როგორ აუმჯობესებს ეფექტურობას, კონტროლს და თანამშრომლობას Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფები

Grupo Cano-მ Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მრავალი სარგებელი მიიღო, მათ შორის — სამუშაო პროცესების რეორგანიზაცია, წარმოების (ფაბრიკაციის) შესაძლებლობების გაზრდა და პროექტების თავდაჯერებულად მიწოდება. პროგრამა მათ დაეხმარა კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებაში, დაგეგმვის დროის შემცირებაში, ასევე ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაციაში. გარდა ამისა, Grupo Cano-მ დააფიქსირა ხარისხისა და ეფექტიანობის ზრდა, რაც მათ უბიძგებს გააგრძელონ Tekla-ს პროდუქტების გამოყენება და შეისწავლონ ახალი ტექნოლოგიები.

Grupo Cano არის კომპანია, რომელიც მდებარეობს მექსიკაში. მას გააჩნია 35 წელზე მეტი გამოცდილება ფოლადის კონსტრუქციებისა და გადახურვის მემბრანების პროექტირებაში, ინჟინერიაში, წარმოებასა და მონტაჟში. კომპანიის ყოველთვიური ფაბრიკაციის მოცულობა დაახლოებით 2000 ტონას შეადგენს. მექსიკაში მათი საქმიანობა ძირითადად ორიენტირებულია სამრეწველო და კომერციულ მშენებლობაზე და ასევე მოიცავს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ სამშენებლო პროექტებს. დამატებით, ისინი აშშ-ში სხვადასხვა პროექტზე მესამე მხარის სუბკონტრაქტორის როლშიც მუშაობენ, უმეტესად კერძო სექტორის პროექტებზე.

პროექტის მოგება ზუსტი მოცულობების განსაზღვრით

მექსიკაში პროექტების უმეტესობა ტენდერში მონაწილეობის გზით კეთდება. აშშ-ის მსგავს ბაზრებთან შედარებით, მექსიკაში პროექტის დაწყებისას კომპანია იღებს პროექტის კატალოგს, რაც გულისხმობს, რომ დიზაინის კონცეფცია უკვე განსაზღვრულია. ასეთ შემთხვევაში მათ სჭირდებათ რაოდენობების გადამოწმება სატენდერო განაცხადისთვის და დარწმუნება, რომ საკმარისი საწარმოო შესაძლებლობა აქვთ.

თუ პროექტი აშშ-დან მოდის, ისინი ქმნიან მასალების რაოდენობრივი დათვლის (Material Takeoff) მოდელს Tekla Structures-ის გამოყენებით.

პროექტის მოგების შემდეგ, მისი განხორციელების ორი ძირითადი სცენარი არსებობს. თუ დიზაინს დამკვეთი ამზადებს, ისინი იყენებენ დამკვეთის მოდელს, ამოწმებენ მას და ქმნიან საკუთარ მოდელს სწორი მასალების შეკვეთის უზრუნველსაყოფად. სხვა შემთხვევაში, დამკვეთი თავად მათ სთხოვს დიზაინის მომზადებას. ამ მიზნით კომპანიას ჰყავს სპეციალური საპროექტო დეპარტამენტი. ისინი იწყებენ კონცეპტუალური მოდელის შექმნით სტრუქტურული ანალიზისთვის, რომელიც შემდგომ სრულდება Tekla Structures-ის მოდელის გამოყენებით.

Tekla Open BIM მიდგომის წყალობით, ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და Tekla Structures-ს შორის მონაცემთა გაცვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც კონსტრუქციები განსაკუთრებით კომპლექსურია, უფრო მიზანშეწონილია დეტალიზაციის შესრულება Tekla Structures-ში და მისი დაბრუნება ანალიტიკურ პროგრამაში.

როდესაც მოდელი მზად არის, იგი ექსპორტირდება Revit-ში პროექტში ჩართული სხვა მხარეებისთვის გადასაცემად. „ჩვენი ძირითადი მოდელი იქმნება Tekla Structures-ში, რადგან ის არის ყველაზე ზუსტი და აქვს განვითარების უმაღლესი დონე (LOD)“, — აღნიშნავს მარტინ კარმონა, Cano Estructuras-ის პროექტის მენეჯერი და ინოვაციების სპეციალისტი.

Cano Estructuras არის მექსიკური კომპანია, რომელიც Cano Group-ის ნაწილია და საქმიანობა 1989 წელს დაიწყო ადგილობრივი და საშტატო ფოლადის სამშენებლო ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

2D-დან რეალურად კონსტრუქციულ მოდელებამდე

Grupo Cano-ს გარკვეული დრო დასჭირდა 2D-დან 3D მოდელირებაზე გადასასვლელად. თუმცა, ცვლილების განხორციელების შემდეგ სარგებელი აშკარა გახდა — მათ შეწყვიტეს „ხაზებით“ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაფუძნებული მუშაობა და დაიწყეს პროექტების სამგანზომილებიან სივრცეში აღქმა.

