილეობა: ვებინარი უფასოა, დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია
დარეგისტრირდი და ნახე, როგორ იქცევა Tekla Structures-ში პროექტის ცვლილება მართვად პროცესად.