ერთი ცვლილება მოდელში — რა ხდება ნახაზებზე?

2026-09-29 15:00
-
2026-09-29 16:00
მარიამ ქუთათელაძე
+995599922404 info@bimsolutions.ge

აღწერა

ერთი ცვლილება მოდელში — რა ხდება ნახაზებზე?

Tekla Structures-ში რკინაბეტონის პროექტის ცვლილებების მართვა

 

პროექტი დასრულებულია, მოდელი მზადაა, სამუშაო ნახაზები გაფორმებულია — და სწორედ ამ დროს პროექტში ცვლილება შემოდის.

რამდენი სამუშაოს თავიდან შესრულება დაგჭირდება?

უფასო პრაქტიკულ ვებინარზე ვაჩვენებთ, როგორ მუშაობს Tekla Structures რეალურ საპროექტო სიტუაციაში: ავიღებთ უკვე მომზადებულ რკინაბეტონის მოდელსა და გაფორმებულ სამუშაო ნახაზებს, შემდეგ მოდელში შევიტანთ ცვლილებებს და ვნახავთ, როგორ აისახება ისინი პროექტის დოკუმენტაციაზე.

ვებინარის განმავლობაში პრაქტიკულად ვნახავთ:

  • როგორ რეაგირებს უკვე მომზადებული ნახაზი მოდელში შეტანილ ცვლილებაზე;
  • როგორ განახლდება ელემენტების გეომეტრია, ზომები და ჭრილები;
  • როგორ ვაკონტროლოთ ცვლილებები და თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ნახაზს შორის შეუსაბამობები;
  • რა ნაწილს ასრულებს Tekla ავტომატურად და სად არის საჭირო კონსტრუქტორის ჩარევა;
  • როგორ გვეხმარება ერთიანი BIM მოდელი პროექტის ცვლილებების უფრო ეფექტურად მართვაში.

ვისთვის არის ვებინარი?

კონსტრუქტორებისთვის, BIM ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და ყველა სპეციალისტისთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ შეიძლება Tekla Structures-ის გამოყენება რკინაბეტონის პროექტების მოდელირების, დეტალიზაციისა და სამუშაო ნახაზების მომზადების პროცესში.

ფორმატი: Live Demo + კითხვა/პასუხი

თარიღი: 29.09.2026

დრო: 15:00-16:00 საათი

მონაწილეობა: ვებინარი უფასოა, დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია

დარეგისტრირდი და ნახე, როგორ იქცევა Tekla Structures-ში პროექტის ცვლილება მართვად პროცესად.