კომპანიამ Tekla Structures-ის გამოყენება 2016 წელს დაიწყო და მიღებული სარგებელი მხოლოდ 3D მოდელის ვიზუალიზაციით არ შემოიფარგლება.

Tekla Structures-ისა და Tekla-ს მოდელის გამოყენებით კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სიზუსტე და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობა. რეალურად ასაგები მოდელის საფუძველზე ერთობლივმა მუშაობამ შეცდომები და გაუგებრობები შეამცირა. გარდა ამისა, მოდელის ვიზუალიზაციის შესაძლებლობები მათ აძლევს საშუალებას დაინახონ როგორც პროექტი მთლიანობაში, ისე კონკრეტული ნაწილები და დეტალები, რომლებიც უშუალოდ მათი კომპანიის ამოცანებს ეხება.

Tekla Model Sharing-მა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მსხვილ პროექტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი გუნდი და პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ.

„BIM მექსიკაში თანდათან სტანდარტად ყალიბდება, ამიტომ 2D-ზე დაბრუნება აღარ განიხილება.“— მარტინ კარმონა, Cano Estructuras-ის პროექტის მენეჯერი და ინოვაციების სპეციალისტი

დიზაინის, ბიუჯეტის, ფაბრიკაციის დაკავშირება და უკეთესი სერვისი ობიექტზე

Tekla Structures-ის სრულყოფილად ათვისების შემდეგ Grupo Cano-მ Tekla PowerFab-ის გამოყენებაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე თვეა იყენებენ, შედეგები დაუყოვნებლივ გახდა შესამჩნევი. Tekla-ს სხვადასხვა პროდუქტის ინტეგრირებულმა გამოყენებამ მათ საშუალება მისცა სამუშაო პროცესები საფუძვლიანად გადაეწყოთ.

დღეს კომპანია უფრო თავდაჯერებულად ახორციელებს პროექტებს და ზუსტად იცის, რა მოცულობის ფაბრიკაცია შეუძლია და რა ვადებში. მათი შემდეგი მიზანია საწარმოო შესაძლებლობების ზრდა, რისთვისაც უკვე ფლობენ სანდო მონაცემებს — გადაწყვეტილებები აღარ ემყარება ვარაუდებს ან არაზუსტ შეფასებებს.

Tekla Structures-ის, Tekla Model Sharing-ის, Trimble Connect-ისა და Tekla PowerFab-ის გამოყენების გამოცდილება მათთვის შეუფერხებელი და ეფექტიანი აღმოჩნდა, და მოკლე დროში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები მიიღეს.

„ერთი და იმავე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება გვაძლევს გარანტიას, რომ ინფორმაცია სრულად და სწორად გადაეცემა, რადგან სისტემები ერთმანეთთან გამართულად ახდენენ კომუნიკაციას. ინფორმაციის იმპორტი რამდენიმე წამში ხდება და მონაცემები არ იკარგება.“— მარტინ კარმონა, Cano Estructuras-ის პროექტის მენეჯერი და ინოვაციების სპეციალისტი

კომპანია დღეს პროცესებზე სრულ კონტროლს გრძნობს და ჩამოაყალიბა სტაბილური, სტანდარტიზებული სამუშაო მექანიზმები. წარსულში კონტროლი გადანაწილებული იყო მრავალ ხელში — თითოეულ თანამშრომელს ჰქონდა საკუთარი გაანგარიშების ცხრილი ან დაგეგმვის დოკუმენტი, თუმცა არ არსებობდა ინფორმაციისა და პროცესების მკაფიო სტანდარტიზაცია.

დაგეგმვის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა: ადრე ეს პროცესი ერთიდან ორ კვირამდე გრძელდებოდა, ახლა კი ყველაფერი ერთ სამუშაო დღეში სრულდება.

„დაგეგმვაზე დახარჯული დრო დაახლოებით 500%-ით შემცირდა.“— მარტინ კარმონა

CNC და ავტომატიზებული დანადგარებისთვის განკუთვნილი ყველა ფაილი ადრე ხელახლა იხაზებოდა და არ ხდებოდა პირდაპირი ექსპორტი. თანამშრომლები ღამით მუშაობდნენ ნახაზებზე, რათა დილით წარმოება დროულად დაწყებულიყო. დღეს ეს საჭირო აღარ არის.

ამასთან, შესაძლებელი გახდა CNC ფაილების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. შესაბამისად, ჭრის სიების მიღებისას უკვე არსებობს მკაფიო და თანმიმდევრული დაგეგმვის სქემა, რაც წარმოების პროცესს მეტად ორგანიზებულსა და ეფექტიანს ხდის.

კარმონას თქმით, მიმდინარე წელს მათი მთავარი ფოკუსი ფაბრიკაციის პროცესების გაუმჯობესება იყო. თუმცა უკვე ნათლად ჩანს, რომ Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფის სარგებელი გაცილებით ფართოა და მხოლოდ დაგეგმვითა და წარმოებით არ შემოიფარგლება.

მოდელის ობიექტზე გამოყენება და კომუნიკაციის გაუმჯობესება

მოდელის ობიექტზე გამოყენებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა გუნდებს შორის კომუნიკაცია და განსაკუთრებით გაზარდა სამუშაოს სიცხადე ადგილზე. Tekla-ს მოდელით მუშაობა აშკარად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ინფორმაციის ტელეფონით გადაცემა.

Request for Information (RFI)-ზე დახარჯული დრო შემცირდა, რადგან მათ შეუძლიათ დაინახონ, რეალურად რა ხდება მოდელსა და ობიექტზე. პროცესები აღარ ეფუძნება ვარაუდებს ან წარმოსახვას. თუ ობიექტზე ვინმეს აქვს კითხვა ან შენიშვნა, საჭიროა მოდელის გაზიარება შესაბამის პირებთან — შედეგად ყველა ერთსა და იმავე მოდელს უყურებს, თითქოს ფიზიკურად უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ.

Trimble Connect და კომუნიკაციის ბარიერების შემცირება

Trimble Connect-ის გამოყენებამ მათ საშუალება მისცა ინფორმაცია გაუზიარონ იმ დამკვეთებსაც კი, რომლებიც ჯერ არ იყენებენ BIM ტექნოლოგიებს. ეს პლატფორმა ამცირებს კომუნიკაციის ბარიერებს როგორც დამკვეთებთან, ისე პარტნიორებთან მუშაობისას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს აშშ-ის პროექტებზე, როდესაც RFI ზოგჯერ სრულად გასაგები არ არის ელფოსტით, ტექსტური შეტყობინებით ან ბრტყელი გამოსახულებით. მოდელის გაზიარების შემთხვევაში, მხარეებს აქვთ კონსტრუქციის უკეთესი ვიზუალური აღქმა და სიღრმისეული გაგება. შედეგად, ინფორმაცია უფრო ზუსტი ხდება, მცირდება დროის დანაკარგი და გაუგებრობები ინჟინრებთან და გენერალურ კონტრაქტორებთან თანამშრომლობისას.

ლოჯისტიკა, დრო და ეფექტიანობა

მაღალი ხარისხის კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ პროექტებში, სადაც დროისა და ლოჯისტიკის რესურსები შეზღუდულია და კომპონენტების დასაწყობების სივრცე პრაქტიკულად არ არსებობს. ასეთ პირობებში აუცილებელია სწორი კომპონენტების სწრაფი და ეფექტიანი მიწოდება და ობიექტზე ოპერატიული შესრულება.

PowerFab-ის გამოყენებამ მათ საშუალება მისცა უკეთ დაგეგმონ ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა. ისეთი ერთი შეხედვით მარტივი პროცესებიც კი, როგორიცაა ტრანსპორტირების დაგეგმვა, გახდა მეტად ორგანიზებული და მართვადი. შედეგად აღარ ხდება ნახევრად ცარიელი სატვირთო მანქანების გაგზავნა. მათ აქვთ სრული ხედვა და კონტროლი მიმდინარე პროექტებზე.

ეს ზრდის ეფექტიანობას და ამავე დროს ხელს უწყობს ნახშირბადის ემისიების შემცირებას, რაც კომპანიის ოპერაციულ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასაც ამყარებს.

Grupo Cano-მ ხარისხის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირა. ეს გაუმჯობესებები ერთჯერადი ცვლილების შედეგი არ ყოფილა, ისინი დაგროვდა Tekla-ს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებული მრავალი მცირე, თუმცა სისტემური გაუმჯობესების შედეგად.

ამ ტიპის ეფექტიანობის ზრდამ გუნდი მეტად მოტივირებული გახადა Tekla-ს პროდუქტებთან მუშაობისთვის და კომპანიაც აქტიურად ეძებს ახალ ტექნოლოგიურ ალტერნატივებს, რათა კიდევ უფრო განავითაროს და გააუმჯობესოს საკუთარი სამუშაო პროცესები.

„რაც უფრო თვალსაჩინო ხდება სარგებელი, მით უფრო მეტი ენთუზიაზმით იყენებენ ჩვენი თანამშრომლები ამ პროდუქტებს.“— მარტინ კარმონა, Cano Estructuras-ის პროექტის მენეჯერი და ინოვაციების სპეციალისტი

ჯერ კიდევ არ სარგებლობთ Tekla-ს პროგრამებით? დაიწყეთ დღესვე და გაიუმჯობესეთ სამუშაო პროცესი. დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩიოთ თქვენზე მორგებული პროგრამის სალიცენზიო პაკეტი.

 

სტატიის წყარო: www.trimble.com